,,ჩვენი არჩევანი - მწვანე სკოლა და ჯანსაღი ტრანსპორტი"

liako10@gmail.com
ქვემო ქართლი, რუსთავი,
231
Comments: 5

Goals

Problem statement:

ჩვენი სკოლა (ქ.რუსთავის მე-15 საჯარო სკოლა) განიცდის მწვანე ნარგავების ნაკლებობას, რაც გარეგნულად არ არის მოსაწონი და , რაც მთავარია, ეს იწვევს ჟანგბადის დეფიციტს. თუ ამას დავამატებთ ქალაქის ბუნებრივ-გეოგრაფიულ პირობებს და სკოლის გარშემო მრავალსართულიანი კორპუსების არსებობას, პრობლემა უფრო მძაფრდება. სკოლა მდებარეობს ცენტრალურ მაგისტრალთან ახლოს და ინტენსიური საავტომობილო მოძრაობის გამო მანქანების გამონაბოლქვი, რაც მაპროვოცირებელია ბავშვების ჯანმრთელობის გაუარესების, ემატება ზემოთ აღნიშნულ პრობლემებს.
პრობლემის აღმოსაფხვრელად საჭიროა სკოლის ეზოში აზდარგვა.
აღნიშნული პრობლემის გარდა, კიდევ ერთ პრობლემას გვინდა შევეხოთ. ეს არის საზოგადოებაში, მათ შორის მოსწავლეებში , ჯანმრთელობის კულტურის დაბალი დონე და ჯანსაღი გარემოს აუცილებლობისადმი არასწორი დამოკიდებულება. საზოგადოება ნაკლებად ინტერესდება, თუ რამდენად დიდ ზიანს აყენებს კომფორტული ავტომობილი ბუნებრვი გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობას მომავალში.
ამ პრობლემის მოგვარების ერთ-ერთ შესაძლებლობად მივიჩნევთ სკოლის ეზოში ველოსიპედების პარკირების მოწყობას, რაც პოპულარიზაციას გაუწევს მოსწავლეებში ველოსიპედის, როგორც ჯანსაღი ტრანსპორტის დანერგვას.

რას გააკეთებთ ამ ცვლილების მისაღწევად?

პირველი პრობლემის გადასაჭრელად სკოლის ეზოში დავრგათ 130 პავლონიის ხის ნერგს, რომელიც კარგად არის ადაპტირებული რუსთავის ნიადაგთან. ხის დასარგავად გაერთიანდება საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები. ნარგავები მოსავლელად გადანაწილდება კლასებზე , თითოეულ ნერგზე დამაგრდება ლამინირებული ბეიჯი წარწერით( დარგვის თარიღი და კლასი), რაც გაზრდის მოსწავლეთა ჩართულობას, ჯანსაღ კონკურენციასა და პასუხისმგებლობას.ნარგავების მცირე ნაწილს გადავცემთ მიმდებარე კორპუსის თემს ეზოების გასამწვანებლად .მოსახლეობის ჯანსაღი გარემოს აუცილებლობისადმი ცნობიერების ასამაღლებლად სკოლის ეზოში დავამონტაჟებთ ველოსიპედის პარგინგს,ალტერნატიული და ეკოლოგიური ტრანსპორტის შეთავაზებით მშობლებს (რომლებსაც შვილები ავტომანქანით მოჰყავთ სკოლაში)და მოსწავლეებს მივუთითებთ იმოძრაონ ჯანსაღად და უპირატესობა მიანიჭოს ველოსიპედს. აღნიშნული ღონისძიებების გატარებით მოსწავლეების, მშობლებისა და თემის ჩართულობით შევძლებთ ერთად შევცვალოთ გარემო პოზიტიურად.

ვინ განკარგავს შესყიდულ ნივთებს ინიციატივის დასრულების შემდეგ?

1. სკოლის სამეურვეო საბჭო; 2. მოსწავლეთა თვითმართველობა; 3. სამოქალაქო კლუბი:,,მე - აქტიური მოქალაქე";

რამდენად თანაბრად ისარგებლებენ ქალები და კაცები შედეგად?

პროექტით თანაბრად ისარგებლებენ ჩვენი სკოლის როგორც გოგონები, ასევე ვაჟები. ჯანმრთელობა, ჯანსაღი გარემო და სუფთა ჰაერი აუცილებელია ფიზიკური და გონებრივი განვითარებისთვის.

Items Needed

Item აღწერა Vendor Info Total Purchased?
პავლონიის ნერგი

პავლონიის ნერგი სიმაღლით 2 მეტრამდე 130 ერთეული (ცალი)

დავით კაპანაძე სოფელი ბორტა

სოფელი ბორტა

555 53 33 02
1 820,00 ₾
ველოსიპედის სადგომი

ველოსიპედის სადგომი / პარკირება დაახლოებით 10 ველოსიპედზე

იუზა ჩუბიძინე

რუსთავი

599 50 49 48
1 000,00 ₾

Activity See All Activity

შესვლა first to add your own comment.
Mancho Beradze commented 19 თებერვალი, 2019 11:31 a.m.

უკვე მზად არის ჩვენი ეზო პავლონიის ხეების დასარგავად.თუმცა რუსთავის გამწვანების სამსახურმა გვირჩია, რომ თებერვლის თვეში მოსალოდნელია ყინვა და ხეების დარგვა გადავიტანოთ მარტის თვეში.

Reply
Mancho Beradze commented 11 თებერვალი, 2019 12:57 p.m.

ვაწარმოეთ შეთანხმება პავლონიის ნერგების მომწოდებელთან და ველო სადგომის მოწყობის შემსრულებელთან.
ყოველივე ეს კი აქ განლაგდება.

Reply
Mancho Beradze commented 28 იანვარი, 2019 02:38 p.m.

შეხვედრაზე კოდევ ერთხელ მოხდა გამარჯვებული პროექტებისა და სამოქალაქო გეგმების ორეზენტაცია, მეგობარი პროექტების შერჩევა (ვითანამშრომლებთ პროექტის "მწვანე კედელი" აქტივობებში). განხორციელდა ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა.
ყველა პროექტი თავისებურად საინტერესოა,გათვალისწინებულია რუსთაველთა ინტერესები და პრიორიტეტები,პრობლემების კრეატიულად მოგვარება.
ვუსურვებთ ყველას წარმატებას პროექტების განხორციელების პროცესში.

Reply
Mancho Beradze commented 28 იანვარი, 2019 02:31 p.m.

27 იანვარს,რუსთავის სკაუტურ ცენტრში შედგა სამუშაო შეხვედრა ა/ო "ორბელიანი საქართველო " წარმომადგენლებსა და გამარჯვებული პროექტების "მოხალისეებს" შორის. ჩვენი სკოლა წარმოდგენილი იყო სამოქალაქო განათლების კლუბის <<მე- აქტიური მოქალაქე>> მეურვის ლია ღუღუნიშვილისა და მისი წევრებისგან:მ.ბერაძე; ე.გვალია; გ.ოქროაძე ; ჯ.ჩიტაძე და ა.ჩალაბაშვილი.

Reply