კონტაქტური ბოსტანი

Mariam Kavtaradze
ქვემო ქართლი, რუსთავი, მაიაკოვსკის ქუჩა, #16 საჯარო სკოლა
2185
Comments: 11

Goals

Problem statement:

მოგეხსენებათ, რომ სკოლის პერიოდი საუკეთესო საშუალებაა მიხვდე რა არის შენი გატაცება და რა გინდა აკეთო ცხოვრებაში. მე და ჩემს მეგობრებს ყოველთვის გვინდოდა საგაკვეთილო პროცესი მხიარული, გასართობ-შემეცნებითი ხასიათის ყოფილიყო, რადგან ვფიქრობდით ეს უკანასკნელი დაგვეხმარებოდა უკეთ გაგვეაზრებინა რა გვინდოდა გვეკეთებინა მომავალში. ოცნებად ქცეული საკითხის რეალურად განხორციელების პერსპექტივის დანახვისთანავე გადავწყვიტეთ პროექტის სახე მიგვეცა იდეისათვის.
მთავარი პრობლემა შემდეგში მდგომარეობს: თანამედროვე განათლების სისტემა მოსწავლეებს ნამდვილად აძლევს ამომწურავ თეორიულ ცოდნას საბუნებისმეტყველო საგნებში, თუმცა მოსწავლეებს არ აქვთ საშუალება თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ და საკუთარი თავი ამ მხრივ წარმოაჩინონ (დარგონ მცენარეები, ისწავლონ მათი მოვლა და მიწასთან მუშაობა.
ასევე, აღსანიშნავია, რომ რუსთავში, როგორც "ბოსტანქალაქში", იშვიათად თუ შეხვდებით პროფესიონალ მებაღეს. შესაბამისად, ახალგაზრდების ინტერესიც აგრარული პროფესიებისადმი ნაკლებია. ქალაქში არ გვაქვს ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხანა, თუმცა ამ პრობლემის მოგვარება სახლის პირობებშიცაა შესაძლებელი “კომპოსტინგის ” მეთოდით, რითაც კონტაქტური ბოსტნის იდეა კიდევ ერთ პრობლემას მცირედით ამსუბუქებს.
პრობლემაა ისიც, რომ რუსთავში, როგორც თვითმმართველ ქალაქში, მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ჩართულობა სამოქალაქო აქტივობებში. ისინი არ არიან სათანადოდ ინფორმირებულნი, თუ რა შეიძლება, თუნდაც მცირედი სახით, გააკეთონ ქალაქის მომავლის სასიკეთოდ შეცვლისთვის. ჩვენი, როგორც ახალგაზრდების მთავარი მოტივაცია, სწორედ ამ პრობლემების გადაჭრაა.

რას გააკეთებთ ამ ცვლილების მისაღწევად?

იდეის გაჩენისთანავე, მთავარი მიზანი სწრაფი ქმედებაა შედეგის მისაღწევად. მე და ჩემმა მეგობრებმა, პროექტის განხორციელების პირველ ეტაპზე გამოვიყენეთ მეორადი ხისგან დამზადებული პალეტები და ქ. რუსთავის მე-16 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე კონსტრუქციულად შემოვღობეთ 56 კვ. მეტრი მიწა სასკოლო ბოსტნის გასაშენებლად. თუმცა, სახსრების უქონლობის გამო პროექტი გაჩერდა. იმისათვის, რომ თავდაპირველად დასახულ მიზანს მივაღწიოთ, ჩვენი მოხალისეთა ჯგუფი მზადაა ბოსტანს საბოლოო სახე შესძინოს და აქტიურ მუშაობაზე გადავიდეს. უფრო კონკრეტულად, ჩვენი მიზანია, შევქმნათ და გავალამაზოთ ჩვენს მიერ შემოღობილი სივრცე სკოლის ტერიტორიაზე, სადაც ბავშვები მოიყვანენ ერთწლიან კულტურებს, იმუშავებენ ჯგუფურად სხვადასხვა დავალებებზე, ისწავლიან საკუთარი ნაშრომის მოვლას და გაფრთხილებას. რაც მთავარია, ჩვენი უდიდესი სურვილია ბავშვებს სასწავლო პროცესი გავუფერადოთ და გავუხალისოთ. აღსანიშნავია, რომ ჩვენ - პროექტის ავტორი მოხალისეები კვირის განმავლობაში გამოვყოფთ რამდენიმე საათს, რომ ბავშვებს ჩავუტაროთ სხვადასხვა სახის შეხვედრები, ლექციები, მოვიწვიოთ მათთვის საინტერესო სტუმრები და “კონტაქტური ბოსტანი” სოციალურ სივრცედ ვაქციოთ. ჩვენ მზად ვართ მოზარდებთან ერთად განვავითაროთ და ნელ-ნელა გავამწვანოთ რუსთავის სკოლები. ჩვენი ინიციატივის განხორციელების შედეგად ისარგებლებენ სკოლის მოსწავლეები და მათ გარშემო არსებული სოციუმი.

ვინ განკარგავს შესყიდულ ნივთებს ინიციატივის დასრულების შემდეგ?

ინიციატივის დასრულების შემდეგ, შესყიდული ნივთების განკარგვაზე თავად სკოლის დირექტორი და სკოლის თვითმმართველობის წევრები იზრუნებენ, ჩვენც მუდმივად გვექნება მათთან კონტაქტი, რათა გავიგოთ როგორ გრძელდება და ვითარდება პროექტი.

რამდენად თანაბრად ისარგებლებენ ქალები და კაცები შედეგად?

ჩვენთვის გენდერული ბალანსი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ჩვენს ქვეყანაში იყო დრო, როდესაც კაცები ეწეოდნენ აგრარულ საქმიანობას, ხოლო ქალების ჩართულობა ამ საკითხებში აქტუალური არ იყო. კონტაქტური ბოსტნების გაჩენით, ჩვენ დავაწინაურებთ საკითხს, რომ სქესის მიხედვით პროფესიებისა და საქმიანობების დიფერენცირება არასწორია. მთავარია ადამიანს ჰქონდეს სურვილი და მოტივაცია, სამყაროში შეუძლებელი არაფერია!

Recommendations

Reviewer 3

ბიუჯეტის თანხა ერთიანად რატომ არ წერია? დავიტანჯე დაჯამემებით :)))

Items Needed

Item აღწერა Vendor Info Total Purchased?
ხრეში ფრაქცია

ბილიკის დასაგები ატრიბუტი

GreenStone

თბილისი, რ. აგლაძის 32

(032) 2 560 580
84,00 ₾
ჭურჭელი Prosperplast IKP80

ბილიკის დაგებისათვის მოსამზადებელი სამუშაოებისათვის საჭირო ჭურჭელი, 1 ცალი

ჰიპერმარკეტი დომინო

კახეთის გზატკეცილი, თვალჭრელიძის 2

(+995 32) 2 50 50 50
20,80 ₾
ნიჩაბი Centro-Instrument 0918-Ч 123 სმ

ბოსტნის მოვლისათვის საჭირო ინსტრუმენტი, ნიჩაბი, 2 ცალი

ჰიპერმარკეტი დომინო

კახეთის გზატკეცილი, თვალჭრელიძის 2

(+995 32) 2 50 50 50
36,00 ₾
ნაგვის კონტეინერი ბორბლებზე Keter

აუცილებელი ატრიბუტი იმისათვის, რომ არ დავაბინძუროთ გარემო

ჰიპერმარკეტი დომინო

კახეთის გზატკეცილი, თვალჭრელიძის 2

(+995 32) 2 50 50 50
119,00 ₾
სხვადასხვა სახის სასუქები

სასუქები საჭიროა ნაყოფიერი მოსავლიანობისათვის

"აგროსფერო"

კახეთის გზატკეცილი N 155

0190 თბილისი, საქართველო

+995 32 2473003
200,00 ₾
მცენარეთა თესლი და ჩითილები

ბოსტანში დასარგავი მცენარეები

"აგროსფერო"

კახეთის გზატკეცილი N 155

0190 თბილისი, საქართველო

+995 32 2473003
250,00 ₾
თოხი ტარით Centro-Instrument 1045-Ч

ინსტრუმენტი ბოსტნის მოვლისავის, 2 ცალი

ჰ/მ დომინო

კახეთის გზატკეცილი, თვალჭრელიძის 2

(+995 32) 2 50 50 50
28,00 ₾
ლატექსის ხელთათმანი Eurotechnique 5018 S-8 წითელი

ბოსტანში მუშაობისთვის აუცილებელი ატრიბუტი, 10 ცალი

ჰ/მ დომინო

კახეთის გზატკეცილი, თვალჭრელიძის 2

(+995 32) 2 50 50 50
25,50 ₾
საღებავი ექსტერიერის სილიკონით"Silicone Plus" 2.5ლტ

შავი, თეთრი, ნაცრისფერი, ყავისფერი, იისფერი ფერის საღებავები, ღობის გასაფორმებლად

"გორგია"

ქ.თბილისი, წერეთლის #140

+995 322 960 960
150,00 ₾
უნივერსალური სპრეი საღებავი Champion Universal Enamel RAL 9010 400 მლ

ღობის გასალამაზებლად საჭირო ატრიბუტი
თეთრი, წითელი, ყვითელი, ლურჯი, ოქროსფერი, ვერცხლისფერი, ნაცრისფერი

დომინო

კახეთის გზატკეცილი, თვალჭრელიძის 2

(+995 32) 2 50 50 50
56,00 ₾
წყლის პისტოლეტი BRADAS GL7204

სარწყავი საშუალება

დომინო

კახეთის გზატკეცილი, თვალჭრელიძის 2

(+995 32) 2 50 50 50
21,00 ₾
სასხურებელი BRADAS HD69102G

ხელით სარწყავი საშუალება, 2 ცალი

ჰ/მ დომინო

კახეთის გზატკეცილი, თვალჭრელიძის 2

(+995 32) 2 50 50 5
42,00 ₾
"კონტაქტური ბოსტნის" ბანერი, აბრა, მანიშნებელი და სტიკერები

ჩვენი პროექტის პოპულარიზაციისათვის აუცილებელი ატრიბუტები

შპს სარეკლამო კომპანია "Advance"

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #31 მიმდ. ტერიტორია

+995 558 45 57 63
452,00 ₾
მოზელილი ბეტონი

მოზელილი ბეტონი, რომელიც საჭიროა ბოსტანში ბილიკის დასასხმელად, ფასში შედის ტრანსპორტირებაც

ჰაიდელბერგცემენტ კავკასუსი

თბილისი, მარნეულის ქ. მიმდ. ტერიტ

+0322474747
285,00 ₾
საბაღე ბილიკის ფორმა

საბაღე ბილიკის ფორმები ინოვაციური მეთოდია მარტივად, ერთობლივად და სახალისოდ დავაგოთ ბილიკი ჩვენს ბოსტანში. ყველაზე დიდი პლიუსი ისაა, რომ ფორმის გამოყენება მრავალჯერ შეგვიძლია და თუკი ჩვენი პროექტი სამომავლოდ სხვა სკოლებშიც გაგრძელდება, ბილიკის დაგებისთვის ჩვენი გუნდი ამ ნივთს აუცილებლად გამოიყენებს.
ფორმა სამკუთხა ფრაგმენტით.

www.gundi.gol.ge

ონლაინ მაღაზია

+995 568 04 03 67
85,00 ₾
ხიშტა ნიჩაბი FINLAND 1464-Ч

ბოსტნის მოვლისათვის საჭირო ინსტრუმენტი, ნიჩაბი, 2 ცალი

ჰიპერმარკეტი დომინო

კახეთის გზატკეცილი, თვალჭრელიძის 2

(+995 32) 2 50 50 50
58,00 ₾
ნაკრები ინსტრუმენტების ბაღისთვის TopGarden 380112 4 ც

ბოსტნისა და მცენარეების მოვლისათვის საჭირო ინსტრუმენტების ნაკრები, 5 ცალი

ჰიპერმარკეტი დომინო

კახეთის გზატკეცილი, თვალჭრელიძის 2

(+995 32) 2 50 50 50
39,50 ₾
სეკატორი Finland 0235

მოსახერხებელი სეკატორი, ორკომპონენტიანი რეზინის სახელურით და სუფთა ჭრით ბოსტანში მცენარეების მოვლისათვის, 1 ცალი

ჰიპერმარკეტი დომინო

კახეთის გზატკეცილი, თვალჭრელიძის 2

(+995 32) 2 50 50 50
29,00 ₾
მიწა მცენარეებისათვის

ბოსტნეულის მოყვანას საუკეთესო მიწა სჭირდება, სწორედ ამიტომ საჭიროა მცენარეებისათვის განკუთვნილი მიწის შეძენა, 350 კგ (7 კგ - 5 ლარი)

"გრატოს სათბურები“

ორხევი, ლევან ჩანტლაძის ქუჩა (ყოფილი საბაჟოს ტერიტორია)

(+995) 577 40 33 40
250,00 ₾
შპატელი Hardy 0820-662204 22 სმ

ბეტონის დასხმის დროს, ბილიკის ზედაპირის მოსწორებისათვის საჭირო ხელსაწყო, 1 ცალი

ჰიპერმარკეტი დომინო

კახეთის გზატკეცილი, თვალჭრელიძის 2

(+995 32) 2 50 50 5
17,00 ₾
გამხსნელი ВИТ color 650 44415 10 ლ

ეს გამხსნელი გამოიყენება საღებავების გასაზავებლად. საჭიროა ღობის შესაღებად

ჰ/მ დომინო

კახეთის გზატკეცილი, თვალჭრელიძის 2

(+995 32) 2 50 50 50
60,00 ₾
პლასტმასის ქოთანი Prosperplast DCK2-R624 TERRA - TERRACOTTA 31.5 სმ

მოსწავლეები ზამთარში ამ ქოთნების დახმარებით გამოიყვანენ ჩითილებს, ხოლო გაზაფხულზე მიწაში გადარგავენ.
ამგვარი ქოთანი 3 ცალი (1ც-4.80ლ)

ჰ/მ დომინო

კახეთის გზატკეცილი, თვალჭრელიძის 2

(+995 32) 2 50 50 50
14,40 ₾
ფოცხი ტარით Centro-Instrument 1004-12Ч

ინსტრუმენტი ბოსტნის მოვლისავის, 1 ცალი

ჰ/მ დომინო

კახეთის გზატკეცილი, თვალჭრელიძის 2

(+995 32) 2 50 50 50
13,50 ₾
საღებავი ექსტერიერის "ECO SUN" 20კგ.

ბოსტნის ღობის შესაღები ატრიბუტი, მწვანე ფერის. მაღალი ხარისხის ფასადის დეკორატიული საღებავი აკრილის ბაზაზე. დაიტანება ადვილად, არის ეკოლოგიურად სუფთა. გააჩნია მაღალი წებვადობა და გამძლეობა ატმოსფერული ნალექის მიმართ

"გორგია"

ქ.თბილისი, წერეთლის #140

+995 322 960 960
101,00 ₾
პლასტმასის ქოთანი Prosperplast DCE11-R624 TERRA - TERRACOTTA 11 სმ

მოსწავლეები ზამთარში ამ ქოთნების დახმარებით გამოიყვანენ ჩითილებს, ხოლო გაზაფხულზე მიწაში გადარგავენ.
ამგვარი ქოთანი 10 ცალი (1ც-0.80ლ)

ჰ/მ დომინო

კახეთის გზატკეცილი, თვალჭრელიძის 2

(+995 32) 2 50 50 50
8,00 ₾
პოლიესტერის ხელთათმანი Eurotechnique S10 4500 - X

ბოსტანში მუშაობისთვის აუცილებელი ატრიბუტი, 5 ცალი

ჰ/მ დომინო

კახეთის გზატკეცილი, თვალჭრელიძის 2

(+995 32) 2 50 50 50
16,00 ₾
სპრეი მცენარეებისთვის Prosperplast SPRY ISO06-G800 მწვანე 0,6 ლ

მცენარეების შესაწამლად და თხევადი სასუქების მისასხურებლად საჭირო ატრიბუტი, 2 ცალი

ჰ/მ დომინო

კახეთის გზატკეცილი, თვალჭრელიძის 2

(+995 32) 2 50 50 50
8,40 ₾
სარწყავი შლანგი Claber 25m Aquaviva Hose- Claber 9051

მცენარეთა მოსაწრყავად საჭირო შლანი, 25 მეტრი

Wishlist.ge

ონლაინ მაღაზია

0322 05 13 31
45,00 ₾
საკანცელარიო ნივთები

ბავშვებთან პრეზენტაციების და ჯგუფური სამუშაოების ჩასატარებლად
მარკერები
ფერადი ფანქრები
უბრალო ფანქრები
კალმები
ფლიპ ჩარტები
თაბახის ფურცლები
ფერადი ფურცლები
მაკრატლები
სახაზავები

შპს "მარკერი"

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი, 8

555955355
150,00 ₾

Activity See All Activity

შესვლა first to add your own comment.

Comments

Ana Beridze კონტაქტურ ბოსტანში, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ყვავილების ნახვასაც შეძლებთ
Reply
Ana Beridze პირველობა მარყვს ხვდა წილად! დავკრიფეთ და დავაგემოვნეთ ცვენი ბოსტნის მარწყვი
Reply
Ana Beridze მოხალისეების შრომამ კონტაქტურ ბოსტანში შედეგი გამოიღო და თანაც როგორი ...
Reply
Ana devidze ბოსტანში უკვე ძალიან აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები. უკვე ყველა ჩითილი ჩამოვიტანეთ და ჩვენს პატარა მეგობრებთან ერთად დავრგეთ.ასევე დარგვასთან ერთად ვიზრუნეთ ბოსტნის დიზაინზე,დავაგეთ ბილიკები და გავიყვანეთ წვეთოვანი სარწყავი სისტემა.
Reply
Ana Beridze განვაახლეთ სამუშაოები ჩვენს პატარა ბოსტანში და დავრგეთ სხვადასხვა კულტურები,რაშიც ასევე აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას ახლა უკვე ჩვენი კლუბის ყველაზე პატარა წევრები
Reply
Ana Beridze ჩვენს პატარა მეგობრებთან ერთად გქვონდა კიდევ ერთი სახალისო და საინტერესო აქტივობა. მოსწავლეებს ვასწავლეთ თუ როგორ მზადდება ჩითილები და რა სჭირდებათ მათ იმისთისვს რომ გაიხარონ.მათთან ერთად დავამზადეთ კომბოსტოს,ბადრიჯნისა და ბოლოკის ჩითილები.
Reply
Ana Beridze ოთხშაბათს,10 აპრილს, ჩვენს პატარა მეგობრებთან ერთად გქვონდა კიდევ ერთი სახალისო და საინტერესო აქტივობა. მოსწავლეებს ვასწავლეთ თუ როგორ მზადდება ჩითილები და რა სჭირდებათ მათ იმისთისვს რომ გაიხარონ.მათთან ერთად დავამზადეთ კომბოსტოს,ბადრიჯნისა და ბოლოკის ჩითილები.
Reply
Ana devidze დღეს ჩამოვიტანეთ თბილისიდან უკვე გამზადებული ჩითილები. რამდენიმე მათგანი უკვე ჩავრგეთ მიწაში, ხვალიდან აქტიურად დაიწყება დათესვის პროცესი. ასევე გამოგვიჩნდნენ მხარდამჭერები.რამდენიმემ გვაჩუქა სხვასდასხვა კულტურის ნერგები.
Reply
Ana devidze 8 მარტს კონტაქტური ბოსტნის ავტორებმა შევღებეთ ღობე, კიდევ ერთხელ დავასუფთავეთ ტერიტორია. ახლა უკვე ვიწყებთ კულტურების დარგვას.
Reply
Mariam Kavtaradze ბოსტანში მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო. მივიღეთ და დავახარისხეთ შეძენილი მასალები, შევხვდით ბენეფიციარებს. მიწის დამუშავებაც დავიწყეთ და მოუთმენლად ველოდებით გაზაფხულის მოსვლას.
Reply
Mariam Kavtaradze ბოსტნის მოსაწყობად მასალების შერჩევის პროცესი თითქმის დასრულდა. შევარჩიეთ მცენარეები, დეკორაციები, საღებავები, ხელსაწყოები და სხვადასხვა აუცილებელი ატრიბუტები. მივიღეთ კონსულტაციები ბოსტნის დაგეგმარებასთან, მიწის დამუშავებასთან და მცენარეების დარგვასთან დაკავშირებით. სულ მალე რუსთავის #16 საჯარო სკოლაში ჩვენი ბოსტანი გამწვანდება!
Reply