მზიანეთის ეზოს კეთილმოწყობა

Ucha Varamashvili
ქვემო ქართლი, რუსთავი, ცურტაველის ქუჩა N 2ა
2047
Comments: 20

Goals

Problem statement:

პროექტის განმახორციელებელი საინიციატივო ჯგუფი:
პროექტის განხორციელების პასუხისმგებლობას იღებს მოხალისე ახალგაზრდ მშობელთა ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებული 29 წლამდე ახალაგზრდებით (სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკით განსაზღვრული ზღვრული ასაკი)

არსებული სიტუაციის მიმოხილვა/საჭიროების ანალიზი:
ქალაქ რუსთავის ააიპ საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების N 10 ფილიალი - "მზიანეთი", მდებარეობს ცურტაველის ქუჩა N 2ა-ში. ბაღში ამჟამად ფუნქციონირებს ექვსი ჯგუფი (ერთი 2-3 წლის, ორი 3-4 წლის, ორი 4-5 წლის, ერთი 5-6 წლის) და ჯამში 230 აღსაზრდელს აერთიანებს.
2018 წელს ბაღის შიდა ინფრასტრუქტურა სრულად რეაბილიტირდა მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მიერ. ეზოს კეთილმოწყობისა და აღჭურვისათვის კი კრიტიკულად აუცილებელია დამატებითი ინტერვენციები.
საგულისხმოა, რომ ბაღის სამეზობლო ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვის, ბაღის ეზო წარმოადგენს ერთადერთ ადგილს ბავშვების სათამაშო სივრცის თვალსაზრისით. შესაბამისად, ბაღის ეზოთი, სარგებლობენ როგორც ბაღის აღსაზრდელები, ასევე მოცემულ სამეზობლოში მცხოვრები ბავშვები და მათი მშობლები.
ბაღი საკუთარი ძალებითა და მოხალისე მშობლების დახმარებით მაქსიმალურად უვლის ეზოს, რომელიც ამ ეტაპზე მიზერულადაა აღჭურვილი ბავშვებისათვის საჭირო სათამაშო გარე სივრცეებით.
სკოლამდელი ასაკის ბავშვების ჰარმონიული განვითარების თვალსაზრისით, აუცილებელია მათთვის როგორც ბაღის შენობის შიდა, ასევე ეზოსა და ღია სივრცეში აქტივობების განხორციელება.

პრობლემის წამოჭრა:
მოცემულ ეტაპზე, გარე სივრცის ათვისება პრაკტიკულად ვერ ხერხდება, მზიანეთის ეზოში ბავშვების განვითარებისა და გართობისათვის საჭიერო ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო. ამდენად, მკვეთრად დგას გასართობი და შემეცნებითი ჯგუფური აქტივობების განხორციელებისათვის, ეზოს მოწყობისა და

რას გააკეთებთ ამ ცვლილების მისაღწევად?

პროექტის სამიზნე ჯგუფი: პროექტის სამიზნე ჯგუფს სკოლამდელი ასაკის ბავშვები წარმოადგენენ პროექტის პირდაპირი და ირიბი ბენეფიციარები: პროექტის პირდაპირი ბენეფიციარები არიან მზიანეთის აღსაზრდელები და ბაღის მიმდებარე სამეზობლოში მცხოვრები ბავშვები. პროექტის ირიბი ბენეფიციარები არიან ბავშვების მშობლები და ბაღის მიმდებარე სამეზობლოში მცხოვრები სხვა მოსახლეობა. პროექტის მზიანი: მზიანეთის აღსაზრდელებისა და ბაღის სამეზობლოში მცხოვრები ბავშვების გართობისა და განვითარებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა. პროექტის ამოცანები:  პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებელი მოხალისე მშობლების, ბაღის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი მოსახლეობისგან შემდგარი არაფორმალური ჯგუფის ფორმირება  ბაღის ეზოს მოწყობა შესაბამისი გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებების განხორციელებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურით პროექტით განსაზღვრული აქტივობები:  არაფორმალური ჯგუფის ფორმირება და სამუშაო შეხვედრის განხორციელება  ეზოს გრაფიკული ნახაზის შედგენა ვიზუალიზაციისთვის  ეზოს მოწყობისათვის საჭირო მასალების, ინვენტარისა და მომსახურების პოტენციური მომწოდებლების იდენტიფიცირება  მასალებისა და ინვენტარის შეძენა  სივრცეების მოწყობა და ინვენტარის ინსტალირება პროექტის ფარგლებში მოეწყობა: 1. ოთხი საქანელისგან შემდგარი საქანელების კომპლექტი 2. ორი ერთეული მცირე ზომის ფანჩატური გარე შემეცნებითი ჯგუფური აქტივობებისთვის 3. 2 ერთეული აიწონა-დაიწონა 4. 2 ერთეული მცირე ზომის ფეხბურთის კარი 5. 2 ერთეული მცირე ზომის კალათბურთის ფარი 6. 2 ერთეული ქვიშის სათამაშო სივრცე თანამონაწილეობა: ბაღის ადმინისტრაცია, მოხალისე მშობლები და ადგილობრივი მოსახლეობა, გამოთქვამს მზაობას შეიტანოს საკუთარი კონტრიბუცია ფიზიკური შრომისა თუ მცირე ფინანსური თანამონაწილეობის თვალსაზრისით. მოსალოდნელი შედეგები:  პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ბაღის აღსაზრდელებისა და ადგილობრივად მცხოვრები ბავშვების გონებრივ, ფიზიკურ და სულიერ განვითარებას  მოეწყობა გარე ინფრსატრუქტურა, რაც ბავშვებს საშუალებას მისცემს დღის გარკვეული ნაწილი გაატარონ სუფთა ჰაერზე, რაც მათ ჯანსაღ გარემოში ყოფნას გულისხმობს და ჯანმრთელი თაობის ჩამოყალიბების ხელშემწყობი ფაქტორია  პროექტის განხორციელების შედეგად შეიქმნება გრძელვადიანი სათემო თანამშრომლობის პრეცედენტი  პროექტი ხელს შეუწყობს სკოლამდელი ასაკის ბავშვების განვითარბისათვის შესაბამისი უნარ-ჩვევებისა და დამოკიდებულებების ჩამოყალიბებას.

ვინ განკარგავს შესყიდულ ნივთებს ინიციატივის დასრულების შემდეგ?

პროექტის ერთერთ ძლიერ მხარეს სწორედ მისი მდგრადობა წარმოადგენს. პროექტის ფარგლებში შეძენილ ინვენტარისა და მოწყობილი სივრცეების განკარგვის პასუხისმგებლობას ბაღის ადმინისტრაცია იღებს. მოწყობილი ინფრასტრუქტურის მუდმივ განახლების პროცესში კი ჩართულები იქნებიან ბაღის აღსაზრდელების მოხალისე მშობლები, ადგილობრივი მოსახლეობა და თავად ბაღის თანამშრომლები (ბაღს ყავს 29 თანამშრომელი). სათემო თანამშრომლობის ფორმატი, რომელსაც პროექტი ჩაუყრის საფუძველს იქნება მუდმივმოქმედი და წარმატებული სათემო თანამშრომლობის მაგალითი. ზემოაღნიშნული იძლევა მყარ საფუძველს ვივარაუდოთ, რომ პროექტის განხორციელების შედეგად მიღებული სიკეთე გრძელვადიანი სარგებლობი მომტანია.

რამდენად თანაბრად ისარგებლებენ ქალები და კაცები შედეგად?

პროექტის სპეციფიკიდან გამომდინარე, პროექტის ფარგლებში შექმნილი სიკეთით აბსოლუტურად თანაბრად ისარგებლებენ ქალებიც და კაცებიც.

Recommendations

Reviewer 1

არ არის მითითებული, სად უნდა იქნას შეძენილი აღჭურვილობა.

Items Needed

Item აღწერა Vendor Info Total Purchased?
ორი ერთეული აიწონა დაიწონა

მოხდება ორი ერთეული აიწონა დაიწონის დამზადების მომსახურების შეძენა

TBD

N/A

N/A
500,00 ₾
ორი მცირე ზომის კალათბურთის ფარი

მოხდება ორი მცირე ზომის კალათბურთის ფარის დამზადება

TBD

N/A

N/A
400,00 ₾
ხრეში

მოხდება ხრეშის შეძენა მონტაჟისთვის

TBD

N/A

N/A
100,00 ₾
ცემენტი

მოხდება ცემენტის შეძენა ინსტალირებისთვის

TBD

N/A

N/A
200,00 ₾
ეზოს გრაფიუკული ნახაზი

ეფექტური დაგეგმარებისთვის შეიქმნება ბაღის ეზოს გრაფიკუკლი ნახაზი. ნახაზი შესრულდება 28 ელის არქიტექტორის მიერ უფასოდ (თანამონაწილეობის კომპონენტი)

დავითი

N/A

N/A
0,00 ₾
ოთხი საქანელისგან შემდგარი საქანელების კომპლექტი

მოხდება საქანელის დამზადების მომსახურების შეძენა

TBD

N/A

N/A
1 500,00 ₾
რი მცირე ზომის ფანჩატური

მოხდება ორი მცირე ზომის ფანჩატურის დამზადება, გარე შემეცნებითი ჯგუფური აქტივობებისთვის

TBD

N/A

N/A
1 500,00 ₾
ორი ერთეული ფეხბურთის კარი

მოხდება ორი მცირე ზომის ფეხბურთის კარის დამზადება

TBD

N/A

N/A
400,00 ₾
ყვითელი ქვიშა

მოხდება ყვითელი ქვიშის შეძენა სათამაშო სივრცის მოსაწყობად

TBD

N/A

N/A
200,00 ₾
ხის ფიცრები

მოხდება ხის ფიცრების შეძენა ქვიშის სათამაშო სივრცისმ ოსაწყობად

TBD

N/A

N/A
100,00 ₾
საღებავი

მოხდება საღებავის შეძენა სივრცეების შესაღებად

TBD

N/A

N/A
100,00 ₾
სივრცეების მოწყობა და ინვენტარის ინსტალაცია

სივრცეების მოწყობასა თუ აღჭურვილობის ინსტალაციის პროცესს განახორციელებს ბაღის ადმინისტრაცია, მოხალისე მშობლები და დგილობრივი მოსახლეობა უფასოდ (თანამონაწილეობის კომპონენტი)

TBD

N/A

N/A
0,00 ₾
სამუშაო იარაღები

სამუშაო იარაღების მოწოდება მოხდება ადგილობრივი მოსახლების მიერ უფასოდ (თანამონაწილეობის კომპონენტი)

TBD

N/A

N/A
0,00 ₾

Activity See All Activity

შესვლა first to add your own comment.

Comments

Ucha Varamashvili 10 მაისი
Reply
Ucha Varamashvili 5 მაისი
Reply
Ucha Varamashvili 14 აპრილი
Reply
Ucha Varamashvili 13 აპრილი
Reply
Ucha Varamashvili მამების ჩართულობა მოსამზადებელ სამუშაოებში:)
Reply
Ucha Varamashvili მოსამზადებელი სამუშაოები მონტაჟისთვის!
Reply
Ucha Varamashvili ქვიშის სივრცეც დამზადებულია :)
Reply
Ucha Varamashvili საქანელებიც შევიძინეთ!
Reply
Ucha Varamashvili მალე კალათბურთის ფარებიც მზად იქნება!
Reply
Ucha Varamashvili სასრიალოები და ზამბარიანი ცხენი დაამშვენებს მზიანეთის ეზოს!
Reply
Ucha Varamashvili 20.02.2019 - სამღებრო სამუშაოებისთვის საჭირო ინვენტარი უკვე მზიანეთშია!
Reply
Ucha Varamashvili 19.02.2019 - ქვიშის სივრცის მოსაწყობად და საქანელების დასამონტაჟებლად საჭიერო მასალების ნაწილი უკვე მზიანეთშია.
Reply
Ucha Varamashvili 16 თებერვალს, პროექტის საინიციატივო ჯგუფმა საინფორმაციო შეხვერდრა გამართა თემის წარმომადგენლებთან. პროექტის პრეზენტაციის შემდგომ, თემის წარმომადგენლება გამოთქვეს თანამშრომლობის სურვილი. შეიქმნა ჯგუფი სოციალურ ქსელ ფეისბუქში - "მზიანეთის მოხალისეები". ჯგუფი აერთიანებნს ბაღის თანამშრომლებს, მშობლებსა და თემის წარმომადგენლებს. ჯგუფში დაიგეგმება პროექტთან დაკავშირებული და სხვა მოხალისეობრივი ღონიძიებები.
Reply
Ucha Varamashvili პროექტი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. მოხდა საინიციატივო ჯგუფის ფორმირება, რომელიც მშობლებისგან და ბაზღის ადიმისტრაციის წარმომადგენლებისგან შედგება.
Reply
Ucha Varamashvili 9 თებერვალს, პროექტის საინიციატივო ჯგუფმა საინფორმაციო შეხვედრა მოაწყო საბავშვო ბაღის ყველა ჯგუფის აღსაზრდელების დაინტერესებულ მშობლებთან. მშობლების უმრავლესობამ მზაოაბა გამოთქვა ჩაერთოს პროექტით გათვალისწინებულ სხვადასხვა აქტივობებში.
Reply
Ucha Varamashvili შეხვედრა მშობლებთან
Reply
Ucha Varamashvili მზიანეთის კეთილმოწყობის პროექტის განხორციელების საწყის ეტაპზე შეიქმნა რენდერები, რომლებიც შეთანხმა ბაღის ადმინისტრაციასთან.
Reply
Ucha Varamashvili 1
Reply
Ucha Varamashvili 2
Reply
Ucha Varamashvili 3
Reply