ახალგაზრდული სივრცის შექმნა

ხატია ხუმარაშვილი
კახეთი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, სოფელი გომბორი
1660
Comments: 9

Goals

Problem statement:

მთიანი და მაღალმთიანი სოფლებისთვის ნაკლებად ხელმისაწვდომია კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებები, რაც აფერხებს ასეთი სოფლებისთემისა და ახალგაზრდების მრავალმხრივ განვითარებას. სოფელი გომბორი მთიანი ზონის სოფელია, სადაც ეს პრობლემა მწვავედ დგას. გომბორის სკოლის სამოქალაქო კლუბი აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა ღონისძიებების და პროექტების განხორციელებაში, თუმცა ეს არ არის საკმარისი. სოფლის ბევრ ახალგაზრდას აქვს სურვილი სასიკეთო ცვლილებები შეიტანონ თემის ცხოვრებაში, ახალგაზრდებს ერთერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გადასცა კომპიუტერი, თუმცა არ არსებობს ახალგაზრდული სივრცე, სადაც ახალგაზრდები შეძლებენ შეკრებას, თემისთვის სასარგებლო პროექტებისა და კულტურული ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას.
სოფელში არ არსებობს ხელოვნების წრეები(ცეკვის, სიმღერის, ხატვის, ფოტოგრაფიის), გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა, რომ ახლგაზრდებისთვის ერთერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს აღნიშნული წრეების არარსებობა. ახალგაზრდული სივრცე მისცემს საშუალებას დაინტერესებულ ახალგაზრდებს ჩამოაყალიბონ სხვადასხვა კლუბები ხელოვნების მიმართულებით.

რას გააკეთებთ ამ ცვლილების მისაღწევად?

სოფელ გომბორის სკოლის სამოქალაქო კლუბი "პანდორა" მოაწყობს შეხვედრას სოფლის ახალგაზრდებთან. თემის დაინტერესებული ახალგაზრდები სამოქალაქო კლუბის წევრებთან ერთად შექმნიან საინიციატივო ჯგუფს. მოხალისეები ახალგაზრდული სივრცის მოსაწყობად გადაინაწილებენ ფუნქცია-მოვალეობებს. პირველ ეტაპზე ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გამოყოფილ ოთახს დაასუფთავებენ და მოამზადებენ რემონტისთვის. სამოქალაქო კლუბმა სოფელში მოიძია ხელოსნები, რომლებიც დათანხმდნენ უსასყიდლოდ დაეხმარონ ახალგაზრდებს აღნიშნული სივრცის გარემონტებასა და კეთილმოწყობაში. გარემონტების შემდეგ ოთახი აღიჭურვება შესაბამისი ავეჯითა და ტექნიკით. ახალგაზრდები სისტემატურად ჩაატარებენ გამოკითხვას საზოგადოებისთვის საინტერესო თემების გამოკვეთის მიზნით და თვეში ორჯერ მოიწვევენ აღნიშნულ თემაზე სასაუბროდ კომპეტენტურ ადამიანს/ადამიანებს, რათა ჩაატარონ შესაბამის თემასთან დაკავშირებით სემინარი და მისცენ ადამიანებს მათთვის საინტერესო ინფორმაცია და სასარგებლო რჩევები. ასევე კლუბის წევრები გამოკითხვის შედეგად გამოავლენენ თემში არსებულ პრობლემებსა და საჭიროებებს, ახალგაზრდებისთვის აქტუალურ საკითხებს. შემდეგ კი დაგეგმავენ და განახორციელებენ აღნიშნული საჭიროებების მოგვარებაზე ორიენტირებულ პროექტებს. ახალგაზრდები ჩამოაყალიბებენ სახელოვნებო კლუბებს ცეკვის, სიმღერის, ხატვისა და ფოტოგრაფიის მიმართულებით. კომპიუტერისა და პროექტორის დახმარებით კლუბის წევრები გაუზიარებენ ერთმანეთს ცოდნას, თავისი ძალებით ისწავლიან ცეკვას, სიმღერას და ა.შ. თვეში ორჯერ კი მოიწვევენ ამ სფეროებში წარმატებულ ადამიანებს, რათა ჩაუტარონ მასტერკლასი კლუბის წევრებს. ახალგაზრდული სივრცე ასევე საჭიროა კულტურული კავშირების გასაღრმავებლად. გომბორი მულტიკულტურული, მულტიეთნიკური სოფელია, მოსახლეობის დაახლოებით 48% აზერბაიჯანელია და ცხადია ახალგაზრდული სივრცე კარგი საშუალება იქნება ამ ორი ეთნიკური ჯგუფის დაახლოვებისთვის. აზერბაიჯანელი და ქართველი ახალგაზრდები გაუზიარებენ და გაეცნობიან ერთმანეთის კულტურას, ეს ყველაფერი კი ტოლერანტი, მომავალსა და განვითარებაზე ორიენიტებული საზოგადოების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.

ვინ განკარგავს შესყიდულ ნივთებს ინიციატივის დასრულების შემდეგ?

შესყიდული ნივთები თემის ახალგაზრდების მფლობელობაში იქნება. შესყიდული ინვენტარის მეშვეობით ახალგაზრდული კლუბი განაგრძობს მუშაობას თემისთვის, ახალგაზრდებისთვის აქტუალური საკითხების ირგვლივ და ხელს შეუწყობს განათლებული, განვითარებული მომავალი თაობების ჩამოყალიბებას. მოხალისე ახალგაზრდებისაგან შედგება ჯგუფი, რომელიც გაუწევს მონიტორინგს საჭიროებისამებრ, სწორად და ზიანის მიყენების გარეშე გამოიყენონ ნივთები და ტექნიკა. ასევე დაწესდება მორიგეობა კლუბის მოხალისე წევრებს შორის ახალგაზრდული სივრცის დასუფთავებასთან დაკავშირებით.

რამდენად თანაბრად ისარგებლებენ ქალები და კაცები შედეგად?

სარგებელს მიიღებენ ქალები და კაცები თანაბრად

Recommendations

Reviewer 2

projector to gombori, sure. be sure reports are frequent.

Items Needed

Item აღწერა Vendor Info Total Purchased?
ავეჯი

სკამები - 15ც ერთის ფასი - 40ლ
პუფები - 10ც ერთის ფასი - 70 ლ
მაგიდები - 2 ც ერთის ფასი - 150 ლ

დომინო

თბილისი, კახეთის გზატკეცილი, თვალჭრელიძის #2 East Point

(+995 32) 2 50 50 50
1 600,00 ₾
სარემონტო მასალები

შპაკლი - 2 ტომარა - 1ც ფასი - 10ლ
ემულსია - 2 ვედრო - 1ც ფასი - 30 ლ
ფერი ემულსიისთვის 1ც - 5 ლ
იატაკის და კარის საღებავი - 4 ყუთი - 1ც ფასი 20 ლ

შპს გეგა 2018

საგარეჯო

555908255
165,00 ₾
კომპიუტერული და ფოტოტექნიკა

პროექტორი ViewSonic PA503W - 1449.99
ფოტოაპარატი - 1299.99

ალტაოქეი

ალტაოქეი
თბილისი. ნ. ბოხუას ქ#4

(+ 995 32) 238 00 38
2 749,00 ₾

Activity See All Activity

შესვლა first to add your own comment.

Comments

ხატია ხუმარაშვილი 30 იანვარს საინიციატივო ჯგუფმა ახალგაზრდულ სივრცეში მოვიწვიეთ სოფლის მოსახლეობა, რათა მათთვის გაგვეზიარებინა ჩვენი საქმიანობის გეგმები და მიგვეწოდებინა მათთვის ინფორმაცია ჩვენ მიერ ჩამოყლიბებული კლუბების შესახებ. შეხვედრამ წარმატებულად და პოზიტიურად ჩაიარა.
Reply
ხატია ხუმარაშვილი დღეს, 11 დეკემბერს, საინიციატივო ჯგუფის გოგოებმა, მოვაწყვეთ რემონტის შემდგომი დასუფთავება, რომელმაც ხალისიანად და ახალგაზრდულად ჩაიარა :D . ხვალ ოთახში განვათავსებთ შესყიდულ ნივთებს და ამის შემდეგ ჯგუფი აცტიურად შეუდგება საქმიანობას.
Reply
ხატია ხუმარაშვილი ახალგაზრდული სივრცისთვის გამოყოფილი ოთახის რემონტი დასრულებულია. ადგილობრივ ხელოსნებს თავი არ დაუზოგავთ ამ სივრცის კეთილმოწყობისთვს.ისინი სრულიად უსასყიდლოდ დაგვეხმარნენ. ხელოსნებს, რაღა თქმა უნდა აუცილებლად ( :-) ), ეხმარებოდნენ საინიციატივო ჯგუფის წევრები.
Reply
ხატია ხუმარაშვილი რემონტის დასრულებისთანავე კინოკლუბის წევრები იმუშავებენ ჩვენმიერ აჩეული პროექტის ძირითად ნაწილზე. ეს ნაწილი მოიცავს კინოჩვენებებს ადამიანის უფლებებზე. ისინი მოიწვევენ სოფლის მოსახლეობას და ფილმის ყურების შემდეგ მათთან გამართავენ დისკუსიას. კინოჩვენებები დაიწყება 10 დეკემბრიდან, პროექტში გაწერილი ბოლო აქტივობის ჩატარების შემეგ, ყოველ შაბათ-კვირას.
Reply
ხატია ხუმარაშვილი შედეგების შეფასების შემდეგ საინიციატივო ჯგუფის იმ ახალგაზრდებმა (ჯულიეტა ჯაფაროვი, ვერა კოტოვა, სმაგი არაბული, ლაშა მოლჩანოვი), რომლებმაც პასუხისმგებლობა აიღეს ინფორმაციის გავრცელებაზე, დაამზადეს საინფორმაციო ბუკლეტები, რომლითაც შევეცდებით მოსახლეობა მეტად ინფორმირებული გავხადოთ ჩვენ მიერ არჩეულ თემასთან დაკავშირებით, რომელიც კონკრეტულადმათ უფლებებს ეხება. საინფორმაციო ბუკლეტები დარიგდება 26 ნოემბერს.
Reply
ხატია ხუმარაშვილი საინიციატივი ჯგუფის რამდენიმე წევრმა ( ლალო მოლჩანოვი, ამილ ჯაფაროვი, თამუნა ქოჩაშვილი, ნინო არაბული) იმუშავა კითხვარების დამზადებასა და შემდგომ მოსახლეობის გამოკითხვაზე თემში. 22 ნოემბერს მათ ჩაატარეს გამოკითხვა, რის შედეგადაც დავადგენთ პროცენტულად მოსახლეობის რა რაოდენობამ იცის თავიანთი უფლებებს შესახემ.
Reply
ხატია ხუმარაშვილი გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო ოთახის გარემონტება გეგმის მიხედვით გაწერილი დროს ვერ დაემთხვა, თუმცა ამან ვერ შეაფერხა გომბორის ახალგაზრდათა საინიციატივო ჯგუფის მუშაობა. მათ შეიმუშავეს ოთახის რემონტის დასრულებისთანავე, რომელიც 30 ნოემბრამდე მოხდება, განსახორციელებელი ღინისძიებებს გეგმა. პირველი პროექტი, რომელზეც ისინი იმუშავებენ, შეეხება ადამიანის უფლებებს.
Reply
ხატია ხუმარაშვილი საინიციატივო ჯგუფის ჩამოყალიბების (4 ნოემბერი) შემდეგ, ჯგუფის წევრი, ვახტანგ ჯღუთაშვილმა ითანამშრომლე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთან, რის შედეგადაც გამოგვიყვეს ოთახი ახალგაზრდული სივრცის შესაქმნელად (5 ნოემბერი).
Reply
ხატია ხუმარაშვილი პროექტის დაფინანსების შემდეგ, 2 ნოემბერს შევისყიდეთ იდეის განხორციელებისათვის წინასწარ მოთხოვნილი ნივთები. ისინი შევიძინეთ მაღაზიებში: ლილო მოლი, კარფური, დომინო, ალტაოქეი. შესყიდული ნივთები ტრანსპორტირდა 7 ნოემბერს.
Reply