მწვანე კედელი

sofiko nozadze
ქვემო ქართლი, რუსთავი, 21 მკრ. 22 სკოლის მიმდებარე ტერიტორია, ქუთაისის ქუჩა.
2332
Comments: 16

Goals

Problem statement:

კლიმატის გლობალური ცვლილება მნიშვნელოვან ეკოლოგიურ პრობლემად იქცა როგორც მთელი მსოფლიოსათვის, ისე საქართველოსთვის. ეს განსაკუთრებით ეხება საქართველოს სამხრეთ და სამხრეთ–აღმოსავლეთ ტერიტორიებს, სადაც რეალურად გამოიკვეთა ჰაერის ტემპერატურის მატების თანამდევი პროცესის – გაუდაბნოების განვითარების საშიშროება. ამ მოვლენას ხელი შეუწყო იმანაც, რომ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თითქმის არ არსებობს ქარსაცავი ზოლები, რაც უარყოფით გავლენას იწვევს ნიადაგზე, მათი ნაყოფიერი ფენის განადგურების თვალსაზრისით და უარყოფით გავლენას ახდენს როგორც სამეურნეო სავარგულებზე ასევე სავარგულების გარშემო არსებულ დასახლებულ პუნქტებზე, მიკროკლიმატის ცვლილებებზე .
ქარსაცავი ზოლების აღდგენა სასურველ შედეგს მოიტანს ჩვენს მიერ შერჩეულ დასახლებულ პუნქტში მოსახლეობისთვის ჯანსაღი ეკოლოგიური გარემოს შექმნის თვალსაზრისით.

რას გააკეთებთ ამ ცვლილების მისაღწევად?

ქალაქ რუსთავის შემოსასვლელში, კერძოდ ქუთაისის ქუჩაზე , 22 -ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია არის გამწვანების ზოლი, რომელი ეკუთვნის მუნიციპალიტეტს და არ არის გამწვანებული, აღნიშნული ადგილს აქვს კარგი სტრატეგიული მდებარეობა ქარსაცავი ზოლის გასაშენებლად. მთლიანი ტერიტორია არსი 433 მეტრი სიგრძის და 12 მეტრი სიგანის. სადაც შესაძლებელია ქარსაცავი ზოლისთვის ხეების 2 მწკრივად გაშენება( ჭადრაკულად) : პირველი მწკრივი - ძირითადი ქარსაცავი ზოლი დაირგვება ალვის ხეები. მეორე მწკრივი - დამხმარე ქარსაცავი ზოლი: დაირგვება საკმლის ხეები. აღსანიშნავია რომ ხეებს შორის მანძილი უნდა იყოს 2, 5 მ დან- 3 მეტრამდე, დაახლოვებით 290 ნერგი. პროექტის განხორციელების ეტაპები: 1. ტერიტორიის გაწმენდა ქვა–ღორღის, ბუჩქნარისა და დარჩენილი ძირკვებისაგან;(დაგვეხმარებიან სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და ადგილობრივი თვითმართველობის ა.ი()პ უზრუნველყოფის თანამშრომლები.) 2. ნიადაგის პირველადი დამუშავება ღრმა მოხვნითა და დაფარცხვით;(დაგვეხმარებიან ადგილობრივი თვითმართველობის ა.ი()პ უზრუნველყოფის თანამშრომლები) 3. სანერგე მასალის დასარგავად სარგავი ადგილების მონიშვნა; (დაგვეხმარებიან მოსახლეობა, საჯარო მოხელეები და მოხალისე სამხედრო მოსამსახურეები) 4. სარგავი მასალის დასარგავად ორმოების ამოღება;(დაგვეხმარებიან მოსახლეობა, საჯარო მოხელეები და მოხალისე სამხედრო მოსამსახურეები) 5. ნერგების დარგვა; (დაგვეხმარებიან საჯარო მოხელეები, სკოლის მოსწავლეები,პედაგოგები, სამხედრო მოსამსახურეები და ადგილობრივი მოსახლეობა) 6. მორწყვის უზრუნველყოფა.(დაევალებათ სკოლის მოსწავლეებს, მოქალაქეებს და ადგილობრივი თვითმართველობის ა.ი()პ უზრუნველყოფის თანამშრომლებს)

ვინ განკარგავს შესყიდულ ნივთებს ინიციატივის დასრულების შემდეგ?

პროექტის დასრულების შემდეგ დარგული ხეების მორწყვაზე პატრონაჟს აღებს 22-ე სკოლის მოსწავლეები(გრაფიკი შედგება მოსწავლეებთან შეთანხმებით) და პერიოდულად შემუშავდება გრაფიკი მოხალისეებისთვისაც. ასევე მერიის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლები იზრუნებენ ხეებზე. პროექტის ფარგლებში შეძენილი ინვენტარი გადაეცემა 22-ე სკოლას და ყველაზე აქტიურ მოხალისე რამდენიმე მოქალაქეს. აღნიშნული აქტივობა საშუალებას მოგვცემს ცნობიერება აუმაღლდეს მოქალაქეებსა და მოსწავლეებს კლიმატის ცვკლილელებებზე, ხეების დარგვის საჭიროებებზე, ამაში დაგვეხმარებიან ბიოლოგიის მასწავლებლებიც.

რამდენად თანაბრად ისარგებლებენ ქალები და კაცები შედეგად?

აღნიშნულ პროექტში მონაწილეობას მიიღებენ საჯარო მოხელეები, სკოლის მოსწავლეები,პედაგოგები, სამხედრო მოსამსახურეები და მოხალისე მოქალაქეები. აღნიშნულ პროექტში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქალები ასევე კაცები.

Recommendations

Reviewer 1

ონკანის წყლით ხეების მორწყვა არ შეიძლება. სკოლას ტექნიკური წყალი არ აქვს, ამიტომ პროექტის მდგრადობა საეჭვოა. თუმცა შესაძლებელია ამდენი ბარებისა, კირკისა და ძალაყინების ნაცვლად დიდი ავზების შეძენა და წვიმის წყლის დაგროვება ხეების მოსარწყავად.ამ სამუშაო იარაღის შეგროვება კი ოჯახებშია შესაძლებელი.

Items Needed

Item აღწერა Vendor Info Total Purchased?
ძალაყინი

გვჭირდება ორმოების ამოსაღებად და ნიადაგის მოსამზადებლად ნერგების დასარგავად.სულ გვჭირდება 7 ცალი, ერთის ფასი 25 ლარი.

ბაუ მარკეტი

რუსთავი, ლეონიძისN12

(32) 202 21 22
175,00 ₾
ალვის ხე

ალვის ხე საჭიროა ძირითადი ქარსაცავი ზოლის გასაკეთებლად. ალვის ხე - 145 (ერთი ერთეულის ფასი 15 ლ.)

სართიჭალის სანერგე მეურნეობა

გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი სარჭალა.

555 18 75 75
2 175,00 ₾
პრინტი

მაისურებზე და ნაჭრის ჩანტებზე გავაკეთებთ პრინტს. ერთი პრინტი 5 ლარი, სულ 100 ცალი

"სურათები ყველაფერზე"

რუსთავი, კოსტავას ქუჩა

555705335
500,00 ₾
ბარი

ბარი გვჭირდება 10 ცალი, ერთის ფასი არის 42,20. 10*42.20

ბაუ მარკეტი

რუსთავი ლეონიძის ქუჩა N12

(32) 202 21 22
422,00 ₾
სარწყავი მილი რეზინის

გვჭირდება ხეების მოსარწყავად, სულ 300 მეტრი. ერთი მეტრის ფასი 1.30 ლარი

ბაუ მარკეტი

რუსთავი, ლეონიძის N12

(32) 202 21 22
390,00 ₾
სარწყავი სისტემის თავები

ღნიშნული თავები მაგრდება რეზინის მილებზე და უზრუნველყოფს წყლის გადანაწილებას მოსარწყავ ობიექტზე, სულ საჭიროა 10 ცალი, ერთის ფასი 6 ლარი

ბაუ მარკეტი

რუსთავი, ლეონიძის N12

(32) 202 21 22
60,00 ₾
კირკა

აღნიშნული იარაღი საჭიროა ნიადაგის მოსამზადებლად ხეების დარგვისთვის. სულ გვჭირდებას 7 ცალი, ერთის ფასი 30 ლარი.

ბაუ მარკეტი

რუსთავი, ლეონიძის N12

(32) 202 21 22
210,00 ₾
საკმლის ხე

გამოიყენება დამხმარე ქარსაცავი ზოლისათვის. სულ საჭიროა 73 საკმლის ხე ერთის ფასი 10 ლარი.

სართიჭალის სანერგე მეურნეობა

გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი სართიჭალა.

551 18 75 75
730,00 ₾
ნაძვის ხე

გამოიყენება დამხმარე ქარსაცავი ზოლისათვის. სულ საჭიროა 73 საკმლის ხე ერთის ფასი 10 ლარი.

სართიჭალის სანერგე მეურნეობა

გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი სართიჭალა

557187575
730,00 ₾
მაისური

მაისურებზე გაკეთდება პრინტი ორბელიანის ფონდის ლოგოთი.ერთი მაისურის ფასი 7.95. სულ 50 ცალი

ისთ ფოინთი, კარფური

თბილისი, ალ.თვალჭრელიძის N82

(32) 177240
397,50 ₾
ნაჭრის ჩანთები

ნაჭრის ჩანთებზე გაკეთდება პრინტი ორბელიანის ფონდის ლოგოთი.ერთი ჩანთის ფასი 5ლ. სულ 50 ცალი

ისთ ფოინთი, კარფური

თბილისი, ალ. თვალჭრელიძის N82

(32) 177240
250,00 ₾
ტრანსპორტის ხარჯი

ხეების ჩამოსატანად საჭიროა სართიჭალაში ჩასვლა და ხეების ჩამოტანა. 100 ლ
მაისურებისთვის და ნაჭრის ჩანთებისთვის თბილისში ჩასასვლელად. 40 ლ

GULF

რუსთავი, ნიკო ლომოურის ქუჩა

0322 49 64 44
140,00 ₾

Activity See All Activity

შესვლა first to add your own comment.

Comments

sofiko nozadze პერმანენტულად მიმდინარეობს ხეების მორწყვა. აქტიურად არიან ცართულნი მიმდებარე ტერიტორიის მაცხოვრებლები.
Reply
sofiko nozadze 25 აპრილს ჩავატარეთ ხეების დარგვის აქციის მეორე დღე. მონაწილეობა მიიღეს სკოლის მოსწავლეებმა და სკოლის ადმინისტრაციამ.
Reply
sofiko nozadze 24 აპრილს ჩავატარეთ ხეების დარგვის მაშტაბური აქცია. სადაც მ,ონაწილეობა მიიღო ქალაქ რუსთავის მერიამ, საკრებულომ და ქვემო ქართლის რწმუნებულის ადმინისტრაციამ.
Reply
sofiko nozadze 27 მარტი. დავიწყეთ სარწყავი სისტემის მოწყობის სამუშაოები.
Reply
sofiko nozadze 27 მარტი. დავიწყეთ სარწყავი სისტემის მოწყობის სამუშაოები.
Reply
sofiko nozadze 26 მარტი. დავასუფთავეთ ჩვენი სამოქმედო ტერიტორია სკოლის მოოსწავლეებთან ერთად.
Reply
sofiko nozadze 24 მარტი დავიწყეთ ჩვენს სამოქმედო ტერიტორიაზე სამუშაოები.ჩართულები იყვნენ მოხალისეები სკოლიდან და მიმდებარე ტერიტორიიდან
Reply
sofiko nozadze 24 მარტი დავიწყეთ ჩვენს სამოქმედო ტერიტორიაზე სამუშაოები.ჩართულები იყვნენ მოხალისეები სკოლიდან და მიმდებარე ტერიტორიიდან.
Reply
sofiko nozadze 23 მარტი დავიწყეთ ნივთების შეძენა.
Reply
sofiko nozadze დღეს ხუთ თებერვალს გაიმართა სამუშაო შეხვედრა ა(ა) ი პ რუსთავსერვის ცენტრის ხელმძღვანელობასთან. დეტალურად გავაცანით პროექტი და გამოთქვეს მზაობა საჭიროების შემთხვევაში გაგვიწიონ დახმარება და კონსულტაცია, სამოქმედო ტერიტორიის გამწვანებასთან დაკავშირებით. ისინი მზად აერიან დაგვეხმარონ სასოფლო სამეურნეო ტექნიკით და სამუშაო იარაღებით.
Reply
sofiko nozadze დღეს 4 თებერვალს გაიმართა სამუშაო შეხვედრა 22 - ე სკოლაში. ჩატარდა ტერიტორიის აზომვითი სამუშაოები.გავესაუბრეთ სკოლის სამეურნეო სამსახურს, მოხდა ინფორმაციის გაცვლა/გაზიარება.მოხდა წვთოვანი სარწყავი სისტემის გეგმის დეტალური განხილვა.
Reply
sofiko nozadze დღეს 1 თებერვალს გაიმართა სამუშაო შეხვედრა რუსთავის მერიაში.შეხვედრაზე განვიხილეთ პროექტის სამოქმედო გეგმის მიხედვით განსახორციელებელ აქტივობები. რუსთავის მერიამ გამოთქვა მზაობა, მოგვაწოდოს ჩვენს სამოქმედო ტერიტორიაზე დაგეგმილი ინფრასტრუქტურუკლი პროექტის, ტროტუარის მოწყობის, გეგმა-პროექტი.
Reply
lela qitiashvili წარმატებებს გისურვებთ. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის მსგავსი იდეების განხორციელება.
Reply
nazimaglakelidze@gmail.com yochagt gogoebo💗 meti simwvane qalaqs 🌳🍀🍀
Reply
liana lominadze შესანიშნავი წამოწყებაა, წარმატებებს გისურვებთ!
Reply
liana lominadze შესანიშნავი წამოწყებაა, წარმატებებს გისურვებთ!
Reply