ველოსიპედის სემინარი - All Activity

tamaztikanadze@gmail.com commented

პროექტი რომლის ფარგლებშიც შეიქმნა ველოსიპედების სათემო ცენტრის განხორციელდა ფონდი ორბელიანი საქართველოს და თბილისის ველომოყვარულთა კლუბის თანამშრომლობით.
პროექტის ფარგლებში კლუბს გადაეცა 4 ველოსიპედი და ველოსიპედის შესაკეთებელი ხელსაწყოები.
პროექტის განმავლობაში დაინტერესებულ ადამიანებს შეეძლოთ უსასყიდლოდ, ველომოყვარულთა კლუბის წევრებისგან მიეღოთ რჩევები და შეეძინათ გამოცდილება რომელიც აუცილებელია ქალაქში ველოსიპედით გადაადგილების დროს.
აღნიშნული პროექტი დასრულდა, თუმცა ველომოყვარულთა კლუბი კვლავ განაგრძობს ველოსიპედის, როგორც ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის პოპულარიზებას.
მადლობას ვუხდით ორბელიანის გუნდს თანამშრომლობისთვის.

tamaztikanadze@gmail.com commented

მარიამი და ნათია ცდილობენ ველოსიპედით ქალაქში გადაადგილებისთვის საჭირო უნარები შეისწავლონ, მათ პროექტის ველოსიპედები აძლევს საშუალებას ეს გამოცდილება დანახარჯის გარეშე შეიძინონ.

tamaztikanadze@gmail.com commented

მარიამი ცდილობს შეეჩვიოს ველოსიპედით ქალაქში გადაადგილებას რაშიც მას პროექტის ფარგლებში შეძენილი ველოსიპედი ეხმარება.

tamaztikanadze@gmail.com commented

მამუკა ცდილობს კვირაში ერთი დღე მაინც გამოიყენოს ველოსიპედი სამსახურში მისასვლელად.

tamaztikanadze@gmail.com commented

ანი მალე მიუნხენში გაემგზავრება და ველოსიპედი მისთვის გახდება ყოველდღიური ტრანსპორტი, ამიტომ იგი ველოსიპედის ტარებას და ქალაქშში გადაადგილების ძირითად წესებს თბილისშივე სწავლობს ^_^

tamaztikanadze@gmail.com commented

Bicycle maintenance tools arrived ^_^
ველოსიპედის შესაკეთებელი ხელსაწყოები ჩამოვიდა და მზადაა პროექტისთვის