კინო რუსთავში

tornikekiria@gmail.com
ქვემო ქართლი, რუსთავი, კოსტავას გამზირი 39
1933
Comments: 6

Goals

Problem statement:

5 წელზე მეტია, რაც ქალაქ რუსთავში არ არსებობს კინოთეატრი. შესაბამისად, ადგილი, სადაც ახალგაზრდები შეძლებდნენ ფილმების ყურებას, დასვენებას, გართობას. წლების განმავლობაში, ქალაქში კინოთეატრის არარსებობა არაერთი საპროტესტო აქციის მიზეზი გამხდარა, თუმცა აქციებმა შედეგი ვერ გამოიღო. რუსთაველი ახალგაზრდები ფილმების საყურებლად და გასართობად დედაქალაქში დადიან, რაც დამატებით ფინანსებთანაა დაკავშირებული. პრობლემა კი პრობლემად რჩება.

რას გააკეთებთ ამ ცვლილების მისაღწევად?

უკვე ხუთი თვეა, რაც ქალაქ რუსთავში ფუნქციონირებს ბარი "თაობა", რომელიც უფრო მეტად სოციალური ბარია და რომელიც რუსთაველ ახალგაზრდებს სხვადასხვა შესაძლებლობებს აძლევს. გარდა იმისა, რომ ბარი კვირის განმავლობაში არაერთ ივენთს სთავაზობს რუსთაველებს (ელექტრონული მუსიკის ცოცხალი საღამოები, სხვადასხვა მუსიკალური საღამოები, თამაშები და ა.შ.) სივრცის გამოყენება ნებისმიერ ახალგაზრდას შეუძლია. ახალგაზრდების არაერთ ჯგუფს მიეცა შესაძლებლობა ბარის ტერიტორია საკუთარი მიზნებისთვის, სრულიად უფასოდ, გამოეყენებინა (რამდენიმე კვირის განმავლობაში ტარდებოდა იუმორისტული პროექტი STAND UP, არაერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოიყენა სივრცე ფოტოგამოფენებისთვის, სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებისთვის და ა.შ.). ზაფხულის განმავლობაში, "თაობა" საკუთარი ფინანსებით, აწყობდა კინოჩვენებებს, სადაც რუსთაველ ახალგაზრდებს სრულიად უფასოდ შეეძლოთ ფილმების ნახვა და მეგობრებთან ერთად სასიამოვნო საღამოს გატარება. თუმცა ზამთრის მოახლოებასთან ერთად, კინოჩვენებებმა დახურულ სივრცეში უნდა გადაინაცვლოს. მიუხედავად იმისა, რომ "თაობას" აქვს ასეთი სივრცე, ის კინოჩვენებებისთვის სათანადოდ აღჭურვილი არაა. იმ შემთხვევაში, თუ მოგვეცემა შესაძლებლობა, შევიძინოთ პროექტორი, პროექტორის ეკრანი და პუფები, "თაობა" უზრუნველყოფს, რომ ყოველ ოთხშაბათს, ნებისმიერი რუსთაველი ახალგაზრდა უფასოდ დაესწროს კინოჩვენებებს.

ვინ განკარგავს შესყიდულ ნივთებს ინიციატივის დასრულების შემდეგ?

ინიციატივა გრძელვადიანია, შესაბამისად, შესყიდული ნივთების გამოყენება წლის განმავლობაში იქნება შესაძლებელი, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, დონორ ორგანიზაციას შეუძლია, თავად განკარგოს შესყიდული ნივთები.

რამდენად თანაბრად ისარგებლებენ ქალები და კაცები შედეგად?

რასაკვირველია, ინიციატივას თანაბარი გავლენა ექნება როგორც მდედრობით, ისე მამრობით სქესზე. ნებისმიერი დაინტერესებული პირი შეძლებს, უფასოდ დაესწროს კინოჩვენებებს და გაატაროს სასიამოვნო საღამო მეგობრებთან ერთად, ყველანაირი დისკრიმინაციის გარეშე.

Recommendations

Reviewer 1

არ არის დეტალურად გაწერილი ის აღჭურვილობა, რომლის შესყიდვას აპირებს ჯგუფი.

Reviewer 3

იდეა კარგია, კარგა ჩანს თუ რა სახის ღონისძიებას აპირებთ და როგორი შედეგი შეიძლება მიიღოთ. ჩემი თხოვნა იქნება რომ დეტალურად გაწეროთ ბიუჯეტი, რომელი პროექტორის ყიდვას აპირებთ, რამდენი ცალი პუფის, ეკრანი რა ზომისა იქნება. ეს მონაცემები საჭიროა იმისთვის რომ საბოლოოდ შევაფასოთ პროექტი და დავრწმუნდეთ, რომ მასში აღწერილი საქმიანობები განხორციელდა

შეტყობინებები

Reviewer 1

იდეა კარგია, კარგა ჩანს თუ რა სახის ღონისძიებას აპირებთ და როგორი შედეგი შეიძლება მიიღოთ. ჩემი თხოვნა იქნება რომ დეტალურად გაწეროთ ბიუჯეტი, რომელი პროექტორის ყიდვას აპირებთ, რამდენი ცალი პუფის, ეკრანი რა ზომისა იქნება. ეს მონაცემები საჭიროა იმისთვის რომ საბოლოოდ შევაფასოთ პროექტი და დავრწმუნდეთ, რომ მასში აღწერილი საქმიანობები განხორციელდა

Items Needed

Item აღწერა Vendor Info Total Purchased?
ტექნიკის და ავეჯის მაღაზიები

პროექტის განხორციელებისთვის საჭიროა პროექტორის, პროექტორის ეკრანისა და რამდენიმე პუფის შეძენა.

ტექნიკის და ავეჯის მაღაზიები

-

-
3 500,00 ₾

Activity See All Activity

შესვლა first to add your own comment.

Comments

tornikekiria@gmail.com კინოჩვენებები "თაობაში" სისტემატურად იმართება. პირველი 4 ჩვენება ოთხშაბათს გაიმართა, თუმცა შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კინო კვირას გადაგვეტანა. ვინაიდან ზაფხულია, ვფიქრობთ, უფრო კომფორტული იქნება ფილმების ღია ცის ქვეშ გაშვება, ამიტომ ამ კვირაში სწორედ გარეთ ვაპირებთ კინოჩვენებას.
Reply
tornikekiria@gmail.com 13 მარტს პროექტის მეორე კინო ჩვენება გაიმართა. პირველი კვირის მსგავსად, ფილმი ორ სეანსად ვაჩვენეთ. ბავშვებისთვის ანიმაცია "წვრილფეხა", ზრდასრულებისთვის ახალი ფილმი "ვარსკვლავის დაბადება". 7 საათიან, ბავშვების სეანსს დაახლოებით 15 ბავშვი დაესწრო. მათი უმრავლესობა მშობელთან ერთად იყო. პირველმა კინოჩვენებამ დაგვანახა, რომ ბავშვების სეანსს გაცილებით მეტი ადამიანი დაესწრო, ვიდრე მოზრდილების ფილმს. შესაბამისად, მეორე კვირას შედარებით ახალი და სახელგანთქმული ფილმი "ვარსკვლავის დაბადება" ვაჩვენეთ. უნდა აღინიშნოს, რომ სასიამოვნოდ გაოცებულები დავრჩით, როცა სეანსზე ახალგაზრდებთან ერთად შუა ასაკის ქალბატონებიც მოვიდნენ.
Reply
tornikekiria@gmail.com პირველი კინოჩვენება გაიმართა 6 მარტს, ორ სეანსად. ბავშვებისთვის ქართულ ენაზე ვაჩვენეთ ფილმი "განძის პლანეტა", ზრდასრულებისთვის "ვენომი". ფილმს დაესწრო 20 ბავშვი მშობლებთან ერთად. დაახლოებით 10 ადამიანი ესწრებოდა მეორე სეანსს. საერთო ჯამში, კარგი გამოხმაურება გვქონდა. ახალი სეანსების შესახებ ინფორმაცია განთავსდება ჩვენს ფეისბუქ გვერდზე
Reply
tornikekiria@gmail.com რაც შეეხება ჩვენი პროექტის გეგმებს, მიმდინარეობს მოლაპარაკება TV4-თან, რომელიც გვეხმარება ლიცენზირებული ფილმების მოძიებაში. უახლოეს მომავალში დაანონსდება პირველი სეანსი, მანამდე კი გაკეთდება გვერდი, თაობისგან დამოუკიდებლად - Taoba Cinema. გვერდი მაქსიმალურად გავრცელდება სხვადასხვა საკომუნიკაციო არხების მეშვეობით და რაც შეიძლება მეტი რუსთაველი შეძლებს, მიიღოს ინფორმაცია დაგეგმილი კინოჩვენებების შესახებ.
Reply
tornikekiria@gmail.com პროექტორის ეკრანი წამოსაღებია ორბელიანის ფონდის ოფისიდან, პროექტორი მაღაზიიდან.
Reply
tornikekiria@gmail.com გამარჯობათ
Reply