,,ჩვენი შეხვედრების ადგილი"

ნინო მამულაშვილი
ქვემო ქართლი, ბოლნისის მუნიციპალუტეტი, სოფელი ხატისოფელი
667
Comments: 0

Goals

Problem statement:

ბოლნისის რაიონის სოფელ ხატისოფელში 390-მდე მაცხოვრებლია. აქ ვცხოვრობთ როგორც ძველი მკვიდრი, ასევე გასული საუკუნის 80-იან წლებში მთიანი აჭარიდან ჩამოსახლებული ეკომიგრანტები. ხატისოფელი ერთ-ერთია ბოლნისის მუნიციპალიტეტში 7 ქართული სოფლიდან და იგი აზერბაიჯანულ სოფლებთან ვანათთან და სამტრედოსთან ერთად რაჭისუბნის თემის შემადგენლობაში შედის. შესაბამისად, სოფელს არ გააჩნია საკუთარი ბიუჯეტი, რომ მოაწყოს სოფლის სივრცე. სოფლისთვის გამოყოფილი თანხა ძირითადად წყალმომარაგებას ხმარდება, თუმცა სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემაც, დღემდე ვერ მოგვარდა. სოფელს არ აქვს საბავშვო ბაღი, კეთილმოწყობილი სტადიონი, სკვერი. სკოლაც მეზობელ სოფელ, ვანათში მდებარეობს.
ხატისოფელი ქალაქ ბოლნისიდან 7 კილომეტრით არის დაშორებული და საზოგადოებრივი ტრანსპორტი (რომელიც კორონობის საერთოდ გაჩერებულია) დღეში მხოლოდ ორჯერ დადის, რაც კიდევ უფრო ართულებს კომუნიკაციას. ბავშვები ვერ დადიან სხვადასხვა წრეებზე, რაც იწვევს მიგრაციას. სოფელი ხატისოფელი პირველი იყო, რომელიც ბოლნისის რაიონთან ერთად ჩაიკეტა გაზაფხულზე ორი თვის განმავლობაში. რამაც საკმაოდ დაამძიმა სოფელში ემოციური ფონი. სოფელში დაახლოებით 4-დან 18 წლამდე 65 მოზარდია. მოსახლეობა, ფაქტობრივად, მოწყვეტილია ყოველგვარ გასართობს. სოფელს არ გაგვაჩნია სივრცე, სადაც ახალგაზრდები და უფროსები შევიკრიბებით აზრების გასაცვლელად.
ეს პროექტი ჩვენთვის საუკეთესო შანსია შეხვედრების გარემოს შესაქმნელად. ადგილი, სადაც სკვერი მოეწყობა არის ძველ სოფელსა და აჭარლების უბანს შორის. აქვე არის სოფლის ამბულატურია, სპორტული დარბაზი (ჭიდაობაში საკმაოდ კარგი გუნდი გვყავს), დანგრეული კლუბი, მოუწყობელი სტადიონი და შემდგომი პროექტებით სწორედ ამ სივრცეების კეთილმოწყობა გვინდა. ასევე ვფიქრობთ ბავშვებისთვის გასართობი სივრცის მოწყობას. იმედი გვაქვს ზოგიერთ საკითხში მუნიციპალიტეტის მერიაც დაგვიდგება მხარში.
ჩვენი გუნდი დიდი ხნის წინ ჩამოყალიბდა. მას შემდეგ ვცდილობთ სხვადასხვა აქტივობებით ხატისოფლის განვითარებისთვის ზრუნვას. რამდენჯერმე ჩვენი ძალებით ჩავატარეთ დასუფთავებისა და გამწვანების აქციები. ვფიქრობთ, მომავალში ჩამოვაყალიბოთ ორგანიზაცია ,,ახალგაზრდები ხატისოფლისთვის."

რას გააკეთებთ ამ ცვლილების მისაღწევად?

პროექტის ბიუჯეტი საშუალებას გვაძლევს განვახორციელოთ ჩვენი დასახული მიზანი - მოვაწყოთ „ჩვენი შეხვედრების ადგილი“ - პატარა სკვერი, სადაც განთავსდება რამდენიმე სკამი, ნაგვის ურნა, ლამპიონი. შევიძენთ რკინის მასალას საქანელისა და მესერისათვის (მილები, „ტრუბა კვადრატი“, საღებავი), საბეტონე მასალას (ცემენტი, შებენი, ქვიშა). აღნიშნული კონსტრუქციების მონტაჟსა და გამწვანებას უზრუნველვყობთ ჩვენი ფიზიკური შრომით. ასეთი სივრცის არსებობა საშუალებას მოგვცემს ყველა თაობის წარმომადგენელს გვქონდეს შეხვედრების ადგილი. ამასთან, ვფიქრობთ, სოფლის მოსახლეობასა და ახალგაზრდებში გაჩნდება მოტივაცია, გვექნება სტიმული, მეტად აქტიურები გავხდეთ, დავსახოთ სამომავლო გეგმები და სხვა პროექტებშიც აქტიურად მივიღოთ მონაწილება. პროექტი საკმაოდ მდგრადია, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი თემის განვითარებასა და ნაწილობრივ მაინც შეაჩერებს მიგრაციის პროცესს.

ვინ განკარგავს შესყიდულ ნივთებს ინიციატივის დასრულების შემდეგ?

რადგანაც ჩვენი გუნდი არის პროექტის ინიციატორი, შესაბამისად, ინვენტარს განკარგავს ჩვენი საინიციატივო ჯგუფი სოფლის რწმუნებულისა და მოსახლეობის მხარდაჭერით.

რამდენად თანაბრად ისარგებლებენ ქალები და კაცები შედეგად?

რასაკვირველია, ,,ჩვენი შეხვედრების ადგილი“ თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის, განურჩევლად ასაკის, სქესის, ეროვნებისა და რელიგიური მიკუთვნებისა. ჩვენი შემდგომი პროექტებითაც მიმდებარე სივრცის კეთილმოწყობას შევეცდებით.

Items Needed

Item აღწერა Vendor Info Total Purchased?
,,ჩვენი შეხვედრების ადგილი"

,,ჩვენი შეხვედრების ადგილი" იქნება ის ადგილი, სადაც ყველა თაობის წარმომადგენელი შევიკრიბებით და საკუთარ აზრებს ერთმანეთს გავუცვლით, ასევე სამომავლო გეგმებს დავისახავთ.
სკვერისათვის დაგვჭირდება: სკვერის სკამი (ერთეულის ფასი 380ლ. რაოდენობა 5. მისამართი თბილისი, წერეთლის გამზირი N116, მობილური 0322043030 );
ლამპიონი (ერთეულის ფასი 82ლ. რაოდენობა 5. მისამართი: Tbilisi-lighting.ge ონლაინ მაღაზია, ლალი დეკანოიძე, 591408094 )
ნაგვის ურნა ( ერთეულის ფასი 55ლ. რაოდენობა 4. მისამართი: ბოლნისი, ინდ.მეწარმე ჯაფარიძე )
რკინის მასალა (,,ტრუბა კვადრატი," მილი, საღებავი, საქანელისთვის ჯაჭვი), საბეტონე მასალა (ქვიშა, შებენი, ცემენტი). მისამართი: მარნეული,სოფელი ყიზილაღჯლო, 555314923 - თენგიზი ), (რკინის მასალა და საბეტონე მასალა 2200ლარი.)

(ლამპიონი-ლალი დეკანოიძე), ( ნაგვის ურნა ინდ.მეწარმე ჯაფარიძე), (რკინისა და საბეტონე მასალა - თენგიზი), (სკვერის სკამი- კომპანია KGROUP)

ლამპიონი (Tbilisi-lighting.ge-ონლაინ საიტი);
სკვერის სკამი (კომპანია KGROUP);
ნაგვის ურნა ( ბოლნისი)
რკინა და საბეტონე მასალა (მარნეული, სოფელი ყიზილაღჯლო)

ლამპიონი (591408094)
4 730,00 ₾

Activity See All Activity

შესვლა first to add your own comment.

Comments