საჯარო ბიბლიოტეკა აღმამედლოში

Zakir Aivazov
ქვემო ქართლი, მარნეულის მუნიციპალიტეტი, სოფელი აღმამედლო
622
Comments: 0

Goals

Problem statement:

სოფელი აღმამედლო მდებარეობს ქ. მარნეულიდან 27 კილომეტრი მოშორებით. 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მიხედვით სოფელში დაახლოებით ადამიანი ცხოვრობს. სოფელი თითქმის სრულად დასახლებულია ეთნიკურად აზერბაიჯანლებით. სოფლის ერთ–ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენ არაფორმალურ განათლებაზე ხელმისაწვდომობა. ასევე აღსანიშნავია, რომ სოფელში არ ფუნქციონირებს არანაირი ბიბლიოტეკა. სოფლის ახალგაზრდები ძალინ ხშირად მიდიან ქალაქ მარნეულში არსებულ საჯარო ბიბლიოტეკაში. სამწუხაროდ ტრანსპოტის არარეგულარულად მუშაობიდან და სოფელში გოგოების მიმართ მკაცრი კონტროლიდან გამომდინარე ვერ მიდიან მარნეულის საჯარო ბიბლიოტეკაში. ამ აღნიშნულიდან გამომდინარე არ არსებობს სხვა რესურსები ახალგაზრდების ინტელექტუალური განვითარებისთვის. უნდა აღვნიშნოთ, რომ სოფლის სკოლაში არ არსებობს ბიბლიოტეკა და აქედან გამომდინარე სოფლის ახალგაზრდების დიდი ნაწილის სურვილია, რომ სოფელში შეიქმნას სოფლის ბიბლიოტეკა.

რას გააკეთებთ ამ ცვლილების მისაღწევად?

სოფელ აღმამედლოში ფუნქციონირებს ჩემს მიერ ახალ დაარსებული სათემო ცენტრი (shorturl.at/howMU), ასევე გვაქვს აღნიშნული ცენტრის ოფისი ჩემს სახლში. აღნიშნულ სათემო ცენტრში გაწევრიანებულია 27 ახლგაზრდა. უკვე ერთი წელია, რაც აქტიურად ფუნქციონირებს და ახორციელებს სხვადასხვა აქტივობებს, სემინარებს, მოსახლეობასთან შეხვედრებს. განსაკუთრებით კი ძალიან აქტიურად ფუნქციონირებდა covid-19-ის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების პროცესში. აღმამედლოს სათემო ცენტრის ფარგლებში ვახორციელებთ შემდეგ სახის ტრენინგ–სემინარებს: გენდერული თანასწორობა, არაფორმალური განათლება, ადამიანის უფლებები, დებატი, პრეზენტაციის ტექნიკები და ა.შ. სათემო ცენტრის ფარგლებში ძალიან გვინდა, რომ შექვმნათ საჯარო ბიბლიოტეკა სოფლის მოსახლეობისათვის. • აპ როექტის ფარგლებში შეიქმნება Book Club-ი, სადაც ახალგაზრდებისთვის ხელმისაწვდომი იქნება სხვადასხვა წიგნები. 1. ახალგაზრდები წაიკითხავენ წიგნის კლუბში არსებულ წიგნებს 2. წიგნების კითხვის შემდეგ განხორციელდება დისკუსია იმავე წიგნის შესახებ. 3. ახალგაზრდებისთვის შეიქმნება ახალი სივრცე თავისუფალი დროის სასარგებლოდ გატარების მიზნით. • აღნიშნული კლუბის მონაწილეებისათვის ჩატარდება შემდეგი სემინარები: 1. სემინარი: ოქტაი კაზუმოვი (ფილოლოგი, მწერალი) – წიგნი და საზოგადოება. 2. შეხვედრა: კამურან ქირიაკოვი (წიგნი „ვაშლის ერთი ნაკბეჩი“–ს ავტორი). • აღნიშნული კლუბის ფარგლებში დაიწყება წიგნების შეგროვების კამპანია მარნეულის მუნისიპალიტეტის მასშტაბით. ამ კამპანიაში ჩართული იქნებიან სოფლის ახალგაზრდები, მასწავლებლები, არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი (CEAC) და ახალი აზროვნების ინსტიტუტი (NTI). • ესსეს კონკურსი 1. წიგნის კლუბის ფარგლებში გამოცხადდება კონკურსი შემდეგ თემაზე: რატომ არის მნიშვნელოვანი წიგნის კითხვა? 2. კონკურსში გამარჯვებულის შესარჩევად შეიქმნება ჯგუფი ჯიურიებისაგან. 3. კონკურსის არეალი: სოფ: აღმამედლო, ულაშლო, კუშჩუ, ყაჩაგანი, 4. კონკურსის შედეგად შეირჩევა 3 გამარჯვებული ( პირველი, მეორე და მესამე ადგილის) 5. პრიზი გამარჟვებულებისთვის: პირველი ადგილი: 50 ლარის ბიბლუს ბარათი, მეორე ადგილი: 30 ლარის ბიბლუს ბარათი მესამე ადგილი: 20 ლარი ბიბლუს ბარათი ზემოაღნიშნულების გარდა ესსეში მონაწილი ყველა მონაწილეს გადაიცემა სერტიფიკატი პროექთი განხორციელდება 3 თვის განმავლობაში 01/03/2020– 30/05/2021

ვინ განკარგავს შესყიდულ ნივთებს ინიციატივის დასრულების შემდეგ?

პროექტის დასრულების შემდეგ ნივთები დარჩება აღმამედლოს სათემო ცენტრში ორგანიზაციის უფრო აქტიურად ფუნქციონერებისთვის.

რამდენად თანაბრად ისარგებლებენ ქალები და კაცები შედეგად?

აღნიშნული პროექტში ჩართული იქნებიან როგორც ბიჭები/კაცები ასევე გოგოები/ქალები. პროექტის გუნდი: 1) პროექტის მენეჯერი – ზაქირ აივაზოვი 2) გიულტაჯ აივაზოვი/ 579134177 3) ნაზიმ ჰუსეინოვი/ 557411398 4) ჟალა მანსიროვა/ 557900240 5) ელმირ აივაზოვი/ 577729448

Items Needed

Item აღწერა Vendor Info Total Purchased?
წიგნის კარადა KTP-910-BK-1 (white/red)

https://gorgia.ge/ka/aveji/karada-taro/karada-wignis/wignis-karada-ktp-910-bk-1-white-red/

2 ცალი წიგნის კარადა ბიბლიოტეკისთვის

gorgia.ge

ფაქტ: წერეთლის გამზ. # 140 | 140, Tsereteli Ave.
საფოსტო ინდექსი: 0119

0322960960
634,00 ₾
თარო RAF-04-UU-1 (purple) / თარო RAF-04-HH-1 (yellow)

https://gorgia.ge/ka/aveji/karada-taro/taro/taro-raf-04-hh-1-yellow/

https://gorgia.ge/ka/aveji/karada-taro/taro/taro-raf-04-uu-1-purple/

2 ცალი თარო

gorgia.ge

ფაქტ: წერეთლის გამზ. # 140 | 140, Tsereteli Ave.
საფოსტო ინდექსი: 0119

0322960960
104,00 ₾
მაგიდის სანათი - T_P032528-WHITE

https://gorgia.ge/ka/dekori/shida-ganateba/san/ati-magidis/magidis-sanati-t_p032528-white

2 ცალი მაგიდის სანათი

gorgia.ge

ფაქტ: წერეთლის გამზ. # 140 | 140, Tsereteli Ave.
საფოსტო ინდექსი: 0119

0322960960
20,80 ₾
წიგნები

წიგნები ბიბლიოტეკისთვის ქართულად და აზერბაიჯანულად

ბიბლუსი

ქ.თბილისი

322 48-68-44
500,00 ₾
ბიბლუს ბარათები

ესეეს კონკურსის გამარჯვებულებისთვის ბიბლუს ბარათები

biblusi.ge

ქ.თბილისი

322 48-68-44
100,00 ₾
სამშენებლო მასალები

ბიბლიოტეკის რემონტი: სამშენებლო მასალებისთვის

ქვიშა, ცემენტი, თაბაშირი, კაბელი

რემონთისთვის სხვა საჯირო მასალები უზრუნველყოფილი იქნება მოხალისების მიერ და რემონტის პროცესში სრულად ჩართული იქნება მოხალისეები და სათემო ცენტრის ახალგაზრდები. რემონტის პროცესი გადაიღება და დაიდება აღმამედლოს სათემო ცენტრის ფეისბუქ გვერდზე.

gorgia.ge

ქ.მარნეული

0322960960
400,00 ₾

Activity See All Activity

შესვლა first to add your own comment.

Comments