ახალგაზრდული მუშაობის ბიბლიოთეკა

Ucha Iakobize
თბილისი, თბილისი, კანდელაკის ქ. 10
181
Comments: 10

Goals

Problem statement:

ახალგაზრდული მუშაობა და არაფორმალური განათლება საქართველოში დიდი გამოწვევების წინაშე დგას. მიუხედავად იმისა რომ, ბოლო ათწლეულში დაგროვილ იქნა საკმაოდ დიდი და მრავალფეროვანი გამოცდილება სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ, ამ ცოდნის თავმოყრა და ერთ სივრცეში ხელმისაწვდომობა ჯერჯერობით ვერ მოხერხდა. საზოგადოებაში არაფორმალური განათლებისა და ახალგაზრდული მუშაობის შესახებ ცნობიერების დონე არის ძალიან დაბალი. ასევე პრობლემის წინაშე დგანან დამწყები ახალგაზრდული მუშაკები, რადგან მათი საქმიანობის ხარისხიანად განხორციელებისათვის საჭირო საგანმანათლებლო რესურსები ქართულ ენაზე - როგორც ბეჭდური ლიტერატურა, ასევე ელექტრონული მასალა- არასაკმარისია, ან ხშირ შემთხვევაში საერთოდ არ არსებობს; თეორიის დონეზე საკითხების ცოდნის ნაკლებობა ხშირად აისახება ახალგაზრდული მუშაკების საქმიანობისას და გიდევ უფრო დიდ საფრთხეებს უქმნის მომავალში ახალგაზრდული მუშაკების საქმიანობის აღიარებას.

Proposed Solution:

Sustainability:

Equal gender opportunity:

რას გააკეთებთ ამ ცვლილების მისაღწევად?

ამ რელობიდან გამომდინარე, ჩვენ გადავწყვიტეთ შევქმნათ ონლაინ სივრცეში პირველი ქართული ვიდეო - ტუტორუალების კრებული ახალგაზრდული მუშაობის თეორიულ საკითხებისა და პრაქტიკის შესახებ, რომელსაც გრძელვადიან პერიოდში მიეცემა ონლაინ ვიდეო-ბიბლიოთეკის სახე. პროექტის ფარგლებში ჩვენ გვსურს გადავიღოთ მინიმუმ 50 ვიდეო-ლექცია სადაც საქართველოში მომუშავე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელი პროფესიონალები გაგვიზიარებენ მათ ცოდნას თეორიული და პრაქტიკული საკითხების შესახებ არაფორმალური განათლების და ახალგაზრდული მუშაობის მიმართულებით. ვიდეო-ლექციების ფლეილისტი განთავსდება იუთუბ-ზე და საჯაროდ ხელმისაწვდომი იქნება როგორც ახალგაზრდულ მუშაკებისთვის, ასევე ნებისმიერი დაინტერესებულ პირისთვის. გადაღებების პროცესში ჩვენ უკვე შევუთანხმდით ორგანიზაცია "დემოკრატიული ცვლილებების ინსტიტუტს" რომელიც უფლებას მოგვცემს გამოვიყენოთ მათი ოფისი გადაღებებისთვის. გარდა ამისა ჩვენ გვესაჭიროება დამატებითი აღჭურვილობა: 1) მიკროფონი. 2) სტუდიური განათების აღჭურვილობა 3) დიდი კედლის თეთრი დაფა 4) ვიდეო კამერა

ვინ განკარგავს შესყიდულ ნივთებს ინიციატივის დასრულების შემდეგ?

ამ ინიციატივას საკმაოდ გრძელვადიანი და ფართო პერსპექტიავ აქვს. პროექტის ფარგლებში ჩაიწერება 50 ვიდეო-ლექცია, თუმცა პროექტის დასწულების შემდეგ ჩვენ ვაპირებთ რომ გავაგრძელოთ "ახალგაზრდული მუშაობის ბიბლიოთეკის" ფუნქციონირება და განვახორციელოთ ასევე სხვა ტიპის ვიდეო ჩანაწერები: ინტერვიუები ახალგაზრდულ მუშაკებთან, სხვადასხვა პროექტების ბენეფიციარებთან, მცირე სიუჟეტები სხვადასხვა პროექტების შესახებ და ა.შ. გრძელვადიან პერიოდში "ახალგაზრდული მუშაობის ბიბლიოთეკა" შესაძლებელია რომ გახდეს არაფორმალური განათლებისა და ახალგაზრდული მუშაობის თემაზე ვიდეო რესურსების ზოგადი გამაერთიანებელი პლატფორმა. თუკი ინიციატივის დამწყები ჯგუფი ვეღარ გააგრძელებს პლატფორმის განვითარებაზე მუშაობას პროექტის შემდეგ, შესყიდული ნივთები გადაეცემა ან პროექტის მხარდამჭერ ორგანიზაციას "დემოკრატიული ცვლილებების ინსტიტუტს", ან იმ ორგანიზაციას რომელიც პასუხისმგებლობას აიღებს პლატფორმის გრძელვადიან განვითარებაზე.

რამდენად თანაბრად ისარგებლებენ ქალები და კაცები შედეგად?

ვიდეო-ლექციების ჩაწერის დროს ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით რომ დავიცვათ ბალანსი და ორგანიზაციების წარმომადგენლელ პროფესიონალებს შორის ლექციები ჩაწერონ თანაბარი რაოდენობის ქალებმა და კაცებმა.

Recommendations

Reviewer 1

Would recommend considering from the beginning how online promotion of the materials will work. How can you maximise social media outreach. Which audiences are you speaking to? What medium do the prefer to receive information in?

Items Needed

Item აღწერა Vendor Info Total Purchased?
ბორდმარკერის მაგნიტური თეთრი დაფა

240*120სმ, მაგნიტური, ცალმხრივი, ალუმინის ჩარჩოთი, კედლის, თეთრი
აღწერა: შიგთავსი შედგება მყარი მუყაოს 7-ფენიანი შრისგან. უკანა მხარე დაფარულია ფოლადის ფურცლით.

Office1

ვაჟა-ფშაველას 20, თბილისი

+995 599 390 390
200,00 ₾
Microphone

უკაბელო მიკროფონის სისტემა (ე.წ. "პეტლიჩკა") Mailada WM9.

მაღალი სიხშირის დიაპაზონი: 538-594 მჰც

აუდიო სიხშირის დიაპაზონი: 30-18000 ჰც

არხების რაოდენობა: 50

სიგნალი/ხმაური:≥ 90 დბ

კვება: 2 АА-ტიპის ელემენტი (ან აკუმულატორი)

კომპლექტში შედის:

პეტლიჩკა-მიკროფონი

გადამცემი

მიმღები

3.5მმ-3.5მმ კაბელი

3.5მმ-XLR კაბელი

მიმღების სამაგრი კამერაზე ("hotshoe")

Mymarket.ge

თბილისი, ნუცუბიძის ქ. 129 III სართული

597060549
380,00 ₾
განათება Light kit

Photo Video Studio Photography Softbox Light Stand Continuous Lighting Kit 2400W

ebg.ge

info@ebg.ge

32 2 88 07 06
720,00 ₾
ვიდეო-კამერა

Canon VIXIA HF G21 Full HD Camcorder

ebg.ge

info@ebg.ge

32 2 88 07 06
2 344,00 ₾

Activity See All Activity

შესვლა first to add your own comment.
ახალგაზრდული მუშაობის ბიბლიოთეკა Location: თბილისი, თბილისი, კანდელაკის ქ. 10
Ucha Iakobize commented 6 თებერვალი, 2019 08:41 a.m.

პროექტი "აღმოვაჩნოთ ბუნება, გავხდეთ მეტად დამოუკიდებლები" არის უნიკალური შესაძლობლობა უსინათლო და მცირემხედველი ახალგაზრდებისთვის.
პროექტის ფარგლებში უსინათლო და მცირემხედველი ახალგაზრდების გუნდს მოლაშქრე მოხალისეების თანხლებით შესაძლებლობა ჰქონდა მონაწილეობა მიეღო ლაშქრობაში და შეეგრძნო ველური ბუნება მის წიაღში.
ახალგაზრდების შერჩევა მოხდა კონსულტაციების საფუძველზე შესაბამის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ინკლუზიის მიმართლებით აქტიურად მომუშავე ახალგაზრდებთან რომლებთანაც დავითს ჰქონდა თანამშრომლობის გამოცდილება.
სალაშქროდ ადგილის შერჩევა მოხდა წინასწარ, მოლაშქრეებთან და ინსტრუქტორებთან ერთად, რათა შესაძლებელი ყოფილიყო ყველა დეტალის დაგეგმვა და პოტენციური რისკების თავიდან არიდება.
ლაშქრობამდე მონაწილეებს ჩაუტარდათ სპეციალური მოსამზადებელი ტრენინგი, სადაც კომპეტენტურმა პირებმა მათ აუხსნეს თუ როგორ უნდა მოემზადონ ლაშქრობისთვის, რა ბარიერებს შეიძლება გადაწყდნენ და როგორ უნდა გაუმკლავდნენ, როგორ მოიქცნენ სხვადასხვა გაუთვალისწინებელ სიტუაციებში და ა.შ.
თავად ლაშქრობამ ჩაიარა წარმატებით. ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეხებოდენ და შეეგრძნოთ სხვადასხვა ტიპის ზედაპირები ხმელეთზე, სხვადასხვა მცენარეები, ფოთლები, ხეები, ესწავლათ ამინდის ცვლილების მოახლების ამოცნობა ველურ ბუნებაში, განევითარებინათ ბუნებაში გადაადგილებისათვის საორიენტაციოდ საჭირო ცოდნა და უნარები, და რაც მთავარია დამტკბარიყვნენ ბუნებაში გასეირნებით და გაეტარებინათ დრო სახალისოდ. იმედი გვაქვს რომ მსგავსი პროექტები კიდევ ბევრჯერ ჩატარდება და უფრო მეტი ახალგაზრდა მიიღებს მონაწილეობას.

Reply
ახალგაზრდული მუშაობის ბიბლიოთეკა Location: თბილისი, თბილისი, კანდელაკის ქ. 10
Ucha Iakobize commented 16 იანვარი, 2019 09:40 a.m.

14 იანვარს ჩავწერეთ ორი ძალიან საინტეერსო ვიდეო თეო დალაქიშვილთან ერთად: 1) მეწარმეობის მნიშვნელობა ახალგაზრდულ მუშაობაში და 2) პირველ ვიდეოში გამოყენებული ტერმინების ახსნა. ვიდეო დამუშავების პროცესშია და გამოქვეყნდება უახლოეს მომავალში

Reply
ახალგაზრდული მუშაობის ბიბლიოთეკა Location: თბილისი, თბილისი, კანდელაკის ქ. 10
Ucha Iakobize commented 11 იანვარი, 2019 09:41 p.m.

28 დეკემბერს ჩავწერეთ ახალგაზრდულუ ორგანიზაცია "აირა"-ს წარმომადგენელი რატი ჭეიშვილი რომელმა შემოგვთავაზა ვრცელი ლექცია ახალგაზრდული მუშაობის სხვადასხვა ელემენტების შესახებ. ვიდეო ლექცია მონტაჟის პროცესშია და გამოქვეყნდება უახლოეს მომავალში რამოდენიმე ვიდეო ლექციის სახით. უახლოეს დღეევში ვაგრძელებთ ასევე სხვა დარჩრნილი სპიკერების ჩაწერას. ახალი ენერგიითა და შემართებით

Reply
ახალგაზრდული მუშაობის ბიბლიოთეკა Location: თბილისი, თბილისი, კანდელაკის ქ. 10
Ucha Iakobize commented 11 იანვარი, 2019 09:37 p.m.

18 დეკემბერს ჩაიწერა 2 ვიდეო გაკვეთილი ახალგაზრდული მუშაკის - სულხან ჩარგეიშვილის მიერ: 1) რას ემსახურება ახალგაზრდული მუშაობა? 2) ახალგაზრდული მუშაობის პრინციპები

Reply
ახალგაზრდული მუშაობის ბიბლიოთეკა Location: თბილისი, თბილისი, კანდელაკის ქ. 10
Ucha Iakobize commented 17 დეკემბერი, 2018 10:59 p.m.

დღეს ჩავწერეთ ვიდეო ლექცია ახალგაზრდული მუშაობის მიდგომების შესახებ. სპიკერი - ეკატერინე ჩოფიკაშვილი, ორგნაიზაცია - დანაშაულის პრევენციის ცენტრი. ვიდეო დამუშავდება და გამოქვეყნდება უახლოეს დღეებში

Reply
ახალგაზრდული მუშაობის ბიბლიოთეკა Location: თბილისი, თბილისი, კანდელაკის ქ. 10
Ucha Iakobize commented 16 დეკემბერი, 2018 06:34 p.m.

დღეს გამოქვეყნდა პირველი 2 ვიდეო ლექცია: 1) ახალგაზრდული მუშაობის ისტორია - მსოფლიოში და 2) ახალგაზრდული მუშაობის ისტორია - ევროპაში. ორივე ვიდეო ლექცია მოამზადა "საქართველოს ახალგაზრდული მუშაკების ასოციაციის" ხელმძღვანელმა- გუბაზ კობერიძემ. ლინკი: https://www.youtube.com/watch?v=2KXFhYTx2Mc&list=PLIlXJbPLJpWtMhae-AXPArhVoRcvGO8Wy&index=2 ასევე დღესვე მოხდა კიდევ ერთი ვიდეო ლექციის ჩაწერა - "ახალგაზრდული მუშაობა სკოლებში", პრევენციის ცენტრის წარმომადგენლის - ნინი სანდუხაძის მიერ. ეს ვიდეო ლექცია დამუშავდება და ასევე გამოქვეყნდება უახლოეს დღეებში.

Reply
ახალგაზრდული მუშაობის ბიბლიოთეკა Location: თბილისი, თბილისი, კანდელაკის ქ. 10
Ucha Iakobize commented 13 ნოემბერი, 2018 02:21 p.m.

11 ნოემბერი: პროექტის შესახებ ინფორმაცია და მონაწილეობის მისაღებად მოწვევა დაეგზავნა ყველა ორგანიზაციას რომელიც დარეგისტრირებული იყო საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების მე-8 ფორუმზე (https://youth.ge/%E1%83%9B%E1%83%94-8-%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%91/%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%97%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90/). მეილში მითითებული იქნა პროეტის ფარგლებში შესასრულებელი დავალებების დროის პერიოდები და მონაწილეობის მსურვენებს შესაძლებლობა აქვთ არიჩიონ თემა უკვე არსებული სიიდან ან თავად გამოიჩინონ ინიციატივა და შემოგვთავაზონ მათთვის საინტერესო თემო რომელიც კავშირშია ახალგაზრდულ მუშაობასთან ან არაფორმალურ განათლებასთან. უახლოეს დღეებში შეიქმნება ასევე ვიდეო მიმართვა რომლის მეშვეობითაც ჩვენ მათ ვიზუალურადაც გავაცნობთ თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს ვიდეო ლექცია ვიზუალურად და ტექნიკურად.

Reply
ახალგაზრდული მუშაობის ბიბლიოთეკა Location: თბილისი, თბილისი, კანდელაკის ქ. 10
Ucha Iakobize commented 13 ნოემბერი, 2018 02:17 p.m.

3 ნოემბერი: შევიძინეთ ვიდეოკამერა, მიკროფონი, შტატივი, განათების სისტემა ელემენტები. უახლოეს დღეებში ვგეგმავთ განათების სისტემის დამონტაჟებას. შევადგინეთ ჩასაწერი ვიდეო-ლექციების საწყისი ვერსია (https://docs.google.com/document/d/1fSc0sRLaHYsQA9UQgvqrr-mGICR-mubQgAM3ockLQFs/edit)

Reply