მოხეტიალე კინოთეატრი - All Activity

მოხეტიალე კინოთეატრი Location: ქვემო ქართლი, რუსთავი, რუსთაველის 22-2
Levan Kurtanidze commented

🚩 21 ივლისს, რუსთავის პარკში მორიგი კინოჩვენება გაიმართა. ღია ცის ქვეში სპეციალურად მოწყობილ სივრცეში, ეკრანზე ნაჩვენი იყო 2019 წლის კომედიური ჟანრის ანიმაციური ფილმი "დედოფლის კორგი".

მოხეტიალე კინოთეატრი Location: ქვემო ქართლი, რუსთავი, რუსთაველის 22-2
Levan Kurtanidze commented

🚩 პროექტის მომდევნო აქტივობები აუცილებლად ჩატარდება რუსთავის სხვადასხვა უბნებსა და ეზოებში, რადგან გვინდა მაქსიმალურად ყველასთან ახლოს მივიდეს "მოხეტიალე კინოთეატრი.

მოხეტიალე კინოთეატრი Location: ქვემო ქართლი, რუსთავი, რუსთაველის 22-2
Levan Kurtanidze commented

🚩 მიუხედავად უამინდობისა, 25 მაისს მაინც გაიმართა პირველი კინოჩვენება, რითაც გავხსენით ახალი სეზონი. როგორც დაგეგმილი იყო, ღონისძიების ფარგლებში მონაწილეობას იღებდნენ რუსთაველი ახალგაზრდა სტარტაპერები და „ორბელიანი საქართველოს“ პროექტის ფარგლებში დაფინანსებული სოციალური კაფე 42. ახალგაზრდების მაღალი დაინტერესების გამო, ვცილობდით ფესტივალის მსვლელობა ყოფილიყო გეგმის მიხედვით, თუმცა, ამინდის მოულოდნელმა ცვლილებამ ნაადრევად დაგვასრულებინა ღონისძიება და მცირედით დაგვიზიანა აპარატურა.

მოხეტიალე კინოთეატრი Location: ქვემო ქართლი, რუსთავი, რუსთაველის 22-2
Levan Kurtanidze commented

🚩 ჩვენს მიერ გამოცხადებულ მოხალისეების მიღებაზე, ძალიან ბევრი მსურველი გამოჩნდა, მათ შორის სხვადასხვა ქალაქებიდან. მიუხედავად დიდი დაინტერესებისა, გუნდმა შეარჩია 20-მდე მოხალისე, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული პროექტის მოსამზადებელ სამუშაოებში.

მოხეტიალე კინოთეატრი Location: ქვემო ქართლი, რუსთავი, რუსთაველის 22-2
Levan Kurtanidze commented

🚩 ჩვენი ფესტივალის მეგობარი Hippie • ჰიპის ნამუშევრების შეძენა შეეძლოთ რუსთავის პარკში მოსულ ახალგაზრდებს🌻

Hippie Bus არის მოხატული ავტობუსი-მაღაზია, რომლითაც შემქმნელები მოგზაურობენ საქარველოს გარშემო და საკუთარი ხელით დამზადებულ სამკაულებს, ხელით მოხატულ ჩანთებს, ბლოკნოტებს და სხვადასხვა დეკორაციებს ყიდიან. 🌻💙 აქსესუარების დამზადებისას იყენებენ ნამდვილ მცენარეებს, მინერალებს და ქვებს. ☀️🌸

მათ ვინც, "მოხეტიალე კინოთეატრის" ფარგლებში, რუსთავის პარკში ჰიპის ავტობუსთან გადაიღეს ფოტო და ატვირთეს სოციალურ ქსელში, მონაწილეობა მიიღეს გათამაშებაში 💕❤️🌻💫🌸

მოხეტიალე კინოთეატრი Location: ქვემო ქართლი, რუსთავი, რუსთაველის 22-2
Levan Kurtanidze commented

25 მაისს რუსთავის პარკში ტრადიციული მხიარულება იგეგმება. მოხეტიალე კინოთეატრი, რომელიც უკვე 6 წელია, ფუნქციონირებს, ამ დღესაც გამართავს ღია ცის ქვეშ კინოჩვენებებს, შექმნის საპიკნიკე გარემოს და, რაც მთავარია, უმასპინძლებს Flea Market-ს, რომლის ფარგლებშიც მონაწილე ახალგაზრდა სტარტაპერებს შეეძლებათ, საზოგადოებას თავიანთი ხელნაკეთი ნივთები შესთავაზონ. “მოხეტიალე კინოთეატრის” საღამოები დატვირთულია სხვადასხვა გასართობი აქტივობით და გათვლილია ყველა თაობის ადამიანზე. აქ შექმნილია ყველა პირობა საჯარო სივრცის პოზიტიურად გაზიარებისთვის. ჩვენი პარტნიორი Marketer.ge-ს სტატიას შეგიძლიათ გაეცნოთ მითითებულ ბმულზე: https://www.marketer.ge/moxetiale-kinoteatri

მოხეტიალე კინოთეატრი Location: ქვემო ქართლი, რუსთავი, რუსთაველის 22-2
Levan Kurtanidze commented

მოხეტიალე კინოთეატრი გადავიდა აქტიურ PR კამპანიაზე. პროექტის ფარგლებში ჩვენი საინფორმაციო მხარდამჭერი Info Rustavi გახდა! პროექტის შესახებ განთავსებული ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ მითითებულ ბმულზე: https://inforustavi.ge/?m=31&news_id=10140

მოხეტიალე კინოთეატრი Location: ქვემო ქართლი, რუსთავი, რუსთაველის 22-2
Levan Kurtanidze commented

ფესტივალის კიდევ უფრო გასაფერადებლად, მოხეტიალე კინოთეატრი სოციალურ კაფე 42-თან დამეგობრდა.

მოხეტიალე კინოთეატრი Location: ქვემო ქართლი, რუსთავი, რუსთაველის 22-2
Levan Kurtanidze commented

თითქმის დასრულებულია პროექტის განსახორციელებელი სავარაუდო ადგილების შერჩევა და კალენდრის აწყობა.

მოხეტიალე კინოთეატრი Location: ქვემო ქართლი, რუსთავი, რუსთაველის 22-2
Levan Kurtanidze commented

პროექტის ფარგლებში გამართულ Flea Market-ში ჩართვის სურვილი 30-მდე ახალგაზრდამ გამოხატა, რომელებიც ფესტივალზე წარმოადგენენ თავიანთ ხელნაკეთ ნივთებსა და სტარტაპ ბიზნესებს.

მოხეტიალე კინოთეატრი Location: ქვემო ქართლი, რუსთავი, რუსთაველის 22-2
Levan Kurtanidze commented

მოხალისეები "მოხეტიალე კინოთეატრის" განუყოფელი ნაწილი არიან, ამიტომ წელსაც განვაგრძობთ ჩვენს ოჯახში ახალი წევრების მიღებას. მოხალისედ ჩართვა შეუძლია ნებისმიერ რუსთაველ ახალგაზრდას განურჩევლად ასაკისა. 💛

მოხეტიალე კინოთეატრი Location: ქვემო ქართლი, რუსთავი, რუსთაველის 22-2
Levan Kurtanidze commented

მოხალისეები "მოხეტიალე კინოთეატრის" განუყოფელი ნაწილი არიან, ამიტომ წელსაც განვაგრძობთ ჩვენს ოჯახში ახალი წევრების მიღებას 💛

მოხეტიალე კინოთეატრი Location: ქვემო ქართლი, რუსთავი, რუსთაველის 22-2
Levan Kurtanidze commented

ამ ეტაპზე დავასრულეთ ძირითადი აპარატურის შეძენა.

მოხეტიალე კინოთეატრი Location: ქვემო ქართლი, რუსთავი, რუსთაველის 22-2
Levan Kurtanidze commented

სამოქმედო გეგმის მიხედვით დავიწყეთ Flea Market-ში მონაწილეობის მსურველთა შერჩევა.
პარალელურად მიმდინარეობს "რუსთავის კორპუსთან" თანამშრომლობა და სავარაუდო ადგილების შერჩევა.

მოხეტიალე კინოთეატრი Location: ქვემო ქართლი, რუსთავი, რუსთაველის 22-2
Levan Kurtanidze commented

მოხეტიალე კინოთეატრის საორგანიზაციო ჯგუფის წევრებმა განვიხილეთ პროექტის სამოქმედო გეგმა და გადავინაწილეთ მოვალეობები. ამ ეტაპზე დასრულებულია აპარატურისა და სხვა აღჭურვილობის შესაძენად ყველა საჭირო პროცედურის გავლა. უახლოეს დღეებში შევიძენთ ჩვენს მიერ შერჩეულ ტექნიკას და გადავალთ სამოქმედო გეგმის შემდეგ ეტაპზე.