მეტი სივრცე თავისუფალი აზროვნებისთვის

lia maxarashvili
ქვემო ქართლი, რუსთავი, მესხიშვილის ქუჩა
2037
Comments: 6

Goals

Problem statement:

ქ.რუსთავში კულტურული სივრცეების ნაკლებობა იგრძნობა,ასეთივე დანაკლისს განიცდის სკოლაც,რამეთუ სასწავლო კერა არ ქმნის არაფორმალური განათლების მიღების საშუალებას. ჩვეულებრივ საგაკვეთილო პროცესი მიმდინარეობს კლასში,სკოლის შიგნით.კლასგარეშე სივრცეების შექმნა კი საკმაოდ დიდი პრობლემაა საჯარო სკოლებისათვის.პრობლემა მდგომარეობს იმაში,რომ სკოლას ეზოს სახით აქვს აუთვისებელი ტერიტორია,რომლის გამოყენებაც შესაძლებელი არაფორმალური განათლების მიღების პროცესში.ამის უზრუნველყოფისთვის ცხადია საჭიროა შესაბამისი ინფრასტრუქტურა,რომელიც მისცემს ბავშვებს საშუალებას არაფორმალური განათლების მიღებისას იყვნენ კომფორტულ სივრცეში.კონკრეტულად 21-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიას თუ განვიხილავთ ესაა მჭიდროდ დასახლებული უბანი,რომელსაც ერთი დიდი სათამაშო მოედანიც კი არ აქვს,რაც რა თქმა უნდა, სკოლის შემდგომ ან თუნდაც სასწავლო პროცესის განმავლობაში დამატებითი აქტივობების შეზღუდვის მთავარი განმაპირობებელილ ფაქტორია.1200-ზე მეტი ბავშვი , რომელიც 21-ე სკოლაშო სწავლობს გამოკეტილია სკოლის კედლებში და არ ეძლევათ საშუალება მათივე ინიციატივით,აგრეთვე მასწავლებელთა ძალისხმევით,რაიმე ღონისძიება განახორციელონ განსხვავებულ გარემოში.მეგობრული შეკრებები სკოლის ეზოში ლიტერატურის განსახილველად, workshop-ები ფერწერაზე,სალონური საუბრები,ე.წ კლასის საათები,თავისუფალი გაკვეთილები,ეს ის დეტალებია,რომელიც სკოლას უნდა ახასიათებდეს სასწავლო პროცესიდან დამოუკიდებლად,ამის უზრუნველყოფა და წახალისება კი სწორედ ამ სივრცის არ არსებობიდან გამომდინარე შეუძლებელია.ამ სივრცის შექმნით ახალგაზრდები მეტად დაინტერესდებიან სწავლების გახალისების პროცესით და დაინახავენ თავიანთ როლს მისი შექმნისას.ამ ქუჩის მოსახლეობას კი ექნება შესაძლებლობა ისარგებლონ იმ კულტურული სივრცით,რომელიც მათივე შვილების თუ საკუთარი თავის განვითარების პროცესში ერთ დიდ შესაძლებლობას წარმოადგენს.

რას გააკეთებთ ამ ცვლილების მისაღწევად?

პირველ რიგში,მთავარი მოქმედება არის სივრცის კეთლმოწყობა.ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება,რათა მიმზიდველი გავხადოთ არაფორმალური განათლება სკოლის მოსწავლეებისა და ამ უბნის მაცხოვრებელთათვის.სივრცის შექმნის შემდგომ უმნიშველოვანესი ფაქტორი იქნება მასწავლებელთა ინიციატივა ამ სივრცის ათვისების პროცესი, პირველ რიგში თავად სკოლის პერსონალი ჩაერთვება,რათა მეტად ხელმისაწვდომი გამოჩნდეს თავად ამ სივრცის ათვისება. მთავარი სამიზნე ჯგუფი კვლავ მოსწავლეები,მათი მშობლები,აკადემიური პერსონალი,ამ უბნის მოსახლეობა და სხვა დამატებითი ჯგუფებია,რომლებიც დაინტერესებულნი არიან არაფორმალური განათლებით. ამ სივრცის კეთილმოწყობისათვის გაერთიანდებიან სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები,მათი მშობლები და აკადემიური პერსონალი.თავდაპირველად მოეწყობა საინფორმაციო შეხვედრები ამ სივრცის გასაცნობად,როგორც მოსწავლებთან,აგრეთვე სხვა დაინტერესებულ პირებთან და უბნის მცხოვრებლებთან.რაც მთავარია განთავსდება ბანერი იმის შესახებ,რომ 21-ე საჯარო სკოლის ტერიტორიაზე არსებობს არაფორმალური განათლების ხელშესაწყობად სივრცე,რომლის ათვისებაც შეუძლიათ დაინტერესებულ ჯგუფებს.

ვინ განკარგავს შესყიდულ ნივთებს ინიციატივის დასრულების შემდეგ?

1.ს.ს.ი.პ 21-ე საჯარო სკოლის ადმინისტრაცია

რამდენად თანაბრად ისარგებლებენ ქალები და კაცები შედეგად?

არაფორმალური განათლება საჭიროა,როგორ ქალბატონებისთვის ,ასევე მამაკაცებისთის და სწორედ ამიტომ სკოლის ყველა მოსწავლეს,მათ მშობლებს,აკადემიურ პერსონალს თუ სხვა დაინტერესებულ ჯგუფებს ექნებათ ამ სივრცით სარგებლობის შესაძლებლობა.

Recommendations

Reviewer 6

ბზა და ნაძვი კონტეინერში ვერ ხარობს კარგად, ამიტომ უფრო გამძლე მცენარეებს გირჩევთ.

Items Needed

Item აღწერა Vendor Info Total Purchased?
გამწვანება

10 გრძელი ქოთანი სივრცის შემოსასაზღვრად
დეკორატიული ყვავილები
10 ბზისა და ნაძვის ნერგები
მცენარეების მოსავლელად მასალები და საჭირო ინვენტარი

სტამბულის ბაზარი

მე-12 მიკრორაიონი

577617147
1 800,00 ₾
წყლის დასალევი შადრევანი

ერთი ორდონიანი წყლის დასალევი შადრევანი

სტამბულის ბაზარი

მე-12 მიკრორაიონი

577617147
350,00 ₾
მაგიდა

რკინის მაგიდა მასწავლებლისთვის ან ტრენერისთვის

სტამბულის ბაზარი

მე-12 მიკრორაიონი

577617147
500,00 ₾
სკამები

10 ოთხადგილიანი სკამი

სტამბულის ბაზარი

მე-12 მიკრორაიონი

577617147
2 000,00 ₾

Activity See All Activity

შესვლა first to add your own comment.

Comments

Nino Giorgadze თბილი ამინდების დადგომასთან ერთად დაიწყება ფანჩატურის გამოყენებაც
Reply
Nino Giorgadze დაირგო ნერგები
Reply
Nino Giorgadze მოსწავლეებმა თავად შეარჩიეს ფერები
Reply
Nino Giorgadze ფანჩატურის შეღებვის პროცესი
Reply
Nino Giorgadze დამთავრდა ფანჩატურის დამოტაჟება სკოლის ეზოში. ახალგაზრდებმა შეღებეს და გაალამაზეს კონსტრუქცია. სკოლა აქტიურად იყო ჩართული მის გალამაზებში. მოსწავლეები მოუთმენლად ელიან სივრცის გამოყენებას სკოლის გარე აქტივობებისთბის. მასწავლებლებმა უკვე დაგეგმეს გაკვეთილების ჩატარების გრაფიკი გარე სივრცეში.
Reply
Nino Giorgadze მოგესალმებით ქალაქ რუსთავის N 21 საჯარო სკოლის ისტორიის და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ლია მახარაშვილი.ჩვენ წარმოვადგენთ პროექტს "მეტი სივრცე თავისუფალი აზროვნებისთვის" რაც ითვალისწინებს სკოლის ეზოში ღია სივრცის მოწყობას არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით. პირველ რიგში დიდ მადლობას მოგახსენებთ იდეის განხორციელების საშუალებას ,რომ გვაძლევთ. მოგახსენებთ ჩვენი პროექტის მიმდინარეობის შესახებ. გავიარეთ კონსულტაციები დიზაინერთან შევაჯერეთ დიზაინი. ამჯერად ძიების პროცესში ვართ, რომ ჩვენთვის სასურველ თანხაში ჩავეტიოთ. რაც მინდა გითხრათ რთული პროცესი ყოფილა, დღევანდელი საბაზრო ფასებიდან გამომდინარე.
Reply