აველუმი ცოცხალი ბიბლიოთეკა

Nino Charkviani
ქვემო ქართლი, რუსთავი, ბარათაშვილის 7
1748
Comments: 12

Goals

Problem statement:

ჩვენი რეალობიდან გამომდინარე სკოლის მოსწავლე ახალგაზრდებს შორის ზოგადი განათლების დაბალი დონე დაბალია, რაც სამოქალაქო აქტივობის დაქვეითებასაც იწევს. მნიშვნელოვანია ახალგაზრდებში მოხალისეობრივი კულტურის, საზოგადოების საკეთლიდღეოდ საქმის კეთების შესახებ ინფორმირება და დანერგვა. სამწუხაროდ ბევრმა ახალაგზარდამ ისიც კი არ იცის რა არის მოხალისეობა და თუ იცის ვერ ერკვევა როგორ შეიძლება ჩაერთოს.
ამ პრობელმის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზიც გარკვეულწილად სკოლებში არაფორმალური განათლების ნაკლებობაა. უფრო მეტი კლუბი, გაერთიანება უნდა იყოს სადაც მოსწავლეები შეძლებენ სხვადასხვა თემებზე საუბარს, აზრის გამოხატვას და ანალიზის უნარის განვითარებას. 2 წელი ვიყავი თვითმმართველობის თავმდჯომარე და დავრწმუნდი რომ მხოლოდ თვითმმართველობა ამას ვერ შეძლებს. დირექციის ხელშეწყობის მიუხედავად საჭიროა მინიმალური დაფინანსება მაინც, რაც რთუია სკოლის პირობებში.
ცნობიერების დონის ზრდა ჩვენს დროში თვითგანათლებით და თვითგანვითარებით მიიღწევა, და ამიტომ ვფიქრობ უფრო მეტი გათვითცნობიერებული ახალგაზრდა გვყავას ვიდრე ადრე. მაგრამ არსებობენ ისეთი ბავშვებიც ვისაც პატარა ბიძგი ჭირდებათ. თავის დროზე მეც აქტიურმა ცხოვრების წესმა მიმიზიდა, როდესაც დავინახე რამხელა სიამოვნების მომნიჭებლი იყო მოხალისეობა.

რას გააკეთებთ ამ ცვლილების მისაღწევად?

ამ ბიძგისთვის, ამ ბავშვების დასახმარებლად ერთ-ერთ გამოსავლად ლიტერატურა მესახება. ლიტერატურა აერთიანებს ხელოვნების ყველა დარგს, იძლევა ნებისმიერ თემაზე საუბრის საშუალებას, ამ კამათისას და აზრების ჭიდილში ჭეშმარიტების ძიებისას ვითარდება ადამიანი პიროვნულად. ჩვენი კლუბი ვიწრო შეხვედრებით რომ არ არ შემოიფარგლოს უფრო მეტად "ცოცხალი ბიბლიოთეკის" სახეს მიიღებს. თითოეულ ადამიანს აქვს ცხოვრებისეული გამოცდილება რომელიც გასაზიარებლად ძალიან საინტერესოა, შესაძლოა დაუკავშრდეს ლიტერატურას. აველუმელები დავეხმარებით ერთმანეთს თვალსაწიერების განვითარებაში: წავიკითხავთ ერთი და იმავე წიგნებს და ვიმსჯელებთ მათზე, ვიკამათებთ მოვიწვევთ დრამატურგებს, ავტორებს და წიგნის გამომცემლებს. თვითონ აველუმი ოთარ ჭილაძის პერსონაჟია რომელიც იდენტობის, თავის თავში გარკვევის და თავისუფლების სიმბოლოა. ამ ყველაფრის გასაკეთებლად მხოლოდ ჩემი დიდი სურვილი არ კმარა, რადგან აუცილებელია წიგნადი ფონდი რომ ბავშვებმა ერთ და იგივე წინგნები წაიკითხონ და კლუბს სისტემატიური და ორგანიზებული სახე მიეცეს(რაც სკოლას არ გააჩნია). ასევე სივრცე რომელიც არაფორმალურად იქნება მოწყობილი და დააინტერესებს თუნდაც ისეთ ადამიანს ვინც ჯერ არც კითხულობს და არც სამოქალაქო ცნობიერება არ აქვს ჩამოყალიბებული.

ვინ განკარგავს შესყიდულ ნივთებს ინიციატივის დასრულების შემდეგ?

შესყიდულ ნივთებს განკარგავს სკოლის შემდგომი მოსწავლეთა თვითმმართველობები, სკოლის ბიბლიოთეკა. დირექტორისა და სასწავლო ნაწილის მეთვალყურეობის ქვეშ იქნება.

რამდენად თანაბრად ისარგებლებენ ქალები და კაცები შედეგად?

ინიციატივაში ჩართვა და ნივთების გამოყენებაც თანაბარად შესაძლებელია როგორც გოგონებისთვის ისე ბიჭებისთვის.

Items Needed

Item აღწერა Vendor Info Total Purchased?
10 მარკერი

ფლიფჩარტებისთვის

საკანცელარიო მაღაზია - Windlife

კოსტავას 14

0341 29 53 24
7,00 ₾
2 მაგიდის სანათური, საახალწლო განათებები(ილუმინაცია)

კლუბის ბიბლიოთეკის გარემოსთან მისამსგავსებლად

საკანცელარიო მაღაზია - Windlife

კოსტავას 14

0341 29 53 24
105,00 ₾
ფლიპჩარტის ქაღალდი

განხილვის დროს გონეიბრივი იერიშის გამოსახატავად. ფლიფჩარტის დაფა აქვს სკოლას აქედან გამომდინარე მხოლოდ ქაღალდის ყიდვაა საჭირო.

საკანცელარიო მაღაზია - Windlife

კოსტავას 14

0341 29 53 24
10,00 ₾
წიგნები

გამომცემლობა პალიტრას აქვს სერია "ერთი მოთხრობა", რომელიც აერთიანებს 20მდე მცირე ზომის ნაწარმოებს რომელიც გამოყენებული იქნება წასაკითხად და განსახილველად. აველუმის ბიბლიოთეკაში შეინახება თითოეული "წიგნის" ორი ეგზემბპლარი.
ასევე 5 მოზრდილი ზომის წიგნი რომელსაც კლუბის წევრები ერთბლივად შეარჩევენ.

ბიბლუსის მაღაზიების ქსელი

რუსთავი, მეგობრობის N12

0322 48 68 44
70,00 ₾
ყავის მადუღარა და ჭურჭელი

არაფორმალური გარემოს შესაქმნელად

დანიური სახლი, რუსთავი

ნიკო ლომოურის ქუჩა, მე-7 მიკრორაიონი რუსთავი. სასტუმროსთან.

0322 91 01 69
50,00 ₾

Activity See All Activity

შესვლა first to add your own comment.

Comments

Nino Charkviani აველუმის მომდევნო შეხვედრა კარგი ამინდის გამო ღია ცის ქვეშ ჩავატარეთ. ორბელიანის ფონდის პროგრამის ფარგლებში ნაყიდი წიგნებიდან განვიხილეთ პალიტრას "ერთი მოთხრობის სერიიდან" => დოსტოევსკის "თვინიერი" და ვიმსჯელეთ ადამიანის შინაგან ბრძოლაზე რომელიც თითქმის ყოველდღე მიმდინარეობს.
Reply
Nino Charkviani ნიკა მაჩაიძის მასტერკლასმა საინტერესოდ ჩაიარა. ლექციას 4 სკოლის 30 ბავშვი დაესწრო. ხელოვანს დაუსვეს კითხვები როგორც მის შემოქმედებაზე, ასევე ზოგადად ელექტრონულ მუსიკაზე. მოვისმინეთ მისი შექმნილი მუსიკა და შევადარეთ ისლანდიურ და სხვა ევროპულ მუსიკებს.
Reply
Nino Charkviani აველუმი მზად არის პირველი საჯარო შეხვედრისთვის! ჩვენი გეგმის თანახმად შემდეგ შეხვედრაზე საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ელექტრონული მუსიკის ხელოვანი ნიკა მაჩაიძე უნდა მოვიწვიოთ. ამისთვის დახმარება ვთხოვეთ ქ.რუსთავის მერიის სახელოვნებო, სპორტის და ახალგაზრდობის განვითარების სამსახურის უფროსს გეგი ლიპარტელიანს. ბატონი გეგი ესაუბრა ნიკა მაჩაიძეს და დაითანხმა იმაზე რომ სამშაბათს 3 საათზე ჩამოვიდეს რუსთავის მეთერთმეტე სკოლაში და ჩაატაროს ერთგვარი მასტერკლასი ასევე დავუსვავთ საინტერესო შეკითხვებს და ვისაუბრებთ მუსიკაზე.
Reply
Nino Charkviani გავაკეთე აველუმის Facebook გვერდი და იქ შევქმნი საჯარო ღონისძიებას. ამ ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერი სკოლის მოსწავლეს შეეძლება.
Reply
Nino Charkviani მეორე შეხვედრაზე განვიხილეთ ერიკ ემანუელ შმიტის მოკლე მოთხრობა "მაკულატურა". ვისაუბრეთ ლიტერატურის დანიშნულებაზე ადამიანის ცხოვრებაში და ვუპასუხეთ კითხვას - საჭიროა თუ არა იკითხოს ადამიანმა მხატვრული ლიტერატურა?
Reply
Nino Charkviani ამის შემდეგ დავწერეთ გეგმა როგორი იქნებოდა ჩვენი დანარჩენი შეხვედრები მთელი წლის განმავლობაში
Reply
Nino Charkviani პირველი შეკრება წარმატებით ჩატარდა. ვისაუბრეთ აველუმის იდეაზე, და აზროვნების, რეალობის სწორად აღქმის მნიშვნელობაზე. ბავშვებმა გამოთქვეს მოსაზრებები როგორი უნდა იყოს სამყაროს იდუმალების მძაფრი აღქმა, ისე რომ ამან ჩვენი დეგრადირება არ გამოიწვიოს. გეგმის თანახმად შეხვედრები ორ კვირაში ერთხელ უნდა განხორციელებულიყო მაგრამ დიდი ინტერესის გამო შევთანხმდით რომ ყოველ კვირა შევიკრიბებით, ვისაუბრებთ და საინტერესო სტუმრებსაც მოვიწვევთ.
Reply
Nino Charkviani ამ კვირაში ჩვენმა საინიციატივი ჯგუფმა სასწავლო ნაწილთან ერთად კლასებში ჩამოვიარეთ, გავაცანით კლუბის შესახებ ინფორმაცია და ვუთხარით რა სახის შეხვედრები იქნება. მსურველი 28 ბავშვია შეხვედრის სისტემატურ დღეზე ერთად შევთანხმდებით პირველ შეკრებაზე და საბოლოო რაოდენობაც ჩამოყალიბდება.
Reply
Nino Charkviani წიგნები, დინამიკები და საკანცელარიო ნივთები უკვე მივიტანეთ სკოლაში. კლუბის პირვემა სამმა წევრმა რატიმ, მარიამმა და მარიამმა წიგნები უკვე ნახეს. დირექტორის ჩართულობით მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდება და ბიბლუსიდან მოტანილი წიგნები სკოლის ბიბლიოთეკას შეუერთდება, რომლით სარგებლობა ნებისმიერ ჩვენი სკოლის მოსწავლეს შეეძლება. ხვალიდან პიარზე ვიმუშავებთ და კვირის ბოლოს შევიკრიბებით და სივრცეს მოვაწყობთ.
Reply
Nino Charkviani ✅✅მუშაობის დაწყების მეორე კვირა გეგმის შესაბამისად წავიდა. 📗📘📕წიგნის მაღაზია ბიბლუსმა საწყობიდან ჩვენს მიერ მოთხოვნილი წიგნები მოიტანა. 📟📟 რადგან სკოლას არ აქვს დინამიკები, რაც ჩვენი განხილვის შემდეგ ეკრანიზაციების ჩვენებისთვის აუცილებელი ატრიბუტია ამიტომ ტექნიკის მაღაზიაში ავარჩიეთ “genius” ფირმის დინამიკი. 🖍🖍 საკანცელარი მაღაზიასთანაც დასრულდა მოლაპარაკება. ყველა ინვოისი ორბელიანის ფონდის ბუღალტერს გადავუგზავნე და ველოდები ჩარიცხვას რომ პროდუქცია სკოლაში წავიღო.
Reply
Nino Charkviani 🗣🗣
Reply
Nino Charkviani 📕📔📗📘📙 "აველუმი -ცოცალი ბიბლიოთეკა" ნელ-ნელა იმუხტება! შეგროვდა ბავშვების რაოდენობა კლუბის შეხვედრებისთვის პიარის და რეკლამირების შემდეგ კიდევ დაემატება. ბიბლუსმაც, საკანცელარიო მაღაზიამ და ტექნიკის მაღაზიამაც ინვოისები გადმოგზავნა. წიგნების სია რომლებიც შეხვედრებზე უნდა განგვეხილა პოტენციური წევრების მიერ ერთად გადაიხედა და შეირჩა საბოლოო ვარიანტი. ბიბლუსში სია გადაცემულია და საწყობიდან წიგნებს მოიტანენ. როდესაც ჩაირიცხება წიგნებს გამოვიტანთ და სკოლაში მივიტანთ. მანამდე მოვამზადებთ თაროს და გარემოს.
Reply