ერთად გავაფერადოთ სამყარო

Mchedlishvili Qeta
a
2529
Comments: 4
a

Goals

Problem statement:

ჩვენ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალციხეში ვცხოვრობთ და სოფლის სკოლაში დავდივართ. ჩვენი სკოლა განსხვავდება ყველა სხვა სკოლის შენობებისგან რომელიც მინახავს თავისი არქიტექტურით. ის იდეალური იქნებოდა მზიანი, თბილი, მშრალი გეოგრაფიული გარემოსთვის, მაგრამ ჩვენს მთინ მხარეში მისთვის დამახასიათებელი მკაცრი კლიმატური პირობებით სკოლის ორიგინალური არქიტექტურა უფრო ნაკლია, ვიდრე ღირსება. საქმე ისაა, რომ ჩვენს სკოლას დერეფნები არ აქვს. მათ მაგივრად აქვს ღია აივნები, ისე, რომ საკლასო ოთახიდან გამოსვლისას ფაქტიურად ღია ცის ქვეშ აღმოჩნდებით. მოგეხსენებათ ყველაზე მზიანი და მშრალი სეზონი არდადეგების პერიოდია, ყველა სხვა სეზონზე კი ქარი, წვიმა, თოვლი ხელს გვიშლის სკოლის ღია აივნები ჩვენი სურვილისამებრ მოვაწყოთ - ნახატები, პლაკატები, ლამაზი თავლსაჩინოებები უამინდობის დროს ზიანდება. ბევრჯერ ყოფილა დილით სკოლაში მისულებს წიან დღის კედლებზე გაკრული ნახატები სკოლის ეზოში მიმოფანტული დაგვხვედრია. მოსწავლისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს სკოლის სივრცეს. გვჯერა, რომ კეთილმოწყობილი გარემო მოსწავლეთა სწავლის ხარისხსზე და მოტივაციაზე სასიკეთო გავლენას ახდენს, მაგრამ სამწუხაროდ არსებული რეალობის გამო, ჩვენი ყველა მცდელობა საკუთარი ძალებით შევცვალოთ სკოლის მოსაწყენი გარემო, უშედეგოა. გრძელი აივნები მიუყვება ერთფეროვან კედლებს. საკლასო ოთახების შესასვლელის თავზე მხოლოდ ტრაფარეტებია მიმაგრებული - მაქსიმალურად საიმედოდ ისე, რომ ქარმა არ მოგლიჯოს.

Proposed Solution:

დიდი ხანია ვცდილობთ რამე ისეთი მოვიფიქროთ კედლებიც ლამაზად გმოიყურებოდეს, არც ამინდზე ვიყოთ დამოკიდებულები და მოსწავლეებიც მოტივირებულები იყვნენ - არ ქოდეთ შიში, რომ მათ შრომა წვიმის ან ქარის გამო წყალში ჩაიყრება. არსებული სიტუაციის შესაცვლელად პროექტის ფარგლებში ვაპირებთ კედლების შეღებვას და მოხატვას სპეციალური, ექსტერიერისთვის განკუთვნილი საღებავებით, რომლებსაც მედეგი იქნება კლიმატური ცვლილებების მიმართ, არ დაზიანდება და არ გახუნდება.
სკოლის კედლები გაფორმდება თემატური ნახატებით ზოგადად სკოლის, სწავლის თემაზე ან ნახატი კონკრეტულად მისადაგებული იქნება რომელიმე საგანს - მაგალითად, ფიზიკას, ქიმიას, ბიოლოგიას. მით უემეტეს რომ ამ საგენებისთვის სკოლაში სპეციალური კლასები არსებობს. მხიარულ და ხალიასიან ფერებში შეიღებება აივნის რიკულები და საყრდენი ბოძები.
ამას გარდა, გვინდა ჩვენი სკოლის ნაკლი მის ღირსებად ვაქციოთ და აივნების მზიანი მხარე ჩვენს სასრგებლოდ გამოვიყენოთ. ამისთვის კი აივნებზე განვათავსებთთ ყავილის ქოთნებს ყვავილებით და მათ მარადმწვანე მცენარეებით, რომ აივნები ერთნაირად ლამაზი იყოს ზამთარშიც და ზაფხულშიც.

Sustainability:

მოსწავლეებზე გავლენა უმცირეს დეტალსაც შეიძლება ქონდეს. გარემო პირდაპირ მოქმედებს იმაზე თუ როროგ გრძნობენ თავს სკოლაში, რას განიცდიან და როგორ მოქმედებენ. ამ პროექტში მონაწილეობა საშუალებას მოგვცემს საინტერესო, ფერადი გარემო შევუქმნათ მოსწავლეებს და ავუმაღლოთ მოტივაცია. ამასთან ის ფაქტი, რომ მოსწავლეები უშუალოდ მიიღებენ მონაწილეობას სკოლის განახლებაში სხვა არაფერია თუ არა მათი ინდივიდუალიზმის აღიარება, მაგალითი იმისა, რომ სკოლა მათი სივრცეა, რომელიც თავისი შრომით და სურვილით უნდა მოაწყო, იზრუნონ და განავითარონ. ეს პროექტი აგრეთვე გაზრდის მშობლების დაინტერესებას სკოლის ცხოვრებით.

Equal gender opportunity:

პროექტის განხორციელებაში სკოლის მოსწავლეები თანაბრად მიიღებენ მონაწილეობას.

Items Needed

Item აღწერა Vendor Info Total Purchased?
Paints

Paints for wall

gorgia.ge

Tsereteli st. N140

322 960 960
150,00 ₾
flower bowl

Flower bowl with clinches

geobotanic.ge

Ketevan Tsamebuli ave N71

558 70 06 17
60,00 ₾
Brushes

Small paint brushes
Big brushes

orgservice.ge gorgia.ge

Al. Kazbegi st. N28

+995 32 2399378
80,00 ₾
Flowers

Decorative flowers

greengarden.ge

tskhneti st. N37

599 54 66 17
50,00 ₾

Activity See All Activity

შესვლა first to add your own comment.

Comments

Mchedlishvili Qeta ძალიან მაგარი სიახლეები, ნახატები კიდევ შეემატა სკოლის კედლებს,სადაც ახლა უკვე მოსწავლეებიც ჩაერთვნენ. გაკვეთილების დასრულების შემდეგ. ერთობლივი ძალებით უკვე ბევრს მივაღწიეთ, ჩართულიაყველა მასწავლებელი შეძლებისდაგვარად, მოსწავლეები და სკოლის დირექცია.
Reply
Keti Khachidze @mchedlishvili Qeta - can you please post updates?
Reply
Mchedlishvili Qeta პროექტიც დავიწყეთ, გადავწყვიტეთ ჯერ პირველი კლასის ოთახები გაგველამაზებინა. ეს ჯერ კიდევ ყველაფერი არ არის, ეს მხოლოდ ერთი დღის ნამუშევარია. წინ კიდევ ბევრი საინტერესო სიახლე გველის ..
Reply
Mchedlishvili Qeta ჩვენ შევიკრიბეთ და ნელ-ნელა ვიწყებთ პროექტს. ჯგუფის წევრებმა ერთმანეთს გავაცანით ჩვენი იდეები,შევიმუშავეთ და შევარჩიეთ ადგილები სადაც მოვხატავთ ,შევარჩიეთ ნახატები. ერთმანეთთან შეთანხმებით დავგეგმეთ საყვავილეებისა და ყვავილების ყიდვა,აგრეთვე საღებავებისა და ფუნჯების ყიდვა და რაც მთავარია ავირჩიეთ სასურველი დიზაინი.
Reply