ველო-პარკინგი - გზა ჯანსაღი ცხოვრების წესის დასამკვიდრებლად - All Activity

ველო-პარკინგი - გზა ჯანსაღი ცხოვრების წესის დასამკვიდრებლად Location: კახეთი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი, ჭავჭავაძის ქ. #49
Keti Khachidze commented

ქნ, თამარ, გილოცავთ! გთხოვთ, გაგვიზიაროთ ფოტოები, სადაც ასახული იქნება, რამდენი ბავშვი სარგებლობს ამ ველოსადგომით. მადლობა!

ველო-პარკინგი - გზა ჯანსაღი ცხოვრების წესის დასამკვიდრებლად Location: კახეთი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი, ჭავჭავაძის ქ. #49
Tamari Mumladze commented

დასრულდა ჩვენი პროექტი. ქ. ლაგოდეხის მე-3 საჯარო სკოლას თანამედროვე, უმშვენიერესი და კომფორტული ველო-პარკინგი აქვს. მადლობა ფონდ ორბელიანს მხარდაჭერისათვის. საოცრად საინტერესო და სასიამოვნო იყო ფონდის თანამშრომლებთან ურთიერთობა, რომლებიც მუდამ მზად იყვნენ დაგვხმარებოდნენ საქმიანობის სწორად და ოპერატიულად წარმართვაში. ყველას დიდ მადლობა, ვინც მცირე თუ დიდი წვლილი შეიტანა ჩენი პროექტის წარმატებულად განხორცილებაში.

ველო-პარკინგი - გზა ჯანსაღი ცხოვრების წესის დასამკვიდრებლად Location: კახეთი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი, ჭავჭავაძის ქ. #49
Tamari Mumladze commented

ველო-პარკინგით სარგებლობა შეუძლია ქ. ლაგოდეხის N 3 საჯარო სკოლის მოსწავლეებს. განხორციელებული პროექტით გვსურს ხელი შევუწყოთ ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას, რაც ვიმედოვნებთ, გადამდები იქნება სხვა სკოლებისათვისაც.მის განხორციელებაში მოხალისეობრივად ჩართულნი იყვნენ სკოლის ადმინისტრაცია უფროსკლასელები და მოსწავლეთა მშობლები.

ველო-პარკინგი - გზა ჯანსაღი ცხოვრების წესის დასამკვიდრებლად Location: კახეთი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი, ჭავჭავაძის ქ. #49
Tamari Mumladze commented

ველო-პარკინგი წარმოადგენს რკინის მილ-კვადრატებით შეკრულ და შედუღებულ კონსტრუქციას, რომელიც გადახურულია თუნუქის ფენილით.

ველო-პარკინგი - გზა ჯანსაღი ცხოვრების წესის დასამკვიდრებლად Location: კახეთი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი, ჭავჭავაძის ქ. #49
Tamari Mumladze commented

ესეც ასე! მგონი გავედით ბოლოში. ჩვენი ველო-პარკინგი მზად არის. მხოლოდ ტერიტორიის მოსწორება და მოსუფთავება დაგვრჩა. ორშაბათიდან მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ ლამაზი და კომფორტული ველოსიპეტების სადგომით, რომელიც გათვლილია 30 ველოსიპეტზე და დაცულია წვიმისგან და მზისაგან. თოვლი ჯერ არსად ჩანს...

ველო-პარკინგი - გზა ჯანსაღი ცხოვრების წესის დასამკვიდრებლად Location: კახეთი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი, ჭავჭავაძის ქ. #49
Tamari Mumladze commented

საქმიანობები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. ღონისძიებათა გრაფიკში აცდენა არ გვაქვს.

ველო-პარკინგი - გზა ჯანსაღი ცხოვრების წესის დასამკვიდრებლად Location: კახეთი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი, ჭავჭავაძის ქ. #49
Tamari Mumladze commented

ძველით ახალ წელს გილოცავთ, ჩვენო გულშემატკივრებო. შემოქმედებითი წინსვლა, იდეების სიახლე და მრავალფეროვნება დაგბედებოდეთ. დრო წინ მიიწევს და ჩვენი ველო-პარკინგიც ნელ-ნელა „იმოსება". გასულ კვირას კონსტრუქცია თუნუქის ფენილით გადაიხურა. მიმდინარე კვირას კი სწავლის დაწყებამდე გვსურს, ველოსიპეტების დასაბმელი, მილ-კვადრატებით აწყობილი კონსტრუქციაც დავამონტაჟოთ, რათა 2019 სასწავლო წლის განახლებამდე დავასრულოთ სამშენებლო სამუშაოები.

ველო-პარკინგი - გზა ჯანსაღი ცხოვრების წესის დასამკვიდრებლად Location: კახეთი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი, ჭავჭავაძის ქ. #49
Tamari Mumladze commented

ახალ წელს გილოცავთ, ჩვენო გულშემატკივრებო! ყველაფერი საუკეთესო დაგბედებოდეთ! წინასაახალსწლო დღეებში ცივი ამინდის მუხედავად, მაინც ვაკოპწიავებდით ჩვენს ველო-პარკინგს. გვინდოდა, გადახურვაც მოგვესწრო. მაგრამ წვიმამ შეგვიშალა ხელი. წვიმიან ამინდში შეუძლებელი იყო სახურავის შიდა კარკასის შედუღება. შემდეგ ახალი წლის სასიამოვნო და ემოციებით სავსე დღეები... შემდეგ სტუმრები და მასპინძლობა... და აგერ დღეს უკვე სახურავის მასალაც მივიტანეთ სკოლის ეზოში და საიმედო ადგილას დავასაწყობეთ. ხელოსანმა სალტეები შეადუღა. კვირის ბოლომდე თუნუქის ფურცლებსაც დაალაგებენ. შემდეგ კვირაში კიდევ შეგეხმიანებით და ფოტოებით გიჩვენებთ უკვე გადახურულ კონსტრუქციას.

ველო-პარკინგი - გზა ჯანსაღი ცხოვრების წესის დასამკვიდრებლად Location: კახეთი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი, ჭავჭავაძის ქ. #49
Tamari Mumladze commented

ჩანაფიქრი კარგი არის, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი მისი კარგად შესრულებაა. ძალიან მინდა, ყველას მოსწონდეს და ყველა კმაყოფილი იყოს, როგორც დონორი - ,,ორბელიანი საქართველოს" სახით, ასევე, ის მოსწავლეები, რომლებისთვისაც მზადდენა ეს ფერადოვანი ველო-პარკინგი. ბავშვები სკოლაშ რომ მიდიან, პირველ რიგში იმ ტერიტორიისკენ გარბიან, სადაც პარკინგს ვაწყობთ. რადგან იციან, რომ ყოველდღიურად რაღაც ემატება მათ ველოსიპეტების სადგომს. გასული კვირის განმავლობაში ჯერ ნახევრადაწყობილი კონსტრუქცია შეიღება, შემდეგ ღრმა ორმოები ამოიჭრა ბოძების ჩასაბეტონებლად... შემდეგ ბოძების ჩაბეტონებაო, შემდეგ მოედნის საძირკველის მომზადება და ბეტონის ჩასხმაო...ერთი სიტყვით, საქმიანი და დაძაბული კვირა გადავაგორეთ.მგონი გამოგვდის რაღაც...დროშიც სათანადოდ ვეტევით. მთავარია, ერთი-ორი დღე კიდევ დაგვაცადოს ამინდმა. სხვა არაფერი გვაბრკოლებს. ახალი წლის დადგომამდე, გვსურს სახურავიც მოვასწროთ. იმედი მაქვს, შევძლებთ...დამდეგ ახალ წელს გილოცავთ ჩვენო გულშემატკივრებო!

ველო-პარკინგი - გზა ჯანსაღი ცხოვრების წესის დასამკვიდრებლად Location: კახეთი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი, ჭავჭავაძის ქ. #49
Tamari Mumladze commented

იმედი მაქვს, ახალ წლამდე უკვე თვალნათლივ დავინახავთ, რა გამოგვდის. მთავარია, არ მოყინოს. ამინდი ჩვენს მხარეს თუ იქნება, ყველაფერი გამოგვივა.

ველო-პარკინგი - გზა ჯანსაღი ცხოვრების წესის დასამკვიდრებლად Location: კახეთი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი, ჭავჭავაძის ქ. #49
Tamari Mumladze commented

ჩვენო გულშემატკივრებო, ნელ-ნელა წინ მივიწევთ. უკვე დავიწყეთ ველო-პარკინგის კარკასის აწყობა. ხელოსანმა თავის სახელოსნოში დაჭრა მილ-კვადრატები და ცალცალკე დეტალებად ააწყო კონსტრუქციის ნაწილები, რომელსაც შემდეგ ადგილზე, სკოლის ეზოში შეადუღებს ერთ მთლიანობად. მას საჭიროების შემთხვევაში, მოსწავლეთა მშობლებიც ეხმარებიან. თავად მოსწავლეები კი ხშირად მეხმიანებიან. მეკითხებიან, ჩვენი საკეთებელი საქმე როდის გაჩნდებაო. ერთი სული აქვთ, როდის შეღებავენ ფერად და ნათელ ფერებში ველო მოედანს. მომავალ კვირაში ორმოები უნდა ამოიჭრას და ბეტონის საძირკველიც ჩაისხმება.

ველო-პარკინგი - გზა ჯანსაღი ცხოვრების წესის დასამკვიდრებლად Location: კახეთი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი, ჭავჭავაძის ქ. #49
Tamari Mumladze commented on comment : Tamari Mumladze at: 10 დეკემბერი, 2018 04:29 p.m.

დავიწყეეეთ! უკვე შევუდექით მუშაობას. ხრეში მივიტანეთ სკოლის ეზოში. წვიმიანი ამინდის გამო, ვერ მიგვქონდა. ბავშვები მეკითხებოდნენ, გადაიფიქრეთ ველო პარკინგის მოწყობაო? ხრეში რომ დაინახეს, გაიხარეს, არ გადაუფიქრებიათო! პარალელურად, მილ-კვადრატები მივტანეთ ხელოსანთან. სახელოსნოში დაიჭრება და გამზადდება ასაწყობად. ფოტოებსაც აუცილებლად გამოვაქვეყნებხოლმე თანმიმდევრულად.

Nino Giorgadze commented on comment : Tamari Mumladze at: 7 დეკემბერი, 2018 09:41 a.m.

თამარ იქნება ფოტოც დაამატოთ, უკეთესი ვიზულაური აღქმა რომ ქონდეს ინფორმააციას.

ველო-პარკინგი - გზა ჯანსაღი ცხოვრების წესის დასამკვიდრებლად Location: კახეთი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი, ჭავჭავაძის ქ. #49
Tamari Mumladze commented

უკვე გავიარეთ ის გზა, როცა ყველაფერი უნდა დაგველაგებინა, შეგვეთანხმებინა, მოგვენახა მომწოდებელი და საქმიანობების ხარისხიანად შემსრულებელი. წამოწყებულ ასეთი ტიპის კონსტრუქციის აწყობას და დადგმას პროფესიონალური მიდგომა და შესრულება უნდა. ამიტომაც დიდი სიფრთხილით ვუდგებით საქმეს. ამ დღეებში სკოლის ეზოში ხრეშს - დამტვრეულ ქვას მივიტანთ პარკინგის მოედნის მოსამზადებლად. პარალელურად კი ხელოსანი მილ-კვადრატებს დაჭრის და მოამზადებს კარკასის შესაკრავად.

ველო-პარკინგი - გზა ჯანსაღი ცხოვრების წესის დასამკვიდრებლად Location: კახეთი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი, ჭავჭავაძის ქ. #49
Tamari Mumladze commented

კიდევ ერთი კვირაც მიილია. ამ ერთი კვირის მანძილზე ჩვენი პროექტის დასაწყებად მოსამზადებელი საქმიანობა განხორციელდა. მაღაზიამ, საიდანაც სამშენებლო მასალები უნდა წამოგვეღო, მოგვცა სათანადო ინვოისი. ასეთივე ინვოისი მივიღეთ ხელოსნისაგანაც. ფონდთან კონსულტაციების გავლის შედეგად, დაიხვეწა და საბოლოო სახე მიიღო ამ დოკუმენტმა. რისთვისაც მადლობა მინდა ვუთხრა ფონდის წარმომადგენლებს. ეხლა უკვე სათანადო სამშენებლო მასალების მოწოდებას ველით მაღაზიისგან, რომ უკვე სამუშაოების შესრულებას შევუდგეთ. იმედი მაქვს, ზამთარი არ იქნება ისეთი მკაცრი, რომ ხელი შეგვიშალოს ღია ცის ქვეშ მუშაობისას.