Volunteer Sweet Treats to support PWD - All Activity

Tiko Meskhi commented

მარნეულში მცხოვრებ ახალგაზრდებსა და მოხალისეებს ვასწავლით ბიზნეს გეგმას. ვორქშოფი დაგვეხმარება დავადგინოთ ფასები და მოვახდინოთ სწორად მარკეტინგი.

Nino Todua commented

სალომე, რომელიც სულმოუთქმენლად ელოდა ჩვენს ჩასვლას, თავად მოამზადა ნამცხვარი, და დაიმახროვრა მომზადების წესი , დაგვპირდა დღეს საღამოსვე სახლში გამოვაცხობო:)
ეს იყო პირველი ნაბიჯები დიდი მომავლისკენ. რასაც ნამცხვრების ცხობა და მისი რეალიზაცია ქვია.

Nino Todua commented

გარდა იმისა, რომ ტექნიკა ჩავიტანეთ მარნეულში და გაფაციცებით გველოდნენ ჩვენი მოხალისეები, პირველი ნამცხვარიც გამოვაცხეთ ერთად, უგემრიელესი "ბრაუნი".
ჩავატარეთ ვორქშოპი სადაც ვისაუბრეთ პროდუქტის ფასთარმოქმნის შესაცებ.

Tiko Meskhi commented

ჩვენს მოხალისეებთან ერთად პირველი ჩვენი ბრაუნი გამოვაცხეთ და დავაგემოვნეთ.

Sopio Nadiradze commented

ძალიან სასიხარულოა როცა ამდენ მოტივირებულ ახალგაზრდას ხედავ და კიდევ უფრო დიდი ბედნიერებაა, როცა შესაძლებლობას აძლევ მათ, გააკეთონ მათთვის სასუეველი "საქმე" და მიიღონ როგორც პირადი ისე საზოგადოებრვი სარგებელი. პირველი შეხვედრა ძალიან პროდუქტული იყო. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რამაც მოხალისეების ჩართულობის გაზრდას და აქტიურობას შეუწყო ხელი. მოხალისეებმა გამოთქვეს თავიანთი ინიციატივები პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით და გადაინაწილეს პასუხისმგებლობები. შეხვედრის ყველაზე გემრიელი ნაწილი კი ამერიკული რეცეპტით დამზადებული ტკბილეულობის დაგემოვნება იყი, რაც ყველამ აღნიშნა შეხვედრის ბოლოს. იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ ორბელიანის, ჰელფინგ ჰენდის და მაკლეინის ასოციაციის მხარდაჭერით მარნეულში მცხოვრები ახალგაზრდები პოზიტიურ გავლენას მოახდენენ თავიანთ თემზე და თანამოქალაქეებზე.

Nino Todua commented

დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, დავიწყეთ ქ. მარნეულში ამერიკული ორცხობილების მინი საკონდიტროს აწყობა.... გუშინდელი პრეზენტაციას დაესწრო ჰელფინგ ჰენდის მოხალისეები, ყველაზე აღტაცებით საწარმოს იდეას შეხდა სალომე, რომელმაც გაბრწყინებული სახით თავის სახლში ცხობაც კი შემოგვთავაზა...
დავაგემოვნეთ რეიჩელის წინასწარ მომზადებული ორცხობილები და ხმათა უმრავლესობით გაიმარჯვა "შოკოლადის ორცხობილამ", სავარაუდოღ პირველად მისი რეცეპტის შესავლას დავიწყებთ.
მოხალისეებმა გადაინაწილეს საქმიანობები, ზოგი ბაზრის მოძიებას იწყებს, ზოგი ფეიზბუქის გვერდის შექმნას და ზოგიც კი ყუთების დიზაინის შექმნას შეუდგა...
გაგრძელება იქნება :)))

Rachel Wolf commented

We just had our first meeting with part of the group of youth and PWD today to discuss the basics of social enterprise, lay out a plan, and sample some desserts. They are excited to get started and ready to learn, so we are kicking off business and baking next week.

Tiko Meskhi commented

დავიწყეთ! ვემზადებით! გვიხარია, რომ ჩვენს მოხალისეთა გუნდს ქართველი, მარნეულში მცხოვრები ახალგაზრდები და მშვიდობის კორპუსის მოხალისეები შემოემატა. ჩვენს რიგებში 10-მდე მოხალისეა! მომავლ კვირას მარნეულში ვგეგმავთ ჩვენი პირველი შეხვედრა გავმართოთ და მივაწვდინოთ ადგილობრივ ახალაგაზრდებს ჩვენი იდეის შესახებ ინფორმაცია. ამერიკელი მოხალისე ჩვენთვის რეცეპტებს არჩევს და ახალგაზრდებისათვის სპეციალურ პროგრამას ამზადებს!