ალტერნატიული დღის ცენტრი

Nino Adamia
a
1468
Comments: 14
a

Goals

Problem statement:

სკოლამდელი აღზრდის ალტერნატიულ დღის ცენტრს მხოლოდ ერთი ოთახი აქვს ნახიდურის საჯარო სკოლაში, რაც არ არის საკმარისი სივრცე ყველა მსურველისთვის. ახლა ცენტრში 20 ბავშვია, თუმცა 25-ზე მეტი ოჯახია, რომელთაც სურთ შვილები ჩვენს ცენტრში ატარონ, მაგრამ ჩვენ არანაირი პირობა არ გვაქვს რომ დამატებით 20 ბავშვი კიდევ მივიღოთ.
დღის ცენტრი მდებარეობს სკოლაში, სამწუხაროდ თვითონ სკოლის მოსწავლეებისთვისაც არ არის ეს სივრცე საკმარისი და ამიტომ ვფიქრობთ რომ ჩვენი დღის ცენტრისთვის ადგილის შეცვლაა საჭირო. გვსურს ისეთ ადგილზე გადავიდეთ სადაც მეტი სივრცე გვექნება.

Proposed Solution:

დღის ცენტრში მოსწავლეები სწავლობენ ქცევის წესებს, მეგობრობას, ურთიერთ პატივისცემას, მოემზადებიან სკოლისთვის და ასევე მნიშვნელოვანია რომ ბავშვები ისწავლიან ქართულს. დღის ცენტრი განთავსებულია ეთნიკურად აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფელში, სადაც უამრავი ოჯახი არ საუბრობს ქართულად და მათთვის რთულია ქართული ენის სწავლა.
ნახიდურის სოფელი საკმაოდ დიდია,( დაახლოებით 4900 ადამიანი) შესაბამისად სოფელში ბევრი ბავშვი ცხოვრობს, ჩვენი დღის ცენტრი ვერ ახერხებს მათ სრულად მოემსახუროს და მშობლებს უწევთ ბავშვები სხვა სოფლის დღის ცენტრებში ატარონ, რაც დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული.

Items Needed

Item აღწერა Vendor Info Total Purchased?
Materials to repair new alternative day center.

"Shpakli" - 15 packages - 150 GEL.
"BinderI" (Liquid for washing a whiting/chalk) - 30 GEL.
Conductor (2.5 mm, copper) 100 m - 250 GEL.
Electrical socket 4 p., Switch / plug - 4 p. - 50 GEL.
Emulsion 2 packages - 150 GEL.
Flooring 50 square meter - 750 GEL.
Window corners - 16 p. - 30 GEL.

Azer Childirli

v

5
1 410,00 ₾

Activity See All Activity

შესვლა first to add your own comment.

Comments

Nino Adamia ფრენიკო კაპანაძე, დღის ცენტრის აღმზრდელი "ჩვენი ყოველდღიური საქმეა დილით ბავშვების მიღება, მოწესრიგება (ფეხსაცმლის გამოცვლა, ქურთუკების გახდა...). საკვები ჩვენს ცენტრში არ არის, სამუშაო დღე მთავრდება 1-დან 2 საათამდე, ამის შემდეგ ვასუთავებთ ოთახს და ცენტრიც იკეტება. დასუფთავებაში იგულისხმება მოხვეტა, იატაკის მოწმენდა, მტვრის გადაწმენდა და ავეჯის დალაგება. ადრე დალაგების დროს წყალი ეზოდან ან ახლოს მდებარე სახლებიდან მოგვქონდა, ახლა დიდი შეღავათია, წყალი რომ გვავს ოთახში. ბავშვებსაც ხელებს ვბანთ, როცა საჭიროა და ძალიან მიხარია, რომ ასეთი კომფორტი შეგვექმნა ამ პირობებში. უფრო დიდი სივრცე მეტ საშუალებას გვაძლევს, რომ უფრო კარგად და მრავალფეროვნად ვიმუშაოთ, საშემოდგომო და საახალწლო ზეიმები ჩავატარეთ უკვე, ახლა დედის და ქალთა დღისთვის ვამზადებთ კიდევ ღონისძიებას... რა ვიცი, ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ დაგვეხმარნენ, ეს ბოლნისში იშვიათობაა, საერთოდ საბავშვო ბაღის არსებობაა იშვიათი ფუფუნება და ჩვენ ეს გვაქვს."
Reply
Nino Adamia კახაბერ ჩუბინიძე, სოფ. ნახიდურის საჯ. სკოლის დირექტორი საბავშვო ცენტრი ჩვენს სკოლაში დიდი ხანია არსებობს, დროთა განმავლობაში უფრო მეტ მშობელს გაუჩნდა მოთხოვნა, რომ ბავშვი ბაღში მოიყვანოს და შარშან ამის გამო დიდი უხერხულობაც შეგვექმნა: ანუ, ჩვენ სულ ვატარებთ იმის პროპაგანდას, რომ ბავშვების მოყვანა დღის ცენტრში ხელს შეუწყობს მათ განვითარებას, სახელმწიფო ენის ადრეული ასაკიდანვე შესწავლას... თავიდან შედარებით მცირე რაოდენობის ოჯახებს მოჰყავდათ ბავშვები, ხოდა გავიდა დრო, მშობლები მიხვდნენ, რომ ყველა მხრივ სასარგებლო იყო ჩვენი ცენტრი მათთვის და ამ დროს აღმოჩნდა, რომ ის ერთი ოთახი ამდენ ბავშვს ვერ მიიღებდა, ვერ მოემსახურებოდა. სწორედ ამ დროს მოგვევლინა “ორბელიანი - საქართველო” კიდევ ერთხელ შვებად, როდესაც დაგვეხმარა უფრო დიდი სივრცის ათვისებასა და გამოყენებაში. ახლა მეტი ბავშვის მიღებაც შეგვიძლია, ჰიგიენის დაცვაც უფრო ადვილია, რადგან ოთახში წყალია შეყვანილი, მანამდე წყლის მიტანა სჭირდებოდათ-ხოლმე... დღის ცენტრი უფრო იზოლირებულია, ბავშვებს აქვთ ოთახისთვის განკუთვნილი საშინაო ფეხსაცმელი, სკოლის ხმაური ნაკლებად აწუხებთ... გაცნობიერებულადაა თუ გაუცნობიერებლად, იმ ბავშვებზეც ხომ ყველაზე მეტად მოქმედებს სიახლე, მათაც მოსწონთ, უფრო მეტად გაუჩნდათ წესრიგის დაცვის მოთხოვნილება, უფრთხილდებიან, თავად უვლიან, თავს დაცულად და კომფორტულად გრძნობენ. უფრო მოტივირებულად ერთვებიან აღმზრდელების მიერ შეთავაზებულ აქტივობებსა თუ ღონისძიებებში... ხო, მართლა, ღონისძიებებზე, საშემოდგომო და საახალწლო უკვე ჩაატარეს, ახლა, როგორც ვიცი, და როგორც პროგრამაშიც გვაქვს გაწერილი, საგაზაფხულო ღონისძიებას ამზადებენ
Reply
Nino Adamia 15 ნოემბერი, 2016წ. რამდენიმე მოსწავლემ უკვე შექმნა ნახატები. ცხადია, ყველას ვერ გავიტანთ გამოფენაზე, რადგან ბავშვებს ჯერ ხატვის კულტურა და უნარები კარგად არ აქვთ ჩამოყალიბებული, რამდენიმე მოსწავლეს დაევალა შემოდგომის ფოთლების მოგროვება სკოლის ეზოში ან მათ საცხოვრებელი სახლის ეზოში, რათა გამოფენის დღეს ფოთლები გამოიყენონ დეკორაციულ რესურსებად.
Reply
Nino Adamia 08 ნოემბერი, 2016წ. აღმზრდელები უკვე ავარჯიშებენ ბავშვებს ნახატების შექმნაში, მუშაობენ იმ ფერების გააქტიურებაზე, რომლებიც უკავშირდება შემოდგომას...
Reply
Nino Adamia 01 ნოემბერი, 2016წ. დღის ცენტრი იჭყებს მზადებას საშემოდგომო ღონისძიებისათვის, იგეგმება ნახატების შექმნა საკუთრივ მოსწავლეების მიერ შემოდგომის თემაზე, ამ ნახატების გამოფენა და დათვალიერება, ნახატების დათვალიერებას შეძლებს ყველა მსურველი: მშობლები, სკოლის დირექცია, პედაგოგები და მოსწავლეებიც...
Reply
Nino Adamia 25 ოქტომბერი, 2016წ. დღის ცენტრის აღმზრდელებმა საინფორმაციო შეხვედრა მოაწყვეს მშობლებთან, რათა გაეცნოთ მათთვის წლიური გეგმა, იმ ღონისძიებების სია, რომელთა მოწყობასაც აპირებს ცენტრი ბავშვებთან ერთად და მშობლების თანადგომის იმედად.
Reply
Nino Adamia 18 ოქტომბერი, 2016წ. დღის ცენტრის ახალ ოთახში უკვე წყალმომარაგებაც არსებობს, შეყვანილია წყალი და უწყვეტად მიეწოდება ცენტრს. ბავშვებს აღარ სჭირდებათ წყლისთვის შენობიდან გასვლა, რაც ძალიან დიდი პროგრესია.
Reply
Nino Adamia 11 ოქტომბერი, 2016 წ. 05 ოქტომბერს დღის ცენტრმა ახალ ოთახში უკვე მიიღო ბავშვები, მშობლებს ძალიან მოსწონთ ახალი ოთახი, მათი თქმით, ახალი გარემო უფრო მოსახერხებელი და მიმზიდველია ბავშვებისთვის, რადგან მეტი სივრცე და ბევრი სიახლეა.
Reply
Nino Adamia 04 ოქტომბერი, 2016წ.
Reply
Nino Adamia 04 ოქტომბერი, 2016წ.
Reply
Nino Adamia 04 ოქტომბერი, 2016წ. დღის ცენტრის ახალი ოთახი უკვე მზადაა მოსწავლეების მისაღებად, ცენტრის აღმზრდელებმა უკვე მოამზადეს ოთახი.
Reply
Nino Adamia 27 სექტემბერი, 2016წ. დღის ცენტრი ჯერ კიდევ ძველ ოთახშია მოთავსებული, ხელოსნები მიზეზად ტექნიკურ პრობლემებს ასახელებენ ( ზოგჯერ სკოლაში წყდება ელ. ენერგიის მიწოდება), დარჩენილია იატაკის დაგება.
Reply
Nino Adamia 20 სექტემბერი, 2016წ. დღის ცენტრის მზადება გრძელდება, სამწუხაროდ, ამ ორშაბათს ხელოსნებმა ვერ მოახერხეს სარემონტო სამუშაოების დასრულება, მათი თქმით, ცენტრი მზად იქნება მომავალი კვირისთვის.
Reply
Nino Adamia დღის ცენტრის ახალ ოთახში უკვე დამონტაჟდა ელექტრო გაყვანილობა, ამჟამად იღებება კედლები და იატაკს ამზადებენ ლამინატის დასაგებად. ოთახი მზადდება ბავშვების მისაღებად, სარემონტო სამუშაოები დასრულდება ამ დღეებში, ცენტრი განაახლებს მუშაობას და მიიღებს ბავშვებს ორშაბათიდან.
Reply