იცადე ფერად ჰარმონიაში

koda.school.yfc@gmail.com
a
1678
Comments: 7
a

Goals

Problem statement:

-ჩვენი საინიციატოვო ჯგუფი წარმოადგენს ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრის (YFC) წევრებს, კოდის საჯარო სკოლის მოსწავლეებს. ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრის ფარგლებში, იქიდან გამომდინარე რომ აქტივობებს ვატარებთ არა მხოლოდ სოფ. მეურნეობის კუთხით, არამედ ადვოკატირების, გარემოს დაცვის და პოზიტიური ცვლილებების კუთხით, დაინტერესებული ვართ ჩვენს სოფელში არსებული სამარშუტო გაჩერებები შევღებოთ და მოვხატოთ სხვადასხვა ფერებში და გავალამაზოთ ჩვენს მიერ მოფიქრებული ნახატებით თუ წარწერებით. მოგეხსენებათ რომ არსებული სამარშუტო გაჩერებები არის წითელი აგურის ფერი და მასზე უამრავი ვანდალურად გაკეთებული წარწერა თუ უნებართვოდ გაკრული განცხადება და საარჩევნო პლაკატია, რაც მის ვიზუალურ შესახედაობას უარესს ხდის, მასზე მიწერილი წარწერები კი უსუფთავობის განცდას ქმნის და საერთო ჯამში გაცერებებიც ხშირად დასვრილი და დანაგვიანებულია

Proposed Solution:

ჩვენი ინიციატივაა უჟმური ფერის კედლები გავხადოთ ფერადი, მასზე გავაკეთოთ ლამაზი ნახატები და წარწერები, მაგალითად ჭერი მოვხატოთ ვარსკვლავებით და კედლები ფერადი და ცნობილი გამონათქვამებით ავავსოთ, მოწოდებებით: "იზრუნე გარემოზე", "დაიცავი სისუფთავე", "დარგე ხე", "არ დაყარო ნაგავი"," დაიცავი დაუცველი" და ა.შ. კოდაში არის სულ ოთხი ასეთი გაჩერება და ყველა ინდივიდუალურად მოიხატება განსხვავებული მოწოდებებით, და სხვადასხვა სოციალური ცვლილებებისკენ მოწოდებებით, შეიძლბა ჩვენით დავიტანოთ აფორიზმები ვეფხისტყაოსნიდან ან სხვა ცნობილი გამონათვამები, რით^აც ჩვენ სათქმელს გადავცემთ ამ გაჩერებების მომხმარებლებს. პროექტის განხორცილებაში დაგვეხმარება ჩვენს სკოლაში მოხალისე კარლო მეგულაშვილი, რომელსაც აქვს გამოცდილება მოტატვისა და სტენსილების კეთებაში

Sustainability:

-ამ გაჩერებებით სარგებლობს,როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ასევე ბევრი სხვა ადამიანი, რადგან სოფელ კოდაზე გადის მნიშვნელოვანი საავტომობილო გზა და ტრანზიტული მგზავრები ხშირად სარგებლობენ ამ გაჩერებით, რის გამოც ხშირად აბინძურებენ ან საკუთარ წარწერებს ტოვებე კედელზე. ჩვენ ჩვენი საქმით დავანახევთ ამ ადამიანებს, რომ მოვუწოდებთ სისუფთავისკენ და ჰარმონიას შევუქმნით მათ. ვეცდებით ფსიქოლოგიურად შევქმნათ ისეთი განწყობა რომ მოეწონოთ გაჩერება და არ გაუჩნდეთ სურვილი დააბინძურონ ეს დიდ პოზიტიურ ცვლილებას მოიტანს აღნიშნულიუ გაჩერებისთვის და ზოგადად იზრუნებს ადამიანის ცნობიერების ამაღლებაზე. გარდა ამისა გაჩერება იქნება ფერადი და საყურადღებო ყოველთვის.

Equal gender opportunity:

-პროექტი თანაბრად შეეხება, ორივე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს სამარშუტო გაჩერება არის საყოველთაოდ გამოყენებადი

Items Needed

Item აღწერა Vendor Info Total Purchased?
Murdered

პირბადეები დასაცავად
ფასი 90 თ

GPC Pharmacy

tbilisi, kekelidze 6

271 0707
15,00 ₾
gloves

ფასი დაახლ 1.5 ლ

Domino • დომინო

სავაჭრო ცენტრი East Point, Tvalchrelidze str #2 (1.05 mi)
Tbilisi, Georgia 0182

0322 50 50 50
40,00 ₾
painting materials

სხვადასხვა ფერის პულივიზატორები
1ცალი-5 ლარი
გვაქვს 4 გაჩერება, თითოზე გვჭირდება 10 ცალი სხვადასხვა ფერი მინიმუმ

Domino • დომინო

სავაჭრო ცენტრი East Point, Tvalchrelidze str #2 (1.05 mi)
Tbilisi, Georgia 0182

0322 50 50 50
200,00 ₾
painting materials

ფუნჯი 5 ლ 1 ცალი
საღებავი 15 ლ 1 ცალი.
წარწერების გასაკეთებლად გვჭირდება რამდენიმე

დომინო

სავაჭრო ცენტრი East Point, Tvalchrelidze str #2 (1.05 mi)
Tbilisi, Georgia 0182
Get Directions
Highlights info row image

0322 50 50 50
60,00 ₾

Activity See All Activity

შესვლა first to add your own comment.

Comments

koda.school.yfc@gmail.com ჩვენი ზებრა გადასასვლელი ქალაქ თეთრიწყაროს ცენტრში ^_^
Reply
koda.school.yfc@gmail.com გარკვეული მიზეზების გამო საავტომობილო გზების დეპარტამენტმა არ მოგვცა უფლება მოგვეხატა მის კუთვნილებაში არსებული მოსაცდელი, ჩვენ გადავწყვიტეთ პროექტის აქტივობა შეგვეცვალა, მაგრამ ისევ საგზაო ინფრასტრუქტურის თემატიკაზე შევაჩერეთ არჩევანი და გავადწყვიტეთ თეთრიწყაროს ცენტრში გაგვეკეთებინა ძალიან ფერადი ზებრა, რომელიც ადამიანებს გაუჩენდა სურვის ესარგებლათ ზებრა გადასასვლელით.
Reply
koda.school.yfc@gmail.com მოგესალმებით,
Reply
koda.school.yfc@gmail.com კვლავ მერიიდან თანხმობას ველოდებით. მთელი გუნდი დიდი შემართებით ვართ. მიუხედავად იმისა, რომ პროექტი დაწყებული არ გვაქვს, ინფორმაცია გავაზიარეთ თემში და დიდი მოწონებაც დაიმსახურა ამ პროექტმა. შემდეგ გამოჩნდა "ახალგაზრდა მხატვარი", რომელმაც გამოთქვა სურვილი რომ ჩაერთვებოდა ჩვენს პროექტში და დაგვეხმარებოდა მოხატვაში. ჩვენც დავთანხმდით და ნელნელა უერთდება ჩვენს პროეტს მეტი ახალგაზრდა მიუხედავად იმისა, რომ არ არის დაწყებული პოექტი, მთავარი მიზეზი პროექტში ჩართვისა არის ის რომ ადამიანები ზრუნავენ საკუთარ და სხვების უსაფრთხოებაზე.
Reply
koda.school.yfc@gmail.com თავდაპირეველი მიზანი პროექტის იყო გაჩერებების მოხატვა, მაგრამ თანხმობა არ მოგვცეს და არც მოიხატებოდა გაჩერებები. თუმცა გუნდური მუშაობის შედეგად გადავწყვიტეთ, რომ პროექტი შეგვეცვალა და ხელი შევუწყვეთ საგზაო უსაფრთხოების პოპულაციას, გადავწყვიტეთ, რომ შეგვეღება ზებრა გადასასვლელი ჩვენივე უსაფრთხოების მიზნით. შემდეგ ანა ვაზაგაშვილის დახმარებით დავწერეთ მიმავრთვა და გავგზავნეთ მერიაში. პასუხის მოსვლის შემდეგ დაიწყება პროექტის უშუალო განხორციელება.
Reply
koda.school.yfc@gmail.com მეგობრების დახმარებით დავწერეთ განცხადება და გავგზავნეთ. ველოდებით პასუხს რათა დავიწყოთ უშუალოდ პროექტის განხორციელება.
Reply
koda.school.yfc@gmail.com 1მაისს გავგზავნეთ ინვოისები. ხოლო რამდენიმე დღის შემდეგ მივიღე და ჩაციბარე შესაბამისი ინვენტარები რაც პროექტისთვის საჭიროა.
Reply