Wine-Themed Crosswalks in Telavi - All Activity

Giorgi Orkodashvili commented

იდეა ,,ყურძნის ზებრა ხაზი თელავში“ გულისხმობდა ქალაქ თელავში, ცენტრალურ ქუჩაზე ზებრის ყურძნებით მოხატვას ზებრის პოპულარიზაციის მიზნით. ზებრა არაჩვეულებრივი გამოვიდ, ჩაერთო 15 მოხალისე, 8 გოგო და 7 ბიჭი, სარგებელი კი მიიღო ბევრმა ადამიანმა, დაახლ. 5000, სარგებელი გენდერულად თანაბარი იყო. ზებრა ხაზმა დადებითი გავლენა მოახდინა მოსახლეობაზე, რადგან ისინი უკეთ მიეჩვივნენ ზებრახაზის მოხმარებას და საგზაო წესების დაცვას. გაუთვალისწინებელი შემთხვევა იყო ზებრის 1 თვეში წაშლა, რადგან საღებავი არ აღმოჩნდა შესაბამისი, თუმცა იმ ზებრას უკვე ფუნქცია შეეძინა და პროექტი მდგრადი აღმოჩნდა – მას მომხმარებლები ახლაც ყავს.

Giorgi Orkodashvili commented

დაიწყო ზებრის მოხატვისთვის აქტიური სამზადისი, მერიაც და საპატრულოც ინფორმირებულია, ველოდებით რომ შევთანხმდეთ თარიღზე და მომდევნო კივირის ბოლოს უკვე ქალაქ ეს ზებრა დაამშვენებს.

Giorgi Orkodashvili commented

ამინდები გამოდის, ამიტომ ზებრის მოხატვის სავარაუდო თარიღი უკვე დავგეგმეთ და ეს იქნება 5 მარტი.

Giorgi Orkodashvili commented

კვლავ უამინდობის გამო, ვერ ვახერხებთ ზებრის მოხატვას, რადგან შეიძლება მოულოდნელმა წვიმამ გაგვინადგუროს მოხატული ზებრა, სწორედ ამიტომ, ვამჯობინებთ დაველოდოთ კარგ და მშრალ ამინდებს, რადგან ჩვენი სამუშაო შევასრულოდ სრულყოფილად. რაც შეეხება ნებართვას, ქალაქ თელავის მერიაც და საპატრულო სამსახურიც მზად არის დაგვეხმაროს უსაფრთხოებაში, როცა ზებრას მოვხატავთ. საგზაო უსაფრთხოება როგორც იცით, ჩვენი პროექტის ერთ-ერთი მიზანია. ამ ბოლო დროს კი საგზაო მოძრაობებით დაღუპული ადამიანების რიცხვი გაიზარდა, სწორედ ამიტომ ქალაქ თელავისთვის ნამდვილად დიდი პოზიტიური ცვლილება იქნება ჩვენი ზებრა.

Giorgi Orkodashvili commented

მოსახატი ზებრა ხაზის გაუმჯობესებული ვარიანტი(ესკიზი) :)

Giorgi Orkodashvili commented

სიცივის გამო, კვლავ ვერ მოხერხდა ჯერ-ჯერობით ზებრის მოხატვა, მაგრამ უახლოეს მომავალში, აუცილებლად მოიხატება. მანამდე, საორგანიზაციო ჯგუფი ვფიქრობთ ზებრის საზეიმო გახსნის ფორმას. გვინდა, ასევე მოვიწვიოთ გოგა ჩანადირი, და სხვა სტუმრები, რომელბიც დაინტერესებული არიან საგზაო უსაფრთხოების თემით.
აღსანიშნავია ისიც, რომ ზებრის მოხატვის შემდეგ, კვლავ აქტიურად გავაგრძელებთ საგზაო უსაფრთხოების და ქვეითები უფლებების შესახებ ცნობეირების კამპანიებს.

Giorgi Orkodashvili commented

ამ კვირის განმავლობაში, იმ ადგილზე, სადაც ზებრა ხაზი უნდ ამოიხატოს, გავაკეთეთ მინი-გამოკითხვა გამვლელებში, რას ფიქრობენ ზოგადად ზებრა-ხაზის შესახებ. აღმოჩნდა, რომ თელავში არსებობს ზებრა-ხაზის გამოყენების პრობლემა. ერთის მხრივ, მოსახლეობამ არ იცის რომ ის მათი გზაა და მეორეს მხრივ, მძღოლები არ უთმობენ გზას. შესაბამისად, გამოამინდეის შემდეგ ჩვენი მოხატული ზებრა, ვფიქრობთ, ნამდვილად პოზიტური ცვლილებას მოახდენს და ამ მხრივ ცნობიერება შეიცვლება.

Giorgi Orkodashvili commented

პროექტის იდეა და ესკიზი შეთანხმებულია როგორც საპარტულო სამსახურთან, ასევე ქალაქ თელავის მერიასთან. იქიდან გამომდიანრე რომ მიმდინარე დღეებში იყო ცუდი ამინდები, ვერ შევძელით ჯერ მოხატვა. თუმცა, მშრალ ამინდში აუცილებლად მოვხატავთ. მოსახატად მოვიწვევთ თელავის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც ძალიან კარგად ხატავენ და შეძლებენ ესკიზის იდენტური ნახატი გადაიტანონ. ასევე, იგეგმება ზებრის მოხატვის შემდეგ მისი საზეიმო გახსნა, სადაც მოვიწვევთ მერიას, სკოლის მოსწავლეებს სტუდენტების და არასამტავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

Giorgi Orkodashvili commented

ჩვენი საინიციატივო ჯგუფი ელოდება მზიან ამინდს და მალე უკვე ქალაქის ცენტრში მოვხატავთ ზებრას.

Giorgi Orkodashvili commented

მივიღეთ ქალაქ თელავის მერიისგან ნებართვა, ქალაქში მოვხატოთ ზებრა ხაზი. ასევე, შევარჩიეთ და შევიძინეთ საღებავები. იმის გამო რომ ამინდი ცუდია, ველოდებით კარგ ამინდს, რომ დავიოწყოთ ზებრის მოხატვა.

Giorgi Orkodashvili commented

მას შემდეგ, რაც ჩვენმა საინიციატივო ჯგუფმა პროექტის დაფინანსების შესახებ გავიგეთ,დავიწყეთ საორგანიზაციო საკითხები - დავგეგმეთ და გავწერეთ სამუშაო კვირა, ასევე დავიწყეთ ზებრას დიზაინის გაუმჯობესება და ქალაქ თელავის მერიაში შევიტანეთ წერილი, ნებართვასთან დაკავშირებით.