Mobile Theater - All Activity

Mobile Theater Location: a
Fiqri Epitashvili commented

2016 წლის 15 სექტემბრიდან ბპლნისის რაიონში ხორციელდებოდა პროექტი ,,მოძრავი კინოთეატრი" რომელიც მიზნად ისახავდა თემში პოზიტიურ ცვლილებას. ეს იყო პროექტი რომელიც დროის სასარგებლოდ გაყვანას და რაც მთავარია მოსახლეობაში ურთიერთობის ხარისხს აამაღლებდა. დასახულ მიზანზე მე და ჩემი პროექტი გავედით. შევძელით მოსახლეობის დაინტერესება, აქტიური ჩართვა და მათ შორის ურთიერთობების გაზრდა. პროექტში მოხალისეობრივად ჩართული იყო ჩემს გარდა 12 მოხალისე, 7 გოგონა და 5 ვაჟი. პროექტით ისარგებლა დაახლოებით 1000ამდე ადამიანმა. მათი გენდერული თანაფარდობის განსაზღვრა თითქმის შეუძლებელია. პოზიტიური ცვლილება - მოსახლეობა იკრიბებოდა ერთად განურჩევლად ასაკისა, სქესისა და ეთნიკური წარმომავლობისა, პატარები მიეჩვივნენ ფილმების დიდ ეკრანზე კოლექტიურად ყურებას, ხოლო უფროსებმაკვლავაც შეძლეს ერთ სივრცეში ერთმანეთთან ურთერთობა.
ერთადერთი ხარვეზი კი რაც ამ პროექტს ჰქონდა იყო ტრანსპორტირების ხარჯების გაუთვალისწინებლობა. ამიტომ ჩემდა სამწუხაროდ ვერ შევძელი იმ კონტიგენტის მოცვა რაც მინდოდა. პროექტს საბოლოო ჯამში უარყოფითი შედეგი არ მოყოლია, ხოლო მე როგორც პროექტის ავტორი სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი თემის ჩართულობით პროექტში. მადლობა მინდა გადავუხადო ,,Orbelian Georgias" რომ მომცა საშუალება ამ იდეის განხორციელების, ჩემს მოხალისსებს ვინც ჩემთან ერთად იდგა და თემს, სადაც აღნიშნული პროექტი ფუჭად არ განხორციელდა.

Mobile Theater Location: a
Fiqri Epitashvili commented

19 ნოემბერს ირაკლი ჩარკვიანის იუბილესთან დაკავშირებით გავმართეთ დოკუმენტური ფილმების კრებულის ჩვენება. მოვიძიეთ და გავაერთიანეთ ჩანაწერები, ინტერვიუები, სიუჟეტები ირაკლი ჩარკვიანის შესახებ, გავაერთიანეთ ერთ ფილმად და მოზარდებს კიდევ ერთხელ გავახსენეთ ქართველი შემოქმედის ცხოვრება და მოღვაწეობა, ჩვენების შემდეგ ვისაუბრეთ, გავარჩიეთ და დიდი სიამოვნებით მოვუსმინეთ ,,მეფის" სიმღერებსა და ლექსებს.

Mobile Theater Location: a
Ana Kaplanishvili commented

16 ოქტომბერს ,,მოძრავი კინოთეატრის" მოხალისეებმა, დაბა კაზრეთის 5-7 კლასის მოსწავლეებს ვაყურებინეთ დოკუმენტური ფილმების ნაკრები ქართველ მწერლებზე, ჩვენება მოხდა ქარტულის პედაგოგთან შეთანხმებით და თანამშრომლობით, მოსწავლეები უკეთ გაეცნენ მწერლების ცხოვრებისა და მოღვაწეობის დეტალებს, გაიხსენეს უკვე ნასწავლი ინფორმაცია და მიიღეს ახალი ცოდნა.

Mobile Theater Location: a
Fiqri Epitashvili commented

9 ოქტომბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები შეხვდა უელსის ნაკრებს.. orbelianigeorgia-ს მიერ გადმოცემულმა პროექტორის დიდმა ეკრანმა მოგვცა საშუალება რომ პროექტის ფარგლებში ღია ცის ქვეშ მოგვეწყო საფეხბურთო მატჩის პირდაპირი ტრანსლირება. ფეხბურთის ქომაგები, ორგანიზატორები და შემთხვევითი გამვლელები რომლებიც ინტერესით ადევნებდნენ თვალს მატჩის მსვლელობას აღნიშნული საღამოთი ფრიად კმაყოფილები დავრჩით.

Mobile Theater Location: a
Fiqri Epitashvili commented

პროექტის ,,მობილური თეატრი" მოხალისეებმა, საბავშვო ბაღის აღსაზრდელებთან ერთად ვუყურეთ ძალიან სახალისო და საინტერესო ანიმაციურ ფილმს, ბავშვებმა იხალისეს, ითამაშეს, იმღერეს და იცეკვეს გმირებთან ერთად. ბაღის ადმინისტრაცია კმაყოფილი დარჩა ჩატარებული აქტივობით და მშობლებთან შეთანხმებით მომავალი თანამშრომლობის სურვილიც გამოთქვეს.

Mobile Theater Location: a
კაზრეთის საჯარო სკოლა commented

დღე 3 ოქტომბერს სკოლაში მოსწავლეებისათვის ჩატარდა კინოჩვენება, უმცროსკლასელებმა ნახეს ქართული ანიმაციური ფილმი, ხოლო VI კლასელებმა კი მხატვრული მოკლემეტრაჟიანი ფილმი/ზღაპარი. მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია, გაიმართა დისკუსია, რომელშიც ბავშვები აქტიურად ჩაერთნენ. მადლობა, რომ ჩვენს ბავშვებს მიეცათ საშუალება ფართო ეკრანზე იხილონ ფილმები.

Mobile Theater Location: a
Dinara Pirveli commented

მადლობას გიხდით ამ არაჩვეულებრივი პროექტისათვის, მოსწავლეებისათვის ფილმების ჩვენება ძალიან საინტერესოა და ხელს უწყობს მათ კულტურულ განვითარებას. სიამოვნებით გავაგრძელებთ კვლავ თქვენთან თანამშრომლობას. პატივისცემით სსიპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის №2 საჯარო სკოლის დირექტორი.

Mobile Theater Location: a
Fiqri Epitashvili commented

VI კლასის მოსაწავლეებისათვის მოეწყო მხატვრული ფილმის/ზღაპრის კინოჩვენება. ბავშვებმა უყურეს ,,ურჩი ბეკეკა" გაიაზრეს მისი მთავარი სათქმელი, ხოლო შემდეგ მასწავლებელთან ერთად ისაუბრეს დღევანდელობაზე, ურჩობის შედეგებზე და საფრთხეებზე, რომელიც უყურადღებობით, გაუაზრებლობით ან თვითიმედოვნებით შეიძლება შეექმნათ.

Mobile Theater Location: a
Fiqri Epitashvili commented

სსიპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის №2 საჯარო სკოლის უმსცროსკლასელებმა უყურეს ქართულ მოკლემეტრაჟიან ანიმაციურ ფილმს ,,მგელი და კრავი" იგავის მნიშვნელობაზე დაფიქრების გარდა პატარებმა ისიამოვნეს და გაერთნენ ანიმაციის მუსიკალური გაფორმებითაც. ფილმის პერსონაჟებთან ერთად იმღერეს, ხოლო დასასრულს გაარჩიეს და ისაუბრეს მის მორალზე.

Mobile Theater Location: a
Fiqri Epitashvili commented

15 სექტემბერს დაბა კაზრეთის მოსწავლეებისათვის და მოსახლეობისათვის მოეწყო პირველი ვიდეო/მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება ,,არა ძალადობას" მოსახლეობამ უყურა და შემდეგ განიხილა ფილმში ასახული სასკოლო ასაკის მოზარდების შემთხვევები. საერთო ჯამში ვფიქრობ ჩვენება იყო საინტერესო და ნაყოფიერი.

Mobile Theater Location: a
Fiqri Epitashvili commented

პროექტისათვის საჭირო ინვენტარი შეძენილია!!! პროექტი გადადის შემდეგ ფაზაზე, ვიწყებთ აქტიური მზადებას პირველი კინოჩვენებისათვის. გმადლობთ პირველ რიგში პროექტის დაფინანსებისათვის და ინვენტარის სწრაფად გადმოცემისათვის.