აღმოვაჩინოთ ბუნება, გავხდეთ მეტად დამოუკიდებლები

DaviTi Bibileishvili
თბილისი, თბილისი,
1246
Comments: 15

Goals

Problem statement:

ადამიანები უფრო და უფრო ნაკლებ დროს ატარებენ ბუნებაში. სამსახური, უნივერსიტეტი, სკოლა, სახლი, კომპიუტერი, გაჯეტები, ტელეფონები, ინტერნეტი, სოციალური ქსელები და კიდევ უამრავი რამის ჩამოთვლა შეიძლება, რითაც ადამიანებს თავისუფალი დრო თითქმის აღარ აქვთ. უსინათლოს, ან მცირემხედველის შემთხვევაში კი, ამ სიას ემატება უამრავი ბარიერი, რაც ცოცხალ ბუნებას კიდევ უფრო ხელმიუწვდომელს ხდის. აქედან გამომდინარე, საქართველოში არიან უსინათლოები, რომლებიც ბუნებრივ გარემოში ნამყოფები არ არიან და ბუნებრივი რელიეფები მხოლოდ წიგნებიდან, ფილმებიდან და ახლობლებისგან აქვთ გაგებული. რამდენიმე დღიანი გასვლა ბუნებაში, უსაფრთხო ადგილას, კარვებით საინტერესო და მნიშვნელოვანი იქნება უსინათლო ადამიანისათვის, რადგან თვითონ შეეხება სხვადასხვა რელიეფს. მაგალითად:გაივლიანქვიშიან, ქვიან, ზედაბირზე,ხელით შეეხებიან მცენარეს და დაათვარიელებენ მის აგებულებას. თვითონ მიიღებენ მონაწილეობას კარვის გაშლაში. მეორეს მხრივ, უსინათლო და მცირემხედველი ადამიანის დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის კემფინგი მნიშვნელოვანი იქნება, რადგან რეალურ ცხოვრებაში, სხვადასხვა განსხვავებულ რელიეფზე მოხვედრისას აღარ შეეშინდება და პანიკაში არ ჩავარდება.

რას გააკეთებთ ამ ცვლილების მისაღწევად?

ეს პროექტი განსაზღვრულია14 მხედველობაშეზრუდულ ახალგაზრდაზე, რომლებსაც 6 მობილობა-ორიენტაციის ინსტრუქტორი 2 მოლაშქრე და პროექტის ხელმძღვანელი დაეხმარება გადაადგილებაში, ბუნებრივი გარემოსშეცნობაში. მხედველობაშეზღუდული ახალგაზრდების და მობილობა-ორიენტაციის ინსტრუქტორების მოძიება-შერჩევა მოხდება ამ თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან, აქტივისტებთან კონსულტაციების შედეგად, რომლებთანაც მჭიდრო საქმიანი კავშირი მაქვს. ასევე, გამოცდილ მოლაშქრეებს მარტივად ჩავრთავ, რადგა მაქვს მათთან თანამშრომლობის გამოცდილება. რაც შეეხება ადგილის შერჩევას, წინასწარ შეირჩევა უსაფრთხო ადგილი მოლაშქრეებთან და მობილობა-ორიენტაციის ინსტრუქტორებთან ერთად,რადგან აუცილებელია 2 დღიანი კარვებით ლაშქრობისთვის დაცული იყოს ყველანაირი რისკი. ამას გარდა, ლაშქრობამდე ჯგუფს ჩაუტარდება კომპეტენტური პირისგან ლაშქრობის შესახებ ტრენინგი, თუ რა უნდა გაითვალისწინონ ლაშქრობისას, რა ბარიერები შეიძლება შეხვთეთ ბუნებაში ყოფნისას, როგორ უნდა იმოქმედონ სხვადასხვა სიტუაციაში. მაგ: როგორ უნდა მიხვდნენ ამინდის შეცვლის მოახლოებას, სხვადასხვა რელიეფის შეცვლისას რა წინააღმდეგობა შეიძლება შეხვდეთ, როგორ გამოიყენონ სალაშქრო აღჭურვილობა. რამდენიმე დღიანი ლაშქრობა ბუნებაში, უსაფრთხო ადგილას ხელს შეუწყობს უსინათლო და მცირემხედველი ადამიანების დამოუკიდებელ ცხოვრებას. მოხდება მობილობა-ორიენტაციის ინსტრუქტორებთან ერთად ბუნებრივი გარემოს შესწავლა, სხვადასხვა რელიეფებზე შეხება,რაც დაეხმარება მხედველობაშეზხუდულ ახალგაზრდებს ყოფითი უნარებისგამომუშავება-განვითარებაში,რისი დასწავლაც ლაშქრობისას მეტად ეფექტიანია. ასევე, საინტერესო გამოცდილება იქნება ცოცხალი ბუნების ადგილზე გაცნობა.

ვინ განკარგავს შესყიდულ ნივთებს ინიციატივის დასრულების შემდეგ?

შესყიდული ნივთები გადაეცემა აიპ: „მარიანის“, რომელიც აქტიურად საქმიანობს უსინათლო და მცირემხედველი ახალგაზრდების დამოუკიდებელი ცხოვრების გაძლიერების მიმართულებით. „მარიანის“ აქვს რამდენიმე წლიანი გამოცდილება, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე. „მარიანი“ მუშაობს უსინათლო და მცირემხედველი ადამიანების რეაბილიტაციის, განათლების მიმართულებით. ამ პროექტს კი, სივრცითი ორიენტაციისა და მობილობის ინსტრუქტორების მოძიებასა და შერჩევაში გაუწევს დახმარებას.

რამდენად თანაბრად ისარგებლებენ ქალები და კაცები შედეგად?

პროექტში თანაბრათ იქნება ჩართული ორივე სქესის წარმომადგენელი. დაცული იქნება პროექტში ყველა ჩართული პირი სხვადასხვა სახის დისკრიმინაციისგან.

Items Needed

Item აღწერა Vendor Info Total Purchased?
5 კარავი , DESERT FOX

5 ორ კაციანი კარავი. მზის, ქარის და წვიმისგან დამცავი.

sportmaster

თბილისი მიმინოშვილის 6

595989288
600,00 ₾
4 კარავი, CHANODUG

გვჭირდება 4 სამ ადგილიანი კარავი.

sportmaster

თბილისი , მიმინოშვილის 6

595989288
600,00 ₾
22 საძილე ტომარა , Desert Fox

გვჭირდება სამ სეზონიანი საძილე ტომარა, 22 ცალი.

sportmaster

თბილისი, მიმინოშვილის 6

595989288
2 156,00 ₾
22 პარალონი, campsor

22 პარალონი, campsor, დასაფენი პარალონი, გამოიყენება სალაშქროდ.

sportmaster

მიმინოშვილის 6, თბილისი

595989288
726,00 ₾
22 საწვიმარი

საწვიმარი 22 ცალი.

sportmaster

თბილისი, მიმინოშვილის 6

595989288
660,00 ₾
2 ცალი ტენტი , Desert Fox

2 ცალი ტენტი , Desert Fox

sportmaster

თბილისი, მიმინოშვილის 6

595989288
60,00 ₾
მანათობელი 1 ცალი

მანათობელი 1 ცალი

sportmaster

თბილისი, მიმინოშვილის 6

595989288
20,00 ₾
თავზე სამაგრი ფანარი 1 ცალი

თავზე სამაგრი ფანარი 1 ცალი

sportmaster

თბილისი, მიმინოშვილის 6

595989288
39,00 ₾
ერთჯერადი ჭურჭელი 30 ცალი

ერთჯერადი ჭურჭელი 30 ცალი

NA

NA

NA
30,00 ₾

Activity See All Activity

შესვლა first to add your own comment.

Comments

Keti Khachidze დათო, მადლობა დეტალური ინფორმაციისთვის და შთაბეჭდილების გაზიარებისთვის! წარმატებებს გისურვებთ!
Reply
DaviTi Bibileishvili მარიამ ქუთელია შთაბეჭდილება მიუხედავად იმისა, რომ არაერთ ლაშქრობაში ვყოფილვარ, გადამილახავს რა ბუნებისგან მოვლენილი მრავალი სირთულე, საკუთარ თავს მოლაშქრეს, მაინც, ვერ ვუწოდებ. ალბათ იმიტომ, რომ არ მქონია შემთხვევა ვინმესთვის მესწავლებინოს თუ რა არის ეს (მცირე შემთხვევებს თუ არ ჩავთვლით). ამ პროექტში/ლაშქრობაში ინსტრუქტორის ამპლუაში გახლდით, რაც უდიდეს პასუხისმგებლობას მმატებდა და ამასთანავე, სიამოვნებას მანიჭებდა საკუთარი ცოდნის გაზიარება, აწ უკვე ჩემი მეგობრებისათვის. პროექტის განხორციელებას მოუთმენლად ველოდი და ჩემი იმედები ნამდვილად გამართლდა. პროექტის ფარგლებში საუალება მომეცა შშმ პირებთან მქონოდა ურთიერთობა და დავრწმუნებულიყავი რომ შეზღუდული შესაძლებლობები მართლაც არ არსებობს! მათ ჩვენთან ერთად #აღმოაჩინესბუნება. მიხარია რომ ამის მონაწილე ვიყავი, მიხარია რომ მათთან ერთად თავი მეც #მეტადდამოუკიდებლად ვიგრძენი. ვფიქრობ, რომ პროექტი შედგა. პირადად ჩემთვის, ეს ცხოვრების ახალი, საინტერესო და მრავალფეროვანი გამოწვევა იყო, რომელსაც, მგონია რომ, თავი კარგად გავართვი. ამაზე მეტყველებს პროექტის მონაწილეებს შორის მეგობრული ურთიერთობის დამყარება და მომავალში თანამშრომლობის/­მეგობრობის/გუნდური მუშაობის სურვილი და მოტივაცია. ახალი მეგობრების გაჩენა თავისთავად კარგი რამ არის, მაგრამ კიდევ უფრო უკეთესია, როცა აცნობიერებ რა საინტერესო ხალხთან აღმოჩნდი, რომ მხოლოდ შენ კი არ ასწავლი მათ, არამედ ისინი გასწავლიან რომ ცხოვრებაში, არასდროს, არავითარ შემთხვევაში, არ უნდა დანებდე!
Reply
DaviTi Bibileishvili გოგა გოგოლაძე ეს ლაშქრობა ჩემთვის ძალიან საინტერესო და აღმაფრთოვანებელი იყო. პირველად ვიყავი მსგავს გარემოში. ცოტაოდენი რამ გავიგე და ჩემ თავზე გამოვცადე ლაშქრობის გამოწვევები. ბუნების შეცნობა ბუნებაში იყო ძალიან სასიამოვნო პროცესი. კარვის გაშლა, კოცონის დანთება , ახალი მეგობრების გაჩენა და ციხეზე ასვლამ დაუვიწყარი შთაბეჭდილებები დამიტოვა. ძალიან გამიხარდება კიდევ თუ იქნება მსგავსი პროექტები. მე კი სიამოვნებით ჩავერთვები.
Reply
DaviTi Bibileishvili საქართველოში, ბიზნესის სოციალურ-კორპორატიული პასუხისმგებლობა დაბალია, მაგრამ არიან ზოგიერთი ბიზნესი, რომლებსაც გააჩნიათ მაღალი კორპორატიული პასუხისმგებლობა. მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის ორგანიზაციებს შორისაა: "აჭარაბეთი", რომელმაც ჩვენი პროექტი, "აღმოვაჩინოთ ბუნება, გავხდეთ მეტად დამოუკიდებლები", უზრუნველჰყო ტრანსპორტირებით და საკვებით. ძალიან დიდი მადლობა აჭარაბეთს მხარდაჭერისათვის. მსგავსი აქტივობა კერძო ორგანიზაციების მხრიდან ძალიან ღირებულია, უმნიშვნელოვანესია ჩვენი საზოგადოების განვითარებისათვის.
Reply
Keti Khachidze დავით, რამდენი მონაწილე იყავით ჩართული? აპირებთ ამ აღჭურვილობის გამოყენებას კიდევ?
Reply
DaviTi Bibileishvili კი ვაპირებთ, გაზაფხულიდან უფრო აქტიურად იქნება მზგავსი ინკლუზიური პროექტები/ლაშქრობები, ამ ეტაპზე 15 მონაწილე ვიყავით და გაზაფხულიდან ესეც გაიზრდება.
Reply
DaviTi Bibileishvili "ახალგაზრდული მუშაობის ბიბლიოთეკა", რომელიც უჩა იაკობიძემ შექმნა ძალიან კარგი წამოწყებაა, რადგან ყველასთვის ხელმისაწვდომ, ინტერნეთ სივრცეში განთავსებული ვიდეოები ცოდნის გაზიარების შესაძლებლობას იძლევა. ახალგაზრდული მუშაობის ექსპერტები ვიდეოებში განიხილავენ ახალგაზრდული მუშაობის ისტორიას, განვითარებას, გამოწვევებს და სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებს. უფასო ელექტრონული ბიბლიოთეკა ღიაა ყველა დაინტერესებული პირისთვის და შეუძლია ნებისმიერ ადამიანს გაეცნოს ნებისმიერ დროს ნებისმიერი ადგილიდან, რაც კომფორტულია პირველ რიგში რეგიონებში მცხოვრები ადამიანებისთვის, სადაც ყველაზე ნაკლებია ინფორმაციის ხელმისაწვდომობა. ეს ბიბლიოთეკა საინტერესოა მხედველობაშეზღუდული დაინტერესებული ადამიანებისთვისაც, რადგან ვიდეოების მოსმენის მეშვეობით ცოდნის მიღება ერთ-ერთი სახეა ყველა ადამიანისათვის , მათ შორის,უსინათლო და მცირემხედველი ადამიანებისთვის. იმედი მაქვს, ეს ბიბლიოთეკა ვიდეოებით გამრავალფეროვნდება კიდევ უფრო მეტად და გახდება პოპულარული პლათფორმა ახალგაზრდული მუშაობით დაინტერესებული ადამიანებისთვის.
Reply
DaviTi Bibileishvili სადილი
Reply
DaviTi Bibileishvili :) :)
Reply
DaviTi Bibileishvili მეორე დილით ადრე ვდგებით და ოპერატიულად ვემზადებით ქოროღლის ციხის მოსანახულებლად. ვშლით კარვებს და ვასუფთავებთ გარემოს. როცა იქაურობას ადამიანის ყოფნის კვალიც აღარ ეტყობოდა გამოვემართეთ ისტორიული ძეგლების სანახავად. მოვინახულეთ ძველად, ისტორიული მნიშვნელობის მქონე ციხის ნანგრევები და იქვე არსებული, ასევე ისტორიული, ძეგლები. ამით დავასრულეთ ორდღიანი პროექტი და თბილისისკენ გამოვეშურეთ, გზად კი ტაბახმელაში შევჩერდით 1921 წელს დაღუპულ გმირთა მემორიალთან, რათა პატივი მიგვეგო მათი ხსოვნისათვის. დავბრუნდით თბილისში და ერთმანეთს თანამშრომლობისა და მეგობრობის გაგრძელების იმედითა და სურვილით დავემშვიდობეთ.
Reply
DaviTi Bibileishvili დავიყავით, ნაწილი შეშის შესაგროვებლად გაემართა, ნაწილი კი ნივთების მოწესრიგებასა და „სუფრის გაშლას“ შეუდგა. ცეცხლი დაინთო, თამაში დაიწყო! წავიხემსეთ და სხვადასხვა თამაშობებით გადავწყვიტეთ გართობა. გართობასა და მოლოდინში დრო სწრაფად გავიდა და ამასობაში, კიდევ რამდენიმე მეგობარი შემოგვიერთდა. მათთან ერთად ჰამაკიც კი გავჭიმეთ; ორი მათგანი ფოტოგრაფია, ამიტომ რასაკვირველია უამრავი ფოტო და ვიდეო გადავიღეთ საოცარი მომენტების დროში გასაყინად მოსაღამოვდა და ყველანი ცეცხლის ირგვლივ შემოვიკრიბეთ. სწორედ ამ დროს იწყება ნამდვილი მხიარულება: ყველა საკუთარ სათქმელსა თუ ემოციას გვიზიარებს, ვყვებით ისტორიებს, ვთამაშობთ, ერთმანეთზე მით უფრო მეტს ვიგებთ, მით უფრო აღტაცებულნი ვართ, სამომავლო გეგმებსაც კი ვაწყობთ, ვცდილობთ უფრო გავაგემრიელოთ სასუსნავები და ზოგიერთ მათგანს ცეცხლზე ვწვავთ. ამ დროს ვლინდება ერთმანეთის მიმართ თბილი და მეგობრული დამოკიდებულება, მზრუნველი ბუნება და ერთმანეთის დახმარების სურვილი. მოგვიანებით კარვებში გადავნაწილდით და კოჯრის ტყის სიზმრებს მივეცით თავი ცივი ამინდის მიუხედავად, საღამო მართლაც არაჩვეულებრივად თბილი გამოვიდა!
Reply
DaviTi Bibileishvili პროექტის განხორციელებისათვის 3-4 ნოემბერი შეირჩა. ნოემბრის ამ დროს უკვე ზამთრის სუსხი ურევია ჰაერს... აღსანიშნავია, რომ პროექტის მონაწილეები ამას არ შეუშინდნენ. გაგვიმართლა და ეს დღეები მშრალი, მზიანი და უქარო აღმოჩნდა. 3 ნოემბერს 11 საათისთვის ყველანი რუსთაველის მეტროსთან შევიკრიბეთ, საიდანაც დაიწყო ჩვენი თაგადასავალი. სამარშრუტო ტაქსით კოჯრამდე მივედით. ამასობაში, გზაში, ერთმანეთის გაცნობა, მცირე ისტორიების მოყოლა და საერთო ინტერესების აღმოჩენაც კი მოვახერხეთ. კოჯორში ულამაზესი, ყვითლად შეფერილი შემოდგომა დაგვხვდა. პირველი ეტაპი დაბანაკება იყო, საგულდაგულოდ შერჩეულ ადგილას რამდენიმე კარავი ხალისიანად ავაწყვეთ; ახლა უკვე ყველა ჩვენგანმა იცის კარვის გაშლა.
Reply
DaviTi Bibileishvili პირველი სალაშქრო მაღაზიასთან დამყარდა კომუნიკაცია. მაქსიმალურად მინიმალურ დროში მოხდა სალაშქრო აღჭურვილობის არჩევა, ინვოისების გაკეთება, გადარიცხვები და პროდუქციის წამოღება. ამ ყველაფრისთვის დიდ მადლობას ვუხდი "ორბელიანი საქართველოსა" და "სპორტმასტერის" წარმომადგენლებს. შემდეგი ეტაპი იყო მოლაშქრე მოხალისეების და მხედველობაშეზღუდული ახალგაზრდების შერჩევა. პარალელურად კი მოლაშქრეების დახმარებით შეირჩა კოჯორში სალაშქროდ უსაფრთხო ადგილი. ყველაფერი მზად იყო, რჩებოდა მხოლოდ ტრანსპორტირება და კვება, რისთვისაც ფინანსები იყო საჭირო... ეს ყველაფერი კი დაგვიფინანსა ერთ-ერთმა წარმატებულმა ქართულმა კომპანიამ, რის შესაღებაც შემდეგ კომენტარში მოგიყვებით.
Reply
DaviTi Bibileishvili "აღმოვაჩინოთ ბუნება, გავხდეთ მეტად დამოუკიდებლები" რამდენიმე წელია მინდოდა, რომ განმეხორციელებინა პროექტი, სადაც მხედველობაშეზღუდული ახალგაზრდები თანაბარ პირობებში შეძლებდა ლაშქრობას სხვა, მხედველობის შეზღუდვის არმქონე თანატოლებთან ერთად. ამ იდეის განხორციელების შესაძლებლობა კი მომცა "ორბელიანი საქართველომ". საგრანტო კონკურსის გამოცხადებისთანავე დავიწყე საპროექტო განაცხადის შევსება. უამრავ კითხვას ვუსვამდი "ორბელიანი საქართველოს" გუნდს. საბოლოოთ, დავწერე პროექტი და მოუთმენლად ველოდი შედეგებს. შედეგები კი იგვიანებდა, მაგრამ მე იმედს არ ვკარგავდი. 27 ოქტომბერს, საღამოს, როცა უნივერსიტეტიდან მოვედი სახლში დაღლილი ფბ შევამოწმე და დამხვდა ორბელიანი საქართველოს კოორდინატორის შეტყობინება: "დავით გამარჯობა, გილოცავ შენმა პროექტმა გაიმარჯვა, დეტალებზე ხვალ დაგიკავშირდებით." ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. მოგვიანებით კი "ორბელიანი საქართველოს" ფბ გვერდზეც ვნახე პოსტი, სადაც პირობითი გამარჯვებულების სია იყო. მოუთმენლად ველოდი პარასკევის გათენებას, რათა მეტი ინფორმაცია გამეგო და რას ნიშნავდა ეს, პირობითი გამარჯვება. დაახლოებით 10-11 საათისთვის ტელეფონზე პროექქტების კოორდინატორმა დამირეკა და შეხვედრის დრო დავთქვით. 3 საათზე "ორბელიანი საქართველოს" ოფისში... შეხვედრამ წარმატებით ჩაიარა, გავიგე რა უნდა გამეკეთებინა, ჩემი იდეის პირობით გამარჯვებას, პირობითი, რომ მოსცილებოდა. საქმე ბევრი იყო, დრო ცოტა. უნივერსიტეტი და კიდევ 2 მიმდინარე პროექტი, სადაც ყოველ კვირას ვატარებ ტრენინგებს განსხვავებულ თემებზე. პარასკევს საღამოს დავსახე მთელი პროექტის გეგმა, რომელსაც შემდეგ მოგიყვებით...
Reply
DaviTi Bibileishvili დაუვიწყარი მოგონებები
Reply