სტუდენტი-ახალგაზრდობა სამოქალაქო ბიუჯეტისათვის,

Maia Kalandia
სამეგრელო-ზემო სვანეთი, ზუგდიდი, თაბუკაშვილის ჩიხი #4
1035
Comments: 3

Goals

Problem statement:

პროექტი -
სტუდენტი-ახალგაზრდობა სამოქალაქო ბიუჯეტისათვის,
ემსახურება ზუგდიდის სასწავლო დაწესებულებებში (სასწავლო უნივერსიტეტი და პროფესიული კოლეჯი) მოსწავლე, 16 სტუდენტის გადამზადებას სამოქალაქო ბიუჯეტის საკითხებზე, რომლებიც მონიტორინგს გაუწევენ 2020 წლის ზუგდიდის სამოქალაქო ბიუჯეტის განხორციელების პროცესს. 2021 წლისათვის აქტიურად ჩაერთვებიან ზუგდიდის სამოქალაქო ბიუჯეტის განხორციელების ყველა ეტაპზე და კოორდინაციას გაუწევენ ინფორმაციის გავრცელებას - მიუკერძოებელი სეგმენტის ჩართვა გაზრდის მოქალაქეების გააქტიურებას და უფრო გახსნის თანამშრომლობის სივრცეს ადგილობრივ თვითმმართველობასა და ამომრჩეველს შორის.

იდეის / საპროექტო კონცეფციის მოკლე აღწერა

მიუხედავად იმისა, რომ ზუგდიდის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაწყებული ინიციატივა სამოქალაქო ბიუჯეტისთვის მილიონის გამოყოფის შესახებ, თავისი თანმხლები სამართლებრივი რეგულაციებით წარმატებით ხორციელდება, საინფორმაციო კამპანია ყველა კომპონენტით (რადიო, ტვ. ინტერნეტსააგენტოები, მუნიციპალური ტრანსპორტი, შეხვედრები უბნებზე) შედგა, მოსახლეობის ინფორმირებულობა და განსაკუთრებით ახალგაზრდების პროცენტული ჩართულობა პროცესში არასაკმარისია. აღნიშნულ პრობლემას აქვს რამდენიმე მიზეზი: 1. სამოქალაქო ბიუჯეტის დამტკიცება-მიღება ყველა რეგულაციის გათვალისწინებით მოხდა შეზღუდულ დროში. 2. სამოქალაქო ბიუჯეტის განხორციელებაში აქტიურად არ იყო ჩართული ახალგაზრდობა, განსაკუთრებით კი, ადგილობრივი სტუდენტობა - სამოქალაქო ბიუჯეტის დამტკიცების პერიოდში დამთავრებული იყო სასწავლო პროცესი და სტუდენტები ადგილზე არ იმყოფებოდნენ, მათთან კომუნიკაციის საშუალება არ იყო. სამოქალაქო ბიუჯეტის პროცესში მიუკერძოებელი მოქალაქეების ჩართვა გაზრდის მოქალაქეების გააქტიურებას და უფრო გახსნის თანამშრომლობის სივრცეს ადგილობრივ თვითმმართველობასა და ამომრჩეველს შორის. პროექტი - სტუდენტები სამოქალაქო ბიუჯეტისათვის, გულისხმობს ადგილობრივი 16 სტუდენტის გადამზადებას თემის მობილიზაციისა და სამოქალაქო ბიუჯეტის საკითხებში, რომლებიც 2020 წელს მონიტორინგს გაუწევენ სამოქალაქო ბიუჯეტის შესრულებას, 2021 წლისათვის კი, ისინი კოორდინატორების პოზიციით ჩაერთვებიან თემების მობილიზაციასა და სამოქალაქო ბიუჯეტის საინფორმაციო კამპანიაში, ყველა ეტაპზე. სამოქალაქო ბიუჯეტის პროცესში ადგილობრივი სტუდენტების ჩართულობა გაზრდის მოსახლეობის ინფორმირებულობას, ხელს შეუწყობს მოსახლეობის ნდობას ადგილობრივი თვითმმართველობისადმი და დააჩქარებს, სამოქალაქო ბიუჯეტის, როგორც ერთობლივი გადაწყვეტილების მიღების მექანიზმად ჩამოყალიბების პროცესს.

ცოდნის გამოყენება

პროექტი - ტუდენტი-ახალგაზრდობა სამოქალაქო ბიუჯეტისათვის,იქნება პარტიციპაციის აკადემიის მიკრო-მოდელი. ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტსა და პროფესიულ კოლეჯში ჩატარდება სამოქალაქო ბიუჯეტის შესახებ საინფორმაციო შეხვდრა. დარიგდება ანკეტები, სადაც მითითებული იქნება პროექტის მოკლე ანოტაცია და პროექტში ჩართვის მექანიზმები. მსურველებს საშუალება ექნებათ შეავსონ ელექტრონული კითხვარი და გენდერული ბალანსის გათვალისწინებით, წინასწარ შერჩეული კრიტერიუმების საფუძველზე (სამოტივაციო წერილი და სამოქალაქო ატივიზმი) შეირჩევა 16 ახალგაზრდა. შერჩეულ ახალგაზრდებს ჩაუტარდებათ ტრენინგები თემებზე: 1.სამოქალაქო ბიუჯეტის ისტორია, სამოქალაქო ბიუჯეტის მთავარი წესები, მნიშვნელობა, არსი, ეტაპები. 2.სამოქალაქო ბიუჯეტი საქართველოში; 3.თემის მობილიზაცია და საზოგადოებასთან კომუნიკაციის ფორმები. პროექტში აქტიურად ჩაერთვება ზუგდიდის ორი სასწავლო დაწესებულება - მესხიას სასწავლო უნივერსიტეტი და პროფესიული კოლეჯი. სასწავლო დაწესებულების პროფესორ-მასწავლებელებსა და ყველა სსხვა თანამშრომელს მიეწოდება ინფორმაცია სამოქალაქო ბიუჯეტის შესახებ. პროექტის ფარგლებში გადამზადებული, სხვადასხვა პროფილის 16 სტუდენტი ინფორმაციას გაავრცელებს თავის ოჯახში, თემში. ახალგაზრდობის ჩართულობა, 2020 წელს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილ სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტების მონიტორინგსა და შეფასებაში, და შემდგომ 2021 წლის სამოქალაქო ბიუჯეტის ყველა ეტაპზე, გაზრდის მოსახლეობის ყველა ფენის ინფორმირებულობას, რაც იქნება პროექტის მრავალ-დარგობრიობის გარანტი, აგრეთვე ის ხელს შეუწყობს მოსახლეობის ყველა სეგმენტის პასუხისმგებლობას გაზრდას, თვითონ დაგეგმონ და გადაწყვიტონ მათთვის სასარგებლო საქმე. შერჩეულ ახალგაზრდებს ჩაუტარდებათ ტრენინგები თემებზე: 1.სამოქალაქო ბიუჯეტის ისტორია, სამოქალაქო ბიუჯეტის მთავარი წესები, მნიშვნელობა, არსი, ეტაპები. 2.სამოქალაქო ბიუჯეტი საქართველოში; 3.თემის მობილიზაცია და საზოგადოებასთან კომუნიკაციის ფორმები.

მულტი-სექტორული მიდგომა

პროექტში აქტიურად ჩაერთვება ზუგდიდის ორი სასწავლო დაწესებულება - მესხიას სასწავლო უნივერსიტეტი და პროფესიული კოლეჯი. სასწავლო დაწესებულების პროფესორ-მასწავლებელებსა და ყველა სსხვა თანამშრომელს მიეწოდება ინფორმაცია სამოქალაქო ბიუჯეტის შესახებ. პროექტის ფარგლებში გადამზადებული, სხვადასხვა პროფილის 16 სტუდენტი ინფორმაციას გაავრცელებს თავის ოჯახსა და სამეზობლო თემში, ახალგაზრდებში. ახალგაზრდობის ჩართულობა, 2020 წელს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილ სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტების მონიტორინგსა და შეფასებაში, და შემდგომ 2021 წლის სამოქალაქო ბიუჯეტის ყველა ეტაპზე, გაზრდის მოსახლეობის ყველა ფენის ინფორმირებულობას, რაც იქნება პროექტის მრავალ-დარგობრიობის გარანტი, აგრეთვე ის ხელს შეუწყობს მოსახლეობის ყველა სეგმენტის პასუხისმგებლობას გაზრდას, თვითონ დაგეგმონ და გადაწყვიტონ მათთვის სასარგებლო საქმე.

წვლილი/თანამონაწილეობა

1.. არაფინანსური - საინფორმაციო შეხვედრის ჩატარება სასწავლო დაწესებულებაში და მონაწილე სტუდენტების შერჩევა. 2.ტრენინგების ჩასატარებელი დარბაზის ქირის უზრუნველყოფა (8 დღე)

ჩართულობა

პროექტის განხორციელებაში ჩართული პირები და ორგანიზაციები 1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტის საბჭოს, პარტიციპაციის აკადემიის სამივე წევრი - განხორციელების ყველა ეტაპზე 2.ზუგდიდის მესხიას სასწავლო უნივერსიტეტი და პროფესიული კოლეჯი - საინფორმაციო შეხვედრის ჩატარება სტუდენტებთან, 3.ტრენერი პარტიციპაციის აკადემიიდან - ტრენინგები სამოქალაქო ბიუჯეტის საკითხებზე, პროექტის ბენეფიციარი, შერჩეული 16 პირისათვის. ( ტრენინგის ჩასატარებლად ბენეფიციარებს დავყოფთ ორ ჯგუფად) ორი დღე ერთი ჯგუფი, ორი დღე მეორე ჯგუფი. 3. ადგილობრივი ტრენერი თემის მობილიზაციის საკითხებზე - ( ტრენინგის ჩასატარებლად ბენეფიციარებს დავყოფთ ორ ჯგუფად) ორი დღე ერთი ჯგუფი, ორი დღე მეორე ჯგუფი.

ბენეფიციარები

პროეტის ბენეფიციარები: 1. პროექტის ფარგლებში გადამზადებული 16 სტუდენტი; 2.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო; 3.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა; 4.ზუგდიდის ორი სასწავლო დაწესებულება.

Impact on PB mechanisms

პროექტის - ახალგაზრდობა სამოქალაქო ბიუჯეტისათვის, განხორციელება, ხელს შეუწყობს ახალგაზრდების ჩარტულობას ადგილობრივ დონეზე თვითმმართველობების მიერ ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში. პროექტის ფარგლებში გადამზადებული სტუდენტები იქნებიან ერთგვარი შუამავლები მოსახლეობასა და ადგილობრივ თვითმმართველობას შორის, მონიტორინგს გაუწევენ 2020 წელს სამოქალაქო ბიუჯეტის შესრულებას და აქტიურად ჩაერთვებიან 2021 წლის სამოქალაქო ბიუჯეტის დაგეგმვისა და რეგულაციების მიერ განსაზღვრულ ეტაპებში. ახალგაზრდობის ჩართულობა გაზრდის მოსახლეობის ინფორმირებულობას, ხელს შეუწყობს მოსახლეობის ნდობას ადგილობრივი თვითმმართველობისადმი და დააჩქარებს, სამოქალაქო ბიუჯეტის, როგორც ერთობლივი გადაწყვეტილების მიღების მექანიზმად ჩამოყალიბების პროცესს. გაიზრდება იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც გაიაზრებენ თავიანთ როლსა და პასუხისმგებლობას ადგილზე არსებული პრობლემების გააზრებასა და მოგვარებაში. იზრუნებენ დაწერონ პროექტები და მათ განხორციელებაში მიიღონ მონაწილება. აღნიშნული პროცესი გაზრდის ნდობას ადგილობრივ თვითმმართველობასა და ამომრჩეველს შორის - რაც არის სამოქალაქო ბიუჯეტის მთავარი მიზანი.

Timeline

პროექტის განხორციელების ვადა - ორმოცი დღე. 1. მონაწილეთა შერჩევის პროცესი - პროექტის დაფინანსებიდან პირველი კვირა. 2. პროექტის პრეზენტაცია - პროექტის დაფინანსებიდან მეორე კვირა. 3. ტრენინგები თემის მობილიზაციის საკითხებში - პროექტის დაფინანსებიდან - მესამე, მეოთხე კვირა. 4.ტრენინგები სამოქალაქო ბიუჯეტის საკითხებში - პროექტის დაფინანსებიდან - მესამე, მეოთხე კვირა 5.პროექტის მონაწილეთა ტესტირება - პროექტის დასასრული - ბოლო კვირა

Items Needed

Item აღწერა Vendor Info Total Purchased?
პროექტის ბიუჯეტი

ტრენერის ჰონორარი
1. ტრენერი სამოქალაქო ბიუჯეტის საკითხებში - დღეთა რაოდენობა 4. დღიური ანაზღაურება 100 ევრო - სულ 400 ევრო
2.ტრენერი თემის მობილიზაციისა და კომუნიკაციის საკითხებში - დღეთა რაოდენობა 4. დღიური ანაზღაურება 100 ევრო - სულ 400 ევრო
3. ტრენერის სამივლინებო და სასტუმროს ხარჯი - 160 ევრო (ორი ღამე სასტუმრო და ორი გზა - თბილისი-ზუგდიდი)
4. ტრენინგის კვება - საუზმე, ლანჩი, სამხარი - დღიური ხარჯი 70 ევრო - სულ რვა დღე - 560 ევრო
5. ტრენინგის საკანცელარიო მასალა - საწერ-კალამი, ბლოკნოტი, თემატური მასალა, მარკერი, კედლის ქაღალდი, თვალსაჩინოებები - სულ 180 ევრო
6. პროექტის პრეზენტაცია -წვეულება მონაწილეებისათვის - 300 ევრო

ორბელიანის პლატფორმა

ორბელიანის პლატფორმა

ორბელიანის პლატფორმა
2 000,00 ₾

Activity See All Activity

შესვლა first to add your own comment.

Comments

Maia Kalandia მიბმული ფაილები - 7-8 ჩატარებული ტრენინგის ,,სამოქალაქო ბიუჯეტის სტანდარტები" - ფოტოები
Reply
Maia Kalandia პროექტის განრიგის მიხედვით, 7-8 დეკემბერს, მესხიას ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა პროექტის ,,სტუდენტი-ხალგაზრდობა სამოქალაქო ბიუჯეტისათვის“, გრაფიკით დაგეგმილი მეორე ორდღიანი ტრენინგი. ტრენინგის თემა - სამოქალაქო ბიუჯეტის სტანდარტები. პროექტის მონაწილეებმა, სხვა თემებთან ერთად მოისმინეს და ინტერქტივის რეჟიმში გაიარეს შემდეგი ძირითადი საკითხები. • სამოქალაქო ბიუჯეტის არსი; • სამოქალაქო ბიუჯეტის ისტორია; • სამოქალაქო ბიუჯეტის დანერგვა საქართველოში; • სამოქალაქო ბიუჯეტის მოდელები; • სამოქალაქო ბიუჯეტის სტანდარტები ეტაპების მიხედვით; • სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამის განმახორციელებელი სხვადასხვა მუნიციპალიტეტების პრაქტიკა; • ზუგდიდის სამოქალაქო ბიუჯეტის პროცესის მონიტორინგის მექანიზმები; ტრენინგზე მონაწილეობა მიიღეს ზუგდიდის სამოქალაქო ბიუჯეტის საბჭოს წევრებმა- დავით გახარიამ და სანდრო სორდიამ, რომლებმაც სტუდენტებს გააცნეს სამოქალაქო ბიუჯეტის პრაქტიკული მაგალითები და ინტერაქტივის რეჟიმში განიხილეს მომავალი თანამშრომლობის ფორმატი. უნივერსიტეტში არსებული ბაზა ქმნის საუკეთესო სამუშაო გარემოს, რამაც ხელი შეგვიწყო ტრენინგების მიმდინარეობა ყოფილიყო ტექნიკურად გამართული.
Reply
Keti Khachidze პროექტის განრიგის მიხედვით, 30 ნოემბერს და 1 დეკემბერს, მესხიას ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა პირველი ორდღიანი ტრენინგი. ტრენინგის თემა - თემის მობილიზაცია და თემთან კომუნიკაციის ტექნოლოგიები. პროექტის მონაწილეებმა, სხვა თემებთან ერთად მოისმინეს და ინტერქტივის რეჟიმში გაიარეს შემდეგი ძირითადი საკითხები.  ეფექტური მობილიზაციის მაგალითები ქვეყნის,რეგონის, თემის სფეციფიკიდან და კულტურის შესაბამისობაში;  საჭიროებათა იდენტიფიკაცია და კლასიფიკაცია;  ვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია;  კომუნიკაციის დონეები;  ინფორმაციის პოზიტიური და ნეგატიური ფორმულირება. ტრენინგი ჩატარდა კომფორტულ და თბილ გარემოში.
Reply