ღიმილის ოთახი

cira-shavadze@mail.ru
a
3029
Comments: 8
a

Goals

Problem statement:

-თეთრიწყაროს რაიონ სოფ. სამღერეთის საჯარო სკოლაში არსებობს რესურს ოთახი, რომელშიც სამი ბენეფიციარი სწავლობს. თითოეული მათგანი განსხვავდება ერთმანეთისაგან და არიან სხვადასხვა კლასის წარმომადგენლები, აქედან გამომდინარე ესაჭიროებათ მათი ინტერესებისა და ასაკის შესაბამისი სასწავლო ინვენტარი, რომელიც ამჟამად სამწუხაროს არ გააჩნია სკოლას.
რესურს ოთახის გამრავალფეროვნება სასწავლო ინვენტარით ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც მოგვეხსენება მოსწავლეები სწავლის პროცესის დროს ვიზუალური და თვალსაჩინოებით უფრო მეტ ინფორმაციას ითვისებენ, ვიდრე თეორიულად.ჩვენთვის ცნობილია, რომ ადამიანი გარემოდან მიღებული ინფორმაციის 80-85% ზუსტად თვალით აღიქვამს, აქედან გამომდინარე დიდი მნიშვნელობა აქვს ვიზუალურ და თვალით აღქმულ სწავლებას.
სასწავლო ინვენტარის არქონა ხელს უშლის მოსწავლეებს, მასალის, სრულყოფილად ათვისბასა და გაგებაში, ასევე დიდ პრობლემებს აწყდება მასწავლებელიც სასწავლო პროცესის წარმართვისას. ჩემი იდეა ორიენტირებულია რესურს ოთახის გამრავალფეროვნებასა და შესაბამისი ინვენტარის შეძენაზ, რომელიც დაეხმარება მოსწავლეებსა და მასწავლებლს ნაყოფიერი საგაკვეთილო პროცესის წარმართვაში, რომელიც შძენილი ინვენტარის საშუალებით უფრო საინტერესოდ და აქტიურად ჩაივლის.
მე მჯერა, რომ ჩემი იდეის გააქტიურება ძალიან ეფექტურად და დადებითად აისახება სამღერეთის სკოლის მოსწავლე ახალგაზრდობაზე.

Proposed Solution:

-ჩემს მიერ აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტა შესაძლებელია თითოული ჩვენგანის გააქტიურებით, თუ მეტ ყურდღებას მივაქცევთ ინკლუზიურ განათლებას უფრო სრულყოფილად იგრძნობენ თავს სსსმ-მოსწავლეები საზოგადოებაში. რადგანაც მათ მაქსიმალურად ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ და აითვისონ მათთვის საჭირო ინფორმაცია, რომელსაც გამოიყენებენ ყოველდღიურ ცხოვრებაში.ისინი მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებში,რომელიც ტარდება სკოლაში და სამწუხაროდ ამჟამად, ნაკლებად ჩართულები არიან და თითქმის მონაწილეობას საერთოდ არ იღებენ ამ ღონისძიებებში. თუ მათ მივცემთ საშუალებას რომ მაქსიმალურად მიიღონ ინფორმაცია განათლების მხვრივ, ისინი მეტად ინფორმირებულნი და თავდაჯერბულნი იქნებიან საკუთარ თავში. დაძლევენ შიშს რომელიც საზოგადოების მხრიდან არის გამოწვეული და თამამად შეძლებენ მონაწილეობის მიღებას მსგავს აქტივობებში
სასწავლო ინვენტარის შეძენის შემდეგ, ბავშვები შეძლებენ მეტ ინფორმაციის მიღებას, გაიუმჯობესებენ შესაბამისი ხელსაწყოებით მოტორულ უნარებს. რადგანაც სოფლის მოსახლების ნახვარზე მეტი არ ფლობს სწორ ინფორმაცის სსსმ-ბავშვებზე, ასევე ინფორმაციას მოკლებულნი არიან მშობლებიც. მათ არ იციან თუ როგორ უნდა დაეხმარონ ბავშვებს სახლში, ამიტომაც როცა ჩვენ შევიძენთ შესაბამის ინვენტარს, მოეწყობა პრეზენტაცია, სადაც მოწვეულნი იქნებიან ყველა მშობელი, რომლებიც გაიგბენ თითოული ნივთის დანიშნულებას, მიღებენ ინფორმაციას თუ როგორ უნდა ასწავლონ სახლში და რა არის ამისთვის საჭირო. მოეწყობა ღია გავეთილები, სადაც ასევე დაპატიჟებუნი იქნებიან სოფლის მოსახლეობა. ისინი დეტალურად მიიღებენ იფორმციას სხვადსხვა ნივთის გამოყენების ეფექტიანობაზე და მათ საჭიროებებზ.
ჩემი იდეის გააქტიურებით სარგებელს მიიღებს არა მარტო სკოლა, მასწავლებელი და მოსწავლეები, არამედ მთელი სოფლის მოსახლეობა. ისინი მეტ ყურადღებას გამოიჩენ ამ საკითხის მიმართ. სოფილის მოსახლეობა, რომლის უმეტესობაც არ ფლობს სწორ ინფორმაციას სსსმ- მოსწავლეებზე, უფრო მეტად ინფორმირბულნი გახდებიან და ბავშვებს აღარ გაუჭირდებათ ადაპტაცია საზოგადოებაში. ამით ისინი დაძლევენ შიშს საზოგადოების მიმართ.

Sustainability:

-პროექტ „ღიმილის ოთახი“-ს დსრულების შემდეგ, ზემოთ ჩამოთვლილი იდეები გაგრძელდება. კვლავ ჩვეულ რიტმში გააგრძელებს მასწავლებელი სასწავლო პროცესის წარმართვას, ასევე მოსწავლეებიც მაქსიმალურად მიიღებენ იფორმაციას, რადგან ექნებათ ყველა საჭირო რესურსი და ინვენტარი რაც ხელს შეუწყობს მათ პიროვნულ თუ საგანმანათლებლო პროცესის ზრდას. ასევე აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ სკოლის ფარგლებში ჩატარებულ ღონისძიებებში.

Equal gender opportunity:

-ჩემს იდეაში გენდერული ჩართულობა უზრუნველყოფილი იქნება, რადგა თითოეული სათამაშო რომელიც საგანმანათლებლო დატვირთვას ატარებს, იქნება როგორც გოგონებისთვის გამოსადეგარი ასევე ბიჭებისთვისაც, რაც პრობლემას არ შეუქმნის გენდერულ ბალანსს.

Items Needed

Item აღწერა Vendor Info Total Purchased?
toys

ხის კუბიკები 2-ც, ხის დომინო 2-ც, ხის ბოსტნეულის ნაკრები 4-ც,

"ჭიტა"

ქ. თბილისი წერეთლის 41

(99532) 2-38-08-22
106,00 ₾
toys

წკირზე ჩამოსაცმელი რგოლები 2-ც, მეტალის ლაბირინთი 2-ც, სამაგიდე თამაში ''გააფერადე ნახატი" 1-ც, სათამაშო ქილოფონი 1-ც, ბურთები ჩაქუჩით 1-ც,

"სათამაშოები ჰოლანდიიდან"

ქ. თბილისი -დიდი დიღომი, ნიკო ბურის ქუჩა 18-ა

599-29-29-57
286,00 ₾
toys

ხის სათამაშო ლაბირინთი 2-ც, ხის სათამაშო სახლი 2-ც, ხის პაზლი ( ცხოველები) 8-ც.

"გალაქტიკა2007"

ქ. თბილისი შუამთის 1.

577475353
124,00 ₾
stationary

ქართული ანბანი საბავშვო ბაღში 1-ც, რიცხვები საბავშვო ბაღში 1-ც, ფერები საბავშვო სახლში 1-ც, ფორმები საბავშვო სახლში 1-ც, მხიარუელბა ფერმაში 1-ც, დახატე ანბანი 2-ც, ჩემი პირველი კითხვებისა და პასუხების წიგნი 1-ც, ჩემი პირველი სიტყვები ანგარიში( მაცნე) 2-ც, ბუნების ხმები ღამე 1-ც, ფრინველები 1-ც

ბიბლუსი"

ბლუსი"
ქ. თბილისი. იოსებიძის ქუჩა 49.

+995 32 2 48 68 44
148,00 ₾

Activity See All Activity

შესვლა first to add your own comment.

Comments

cira-shavadze@mail.ru მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენმა პროექტმა საკმაოდ წარმატებით ჩაიარა. კერძოდ,ღიმილის ოთახისთვის შეძენილი ნივთებით ისარგებლა: პირველმა, მეორემ და მესამე კლასმაც, დამატებული 3- ბენეფიციარი, რომელიც რესურს ოთახით სარგებლობს. სპეც მასწავლებელთან გასაუბრების შემდეგ აღინიშნა ის ფაქტი რომ მოსწავლეებმა მარტივად ისწავლეს: როცხვებისა და ასობგერები გამოცნობა, ცხოველების დასახელება, დასაკრავი ინსტრუმენტების გამოცნობა, ასევე გაუმარტივდათ არითმეტიკული ოპერაციების განხორციელებაც. პროექტში მონაწილეობა მიიღეს სკოლის მოსწავლეებმა მოხალისეობრივად, ასევე სპეც მასწავლებელმა. პროექტის მსვლელობისას მივიღეთ მეგობარი პროექტის ავტორები, გავაცანით ჩვენი პროექტის მიზანი და ვაჩვენეთ შეძენილი ნივთები. დიდი მადლობა ყველას, ვინც დაინტერესებული იყო ღიმილის ოთახით. ასევე მადლობა “ორბელიანი საქართველო”-ს რომ მოგვცა შანსი პროექტის განხორციელებისათვის ❤️❤️
Reply
cira-shavadze@mail.ru მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენმა პროექტმა საკმაოდ წარმატებით ჩაიარა. კერძოდ,ღიმილის ოთახისთვის შეძენილი ნივთებით ისარგებლა: პირველმა, მეორემ და მესამე კლასმაც. ამას დამატებული 3- ბენეფიციარი, რომელიც რესურს ოთახით სარგებლობს.
Reply
cira-shavadze@mail.ru დღეს სამღერეთის საჯარო სკოლაში, კერძოდ ღიმილის ოთახში ჩავატარეთ ორი მეცადინეობა- მათემატიკის და შემეცნებითი სათამაშოებით, რათქმაუნდა მეცადინეობის მსვლელობაში მონაწილეობას იღებდა სპეც მასწავლებელი და ორი მოსწავლე. მეცადინეობის ჩატარებისას გამოვიყენეთ შეძენილი საგანმანათლებლო და განმავითარებელი სათამაშოები, ასევე მათემატიკის სავარჯიშო კრებული❤️ იგეგმება სკოლის დამთავრებამდე მსგავსი რამდენიმე ღონისძიება.
Reply
rima4ka1@gmail.com დღეს პროექტი "გააზიარე გამოცდილებას", ხემლმძღვანელი და ორი მოხალისე, ვესტუმრეთ მეგობარ პროექტს "ღიმილის ოთახი". ჩვენ დავათვალიერეთ მათ მიერ მოწყობილი ფართი, გავიცანით პროექტის ბენეფციალები. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ცირა შავაძეს მოცემული პროექტისთვის და იმ შესაძლებლობისთვის რაც მან მისცა ამ ბავშვებს რათა უკეთ განვითერებულიყვნენ. ეს ნამდვილად ღირსეული საქმეა და საოცარი მადლი. ასევე დიდი მადლობა ორბელიან საქართველოს რომ აფინანსებენ მსგავს ნამდვილად გასაოცარ ინიციატივებს. ამ ბავშვებთან ურთიერთობამ უამრავი სითბო გვაჩუქა და ცხოვრების ძალა შეგვძინა.
Reply
cira-shavadze@mail.ru დღეს გავხსენით ჩვენი ,,ღიმილის ოთახი”, სტუმრად მოწვეული გვყავდა , მეგობარი პროექტის ავტორი ნათელა მანუკოვი, მოხალისეებთან ერთად დაათვალიერეს კაბინეტი.
Reply
cira-shavadze@mail.ru დღეს მოხალისეებთან ერთად კარადებში განვალაგეთ ნივთები, სათამაშოები და მოვამზადეთ გახსნისთვის. ხვალ გვექნება გახსნა სადაც მოწვეული გვყავს უკვე მშობლები და მასწავლებლები❤️
Reply
cira-shavadze@mail.ru 16.05.2017 შვხვდით დირექტორს გადავწყვიტეთ რომ ხუთშაბათისთვის მოგემზადებინა კაბინეტი მოხალისეებთანერთად და პარასკევს გავხსნით ოთახს საზეიმო ვითარებაში, სადაც მოწვეულნი იქნებიან მასწავლებლები და მშობლები, ასევე გავაკეთებთ მცირე პრეზენტაციას, რათა გავაცნოთ თითოეული ნივთის დანიშნულება.
Reply
cira-shavadze@mail.ru გადავაგზავნე ინვოისები, შევიძინეთ ყველა საჭირო ნივთი სპეც მასწავლებელთან ერთად. ამჟამად სკოლის ადმინისტრაცია და მოხალისეთა ჯგუფი ინფორმირებულნი არიან და იგეგმება უახლოეს დღეებში კაბინეტის მომზადება რათა განვალაგოთ სათამაშოები და წიგნები
Reply