ახალგაზრდული მუშაობის ბიბლიოთეკა - All Activity

ახალგაზრდული მუშაობის ბიბლიოთეკა Location: თბილისი, თბილისი, კანდელაკის ქ. 10
Ucha Iakobize commented

პროექტი "აღმოვაჩნოთ ბუნება, გავხდეთ მეტად დამოუკიდებლები" არის უნიკალური შესაძლობლობა უსინათლო და მცირემხედველი ახალგაზრდებისთვის.
პროექტის ფარგლებში უსინათლო და მცირემხედველი ახალგაზრდების გუნდს მოლაშქრე მოხალისეების თანხლებით შესაძლებლობა ჰქონდა მონაწილეობა მიეღო ლაშქრობაში და შეეგრძნო ველური ბუნება მის წიაღში.
ახალგაზრდების შერჩევა მოხდა კონსულტაციების საფუძველზე შესაბამის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ინკლუზიის მიმართლებით აქტიურად მომუშავე ახალგაზრდებთან რომლებთანაც დავითს ჰქონდა თანამშრომლობის გამოცდილება.
სალაშქროდ ადგილის შერჩევა მოხდა წინასწარ, მოლაშქრეებთან და ინსტრუქტორებთან ერთად, რათა შესაძლებელი ყოფილიყო ყველა დეტალის დაგეგმვა და პოტენციური რისკების თავიდან არიდება.
ლაშქრობამდე მონაწილეებს ჩაუტარდათ სპეციალური მოსამზადებელი ტრენინგი, სადაც კომპეტენტურმა პირებმა მათ აუხსნეს თუ როგორ უნდა მოემზადონ ლაშქრობისთვის, რა ბარიერებს შეიძლება გადაწყდნენ და როგორ უნდა გაუმკლავდნენ, როგორ მოიქცნენ სხვადასხვა გაუთვალისწინებელ სიტუაციებში და ა.შ.
თავად ლაშქრობამ ჩაიარა წარმატებით. ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეხებოდენ და შეეგრძნოთ სხვადასხვა ტიპის ზედაპირები ხმელეთზე, სხვადასხვა მცენარეები, ფოთლები, ხეები, ესწავლათ ამინდის ცვლილების მოახლების ამოცნობა ველურ ბუნებაში, განევითარებინათ ბუნებაში გადაადგილებისათვის საორიენტაციოდ საჭირო ცოდნა და უნარები, და რაც მთავარია დამტკბარიყვნენ ბუნებაში გასეირნებით და გაეტარებინათ დრო სახალისოდ. იმედი გვაქვს რომ მსგავსი პროექტები კიდევ ბევრჯერ ჩატარდება და უფრო მეტი ახალგაზრდა მიიღებს მონაწილეობას.

ახალგაზრდული მუშაობის ბიბლიოთეკა Location: თბილისი, თბილისი, კანდელაკის ქ. 10
Ucha Iakobize commented

14 იანვარს ჩავწერეთ ორი ძალიან საინტეერსო ვიდეო თეო დალაქიშვილთან ერთად: 1) მეწარმეობის მნიშვნელობა ახალგაზრდულ მუშაობაში და 2) პირველ ვიდეოში გამოყენებული ტერმინების ახსნა. ვიდეო დამუშავების პროცესშია და გამოქვეყნდება უახლოეს მომავალში

ახალგაზრდული მუშაობის ბიბლიოთეკა Location: თბილისი, თბილისი, კანდელაკის ქ. 10
Ucha Iakobize commented

28 დეკემბერს ჩავწერეთ ახალგაზრდულუ ორგანიზაცია "აირა"-ს წარმომადგენელი რატი ჭეიშვილი რომელმა შემოგვთავაზა ვრცელი ლექცია ახალგაზრდული მუშაობის სხვადასხვა ელემენტების შესახებ. ვიდეო ლექცია მონტაჟის პროცესშია და გამოქვეყნდება უახლოეს მომავალში რამოდენიმე ვიდეო ლექციის სახით. უახლოეს დღეევში ვაგრძელებთ ასევე სხვა დარჩრნილი სპიკერების ჩაწერას. ახალი ენერგიითა და შემართებით

ახალგაზრდული მუშაობის ბიბლიოთეკა Location: თბილისი, თბილისი, კანდელაკის ქ. 10
Ucha Iakobize commented

18 დეკემბერს ჩაიწერა 2 ვიდეო გაკვეთილი ახალგაზრდული მუშაკის - სულხან ჩარგეიშვილის მიერ: 1) რას ემსახურება ახალგაზრდული მუშაობა? 2) ახალგაზრდული მუშაობის პრინციპები

ახალგაზრდული მუშაობის ბიბლიოთეკა Location: თბილისი, თბილისი, კანდელაკის ქ. 10
Ucha Iakobize commented

დღეს ჩავწერეთ ვიდეო ლექცია ახალგაზრდული მუშაობის მიდგომების შესახებ. სპიკერი - ეკატერინე ჩოფიკაშვილი, ორგნაიზაცია - დანაშაულის პრევენციის ცენტრი. ვიდეო დამუშავდება და გამოქვეყნდება უახლოეს დღეებში

ახალგაზრდული მუშაობის ბიბლიოთეკა Location: თბილისი, თბილისი, კანდელაკის ქ. 10
Ucha Iakobize commented

დღეს გამოქვეყნდა პირველი 2 ვიდეო ლექცია: 1) ახალგაზრდული მუშაობის ისტორია - მსოფლიოში და 2) ახალგაზრდული მუშაობის ისტორია - ევროპაში. ორივე ვიდეო ლექცია მოამზადა "საქართველოს ახალგაზრდული მუშაკების ასოციაციის" ხელმძღვანელმა- გუბაზ კობერიძემ. ლინკი: https://www.youtube.com/watch?v=2KXFhYTx2Mc&list=PLIlXJbPLJpWtMhae-AXPArhVoRcvGO8Wy&index=2 ასევე დღესვე მოხდა კიდევ ერთი ვიდეო ლექციის ჩაწერა - "ახალგაზრდული მუშაობა სკოლებში", პრევენციის ცენტრის წარმომადგენლის - ნინი სანდუხაძის მიერ. ეს ვიდეო ლექცია დამუშავდება და ასევე გამოქვეყნდება უახლოეს დღეებში.

ახალგაზრდული მუშაობის ბიბლიოთეკა Location: თბილისი, თბილისი, კანდელაკის ქ. 10
Ucha Iakobize commented

11 ნოემბერი: პროექტის შესახებ ინფორმაცია და მონაწილეობის მისაღებად მოწვევა დაეგზავნა ყველა ორგანიზაციას რომელიც დარეგისტრირებული იყო საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების მე-8 ფორუმზე (https://youth.ge/%E1%83%9B%E1%83%94-8-%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%91/%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%97%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90/). მეილში მითითებული იქნა პროეტის ფარგლებში შესასრულებელი დავალებების დროის პერიოდები და მონაწილეობის მსურვენებს შესაძლებლობა აქვთ არიჩიონ თემა უკვე არსებული სიიდან ან თავად გამოიჩინონ ინიციატივა და შემოგვთავაზონ მათთვის საინტერესო თემო რომელიც კავშირშია ახალგაზრდულ მუშაობასთან ან არაფორმალურ განათლებასთან. უახლოეს დღეებში შეიქმნება ასევე ვიდეო მიმართვა რომლის მეშვეობითაც ჩვენ მათ ვიზუალურადაც გავაცნობთ თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს ვიდეო ლექცია ვიზუალურად და ტექნიკურად.

ახალგაზრდული მუშაობის ბიბლიოთეკა Location: თბილისი, თბილისი, კანდელაკის ქ. 10
Ucha Iakobize commented

3 ნოემბერი: შევიძინეთ ვიდეოკამერა, მიკროფონი, შტატივი, განათების სისტემა ელემენტები. უახლოეს დღეებში ვგეგმავთ განათების სისტემის დამონტაჟებას. შევადგინეთ ჩასაწერი ვიდეო-ლექციების საწყისი ვერსია (https://docs.google.com/document/d/1fSc0sRLaHYsQA9UQgvqrr-mGICR-mubQgAM3ockLQFs/edit)