Goals
Problem statement:
კვებასთან დაკავშირებული პროგრამები საქართველოში ფართოდ გახლავთ წახალისებული. ყოველ ქალაქსა თუ რეგიონში ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ დაწესებულება, რომელიც გაჭირვებულ ადამიანებს უფასო კერძებით უმასპინძლდება და რასაც მნიშვნელოვანი კონტრიბუცია შეაქვს ქვეყანაში შიმშილის პრევენციის თვალსაზრისით. თუმცა, არის ძალიან ბევრი დაბალშემოსავლიანი ასაკოვანი ადამიანი, რომელთაც არ შესწევთ სახლიდან გასვლის უნარი, საშუალო ან მძიმე ფიზიკური შეზღუდული შესაძლებლობების გამო არ შეუძლიათ ესტუმრონ უფასო სასადილოებს. ჩვენ გვსურს საკვები მივაწოდთ ასეთ ადამიანებს, რომელთაც თავად არ აქვთ საშუალება მიიღონ ნოყიერი კერძები ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. ჩვენი მიზანია, გავეცნოთ მიმღების კვებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს, მხედველობაში მივიღოთ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, განვახორციელოთ მეგობრული ვიზიტები, გავუწიოთ კომპანიონობა და უბრალოდ გავახალისოთ მათი დღეები, რათა დავრწმუნდეთ, რომ ისინი არიან ჯეროვნად გამოკვებილნი და საზოგადოებასთანაც გააჩნიათ კავშირი.
Proposed Solution:
ჩვენ, როგორც მეგობრების ჯგუფმა, 2016 წლის 1 თებერვალს დავიწყეთ ინიციატივა „Meals on Wheels”. თანამშრომლებისა და მეგობრების ფართო წრიდან შეგროვილი შემოწირულობის საშუალებით ჩვენ დღეს 18 რეციფიენტთან (8 მარშუტი) მიგვაქვს საჭმელი კვირაში ერთხელ. საკვები მზადდება მორიგეობით, მოხალისეების სახლებში, ხოლო დისტრიბუციას ახორციელებს ორი მანქანა ასევე მონაცვლეობით. რადგანაც ბიუჯეტის უმეტესი ნაწილი საკვებ პროდუქტებზე იხარჯება, სამწუხაროდ საკმარისი თანხა არ გვრჩება, რათა უფრო მეტ ადამიანთან მივიტანოთ კერძები, შესაბამისად მათი ჩასმა ჩვენს ინიციატივაში ვერ ხერხდება. ჩვენი დიდი სურვილია გავზარდოთ რეციფიენტთა რიცხვი, რამდენადაც გაზრდილი ფინანსური რესურსი საშუალებას მოგვცემს, ვიყიდოთ მეტი საკვები პროდუქტი და მოვამზადოთ კერძების უფრო დიდი ულუფები (რაოდენობა/მოცულობა) ჩვენსავე სახლებში. მთავარი გამოწვევა საკვების დისტრიბუციაა. საწვავის მარაგის არსებობის შემთხვევაში ჩვენ რეციფიენტთა რაოდენობას 30 ინდივიდამდე გავზრდით. ასევე, გამოსადეგი იქნება ერთი დიდი მოსამზადებელი [ლითონის] ჭურჭელი, რათა კერძი მომზადდეს ერთ ჭურჭელში და არა რამდენიმეში ერთდროულად, როგორც ამას ახლა ვაკეთებთ. ყოველ კვირას ჭურჭელს ერთი მოხალისე გადასცემს მეორეს.
Items Needed
Item | აღწერა | Vendor Info | Total | Purchased? |
Fuel | 50 liter ~ 75 GEL |
Rompetrol Georgia
Rompetrol Georgia 5 |
640,00 ₾ | |
Cooking Pan | Quality: Stainless Steel |
"Ostinoksi" Store
Tsereteli Ave. 74 2 35 66 33 |
200,00 ₾ |
Similar Initiatives
Activity See All Activity
შესვლა first to add your own comment.Comments