განათლება უკეთესი ცხოვრებისთვის.

trapaidzenatia@gmail.com
ქვემო ქართლი, მარნეულის მუნიციპალიტეტი, ს. სადახლო
1291
Comments: 13

Goals

Problem statement:

სადახლო საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი და მჭიდროდ დასახლებული სოფელია, რომლის აბსოლუტური უმრავლესობა შეადგენს ეთნიკურ აზერბაიჯანელებს. სკოლაც გამორჩეულია მოსწავლეთა სიმრავლით, მაგრამ სამწუხაროდ მათი ნაწილი ვერ ახერხებს საშუალო განათლების მიღებასაც კი. გოგონების შემთხვევაში ხშირია ნაადრევი ქორწინება. ვაჟები კი ბავშვთა დაქირავებულ შრომაში არიან ჩაბმულნი. პრობლემა ისაა, რომ მოზარდი ძირითადად, ძალდაუტანებლად თანხმდება შემოთავაზებას და ფიქრობს, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისად, წყდება განათლებას და კარგავს მომავლის გაუმჯობესების შანსს. ამ ინიციატივის განხორციელებით მოსწავლეები გააცნობიერებენ საკუთარ უფლებებს, ნახავენ თუ რამდენად მნიშვნელოვანია განათლება ადამიანის ცხოვრებაში და გააზრებულად იბრძოლებენ უკეთესი ცხოვრებითვის

რას გააკეთებთ ამ ცვლილების მისაღწევად?

პრობლემის გადაჭრისთვის საჭიროა მოსწავლე გაეცნოს ნაადრევ ქორწინებასა და ბავშვთა დაქირავებულ შრომასთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყნის კულტურასა და გამოცდილებას, რაც მათ საშუალებას მისცემს შეადაროს ერთმანეთს საკუთარი და სხვისი რეალობა. მოსწავლეთა ასაკიდან გამომდინარე, აუცილებელია, არა კანონისა და დოკუმენტების ენით ლაპარაკი, არამედ მხატვრული ფილმების, ადაპტირებული წიგნების, ფოტოების, სტატიების თუ სარეკლამო რგოლების ნახვა. ამ ყველაფრისთვის კი ვაპირებ: * ტექნიკის, წიგნების და საკანცელარიო მასალის შეძენას. * მოზარდთა ჯგუფის ჩამოყალიბებას. * ფილმების ნახვას ნაადრევ ქორწინებაზე და ბავშვთა შრომაზე. * ბეჭდური გამოცემების განხილვას. * დისკუსიების და დებატების მოწყობას. * საინფორმაციო შეხვედრების გამართვას სოფლის მაცხოვრებლებისთვის.

ვინ განკარგავს შესყიდულ ნივთებს ინიციატივის დასრულების შემდეგ?

შეძენილი ნივთებით მოსწავლეები შეძლებენ ფილმების ჩვენების მოწყობას, მოძიებული მასალების ბეჭდვას, პოსტერების დამზადებას. ინიციატივის შედეგი იქნება ხანგრძლივი და მყარი, რადგან მოზარდი გააცნობიერებს, რომ განათლებაზე უარის თქმით მას არ ექნება უკეთესი ცხოვრება. ვერც ქორწინება და ვერც ნაადრევი შრომა ვერ შეძლებს მის თავისუფალ ადამიანად ჩამოყალიბებას. ნივთები იქნება სკოლის ბალანსზე და მისით ისარგებლებს ამ თუ სხვა მიმართულებით სასარგებლო ინიციატივის განმახორციელებელი პირები.

რამდენად თანაბრად ისარგებლებენ ქალები და კაცები შედეგად?

აღნიშნული ინიციატივის განხორციელებაში ჩართულნი იქნებიან სადახლოს #1 საჯარო სკოლის მოსწავლეები და მსურველი პირები. მისით თანაბარი სარგებლის მიღება შეუძლია გოგონას და ვაჟს, რადგან ორივე სქესის მოსწავლეები ტოვებენ სკოლას და ორივეს თანაბრად ეხება ეს პრობლემა.

Recommendations

Reviewer 3

It would be useful if the application included information on the following: exact age of participants; whether participants are at risk of dropping out from school, or not; how the initiative benefits those who have already dropped out of school. Also, some basic understanding of their rights and available legal mechanisms to defend and realise those rights would be useful to participants as well.

Reviewer 5

The aims of this project are relevant and timely and address a serious problem affecting the community in Sadakhlo. The gender component is clear to me and I wish you every success.

Items Needed

Item აღწერა Vendor Info Total Purchased?
პრინტერი

პრინტერი Canon Ink Multifunctional PIXMA G2410
პროდუქტის კოდი: 87220

მაღაზია მეგამოლი

თბილისი თამარ მეფის გამზირი.32

0322 49 77 77
650,00 ₾
წიგნები და საკანცელარიო მასალები.

წიგნები. ფურცლები. ფანქრები.სტეპლერი.

ბიბლუსი

თბილისი. ჭავჭავაძის ქუჩა #7

995 32 2 48 68 44
200,00 ₾
ტელევიზორი

SMART ტელევიზორი TCL 40S62
პროდუქტის კოდი: 85954

მაღაზია მეგამოლი

თბილისი თამარ მეფის გამზირი 32

0322 49 77 77
700,00 ₾

Activity See All Activity

შესვლა first to add your own comment.

Comments

trapaidzenatia@gmail.com ორბელიანი საქართველოს დაფინანსებული პროექტი ნაადრევ ქორწინებასა და ბავშვთა შრომაზე დასრულდა. სამოქალაქო კლუბის 23 მოსწავლე, 2 მასწავლებელი და რამდენიმე მშობელი აქტიურად ესწრებოდა ტრენინგებს. მათ მიიღეს საჭირო ინფორმაცია ბავშვთა უფლებებზე და განივითარეს სხვადასხვა უნარი, რომელიც დაეხმარება მომავალში. შეხვედრები იყო ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი. შეძენილი ტექნიკა მაძლევდა საშუალებას ჩამეტარებინა სხვადასხვა აქტივობები. ბოლო შეხვედრაზე მსმენელებმა წარმოადგინეს პოვერ პოინტში შესრულებული პირველი პრეზენტაციები. გვსტუმრობდნენ ხულდარის სათემო ცენტრის ხელმძღვანელები და მსმენელები. დიდი მადლობა ორბელიანი საქართველოს, რომ მოგვცა ასეთი პროექტის განხორციელების შანსი.
Reply
Keti Khachidze ნათია, თუ შეიძლება გაგვიზიარე ტრენინგში ჩართული ახალგაზრდების ასაკი. რამდენ მოსწავლესთან იმუშავე დაწყების დღდან დღემდე? რამდენად არსებობს რისკი, რომ გავლენ სკოლიდან?
Reply
trapaidzenatia@gmail.com მოგესალმებით ქეთი. პროექტში ჩართულია 23 მოსწავლე. მათი ასაკი 15-17 წელია. აქედან 22 გოგონაა. ვფიქრობ, არ არსებობს მიზეზი, რის გამოც ისინი სკოლას დატოვებენ. მათ პრეზენტაციებს მშობლებიც ესწრებოდნენ და სხვა თვალით შეხედეს ამ რეალობას.
Reply
Khanipha Bakirova გუშინ ჩვენს ცენტრს ესტუმრა, სადახლოს პივრელი საჯარო სკოლის მოსწავლეები და მათი გმირი მასწავლებელი ნათია ტრაპაიძე. ქალბატონი ნათია ყოველთვის ზრუნავს თავის მოსწავლეებზე. მას ჰყავს ჯგუფი, რომლებიც ყოველთვის ნადრევი ქორწინების წინააღდეგ იბძვის. ჩვენ მათთან ორბელიანი საქართვლეოს ფარგლებში ვთანამშრომლობთ. გუშინდელ შეხვედრაზე კი სტუმრებთან ერთად ვმსჯელეთ, ვისაუბრეთ ახალი გამოცხადებული კონკურსის შესახებ. ამის შემდეგ ჩვენმა ჭადრაკის მოხალისე მასწავლებელმა ჩაატარა ჭატრაკის გაკვეთილი,სადაც ჩვენი მოწვეული სტუმრებიც დიდი ინტერესით და ხალისით ჩაერთვნენ.
Reply
trapaidzenatia@gmail.com 24 იანვარს სკოლის დაწყებასთან ერთად განახლდა ჩვენი კლუბის მუშაობა, დავიწყეთ ტრენინგის მეორე ნაწილი "ბავშვთა შრომა". თემა მძიმე იყო. გაიხსენეს ბავშვთა უფლებები, გაეცვნენ მსოფლიოში და საქართველოში ბავშვთა შრომის სტატისტიკას, მის გამომწვევ მიზეზებს და მოსალოდნელ შედეგებს. იმსჯელეს იძულებითი შრომისგან დამცავ მექანიზმებსა და სოციალური მუშაკის როლზე ამ სფეროში.
Reply
trapaidzenatia@gmail.com ხუთშაბათი უკვე ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩემი მოსწავლეებისთვის და ჩემთვის :) , მაგრამ ეს ხუთშაბათი მათი მშობლებისთვისაც მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. მოვახერხეთ და ჩვენ ერთმანეთი გავიცანით. პირველად, ოთხი წლის განმავლობაში, სკოლაში მოვიდნენ მშობლები და დაესწრნენ შვილების მომზადებულ პრეზენტაციებს. განსაკუთრებით სასიამოვნო იყო ბებიების გამოჩენა. შეხვედრას დირექტორი და მასწავლებლებიც ესწრებოდნენ. კიდევ ერთხელ ვნახეთ ფილმი "არზუ". ბოლოს გაიმართა დისკუსია.
Reply
trapaidzenatia@gmail.com დღეს მონაწილეებმა შეაჯამეს წინა ხუთ შეხვედრაზე მიღებული ინფორმაციები და ჯგუფურად იმუშავეს შემდეგ საკითხებზე: 1. ნაადრევი ქორწინების მიზეზები. 2. ნაადრევი ქორწინების შეგეგები. 3. ნაადრევი ქორწინების პრევენცია. მოამზადეს პოსტერები. მომავალ ხუთშაბათს გვექნება შეხვედრა მასწავლებლებთან, მშობლებთან და თემის წარმომადგენლებთან. მოსწავლეები გააკეთებენ პრეზენტაციებს და მოვაწყობთ დისკუსიას. იმედია, მშობელთა მხრიდან დაინტერესება იქნება და დაინტერესდებიან აღნიშნული საკითხით.
Reply
trapaidzenatia@gmail.com ჩაიარა მეხუთე შეხვედრამ. ვფიქრობ, ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა ამ ხნის განმავლობაში. დღეს მსმენელებს სკოლის ექიმი ესაუბრა ნაადრევი ქორწინების, მშობიარობის და შემდგომი გართულებების შესახებ. ეს თემა ძალიან დელიკატურია და ამასთანავე მეტად საჭირო. გოგონები ძალიან დაინტერესდნენ ამ საკითხით და როგორც აღმოჩნდა მოგვიწევს ამ თემის გაგრძელება.
Reply
trapaidzenatia@gmail.com დღეს ხუთშაბათია და გვქონდა მეოთხე შეხვედრა გვქონდა. ვნახეთ ქართული ფილმი "ნატვრის ხე". მსმენელები არ იცნობენ ქართულ კინოს. არც "ნატვრის ხე" იცოდნენ. ფილმმა თავიდან მხიარულება და სიცილი გამოიწვია. ენის ცოდნის დონე არაა ისეთი მაღალი აზერბაიჯანულენოვან მოსწავლეებში, რომ ერთი მოსმენით ყველაფერი გაეგოთ, ამიტომ რამდენჯერმე ვნახეთ ზოგიერთი მონაკვეთი. ძალიან მოეწონათ მარიტა და სიუჟეტის ასეთ განვითარებას არ ელოდნენ. ფილმის ბოლოს განხილვა მოვაწყვეთ. მსმენელებმა თქვეს, რომ დღესაც, მართალია იშვიათად, მაგრამ ყიდიან გოგონებს ოჯახები. მთავარია უფროსებმა მოილაპარაკონ და გოგონებს ნაკლებად ეკითხებიან. ეს კი გაუნათლებლობის ბრალია. თქვეს, რომ ფილმში ვინც გიჟი ეგონათ, სწორედ ისინი ყოფილან ჭკვიანები, რომ სიახლეების არ უნდა გვეშინოდეს და არ შეიძლება ადამიანი მარიტასავით მორჩილად შეხვდეს ბედს. აუცილებლად უნდა ვიბრძოლოთ უკეთესი მომავლისთვის.
Reply
trapaidzenatia@gmail.com დამთავრდა მესამე შეხვედრა. წავიკითხეთ გიორგი ლეონიძის ორი მოთხრობა, "მარიტა" და "ნატვრის ხე". მოთხრობები ნაწილობრივ წავიკითხეთ, რადგან მომდევნო შეხვედრაზე ფილმი უნდა ვნახოთ და მ8ნდოდა ინტერესი მაქსიმალურად შეენარჩუნებინა თ. ძალიან დამეხმარნენ აზერბაიჯანელი კოლეგები. ორივე დაესწრო ამ შეხვედრას და მოსწავლეთა აქტიურობას თუ ვარაუდების გამოთქმაში ორ ენაზე ეხმარებოდნენ.
Reply
trapaidzenatia@gmail.com დღეს მეორე შეხვედრა გვქონდა. ამ შეხვედრაზე იკლო მოსწავლეთა რაოდენობამ. სყლ 27 მოსწავლე და თემის 3 წარმომადგენელი იყო. აღსანიშნავია, რომ 80% გოგონაა. ვნახეთ ევროკავშირის ინიციატივით გადაღებული ფილმები "კოცნა მარტო კინოშია" და "არზუ. ამ პატარა ფილმებში ბოლნისელი და მარნეულელი მოსწავლეები საუბრობენ ნაადრევ ქორწინებაზე. მათგან რამდენიმეს იცნობენ ჩემი მოსწავლეები. ძალიან ემოციური ტრენინგი იყო. მონაწილეებმა მთხოვეს სკოლაში მოვიწვიოთ ფილმის გმირი, აზერბაიჯანელი გოგონა არზუ. უკვე ვესაუბრე მას და დეკემბერში გვეწვევა. ფილმების ნახვის შემდეგ მოვაწყვეთ დისკუსია ქართულ-აზერბაიჯანულ ენაზე.
Reply
trapaidzenatia@gmail.com დღეს მეორე შეხვედრა ნგვქონდა. ვნახეთ ევროკავშირის ინიციატივით გადაღებული ფილმები "კოცნა მარტო კინოშია" და "არზუ. ამ პატარა ფილმებში ბოლნისელი და მარნეულელი მოსწავლეები საუბრობენ ნაადრევ ქორწინებაზე. მათგან რამდენიმეს იცნობენ ჩემი მოსწავლეები. ძალიან ემოციური ტრენინგი იყო. ფილმების ნახვის შემდეგ მოვაწყვეთ დისკუსია ქართულ-აზერბაიჯანულ ენაზე.
Reply
trapaidzenatia@gmail.com საჭირო ტექნიკას და საკანცელარიო ნივთებს ვიყიდით! ვუთხარი მოსწავლეებს. მათ ტელევიზორი უფრო უხაროდათ, მე პრინტერი. მადლობა თქვენ ამისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი ტრენინგისთვის რესურსები შევიძინე, შერჩევის პროცესი პირველიდან შვიდ ნოემბრამდე გამიგრძელდა და რომ არა ქალბატონი ნათია რეხვიაშვილის გულისხმიერება და დახმარება, ძალიან გავწვალდებოდი. პირველი შეხვედრა 8 ნოემბერს იყო. სადახლოს #1 საჯარო სკოლის 34 მოსწავლე დაესწრო ტრენინგს ნაადრევ ქორწინებაზე. ნივთებს ხვალ ავიტან სკოლაში.
Reply