ბინების დამისამართება

ნუკრი რამიშვილი
ქვემო ქართლი, რუსთავი, მშვიდობის ქუჩა, მელიქიშვილის ჩიხები.
1739
Comments: 9

Goals

Problem statement:

ქ.რუსთავში დღეს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ბინების დამისამართება.ყოველივე წარმოიშვა მას შემდეგ, რაც ქალაქში გაჩნდა ახალი დასახლებები, ახალი "ჩიხის ტიპის" უბნები, სადაც ძირითადად წარმოდგენილია კერძო სახლები.ზოგ შემთხვევაში მოხდა აღნიშნული ბინებისათვის მისამართის დაგვიანებით მინიჭება (მაგრამ არ გააჩნიათ მისამართის აღმნიშვნელი აბრები), ზოგ შემთხვევაში მოხდა ბუნებრივი სტიქიური უბედურების შედეგად მათი დაზიანება და დაკარგვა, ან არ გააჩნიათ ჩიხებში დანომვრის აღმნიშვნელი აბრები და მათი იდენტიფიცირება ხდება მიწის ნაკვეთის ნომრის მიხედვით.
არსებული საკითხი წარმოშობს დამატებით პრობლემას.მსგავსი საცხოვრებელი ბინების მიგნება, სულ უფრო რთული ხდება სასწრაფო სამედიცინო დახმარების წარმომადგენლებისათვის,კარძო და საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და რიგ შემთხვევებში ქალაქში ჩამოსული სტუმრებისთვისაც.რაც ასევე ქმნის დისკომფორტს გადაადგილებისას.

რას გააკეთებთ ამ ცვლილების მისაღწევად?

ქ.რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭომ შეიმუშავა პროექტი უმისამართო ბინების დამისამართებასთან დაკავშირებით.იდეის განსახორციელებლად დაიგეგმა სხვადასხვა აქტივობები. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მიერ მოეწყო საინფორმაციო შეხვედრები მოსახლეობასთან, რათა მათი ჩართულობით პროექტი უფრო წარმატებით განხორციელდეს.დაიგეგმა ინფორმაციის გავრცელება სოციალური ქსელების საშუალებით-ივენთზე საზოგადოების მოწვევით. სადაც დაწვრილებით იქნება აღწერილი იდეის არსი და პროექტის განხორციელების ეტაპები. რაც შეეხება შესასრულებელ სამუშაოებს,მოხდება შეძენილი თუნუქის მასალის დაჭრა და დამუშავება სპეციალური დანადგარის (დაზგის) მეშვეობით.იგეგმება მოხალისეთა ჩართვა პროექტის მსვლელობისას. ასევე ახალგაზრდა მხატვრებში გამოცხადდება კონკურსი მისამართის აღმნიშვნელი აბრების წარწერის გაკეთებაზე. შერჩეული 5 მხატვარი მიიღებს სიმბოლურ წახალისებას და უშუალოდ ჩაერთვებიან აბრების შეღებვა-მოხატვაში. ხოლო აბრების დამონტაჟებისას ჩართულნი იქნებიან კონკრეტულად იმ ბინის მაცხოვრებლები, რომლის დამისამართებაც მოხდება. აღნიშნულ პროცესებში აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს დელეგატებიც.საჭიროების შემთხვევაში სპეციალური ტექნიკით დაგვეხმარებიან ა(ა)იპ "რუსთავსერვის ცენტრის" თანამშრომლები.

ვინ განკარგავს შესყიდულ ნივთებს ინიციატივის დასრულების შემდეგ?

შესყიდულ ნივთებს განკარგავს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო, რომელიც ასევე მონიტორინგს გაუწევს პროექტის განხორციელებას.

რამდენად თანაბრად ისარგებლებენ ქალები და კაცები შედეგად?

პროექტში თანაბრად ჩაერთვებიან ქალებიც და კაცებიც, ხოლო შედეგით ისარგებლებენ ყველა სოციალური ფენის წარმომადგენლები.

Recommendations

Reviewer 1

საჭიროა დიზაინის შეთანხმება არქიტექტურის სამსახურთან. მისათითებელია, რამდენი სახლის დამისამართიანება მოხდება და სასურველია, მოსახლეობის ჩართვა აბრების გაკვრისას.

Items Needed

Item აღწერა Vendor Info Total Purchased?
საჭირო ინვენტარი და მასალა

1. თუნუქის მასალა-100კვ.მ.-1000 ლარი
2..ბეტონის ლურსმანი (დუბელი)-4100ცალი 41კგ- 226ლარი
3. სამღებრო როლიკი- 2ცალი (პატარა კომპლექტი)-23 ლარი
4. სამღებრო ფუნჯი- ზომა <50*15>- 5ცალი- 12.5 ლარი
5. სამღებრო ფუნჯი-ზომა <30*15> - 5ცალი- 7.5 ლარი
6. ემალის საღებავი (თეთრი) -5ც 13კგ - 63 ლარი
7. ემალის საღებავი (ფერი) - 3ც 8კგ - 36ლარი
8. მასალის დამუშავება (სპეციალური დაზგით) - 2000 ლარი
9. შეღებვა + დაწერა (5 მოხალისე) -250 ლარი
10. ტრანსპორტირება - 12 ლარი

სამშენებლო მასალებისა და სამეურნეო ხელსაწყოების მაღაზია -"ბაუმარკეტი".

ქ.რუსთავი, ლეონიძის ქუჩა #12 მიმდებარე ტერიტორია.

Not available
3 630,00 ₾

Activity See All Activity

შესვლა first to add your own comment.

Comments

ნუკრი რამიშვილი 1. დიზაინის მიხედვით აბრების შეხებვა ( საერთო ფონი ლურჯი, წარწერა თეთრი ლურჯ ფონზე); 2) მისამართების დასახელების დაწერა შერჩეულ მხატვრებთან ერთად; 3) მოსახლეობის ინფორმირებულობა და მათი ჩართულობა; 4) მზა აბრების მონტაჟი.
Reply
ნუკრი რამიშვილი სამუშაო პროცესი მოიცავს:
Reply
ნუკრი რამიშვილი განვაახლეთ პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები. მასალები შევიძინეთ და ვიწყებთ სამუშაო პროცესებს.
Reply
ნუკრი რამიშვილი პროექტის "ბინების დამისამართება" დაგეგმილი აქტივობების ფარგლებში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრები აგრძელებენ საინფორმაციო შეხვედრებს მოქალაქეებთან და აღრიცხავენ ყველა დაუმისამართებელ საცხოვრებელ ბინას.
Reply
ნუკრი რამიშვილი მრჩეველთა საბჭოს წევრების სამუშაო შეხვედრები
Reply
Keti Khachidze მადლობა სიახლის გაზიარებისთვის! თვალს ვადევნებთ დიდი ინტერესით :)
Reply
ნუკრი რამიშვილი შედგა საბჭოს მორიგი სამუშაო შეხვედრა. მოხდა სამოქმედო გეგმის გაწერა და პასუხისმგებლობების გადანაწილება. დაიგეგმა უახლესი დღეების აქტივობები, გამოცხადდა კონკურსი ახალგაზრდა მხატვრების შესარჩევად https://www.facebook.com/RCAC.ONLINE/ აღნიშნულ ოფიციალურ გვერდზე, სადაც დაწვრილებითი ინფორმაციაა განთავსებული.
Reply
ნუკრი რამიშვილი პროექტის ფარგლებში, 29 იანვარს, გვქონდა შეხვედრა მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში ბ.-ნ გიორგი ტუხაშვილთან და ამირან ჯანჯღავასთან. მოხდა აბრების სტანდარტების შეთანხმება და დაგვევალა რამდენიმე ესკიზის მომზადება, რომელსაც შემდგომ ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურთან შევათანხმებთ საბოლოო ვერიისათვის. 31 ინავრიდან სამუშაო ჯგუფი იწყებს ესკიზებზე მუშაობას. ხოლო 1-ლი თებერვლიდან გამოცხადდება კონკურსი მხატვრების შესარჩევად.
Reply
Keti Khachidze წარმატებებს გისურვებთ!
Reply