მოხეტიალე კინოთეატრი

Levan Kurtanidze
ქვემო ქართლი, რუსთავი, რუსთაველის 22-2
2701
Comments: 16

Goals

Problem statement:

პირველი პროექტის განხორციელების იდეა გაგვიჩნდა 2013 წელს ქ.რუსთავში გასართობი ადგილების სიმცირის გამო, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემიდან - ქალაქში არსებული უფუნქციო კინოთეატრიდან გამომდინარე. რუსთაველ ახალგაზრდებს არ გვქონდა საშუალება თავისუფალი დრო სასიამოვნოდ გაგვეტარებინა მეგობრების გარემოცვაში, შესაბამისად გვიწევდა დედაქალაქში ფილმის საყურებლად ჩასვლა.

რუსთავის მსგავსად, სხვა ქალაქებსა და სოფლებში, განსაკუთრებით კი მაღალმთიან რეგიონებში, ახალგაზრდებს არ აქვთ შესაძლებლობა ნახონ ფილმები დიდ ეკრანზე. კინოთეატრის გარდა, ისინიც განიცდიან გასართობი ადგილების არ ქონას. შესაბამისად, მეხუთე წელია ჩვენმა გუნდმა დაიწყო მოხალისეობრივად ქალაქებში "ხეტიალი" და მინი კინოჩვენებების ჩატარება მცირე დაფინანსებების ხარჯზე.

პროექტის მასშტაბების გაზრდის შემდგომ, წარმოიშვა რესურსების სიმცირის პრობლემა, კერძოდ კი კინოჩვენებისთვის საჭირო საკუთარი ტექნიკის არ ქონა, რომელიც დამატების ხარჯებთან იყო დაკავშირებული. იმ შემთხვევაში, თუ პროექტი შეიძენს ტექნიკას, ქ. რუსთავში ჩატარდება სხვადასხვა ფორმატის, სიხშირის და მასშტაბის აქტივობები.

რუსთავში ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა კომუნიკაციის ნაკლებობაა, ამიტომ ჩვენი საღამოები პირდაპირ კავშირშია და მის მთავარ მიზანს წამოადგენს სხვადასხვა ტიპის საზოგადოების ინტეგრირება. ასევე, შეიქმნება სივრცე, სადაც ახალგაზრდებს შეეძლებათ მოხალისეობრივად მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა აქტივობის დაგეგმვაში, შესაბამისად ჩვენი საინიციატივო ჯგუფი გაუზიარებს მათ გამოცდილებას.

რას გააკეთებთ ამ ცვლილების მისაღწევად?

მოხეტიალე კინოთეატრი არის ადგილი, სადაც ნებისმიერ სტუმარს შეუძლია მოაწყოს პიკნიკი, მოუსმინოს გემოვნებიან მუსიკას, უყუროს ფილმს, სასიამოვნოდ გაატაროს საღამო მეგობრებთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად, არაჩვეულებრივ ბუნებაში, სუფთა ჰაერზე. პროექტის ფარგლებში ასევე მოეწყობა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა - გაყიდვა (Flea Market), სადაც რუსთაველ ახალგაზრებს შესაძლებლობა ექნებათ თავიანთი ნამუშევრები წარმოადგინონ. Flea Market ხელს შეუწყობს რუსთაველ დამწყებ სტარტაპერების ბიზნეს. მოხეტიალე კინოთეატრის ფარგლებში, ვგეგმავთ მოყვარული რეჟისორებისთვის მოკლემეტრაჟიანი თემატური ფილმების კონკურსის ჩატარებას და გამარჯვებული ფილმების საჯარო კინოჩვენებას.

ვინ განკარგავს შესყიდულ ნივთებს ინიციატივის დასრულების შემდეგ?

პროექტი არის ხანგრძლივი და დამოკიდებულია ახალგაზრების ჩართულობაზე, შესაბამისად პროექტის სასიცოცხლო ციკლი არის უვადო. საგრანტო კონკურსის ფარგლებში შეძენილილი არსებულ ნივთებს განკარგავს საინიციატივო ჯგუფზე პასუხისმგებელი პირი. ასევე, ჩვენი გუნდი დაეხმარება რუსთავში მოქმედ სხვადასხვა საინიციატივო ჯგუფებს პროექტის მიმდინარეობისას თავისი არსებული რესურსებით.

რამდენად თანაბრად ისარგებლებენ ქალები და კაცები შედეგად?

პროექტი გათვლილია განურჩევლად ყველა ასაკისა და სქესის ადამიანისთვის.

Items Needed

Item აღწერა Vendor Info Total Purchased?
ნეთბუქი

ფილმის გასაშვებად

eBay

www.ebay.com

+18665403229
550,00 ₾
აუდიო სისტემა

2 დინამიკი
მიქშერი

eBay

www.ebay.com

+18665403229
3 400,00 ₾
პროექტორი

ეკრანზე ფილმის გასაშვებად

eBay

www.eBay.com

+18665403229
550,00 ₾
ეკრანი

პროექტორის ეკრანი

eBay

www.ebay.com

+18665403229
300,00 ₾

Activity See All Activity

შესვლა first to add your own comment.

Comments

Levan Kurtanidze 🚩 21 ივლისს, რუსთავის პარკში მორიგი კინოჩვენება გაიმართა. ღია ცის ქვეში სპეციალურად მოწყობილ სივრცეში, ეკრანზე ნაჩვენი იყო 2019 წლის კომედიური ჟანრის ანიმაციური ფილმი "დედოფლის კორგი".
Reply
Levan Kurtanidze 🚩 პროექტის მომდევნო აქტივობები აუცილებლად ჩატარდება რუსთავის სხვადასხვა უბნებსა და ეზოებში, რადგან გვინდა მაქსიმალურად ყველასთან ახლოს მივიდეს "მოხეტიალე კინოთეატრი.
Reply
Levan Kurtanidze 🚩 მიუხედავად უამინდობისა, 25 მაისს მაინც გაიმართა პირველი კინოჩვენება, რითაც გავხსენით ახალი სეზონი. როგორც დაგეგმილი იყო, ღონისძიების ფარგლებში მონაწილეობას იღებდნენ რუსთაველი ახალგაზრდა სტარტაპერები და „ორბელიანი საქართველოს“ პროექტის ფარგლებში დაფინანსებული სოციალური კაფე 42. ახალგაზრდების მაღალი დაინტერესების გამო, ვცილობდით ფესტივალის მსვლელობა ყოფილიყო გეგმის მიხედვით, თუმცა, ამინდის მოულოდნელმა ცვლილებამ ნაადრევად დაგვასრულებინა ღონისძიება და მცირედით დაგვიზიანა აპარატურა.
Reply
Levan Kurtanidze 🚩 ჩვენს მიერ გამოცხადებულ მოხალისეების მიღებაზე, ძალიან ბევრი მსურველი გამოჩნდა, მათ შორის სხვადასხვა ქალაქებიდან. მიუხედავად დიდი დაინტერესებისა, გუნდმა შეარჩია 20-მდე მოხალისე, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული პროექტის მოსამზადებელ სამუშაოებში.
Reply
Levan Kurtanidze 🚩 ჩვენი ფესტივალის მეგობარი Hippie • ჰიპის ნამუშევრების შეძენა შეეძლოთ რუსთავის პარკში მოსულ ახალგაზრდებს🌻 Hippie Bus არის მოხატული ავტობუსი-მაღაზია, რომლითაც შემქმნელები მოგზაურობენ საქარველოს გარშემო და საკუთარი ხელით დამზადებულ სამკაულებს, ხელით მოხატულ ჩანთებს, ბლოკნოტებს და სხვადასხვა დეკორაციებს ყიდიან. 🌻💙 აქსესუარების დამზადებისას იყენებენ ნამდვილ მცენარეებს, მინერალებს და ქვებს. ☀️🌸 მათ ვინც, "მოხეტიალე კინოთეატრის" ფარგლებში, რუსთავის პარკში ჰიპის ავტობუსთან გადაიღეს ფოტო და ატვირთეს სოციალურ ქსელში, მონაწილეობა მიიღეს გათამაშებაში 💕❤️🌻💫🌸
Reply
Levan Kurtanidze 25 მაისს რუსთავის პარკში ტრადიციული მხიარულება იგეგმება. მოხეტიალე კინოთეატრი, რომელიც უკვე 6 წელია, ფუნქციონირებს, ამ დღესაც გამართავს ღია ცის ქვეშ კინოჩვენებებს, შექმნის საპიკნიკე გარემოს და, რაც მთავარია, უმასპინძლებს Flea Market-ს, რომლის ფარგლებშიც მონაწილე ახალგაზრდა სტარტაპერებს შეეძლებათ, საზოგადოებას თავიანთი ხელნაკეთი ნივთები შესთავაზონ. “მოხეტიალე კინოთეატრის” საღამოები დატვირთულია სხვადასხვა გასართობი აქტივობით და გათვლილია ყველა თაობის ადამიანზე. აქ შექმნილია ყველა პირობა საჯარო სივრცის პოზიტიურად გაზიარებისთვის. ჩვენი პარტნიორი Marketer.ge-ს სტატიას შეგიძლიათ გაეცნოთ მითითებულ ბმულზე: https://www.marketer.ge/moxetiale-kinoteatri
Reply
Levan Kurtanidze მოხეტიალე კინოთეატრი გადავიდა აქტიურ PR კამპანიაზე. პროექტის ფარგლებში ჩვენი საინფორმაციო მხარდამჭერი Info Rustavi გახდა! პროექტის შესახებ განთავსებული ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ მითითებულ ბმულზე: https://inforustavi.ge/?m=31&news_id=10140
Reply
Levan Kurtanidze ფესტივალის კიდევ უფრო გასაფერადებლად, მოხეტიალე კინოთეატრი სოციალურ კაფე 42-თან დამეგობრდა.
Reply
Levan Kurtanidze თითქმის დასრულებულია პროექტის განსახორციელებელი სავარაუდო ადგილების შერჩევა და კალენდრის აწყობა.
Reply
Levan Kurtanidze პროექტის ფარგლებში გამართულ Flea Market-ში ჩართვის სურვილი 30-მდე ახალგაზრდამ გამოხატა, რომელებიც ფესტივალზე წარმოადგენენ თავიანთ ხელნაკეთ ნივთებსა და სტარტაპ ბიზნესებს.
Reply
Levan Kurtanidze მოხალისეები "მოხეტიალე კინოთეატრის" განუყოფელი ნაწილი არიან, ამიტომ წელსაც განვაგრძობთ ჩვენს ოჯახში ახალი წევრების მიღებას. მოხალისედ ჩართვა შეუძლია ნებისმიერ რუსთაველ ახალგაზრდას განურჩევლად ასაკისა. 💛
Reply
Levan Kurtanidze მოხალისეები "მოხეტიალე კინოთეატრის" განუყოფელი ნაწილი არიან, ამიტომ წელსაც განვაგრძობთ ჩვენს ოჯახში ახალი წევრების მიღებას 💛
Reply
Levan Kurtanidze ამ ეტაპზე დავასრულეთ ძირითადი აპარატურის შეძენა.
Reply
Levan Kurtanidze სამოქმედო გეგმის მიხედვით დავიწყეთ Flea Market-ში მონაწილეობის მსურველთა შერჩევა. პარალელურად მიმდინარეობს "რუსთავის კორპუსთან" თანამშრომლობა და სავარაუდო ადგილების შერჩევა.
Reply
Levan Kurtanidze მოხეტიალე კინოთეატრის საორგანიზაციო ჯგუფის წევრებმა განვიხილეთ პროექტის სამოქმედო გეგმა და გადავინაწილეთ მოვალეობები. ამ ეტაპზე დასრულებულია აპარატურისა და სხვა აღჭურვილობის შესაძენად ყველა საჭირო პროცედურის გავლა. უახლოეს დღეებში შევიძენთ ჩვენს მიერ შერჩეულ ტექნიკას და გადავალთ სამოქმედო გეგმის შემდეგ ეტაპზე.
Reply
Levan Kurtanidze .
Reply