ჯანსაღი თაობა

ბექა მელაძე
ქვემო ქართლი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი, სოფელი სამღერეთი
1709
Comments: 18

Goals

Problem statement:

პროექტის ფარგლებში ვგეგმავთ სოფელ სამღერეთში არსებული მინი სპორტული მოედნის შემოღობვას და რკინის კარების მოწყობას,მოგახსენებთ რომ დღესდღეობით როგორც ქვეყნის სხვადასხვა სოფლებში არ არის მოწყობილი სპორტული ინფრასტრუქტურა ჩვენს სოფელშიც იგივე პრობლემაა, სოფელს არ გააჩნია არანაირი ფიზიკური დატვირთვისათვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურა,გამომდინარე აქედან სოფლის ახალგაზრდები ერთობიან სხვადასხვა სახის საშუალებებით და ფუჭად ხარჯავენ თავისუფალ დროს. სოფელში არსებობს ერთადერთი მინი სპორტული მოედანი რომელიც წლების წინ მოსახლეობის ინიციატივით მოეწყო, მოედანი ვერ აკმაყოფილებს ვერანაირ სპორტული მოედნის პირობებს,სოფელში დასახლებულია სომეხი, აზერბაიჯანელი და ქართველი მოსახლეობა 150 კომლამდე, აქედან გამომდინარე უამრავი ახალგაზრდა სარგებლობს აღნიშნული მოედნით, ხშირად ტარდება სპორტული შეჯიბრებები, როგორც ეროვნულიუმცირესობებით დაკომპლექტებული გუნდებს შორის ასევე გადახალისებულ გუნდებს შორის.პრობლემა მდგომარეობს იმიაში რომ სტადიონი განთავსებულია სოფლის შუა ნაწილში, სადაც მოძრაობს პირუტყვი რომელიც ანაგვიანებს სტადიონს, ასევე ხშირია თამაშის დროს ბურთის შორ მანძილზე გადავარდნა რაც მონაწილეებისათვის არაკომფორტულია.მოედანს აქვს კარები, რომელიც ხის ბოძებითაა მოწყობილი, გამომდინარე იქედან რომ ხე დიდხანს ვერ ძლებს ღია ცის ქვეშ, ხშირად ზიანდება კარები და მოსახლეობას უწევს ახალი ხის კარების მოწყობა, ვინაიდან ჯანსაღი და ჯანმრთელი

რას გააკეთებთ ამ ცვლილების მისაღწევად?

პროექტის დაფინანსების შემთხვევაში შევისყიდით სეტკას, რკინის მილებს და ვგეგმავთ სოფელში არსებული მინი სპორტული მოედნის შემოღობვას.ასევე ვგეგმავთ რკინის კარების მოწყობას, სამუშოები შესრულდება მოსახლეობის ჩართულობით მოხალისეობრივად, პროექტის დაფინანსებიდან 20 დღის ვადაში.ეს პროექტი საშუალებას მოგვცემს სოფელში მცხოვრებ ახალგაზრდებს შეუწყოთ ხელი იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით და ჩამოყალიბდნენ ჯამრთელ ადამიანებად. პროექტის დასრულების შემდეგ ვგეგმავთ სპორტულ ღონისძიების ჩატარებას, ჩავატარებთ შეჭიბრებებს სხვადასხვა სახეობებში ჩავრთავთ როგორც გოგოებს ისე ბიჭებს.

ვინ განკარგავს შესყიდულ ნივთებს ინიციატივის დასრულების შემდეგ?

ვინაიდან სპორტული მოედნით სარგებლობს სოფლის მოსახლეობა და მდებარეობს სოფელში, შემდგომშიც განთავსებული იქნება იგივე ადგილას და განკუთვნილი იქნება სოფლის მოსახლეობისთვის.

რამდენად თანაბრად ისარგებლებენ ქალები და კაცები შედეგად?

ამჟამად სპორტული მოედნით სარგებლობენ როგორც ქალები ასევე მამაკაცები და შემდგომშიც ვაპირებთ ერთნაირი პირობა შეუქმნათ როგორც მამაკაცებს ასევე ქალებს.

Recommendations

Reviewer 5

Although this is the sort of work the municipality should be carrying out, I think if planned correctly, this endeavour could bring about a sense of common ownership among local people involved. It would be nice to have a clearer gender component, for example, to hear plans for a girl's football team or similar to ensure that the project benefits young people regardless of gender.

Items Needed

Item აღწერა Vendor Info Total Purchased?
რკინის მილი(კარების მოსაწყობად)

რკინის მილი (76*3 მმ)
რაოდენობა: 16 მ
ერთეულის ფასი 13 ლარი
საერთო თანხა:208 ლარი

sports structures

ქ.თბილისი, დიღმის მასივი,
ლუბლიანას ქ.11, მე-2 სართული

+995 595 278787
208,00 ₾
სტადიონის შემოსაღობი ღობე(სეტკა პლასტმასით დაფარული)

სტადიონის სიგრძე: 30 მ
სიგანე:15 მ.
ღობე ერთეულის ფასი : 10 ლარი კვ/მ
რაოდენობა : 180 კვ/მ
საერთო ფასი: 1800 ლარი

;

sports structures

ქ.თბილისი, დიღმის მასივი,
ლუბლიანას ქ.11, მე-2 სართული

+995 595 278787
1 800,00 ₾
რკინის მილები(ღობის დასამაგრებლად)

რკინის მილი(40*2.5 მმ)
ერთეულის ფასი: 5.5 ლარი
რაოდენობა :90 მ
საერთო ფასი 495 ლარი

sports structures

ქ.თბილისი, დიღმის მასივი,
ლუბლიანას ქ.11, მე-2 სართული

+995 595 278787
495,00 ₾

Activity See All Activity

შესვლა first to add your own comment.

Comments

ბექა მელაძე პირველი ამხანაგური მატჩიც შედგაახალგაზრდებს შორის, ერთმანეთს დაუპირისპირდნენ სოფელ სამღერეთის და სოფელ ირაგის თვრამეტ წლამდე ახალგაზრდები.
Reply
ბექა მელაძე ყველამ გულთან მიიტანა.
Reply
ბექა მელაძე პროექტი წარმატებით რომ მიმდინარეობს ამას ადასტურებს ჩვენს მიერ შესრულებული უამრავი აქტივობა,საკმაოდ ფართომაშტაბიანი იფრასტრუქტრული სამუშოები შეასრულეს მოხალისეებმა და განვახორციელეთ მორიგი აქტივობა, შემოვღობეთ სტადიონი რომლის ფართობია 640 კვ/მ (18/36).
Reply
ბექა მელაძე პროექტის ფარგლებში გავღებეთ ბოძები, შევკარით კარები, დავამონტაჟეთ და შევღებეთ.
Reply
ბექა მელაძე პროექტის ფარგლებში დღეს განვახორციელეთ კიდევ ერთი აქტივობა, თითქმის დავასრულეთ ბოძების მონტაჟი.
Reply
ბექა მელაძე დღეს ორმოების ამოღება დავასრულეთ, უახლოეს მომავალში ვგეგმავთ ბოძების დაყენებას.
Reply
ბექა მელაძე მიუხედავად იმისა რომ ზამთარია და სიცივეა მაინც მოვახერხეთ მცირე ჯგუფის მოხალისეების შეკრება და კიდევ ერთი აქტივობის განხორციელება, ნაწილობრივ ამოვიღეთ ორმოები ღობის ბოძებისთვის.
Reply
ბექა მელაძე პროექტის განხორციელებისათვის თითქმის ყველა მასალა და ინვენტარი შემოტანილია,ამ ეტაპზე მიმდინარეობს სტადიონის მოსწორების სამუშაოები და უახლოეს მომავალში ვგეგმავთ ორმოების ამოღებას.
Reply
ბექა მელაძე პროექტის ფარგლებში მოსწორდა სტადიონის ტერიტორია.
Reply
ბექა მელაძე სოფელ სამღერეთში მიმდინარეობს პროექტი "ჯანსაღი თაობა", ინიციატივა დაფინანსებულია ,,ორბელიანი საქართველოს'' პლატფორმის საშუალებით, შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით და სოფლ სამღერეთის ახალგაზრდების ინიციატივით,ასევე პროექტის განხორციელებას მხარს უჭერს სოფელში მცხოვრები სომეხი და აზერბაიჯანელი მოსახლეობა, პროექტის ფარგლებში იგეგმება სპორტული მოედნის მოწყობის სამუშოები.ამ ეტაპზე განხორციელდა მოედნის გაფართოვების სამუშოები, რომელშიც მოსახლეობის თხოვნით დახმარება გაგვიწია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გამოგვიყო ტრაქტორი და შეასრულა მოედნის გაფართოვების სამუშაოები. 📢დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ,,ორბელიანი საქართველოს'' და შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერისათვის, ასევე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიას თანადგომისთვის და ყველა იმ ადამიანს ვინც ამ კეთილ საქმეშია ჩართული.
Reply
ბექა მელაძე თითქმის დავასრულეთ მასალების შესყიდვა,ამ ეტაპზე ველოდებით ღობის დამზადებას და უახლოეს მომავალში შემოვიტანთ მასალებს.
Reply
ბექა მელაძე გავაფართოვეთ სტადიონი
Reply
ბექა მელაძე დღეს განვახორციელეთ კიდე ერთი აქტივობა,მოხდა მოედნის ტერიტორიის გაფართოვება ტრაქტორის საშუალებით.
Reply
ბექა მელაძე ესეც ჩვენი სტადიონი
Reply
ბექა მელაძე მიმდინარეობს ინვოისების გამოთხოვა მაღაზიებიდან, ვაზუსტებთ ფასებს და უახლოეს მომავალში ვგეგმავთ მასალების შემოტანას.
Reply
ბექა მელაძე პროექტის ფარგლებში მოლაპარაკება ვაწარმოეთ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიასთან და ვსთხოვეთ ტრაქტორი რათა მოვასწოროთ სტადიონის ტერიტორია.როგორც კი ამინდები გამოვა მოსწორდება სტადიონის ტერიტორია.
Reply
ბექა მელაძე პირველ რიგში გვინდა დიდი მადლობა გადავუხადოთ ორგანიზაცია "ორბელიანი საქართველოს", იმისათვის რომ მოგვცა საშუალება ასეთი კარგი პროექტი განვახორციელოთ.
Reply
ბექა მელაძე გამარჯობათ,
Reply