არაფორმალური განათლების ბიბლიოთეკა

მარი ბირთველიშვილი
ქვემო ქართლი, რუსთავი, კონსტიტუციის ქ. #24
1329
Comments: 15

Goals

Problem statement:

პრობლემა, რომელსაც ჩვენი პროექტი მოაგვარებს ესაა ქ.რუსთვის ბიბლიოთეკის არასრულფასოვანი ფუნქციონირება; ბიბლიოთეკის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა შექმნას კომფორტული გარემო მკითხველისთვის, რომ წაიკითხონ ადგილზე - ბიბლიოთეკის სივრცეში. დღესდღეობით ბიბლიოთეკას ეს ფუნქცია დაკარგული აქვს. ახალგაზრდები ვერ ხედავენ სიახლეს ბიბლიოთეკებში, ისინი კითხულობენ სახლის ბიბლიოთეკის ან ონლაინ რესურსის საშუალებით, უსმენენ აუდიო წიგნებს თუმცა ნაკლებია მათი ინტერესი ბიბლიოთეკაში კითხვისადმი; ქ.რუსთავში ბიბლიოთეკის თანამშრომლებთან ჩატარებული გამოკითხვებით ცნობილია, რომ მკითხველის მხოლოდ 10% კითხულობს ადგილზე;

პრობლემის გამოწვევი მიზეზია თანამედროვე ტექნოლოგიების ნაკლებობა ბიბლიოთეკაში და არაკომფორტული სივრცე; XXI სუკუნე ტექნოლოგიების გარეშე წარმოუდგენელია, თანამედროვე ბიბლიოთეკას კი ნამდვილად სჭირდება ტექნოლოგიები იმისთვის, რომ არ ჩამორჩეს განვითარებას; (თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ საზოგადოებამ წიგნებზე უარი უნდა თქვას); საჭიროა მეტი არაფორმალური, ინოვაციური ელემენტების შეტანა ბიბლიოთეკის ფუნქციონირებაში;

ვფიქრობთ, ჩვენი პროექტი ამ პრობლემას მოაგვარებს;

რას გააკეთებთ ამ ცვლილების მისაღწევად?

ჩვენი მიზანია აღვჭურვოთ რუსთავის ერთ-ერთი ბიბლიოთეკა პლანშეტებით და ყურსასმენებით; რაც ინოვაციური იდეაა რუსთავის ბიბლიოთეკებისთვის; ბიბლიოთეკაში განთავსდება მაგიდები, რომლებშიც ჩამონტაჟებული იქნება პლანშეტები ყურსასმენებით; ტექნოლოგიების გამოყენებისას შეზღუდული იქნება წვდომა სოც.ქსელებთან და კონკრეტულ საიტებთან; პლანშეტებში მოცემული იქნება ელ.წიგნები (ისეთი, რომელიც ბიბლიოთეკის ბაზაში არ იქნება), ონლაინ სხვადასხვა ინფორმაციის საძიებელი პროგრამა, აუდიო წიგნები, სხვადასხვა ენისა და სამოქალაქო განათლების ლექსიკონი (კითხვის პარალელურად გამოსაყენებლად); ასევე პლანშეტს წვდომა ექნება მუსიკის საძიებელ პრობრამასთან - მათთვის ვისაც უყვართ მუსიკის მოსმენა კითხვასთან ერთად; შესაბამისად შეიქმნება არაფორმალური განათლების მისაღებად საჭირო თითქმის ყველა რესურსი. ჩვენი ამოცანებია: გავზარდოთ მკითხველთა რაოდენობა ბიბლიოთეკაში და განსაკუთრებით ახალგაზრდები დავაინტერესოთ ბიბლიოთეკის სივრცით; დავამკვიდროთ თანამედროვე ტექნოლოგიების პროდუქტიულად გამოყენების კულტურა - გავზარდოთ მოტივაცია ახალგაზრდებში რაც შეიძლება მეტი სარგებელი ნახონ ტექნოლოგიებისგან ; შევქმნათ კომფორტული გარემო მკითხველისთვის; ბიბლიოთეკარების დახმარებით (წიგნის კითხვის პოპულარიზაციის მიზნით) მკითხველს მივაწვდით ინფორმაციას, რომ სასურველია პლანშეტი გამოყენებული იქნეს წიგნთან ერთად, როგორც დამხმარე რესურსი (როგორც ლექსნიკონი ან მუსიკის მოსასმენად). პლანშეტში მკითხველისთვის ხელმისაწვდომი იქნება რუსთაველი, ახალგაზრდა მწერლების ნამუშევრები; ისინი სურვილს გამოთქვამენ მკითხველს ამ კონკრეტული რესურსით გააცნონ საკუთარი ნაწარმოებები; შედეგები: მკითხველთა რაოდენობა გაზრდილია მკითხველს აქვს მრავალფეროვან ინფორმაციასთან წვდომა, შესაბამისად ბიბლიოთეკის ტექნოლოგიებს ინფორმაციულად იყენებს; კომუნიკაცია/ურთიერთობები განვითარებულია; (აუდიო წიგნების განხილვა 6 თვიანი აქტიური პროგრამის ფარგლებში) ახალგაზრდა მწერლებში ამაღლებულია მოტივაცია და მათი ნაწარმოებები ცნობილია საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის მდგრადობა: სხვა ბიბლიოთეკები აიღებენ მაგალითს; ახალგაზრდები დაინტერესდებიან მოცემული რესურსის გამოყენებით განახორციელონ პროექტები; მომსახურეობის სერვისის გაუმჯობესების შესაძლებლობა მკითხველის ინტერესის გათვალისწინებით ; ახალგაზრდა მწერლების შემოქმედება დარჩება ბიბლიოთეკას (მათი ნამუშევრები მოცემული იქნება ელ.წიგნების ჩამონათვალში)

ვინ განკარგავს შესყიდულ ნივთებს ინიციატივის დასრულების შემდეგ?

იმ ბიბლიოთეკის ადმინისტრაცია, სადაც განთავსდება აღნიშნული ტექნიკა

რამდენად თანაბრად ისარგებლებენ ქალები და კაცები შედეგად?

პროექტით თანაბრად ისარგებლებს როგორც ქალი, ასევე მამაკაცი მკითხველი; გენდერული ბალანსი დაცულია საორგანიზაციო ჯგუფშიც;

Recommendations

Reviewer 8

მხოლოდ ტექნოლოგიების დამატებას არამგონია სასურველი ეფექტი ქონდეს.

Items Needed

Item აღწერა Vendor Info Total Purchased?

ინტერნეტ მაღაზია GOSHOP.GE

საქართველო, თბილისი, დიღმის მასივი, მე 3 მიკრო რაიონი

+(995 32) 2 242 342;
780,00 ₾

ოფის1office - ავეჯის მაღაზია http://office1.ge/ka/page/page-8/

ვაჟა ფშაველას 20 , თბილისი, საქართველო

032 2320 200
1 590,00 ₾

ფიზიკური პირი

ფიზიკური პირი

597075891
100,00 ₾

ინტერნეტ მაღაზია be.ge

ქ. თბილისი, ნ. ყიფშიძის #2

(+032) 2 550 800
2 820,00 ₾

ქართული ინტერნეტ მაღაზია gigant.ge

გ. ტაბიძის 3/5
0105
თბილისი, საქართველო

+995 322 555 777
720,00 ₾

ფიზიკური პირი

ფიზიკური პირი

574135774
200,00 ₾

Activity See All Activity

შესვლა first to add your own comment.

Comments

მარი ბირთველიშვილი გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი. როგორც მონაწილეები აღნიშნავენ მათთვის პლანშეტები მოსახერხებელი საშუალება აღმოჩნდა ქეისის დაწერისას, ასევე მიაჩნიათ რომ თანაბრად კონკურენტული გარემო იყო, რადგან დარწმუნებულები იყვნენ რომ მათ ოპონენტ გუნდის წევრებსაც იგივე საინფორმაციო წყარო/რესურსი ჰქონდათ რაც მათ ;
Reply
მარი ბირთველიშვილი პლანშეტებითა და ბიბლიოთეკის რესურსით (წიგნებით) მონაწილეებმა შეძლეს - ისტორიულ თემატიკაზე მოკლე დროში საჭირო ინფორმაცია მოეძიათ და წარმოედგინათ;
Reply
მარი ბირთველიშვილი ღონისძიება #1 მოდებატეები გაეცნენ სადებატო რეზოლუციას და 1 საათში მოამზადეს ქეისები- გაეცნენ და ამოწერეს თემასთან დაკავშირებული ყველა საჭირო ინფორმაცია, რაც დებატისას დასჭირდებოდათ;
Reply
მარი ბირთველიშვილი დავგეგმეთ ორი ღონისძიება 1.დებატები 6 სპიკერის მონაწილეობით, რეზოლუციაზე, რომელსაც ადგილზე თამაშამდე 40 წუთიტ ადრე გაიგებენ. მონაწილეებს მოუწევთ პლანშეტის დამხარებით მოიძიონ საჭირო ინფორმაცია, სტატისტიკები, გამოიყენონ ლექსიკონი და წერონ ქეისი; დაბოლოოდ გამომავლენთ გამარჯვებულს; 2. ლიტერატურული კონკურსი; ტექტსტი მოცემული იქნება პლანშეტში და მისი წაკითხვის შემდეგ მონაწილეებს ვიქტორინაზე პასუხების გაცემა მოუწევთ;
Reply
მარი ბირთველიშვილი დავგეგმეთ ორი ღონისძიება
Reply
მარი ბირთველიშვილი დავგეგმეთ ორი პროექტი
Reply
მარი ბირთველიშვილი დავასრულეთ პროექტის ტექნიკური ნაწილი; 24 იანვარს ჩატარდა პრეზენტაცია, სადაც სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის მკითხველთან და ახალგაზრდული ორგანიზაციებიდან მოწვეულ ახალგაზრდებთან ერთად განვიხილეთ რა დამატებითი რესურსი, შეიძლება შევთავაზოთ მკითხველს პლანშეტების საშუალებით და როგორ შეგვიძლია განვავითაროთ პროექტი; დავგეგმეთ გასახორციელებელი ღონისძიებების იდეები; ახალგაზრდებმა გამოხატეს პროექტის განვითარებაში ჩართულობის სურვილი და თავადაც აქვთ ინიციატივები, რომელთაც ჩვენი საორგანიზაციო ჯგუფის დახმარებით სამომავლოდ განახორციელებენ;
Reply
სოფიო კენჭოშვილი ტექნიკაც ადგილზეა.
Reply
სოფიო კენჭოშვილი უკვე დამზადდა მაგიდა.
Reply
kentchoshvili88@gmail.com ვგეგმავთ ვითანამშრომლოთ "მოდუსთან". პროექტის იდეა მომდინარეობს უშუალოდ რუსთაველი ახალგაზრდებისგან , აქტიურად არიან ჩართულები მოლაპარაკებების პროცესში და გეგმავენ სხვადასხვა აქტივობებს პროექტის ფარგლებში.
Reply
kentchoshvili88@gmail.com ვგეგმავთ ვითანამშრომლოთ "მოდუსთან". პროექტის იდეა მომდინარეობს უშუალოდ რუსთაველი ახალგაზრდებისგან , აქტიურად არიან ჩართულები მოლაპარაკებების პროცესში და გეგმავენ სხვადასხვა აქტუვობებს პროექტის ფარგლებში.
Reply
kentchoshvili88@gmail.com დიზაინერმა მოგვაწოდა მაგიდის დიზაინი და ვიწყებთ დამზადებას.
Reply
kentchoshvili88@gmail.com ბიბლიოთეკა "ნაკადული" მეგობრობის გამზ.N 2.
Reply
kentchoshvili88@gmail.com ამ ეტაპზე პროექტში ჩაერთო დიზაინერი, რომელიც მუშაობს როგორი დიზაინის იქნება მაგიდა. ასევე მოლაპაკება გვქონდა ქალაქ რუსთავის ერთ ერთ ბიბლიოთეკასთან და მივაღწიეთ შეთანხმებას.
Reply
მარი ბირთველიშვილი ვიზუალური მხარე
Reply