სტუდენტი-ახალგაზრდობა სამოქალაქო ბიუჯეტისათვის, - All Activity

სტუდენტი-ახალგაზრდობა სამოქალაქო ბიუჯეტისათვის, Location: სამეგრელო-ზემო სვანეთი, ზუგდიდი, თაბუკაშვილის ჩიხი #4
Maia Kalandia commented

მიბმული ფაილები - 7-8 ჩატარებული ტრენინგის ,,სამოქალაქო ბიუჯეტის სტანდარტები" - ფოტოები

სტუდენტი-ახალგაზრდობა სამოქალაქო ბიუჯეტისათვის, Location: სამეგრელო-ზემო სვანეთი, ზუგდიდი, თაბუკაშვილის ჩიხი #4
Maia Kalandia commented

პროექტის განრიგის მიხედვით, 7-8 დეკემბერს, მესხიას ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა პროექტის ,,სტუდენტი-ხალგაზრდობა სამოქალაქო ბიუჯეტისათვის“, გრაფიკით დაგეგმილი მეორე ორდღიანი ტრენინგი.
ტრენინგის თემა - სამოქალაქო ბიუჯეტის სტანდარტები. პროექტის მონაწილეებმა, სხვა თემებთან ერთად მოისმინეს და ინტერქტივის რეჟიმში გაიარეს შემდეგი ძირითადი საკითხები.
• სამოქალაქო ბიუჯეტის არსი;
• სამოქალაქო ბიუჯეტის ისტორია;
• სამოქალაქო ბიუჯეტის დანერგვა საქართველოში;
• სამოქალაქო ბიუჯეტის მოდელები;
• სამოქალაქო ბიუჯეტის სტანდარტები ეტაპების მიხედვით;
• სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამის განმახორციელებელი სხვადასხვა მუნიციპალიტეტების პრაქტიკა;
• ზუგდიდის სამოქალაქო ბიუჯეტის პროცესის მონიტორინგის მექანიზმები;
ტრენინგზე მონაწილეობა მიიღეს ზუგდიდის სამოქალაქო ბიუჯეტის საბჭოს წევრებმა- დავით გახარიამ და სანდრო სორდიამ, რომლებმაც სტუდენტებს გააცნეს სამოქალაქო ბიუჯეტის პრაქტიკული მაგალითები და ინტერაქტივის რეჟიმში განიხილეს მომავალი თანამშრომლობის ფორმატი.
უნივერსიტეტში არსებული ბაზა ქმნის საუკეთესო სამუშაო გარემოს, რამაც ხელი შეგვიწყო ტრენინგების მიმდინარეობა ყოფილიყო ტექნიკურად გამართული.

სტუდენტი-ახალგაზრდობა სამოქალაქო ბიუჯეტისათვის, Location: სამეგრელო-ზემო სვანეთი, ზუგდიდი, თაბუკაშვილის ჩიხი #4
Keti Khachidze commented

პროექტის განრიგის მიხედვით, 30 ნოემბერს და 1 დეკემბერს, მესხიას ზუგდიდის
სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა პირველი ორდღიანი ტრენინგი.
ტრენინგის თემა - თემის მობილიზაცია და თემთან კომუნიკაციის ტექნოლოგიები.
პროექტის მონაწილეებმა, სხვა თემებთან ერთად მოისმინეს და ინტერქტივის რეჟიმში
გაიარეს შემდეგი ძირითადი საკითხები.
 ეფექტური მობილიზაციის მაგალითები ქვეყნის,რეგონის, თემის სფეციფიკიდან
და კულტურის შესაბამისობაში;
 საჭიროებათა იდენტიფიკაცია და კლასიფიკაცია;
 ვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია;
 კომუნიკაციის დონეები;
 ინფორმაციის პოზიტიური და ნეგატიური
ფორმულირება.
ტრენინგი ჩატარდა კომფორტულ და თბილ გარემოში.