Renovate the Nikozi Library

m.devidze3@gmail.com
a
1532
Comments: 14
a

Goals

Problem statement:

Youngsters conducted quantitative research in Nikozi to uncover problems in their community. They found that there is no library and gathering space for young people. At school there are only old, Soviet books and some of them are already damaged by insects. There is a library at Church area, which is quite small, and only members can read and only inside the building.

Furthermore, there is not any space where youngsters can gather and run their own activities. At school, there is no such space for independent projects. If someone wants to organize projects, they need to do it at Church or through a long negotiation with the local government.

Proposed Solution:

The idea includes repairing the room in Nikozi, which will be a library and gathering place for youngsters, where they will hold different activities, invite guests, make presentations about books, organize film-screenings. This will be the space, which will be free from religious and political influence and local people will discuss about different issues openly.

A campaign for books has already started. A space has been found, but it is in bad condition and needs to be repaired. It has been cleaned and it now needs to be colored, a new floor laid, three windows replaced. The movement "Green Fist" is also promised to provide one nice bookcase for the room.

Already, the youth have arranged a schedule of books to read and hope to invite local authors to join in the discussion once the building is finished.

Sustainability:

Representatives of National Library promised youngsters that as soon as the library is finished they will receive a computer and more books from them. They have already planned activities for film screenings and book discussions. They will invite producers of the film, some experts, representatives of the organization working in conflict field, and of course local people. They have meeting for planning it and to prepare a research before the event about the conflict issue among local people at their houses, what is not comfortable of course. They will also address environmental sustainability.

Equal gender opportunity:

During the project, girls and boys were actively involved equally, They will have equal responsibility for planning events and using the space.

Items Needed

Item აღწერა Vendor Info Total Purchased?
Door

Iron, Normal size

Nikoloz Kortiashvili

Gori

598916914
500,00 ₾
Coloring liquid for walls

amount - 2 (40 liters each)

Nino Chedeladze

Gori

598317240
140,00 ₾
Laminats for floor

High quality, for 30 m2.

Nino Chedeladze

Gori

598317240
600,00 ₾
Window

Amount - 3, size - normal.

Nikoloz Kortiashvili

Gori

598916914
450,00 ₾

Activity See All Activity

შესვლა first to add your own comment.

Comments

m.devidze3@gmail.com დღეს, 25 აპრილს ჩვენს ბიბლიოთეკას ქართველი პოეტები ესტუმრნენ პროექტი "ცოცხალი წიგნების" ფარგლებში. მათთან ერთად ვისაუბრეთ ჩვენს პრობლემებზე, სოფლის მოსახლეობის მდგომარეობაზე, წიგნების მიმართ დამოკიდებულებაზე, წავიკითხეთ ლექსები და მათაც გაგვაცნეს თავიანთი შემოქმედება. პ.ს ჩვენი სივრცის მოწყობა ნელ-ნელა სრულდება. ველოდებით თიბისი ბანკიდან ავეჯის გამოყოფას და სოფლამდე ტრანსპორტირებას.
Reply
Khatia Lazarashvili ბიბლიოთეკის სივრცის რემონტი დასრულდა, რაშიც მონაწილეობა მიიღო სოფლის მოსახლეობამ უსასყიდლოდ და ჩვენი ჯგუფის ახალგაზრდებმა. ახლა ვაგროვებთ წიგნებსა და ავეჯს. თვის ბოლოს გვექნება სივრცის ოფიციალური გახსნა. ერთობლივი ძალებით შევუდექით სარემონტო სამუშაოებს:პირველ რიგში ჩამოვფხიკეთ კედლები და გავასუფთავეთ,შემდეგ გავშპაკლეთ და ბოლოს შევღებეთ კიდეც რაც ძალიან სახალისო აღმოჩნდა სხვა დამღლელი სამუშაოების შემდეგ. დიდი იმედი გვაქვს რომ შრომა დაგვიფასდება და ყოველი ჩვენგანი გაბედნიერდება, რადგან გვექნება ჩვენი საკუთარი სივრცე სადაც შეგვეძლება სხვადასხვა თემებზე საუბარი, ტრენინგების ჩატარება, გვექნება ბევრი საინტერესო აქტივობები და რაც მთავარია ნიქოზის ახალგაზრდებს შეეძლებათ წაიკითხონ უამრავი საინტერესო წიგნი და გაუზიარონ სხვებსაც...
Reply
m.devidze3@gmail.com ხვალ ამ ზეგ ველოდებით გორის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან ოფიციალურ წერილს სივრცის გადმიცემის შესახებ. მანამდე ნიქოზის ახალგაზრდები კიდევ უფრო ბევრ აქტივობებში იღებენ მობაწილეობას და ცდილობენ მიღებული ცოდნა ნიქოზის სხვა თანატოლებს გაუზიარონ. 5 მარტს მათი ორგანიზებით გაიმართა ტრენინგი ბულინგის თემაზე. ამ საკითხზე ტრენინგებს ესწრება ჩვენი ჯგუფის 3 ახალგაზრდა გორში და დაგეგმილი აქვთ სამომავლოდაც ტრენინგების ჩატარება ეთნიკური უმცირესობებისა და ბავშვთა უფლებების თემაზე.
Reply
m.devidze3@gmail.com 12 თებერვალს ჩვენი ჯგუფის წევრების ორგანიზებით ნიქოზში გაიმართა რეჟისორი თომა ჩაგელიშვილის ფილმის "მე არ გადამიკვეთავს საზღვარი, საზღვარმა გადამკვეთა მე"-ს ჩვენება. შემდეგ კი გაიმართა ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია და დისკუსია. ღონისძიებას დაესწრნენ ილიას უნივერსიტეტის პროფესორები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი, ადგილობრივი მოსახლეობა და ჩვენი მეგობრები სხვადასხვა ქალაქიდან. ფილმი ჩვენთვის უზრუნველყო დოკუმენტური ფილმების ფესტივალმა - "CineDOC", რომლის ფარგლებში კიდევ დაგეგმილი გვაქვს მინიმუმ სხვა 2 ფილმის ჩვენებაც. იხილეთ რეპორტაჟი ჩვენს შესახებ და ანონსი ფილმის ჩვენებისთვის: http://www.qartli.ge/ge/akhali-ambebi/article/4659-mostsavleebmaniqozshishekrebisadgilimoatsyes
Reply
Gùgà Bâbùtšidźe 12 თებერვალს გვაქვს ფესტივალი და ველოდებით ბევრ სტუმრბს: ფილმის რეჟისორს,სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებს,სინედოკიის წევრებს,ჩვენ მეგობრებსა და ადგილობრივ მოსახლეობას. დღეს გაიმარტა შეხვედრა და დავგეგმეთ ფილმის ჩვენება და გავინაწილეტ მოვალეობები.
Reply
m.devidze3@gmail.com ამ კვირაში რამოდენიმეჯერ მოხდა შეხვედრა გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლებთან გადმოსაცემი ოთახის დეტალების დასაზუსტებლად. მათი თხოვნით, გადავუგზავნეთ ჩვენი პარტნიორი გამომცემლობების და ორგანიზაციების წერილებიც. მათი თქმით, 10 თებერვალს გაიმართება საკრებულოს სხდომა, სადაც აუცილებლად განიხილავენ ჩვენს პროექტს და გადმოგვცემენ სივრცეს. წესით, 15 თებერვალს საჭირო დოკუმენტაციაც უნდა გვქონდეს უკვე და შეგვეძლება რემონტის დაწყება.
Reply
m.devidze3@gmail.com ბიბლიოთეკისთვის და შეხვედრების სივრცის გადმოსაცემად იანვარში გორის მუნიციპალიტეტის დეტუპატატების სხდომაზე უნდა განხილულიყო ჩვენი განცხადება. ნიქოზის ერთეულის დეპუტატის თქმით, ვერ მოესწრო საჭირო დოკუმენტების შეგროვება, რის გამოც სხდომაზე ვერ მოხდა ამ საკითხის განხილვა. მივიღეთ დაპირება, რომ საბუთები უკვე წესრიგშია და საკითხი აუცილებლად გადა თებერვლის სხდომაზე. უკვე არსებობს თანხმობა სხვა წევრების მიერ და წესით თებერვალში სივრცის გადმოცემის არანაირი პრობლემა არ უნდა არსებობდეს. აღნიშნული სივრცის ასაზომად იყვნენ გამგეობის წარმომადგენლები და თითქმის ყველა დეტალი გარკვეულია. ველოდებით თებერვლის სხდომას და ვიმედოვნებთ, რომ თებერვლის ბოლოს ოთახი შერემონტებულიც კი გვექნება.
Reply
Gùgà Bâbùtšidźe ჩვენი ჯგუფის სამმა წევრმა მონაწილეობა მიიღო CineDOC თბილისის ფესტივალზე. იქ ნაჩვენები ფილმბიდან უნდა ავარჩიოთ 3 მათგანი და ჩვენს სოფელში უნდა გავუკეთოთ ორგანიზება ფილმის ფესტივალს. ერთ-ერთი ფილმი იქნება თომა ჩაგელიშვილის "მე არ გადამიკვეთავს საზღვარი, საზღვარმა გადამკვეთა მე", რომელიც შეეხება აგვისტოს ომს. ვინაიდან, ეს თემა ძალიან აქტუალური და მნიშვნელოვანია ჩვენს თემში, გადავწყვიტეთ ჩაგვეტარებინა კვლევა ადგილობრივ მოსახლეობასთან მათი ცხინვალთან დამოკიდებულებების და სამომავლო ხედვების შესწავლის მიზნით. დღეს დავასრულეთ კვლევა. გამოვკითხეთ 40 რესპონდენტი სიღრმისეული ინტრვიუებით. კვლევის ანალიზში დაგვეხმარება მარიამ დევიძე, რომელიც სოციოლოგიის მაგისტრატურის სტუდენტია. კვლევის ანგარიშის პრეზენტაციას მოვაწყობთ ფილმის ჩვენების შემდეგ, დისკუსიაზე. ფესტივალის თარიღებთან დაკავაირებით ახლა ვარკვევთ დეტალებს თომასთან და CineDOC ის ხელმძღვანელთან.
Reply
m.devidze3@gmail.com დღეს მივაკითხეთ გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას, რათა გაგვერკვია თუ როდის მოგვცემდნენ საპროექტო ოთახის გადმოცემის ოფიციალური თანხმობას და წარმომადგენლების თქმით, 13 იანვარს გაიმართება საკრებულოს სხდომა, სადაც დაამტკიცებენ ჩვენს პროექტს და მას შემდეგ უახლოეს მომავალში მოგვცემენ თანხმობის დოკუმენტაციას. ამ ეტაპზე ველოდებით მათ წერილს. როგორც კი მივიღებთ მას, დავიწყებთ სარემონტო საშუალებების შესყიდვას, იმ ადამიანების მობილიზებას, ვინც უნდა დაგვეხმარონ სარემონტო სამუშაოების შესრულებაში და დავიწყებთ სარემონტო სამუშაოებს.
Reply
Vato Kandelaki დღეს სოფელ ნიქოზის საკრებულოში გვეწვივნენ გორის კულტურის სახლიდან რის შედეგადაც გაიმართა წინასახალწლო ზეიმი და ასევე მოეწყო პოეზიის საღამო ამის შედეგად მე მიწვეული ვარ გორის კულტურის სახლში სადაც გაიმართება საახალწლო კონცერტი ასევე ამ კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა რეგიონებიდან ბავშვები.
Reply
Tako Lazarashvili მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა გამომცემლობები და ორგანიზაციები გვეხმარებიან წიგნების შეგროვებაში ჩვენი ბიბლიოთეკისთვის, ჩვენი ჯგუფიდან რამდენიმე ახალგაზრდამ გადავწყვიტეთ პროექტის დაწერა ბიბლიოთეკისთვის წიგნების შესაძენად. პროექტი შევიტანეთ ევროპის ფონდის პროგრამა "ახალგაზრდულ იდეაში", რომლის ერთ-ერთი პრიორიტეტიც განათლების ხელშეწყობაა გორის რეგიონში. დღეს, 20 დეკემბერს დაგვიბარეს გასაუბრებაზე, რათა დაეზუსტებინათ პროექტის დეტალები. დაგვისვევს კითხვები ბიბლიოთეკის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, ჩვენს ჯგუფზე, სამომავლო გეგმებზე და ა.შ. ახლა ველოდებით მათ პასუხს დაფინანსების შესახებ, რომელსაც დაახლოებით 2 კვირის მანძილზე შეგვატყობინებენ.
Reply
Babutsidze Babutsidze ჩვენთვის ერთ-ერთი საინტერესო და აქტუალური თემა ეკოლოგიაა, რის შესახებაც დავწერეთ პროექტი და დასაფინანსებლად შევიტანეთ ევროპის ფონდის პროგრამა "ახალგაზრდულ იდეაში", რომელიც მსგავს პროექტებს მხარს უჭერს და აფინანსებს. ჩვენი პროექტი გადავიდა მეორე ტურში და დღეს, 20 დეკემბერს გასაუბრებაზე დაგვიბარეს. დაგვისვეს ტექნიკური კითხები პროექტის შესახებ. ახლა ველოდებით პასუხს დაფინანსების შესახებ, რომელსაც მათი თქმით, მაქსიმუმ ორი კვირის განმავლობაში შეგვატყობინებენ.
Reply
Gùgà Bâbùtšidźe 17 დეკემბერს შევხვდით საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელს გაეროში - თათია დოლიძეს. გაიმართა დისკუსია, რომელიც ეხებოდა ეხებოდა საზღვრისპირა სოფლების ახალგაზრდების პრობლემებს. მან იცოდა, რომ ჩვენ ბიბლიოთეკის გაკეთებას ვგეგმავთ და უფრო დეტალურად გამოგვკითხა ამის შესახებ. მოვუყევით ჩვენი გეგმების შესახებ და ბიბლიოთეკისთვის გვაჩუქა წიგნები. ასევე, მოვუყევით CineDOC ფესტივალზე და გამოთქვა მასზე დასწრების სურვილი. გვთხოვა, რომ დავპატიჟოთ და დაგვპირდა წიგნების კიდევ ჩამოტანას. საერთო ჯამში, გვერდში დგომა გამოგვიცხადა ბიბლიოთკის და სხვა პროექტების განხორციელებისთვის.
Reply
m.devidze3@gmail.com 15 დეკემბერს გაიმართა შეხვედრა ნიქოზის ახალგაზრდებსა და "ორბელიანის" წარმომადგენლებს შორის. დავათავალიერეთ პროექტის სივრცე, ანუ სადაც უნდა გაკეთდეს ბიბლიოთეკა და ახალგაზრდების შეხვედრების ოთახი. განვიხილეთ პროექტის განსახორციელებელი ეტაპები და ვისაუბრეთ მათ ვადებზე. ამ ეტაპზე გორის მუნიციპალიტეტისგან ველოდებით ოფიციალურ თანხმობას ოთახის გადმოცემასთან დაკავშირებით. როგორც კი ისინი ამ დოკუმენტს გამოგვიგზავნიან, მაშინვე დავიწყებთ ოთახის რემონტს თითოეული ახალგაზრდის ჩართულობით. შეხვედრაზე ასევე ვისაუბრეთ სამუშაო ჯგუფის სამომავლო გეგმებსა და უკვე დაგეგმილ აქტივობებზე.
Reply