მედია ცენტრი ღია ცის ქვეშ ბოლნისში.

Tornike Adamashvili
a
1417
Comments: 7
a

Goals

Problem statement:

ბოლნისის ქუჩები და ღია ცის ქვეშ არსებული საზოგადო თავშეყრის ადგილები სიცოცხლეს მოკლებულია. Aხალგაზრდების უმეტესობა განათლების, გასართობი და კულტურული ღონისძიებების ნაკლებობას უჩივის, მაგრამ ამავდროულად არ გააჩნიათ კონკრეტული გეგმა, ან ინიციატივები იმისთვის, რომ მსგავსი პრობლემა გადაჭრან. პატარა ქალაქს გააჩნია ინტერნეტ კავშირი, ისევე როგორც ადგილობრივი ტელეარხი, მაგრამ ხალხი ამ რესურსს ძირითადად გასართობი ინტერნეტ გვერდების დასათვალიერებლად და სატელევიზიო შოუების საყურებლად იყენებს. მოსახლეობის უმეტესობა დიდ ინტერესს არ გამოხატავს, ან საერთოდ ინფორმაციას არ ფლობს სხვადასხვა შემეცნებით პროგრამებზე, საჯარო ლექციებზე, ფილმებზე, კონცერტებზე, ისტორიულ, დოკუმენტურ ან კლასიკურ ვიდეო და ფოტო ქრონიკებზე. ქუჩაში უბრალოდ დროის გასაფლანგად ყოფნა აქ ერთგვარ ჩვეულებად იქცა. ეს არის ადგილი სადაც უბრალოდ დროს ვანიავებთ. აქედან ჩნდება ისეთი ცნობილი ფრაზები როგორებიცაა “ქუჩაში კარგს ვერაფერს ისწავლი”, ისეთი წოდება როგორიცაა “ქუჩის ბიჭი”, “წესიერად მოიქეცი, ქუჩაში ხომ არ ხარ?”. მსგავსი ფრაზები აშკარად ცხადყოფს რომ ხალხი პატივს არ ცემს და არ ენდობა ქუჩას, როგორც საზოგადო ადგილს. სინამდვილეში კი ქუჩა მნიშვნელოვანი მექანიზმია, რომლის საშუალებითაც ინფორმაციის მიმოცვლა ხდება, უბრალოდ ყველაფერი მოქალაქეებზეა დამოკიდებული და იმაზე თუ რაზე საუბრობენ ისინი. ბოლნისში, და საერთოდ საქართველოში ხალხს ხშირად პრობლემა აქვს რომ ღია, უშუალო კომუნიკაცია დაამყარონ ოჯახში, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და საზოგადო ინსტიტუეციებში, ამიტომ ქუჩა ერთგვარ პროტესტის ადგილად გვევლინება. სტერეოტიპულად მიიჩნევა რომ ქუჩა არავის ეკუთვნის, შედეგად კი ზუსტად აქ გროვდება ყოველგვარი ნაგავი, როგორც ფიზიკური, ასევე მენტალური. საბჭოთა იდელოგიამ, ისევე როგორც კომერციულ მოგებაზე ორიენტირებულმა კომპანიებმა დიდი ხნის წინ გაანალიზეს რომ ქუჩა ადამიანებთან კონტაქტისთვის მშვენიერი პლატფორმაა, ამიტომ ხშირად ზუსტად აქ გვხვდება დიდი პოსტერები, ბანერები, ესა თუ ის თქმულება მოზიაკის სახით. ჩვენ გვსურს რომ ეს სივრცე შეიცვალოს. ჩვენ გვსურს რომ ქუჩაში კულტურულ-საგანმანათლებლო ინფორმაცია გვხვდებოდეს.

Proposed Solution:

ჩვენს მიერ შემოთავაზებული გამოსავალი საკმაოდ ინოვაციურია. მე და ჩემი მეგობრები რამოდენიმე კედელს მოვამზადებთ, ისე რომ მათზე საინტერესო სატელევიზიო გადაცემების, საგანმანათლებლო პროგრამების და კრეატიული ვიდეოების გაშუქება იქნება შესაძლებელი. ამის განხორციელებას პროექტორის დახმარებით, ბოლნისის ცენტრში, ძველ გერმანულ უბანში ვგეგმავთ. Qქუჩაში პარალელურად იქნება ნაჩვენები სხვადასხვა სახის პროგრამები, მაგალითისთვის:

1. არტარეას საინფორმაციო გამოშვება, აი-დი, მწვანე ზონა, ტრანსმისია, კომუნიკატორი, ინტერპრეტაცია, სხვა მუსიკა, ქალაქი ამბობს, ურბანული ამბები.

2. საჯარო ლექციები სერიებიდან: ქუჩის აკადემია, თბილისის ტური და რამოდენიმე უნივერსიტეტის ვიდეო ლექციები ლიტერატურის, ისტორიის, არქიტექტურისა და სოციალური აქტივობის შესახებ, რომელეებიც თავისუფალი სახით არის განთავსებული ინტერნეტში.

3. ეროვნული კინო ცენტრის დახმარებით გავაშუქებთ ძველ და თანამედროვე ქართულ ფილმებს, რომლებიც რიგ სოციალურ თემებს ეხება.

4. ეროვნული არქივის ფოტო და ვიდეო ქრონიკა, ისევე როგორც პარლამენტის საჯარო ბიბლიოთეკის “ციფრული ფოტო ქრონიკა”, რაც მოსახლეობაში გააღვივებს უახლესი ქართული ისტორიისადმი ინტერესს.

5. ვიდეობი ცნობილი კონცერტებიდან და ინოვაციური პროექტებიდან. ჩვენ გვსურს რომ ახალგაზრდები გაეცნონ თუ რა ხდება მსოფლიო კულტურაში, იპოვნონ შთაგონება და რაიმე კარგი ბოლნისშიც განახორციელონ.

6. ღია ცის ქვეშ ჩატარებული პრეზენტაციები სხვადასხვა თემატიკაზე. მომხსენებლები შეიძლება წინასწარ დავიპატიჟოთ. ასევე შეიძლება სპონტანურობის ელემენტიც.

7. ჩვენ გადმოვთარგმნით ინგლისურ-ენოვანი მასალის ნაწილს და დუბლირებას გავუკთეთებთ.

8. ჩვენ ხშირად დავპატიჟებთ ცნობილ მოღვაწეეებს, ლექტორებს, კინოსა და თეატრის რეჟისორებს, მუსიკოსებს, ხელოვნების კრიტიკოსებს, რომლებიც ჩვენების წინ პატარა ინფორმაციას გაგვიზიარებენ. ეს გაცილებით უფრო დინამიური და ცოცხალი იქნება. გვექნება სხვადასხვა სახის ფოტო და ვიდეო მასალა.

Items Needed

Item აღწერა Vendor Info Total Purchased?
projector

Brand:
ViewSonic
Model:
PJD5151

Lamp Life Normal Mode:
5000
DynamicEco Mode:
10000

LTD ALTA

Beliashvilis Str 8

2510111 (1045)
810,00 ₾
second hand speaker

speaker for open air screenings and lectures.

Elit Electronics

თბილისი

5
228,81 ₾
Shiping tires

40 tires will be used as chairs for the audience.

Mevlludi warehouse

rustaveli5

55555555
150,00 ₾

Activity See All Activity

შესვლა first to add your own comment.

Comments

Tornike Adamashvili ჯეკ უაითის და სხვა ცნობილი ბლუზმენების ლაივ კონცერტების ჩანაწერები ნახეს და მოისმინეს ბოლნისელმა ახალაზრდებმა.
Reply
Tornike Adamashvili ბოლნისის პარკში მოეწყო ფილმის "უხილავი ბავშვების" ჩვენება. ფილმი ეხება მსოფლიოს 6 კონტინენტის ბავშვთა პრობლემებს. ფილმში ვხედავთ სხვადასხვა კონტინენტის ბავშვების წინაშე მდგარ რთულ ვითარებას: შიდსის, ომის, გაჭირვების, მარტოობის, ტრეფიკინგის, რეალიზაციის საშუალებების დეფიციტის და სხვა. ფილმი შედგება სხადასხვა ცნობილი რეჟისორების გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ამბებისგან და ყველა მათგანში ჩანს, რომ ამ პრობლემების გადალახვას ბავშვები მათი გულწრფელი სამყაროთი ცდილობენ. ცდილობენ ბოლომდე არ დანებდნენ გარემოპირობების სირთულეს და არ დაკარგონ ბავშური მხიარულება და ოცნების უნარი. ფილმით ბოლნისელი მაყურებელი ძალიან დაინტერესდა და მოწონება დაიმსახურა. სხვა ჩვენებების ამსახველ სურათებს ეტაპობრივად ავტვირთავთ.
Reply
Tornike Adamashvili პირველი ქუჩის პროექცია ბოლნისის პარკში გაიმართა. დამსწრეები კმაყოფილები დარჩნენ და შევეცდებით კიდევ უფრო საინტერესო გავხადოთ ჩვენებები.
Reply
Tornike Adamashvili ეკრანის გადაჭიმვის პროცესი. ხის მასალა ბოლნისში შევიძინეთ ხოლო ნაჭერი თბილისში ჩვენი რესურსებით. უამინდობის გამო ვერიდებოდით აქამდე ჩვენებების გამართვას. სხვა სიახლეებს მალე შეგატყობინებთ...
Reply
Tornike Adamashvili გავითვალისწინებთ რჩევას გვაქვს გამოცდილება ქუჩაში პროექცირების დროს რამდენად სიფრთხილეა საჭირო, მითუმეტეს წინასაარჩევნო წელია და არის ხოლმე შიშები რომ რამე პოლიტიკურ პროპაგანდას ხომ არ აქვს ადგილი. :)) ჩვენი პროგრამის პროფილი კულტურა და განათლებაა.
Reply
Tornike Adamashvili ახალი პროექტორი შემოწმებულია და მზადაა ხარისხიანი ღია პროექცირების მოსაწყობად. ერთი სული მაქვს ყველა პროცედურა დავამთავროთ და დავიწყოთ ქუჩაში საინტერესო მასალების ჩვენება. სხვა სიახლეებს თანდათან გაგაცნობთ <3
Reply
Keti Khachidze Reviewer comments: Would encourage them to be careful about which news channels they show and offer diversity there too. ვურჩევდი, რომ მრავალფეროვანი არხები და გადაცემები აჩვენონ
Reply