ყვითელი ავტობუსი

თიკა შერგელაშვილი
ქვემო ქართლი, რუსთავი, ახალგაზრდობის პარკი ფალიაშვილის ქუჩაზე
2180
Comments: 15

Goals

Problem statement:

რუსთავის "ახალგაზრდობის პარკი" ფალიაშვილის ქუჩაზე არის უმეტესად დანაგვიანებული და მოუწყობელი, რის გამოც მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობა არ გრძნობს პასუხისმგებლობას, გაუფრთხილდეს მას. პარკი არის ჩაბნელებული, არის რამდენიმე სუსტი განათება, რაც ვერ აგვარებს პარკის უსაფრთხოების საკითხს. ცალკეული მოქალაქეები ადგილობრივი თვითმმართველობისგან ითხოვენ მის ინფრასტრუქტურულ მოწყობას, რაზეც უარყოფით პასუხს იღებენ. ჩემი ინიციატივის შედეგად მოეწყობა პარკის ერთი, ყველაზე მნიშვნელოვანი მონაკვეთი. მის აღდგენით სამუშაოებში პარკის მიმდებარე ტეროტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები მიიღებენ მონაწილეობას. შესაბამისად, ისინი იგრძნობენ და აიღებენ პარკის მოვლის პასუხიმგებლობას საკუთარ თავებზე. ამ ტერიტორიაზე ჩემი ინიციატივის ფარგლენში განთავსდება უფუნქციო ავტობუსი, რომელიც ჩვენი ცენტრის ახალგაზრდებს რუსთავის თვითმმართველობის დახმარებით გადმოგვეცა. მასში მოწყობილ თავისუფალ სივრცეში გავაგრძელებთ გადაცემების მომზადებას ახალგაზრდებისთვის აქტუალურ თემებზე, რომელიც გადაიცემა ქვემო ქართლის რეგიონული ტელევიზიისა და ჩვენი სოციალური მედიის საშუალებით.

რას გააკეთებთ ამ ცვლილების მისაღწევად?

პარკის ტერიტორიაზე ჩემი ინიციატივის ფარგლებში თვითმმართველობისა და არაფორმალური განათლებისა და მედიაგანვითარების ცენტრის დახმარებით განთავსდება უფუნქციო ავტობუსი. ჩვენი ცენტრის ახალგაზრდებთან ერთად მასში მოვაწყობ თავისუფალ სივრცეს, სადაც მოვამზადებთ შემეცნებით და ანალიტიკურ გადაცემებს ახალგაზრდებისთვის აქტუალურ თემებზე, რომელიც გავრცელდება ქვემო ქართლის რეგიონული ტელევიზიისა და ჩვენი ცენტრის სოციალური მედიის საშუალებით. ცენტრში ჩვენ გავიარეთ სამოქალაქო ჟურნალისტიკის კურსები და ვფლობთ საჭირო უნარებს. იქიდან გამომდინარე, რომ პარკი თითქმის უფუნქციოა და შესაბამისად, მის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს არ აქვთ საშუალება, ისარგებლონ მათთან ახლოს მდებარე პარკით და თავისუფალი დრო გაატარონ საინტერესო გარემოში, ამ პროექტის განხორციელების შემდეგ ჩვენ მოგვეცემა საკუთარი იდეების რეალიზების, ხოლო მოსახლეობას განსხვავებულ და მრავალფეროვან პირობებში დროის საინტერესოდ გატარების საშუალება. ჩვენს თავისუფალ სივრცეში დაინტერესებულ ადამიანებთან ერთად დავგეგმავთ და განვახორციელებთ ღონისძიებებს, რითიც ხელს შევუწყობთ აგრეთვე მოხალისეობის განვითარებას. პროცესებში ჩართულ მოქალაქეებს საშუალება ექნებათ პარკის ეტაპობრივი განვითარებისთვის პროექტები განახორციელონ, შესაბამისად, იქნებიან მეტად დაინტერესებული, შექმნან უსაფრთხო, მრავალფეროვანი გარემო.

ვინ განკარგავს შესყიდულ ნივთებს ინიციატივის დასრულების შემდეგ?

ინიციატივის დასრულების შემდეგ შესყიდულ ნივთებს ავტობუსის, ლეპტოპის, პროექტორის და პუფების სახით გამოიყენებს არაფორმალური განათლებისა და მედიაგანვითარების ცენტრი, რომელიც აქტიურად გააგრძელებს გადაცემებზე მუშაობას და სხვა სამოქალაქო აქტივობებს რომლებიც ქალაქის საჭიროებებიდან გამომდინარეობს.

რამდენად თანაბრად ისარგებლებენ ქალები და კაცები შედეგად?

სამუშაოების პროცესში: . მოქალაქეები, ახალგაზრდული ცენტრის ახალგაზრდები (5 გოგონა და 5 ბიჭი) და პროფესიონალი ხელოსნები მოხალისეობრივად ახორციელებენ ავტობუსისა და მის მიმდებარედ განთავსებული მაგიდებისა და სკამების კეთილმოწყობას. სამუშაოების დასრულების შემდეგ: . რუსთავის ახალგაზრდულ პარკში განსხვავებული, ორიგინალური, საინტერესო, მრავალფეროვანი და სუფთა გარემო შეიქმნა. . მოქალაქეთა ჩართულობით კულტურული, საგანმანათლებლო, საინფორმაციო ტიპის ღონისძიებები ეწყობა. . სივრცეში მუშაობს სატელევიზიო სტუდია, რომელიც ითვალისწინებს რუსთაველი ახალგაზრდების საჭიროებებსა და ინტერესებს. . მოქალაქეების მობილიზებით ეტაპობრივად ხორციელდება აქტივობები, რის შედეგადაც პარკი სუფთავდება, იზრდება გამწვანება და უმჯობესდება ინფრასტრუქტურა. . მოწვეული პროფესიონალები (ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები, მასწავლებლები, იურისტები და სხვ.) ატარებენ ტრენინგებსა და საინფორმაციო სახის შეხვედრებს რუსთავში მცხოვრები გოგონებისთვის სახელწოდებით "გადაშალე ფურცელი".

Recommendations

Reviewer 1

ვერ გავარკვიე ახალგაზრდებისთვის ეწყობა სივრცე თუ პარკის მოწყობაა გათვალისწინებული. დასაკონკრეტებელია პრობლემა.

Items Needed

Item აღწერა Vendor Info Total Purchased?
საღებავები, ფუნჯები, ქაფი, ლაქი, თაბაშირ-მუყაოს ფილები, ჭაღი, ჭანჭიკი, შურუფი, სამშენებლო ბათქაში, შპალერი კოლორექსები ელექტრო სადენი...

1. 18 სმ ლილვაკი სახელურით eurofaza 0111-714818 2 ცალი
2. პოლიურეთანის ქაფი 850 GR (AKFIX) FA011W 3 ცალი
3. ლაქი Genc Parke Vernik 2,5 VS100.00.0000 1 ცალი
4. გამხსნელი სინთეთიკური 0,64ლტ TS100 1 ცალი
5. ელექტრო სადენი 3x1.5 ნაცრისფერი 35 მეტრი
6. ჭაღი3282/6 1 ცალი
7. ემალი ყვითელი ანტიკოროზიული Color ORIX RAL 1003 2,4 კგ 2 ცალი
8. ფუნჯი Economy 90x15 1 ცალი
9. ფუნჯი 1 ცალი 60x15 1 ცალი
10. ფუნჯი 1 ცალი 30x15 1 ცალი
11. ფუნჯი 1 ცალი 20x15 1 ცალი
12. ალპინა თანამედროვე ინტერიერის ბ1 10ლ 1 ცალი
13. კოლორექსი 100მლ#72 1 ცალი
14. კოლორექსი 100მლ#90 1 ცალი
15. კოლორექსი 100მლ#21 1 ცალი
16. კოლორქსი 100მლ#75 1 ცალი
17. UD 28*20*0.45/3M 8 ცალი
18. CD 60*27*0.35/3 M G.W 12 ცალი
19. კნაუფის თაბაშირ-მუყაოს ნესტგამძლე ფილა 2500x1200x12.5 (Knauf) 12 ცალი
20. ჭანჭიკი 4.2*25 თვითმჭრელი 200 ცალი
21. შურუპი თვითმჭრელი (TN 25) 3.5x25 მმ (ყუთი 1000 ც) 1 ცალი
22. თაბაშირის სამონტაჟო წებო Knauf Yapigips 2 ცალი
23. სამშენებლო ბათქაში Saten alci 25 კგ. ტომარა 3 ცალი
24. OSB/3 2440*1220*9 მმ ორიენტირებული ბურბუშელას ფილა 7 ცალი
25. პენოპლექსი 20*585*1185 (13.86 კვ/მ) 5 შეკვრა
26. სჭვალი ხისთვის 5.0 * 70 მმ(უბ.კ) 50 ცალი
27. შპალერი F 1038 london 0.65X0.85 მ 1 ცალი
28. ნოუთბუქი Acer Aspire R7-371T-77FF (NX.MQQER.003) 1 ცალი
29. პუფი 10 ცალი
30. პროექტორი - 1 ცალი
31. პროექტორის ეკრანი 160-160 – 1 ცალი დასადგმელით

ბაუმარკეტი, altaokay, ემბავუდი

ბაუმარკეტი
რუსთავი, ლეონიძის ქ.12 მიმდ. ტერიტორია

577261718
5 453,78 ₾

Activity See All Activity

შესვლა first to add your own comment.

Comments

თიკა შერგელაშვილი ✔️📝ამჯერად მსმენელებს "ჰერალდის" ჟურნალისტმა მარიამ ღოღაძემ გაუზიარა პროფესიული რჩევები და გამოცდილება. ✔️💻 ვისაუბრეთ ტრადიციული და თანამედროვე მედიის განსხვავებულ მხარეებზე. ✔️🎥💻დავიწყეთ მზადება მომავალში დაგეგმილი გადაღებებისთვის.
Reply
თიკა შერგელაშვილი 📽🎞 ახალი სეზონი ღია ცის ქვეშ მეგობრულ გარემოში შეხვედრითა და კინოჩვენებით დავიწყეთ. როგორი იქნება დედამიწა ბევრი წლის შემდეგ თუ გარემოს და ჩვენს ინტელექტუალურ საკუთრებებს არ გავუფრთხილდებით? - ამაზე დავფიქრდით. თვალი გვადევნეთ, მალე კიდევ ერთ მეგობრულ შეხვედრაზე ახალგაზრდებს საინტერესო ადამიანებს გავაცნობთ.
Reply
თიკა შერგელაშვილი როგორც გიამბობდით, პროექტის პირველ ეტაპზე ახალგაზრდებს ვესაუბრეთ მედიაწიგნიერების საფუძვლებზე და წარმატებული პრეზენტაციის მომზადებაც ვასწავლეთ. "ჰერალდმა" კიდევ უფრო გაგვილამაზა სივრცე და დასვენების მერე ახალი ეტაპისთვისაც მზად ვართ. ვიწყებთ მსმენელებისთვის სამოყვარულო დონეზე მონტაჟისა და გადაღების შესწავლას; სხვადასხვა პროფესიის ადამიანებთან შეხვედრებს, სადაც ახალგაზრდები მოისმენენ მათთვის საინტერესო საკითხებს; მეგობრული დღეების ფარგლებში კი მალე კინოჩვენებას და ხელოვნების დღეებს მოვაწყობთ. თუ ჯერ არ მოსულხართ ჩვენთან, გელოდებით☺️
Reply
თიკა შერგელაშვილი ჩვენს სივრცეში თანატოლებს საკუთარი გამოცდილების გაზიარება ლექციების სახითაც შეუძლიათ. 😍როგორ ჩავატაროთ საინტერესო და ეფექტური პრეზენტაცია,💻 - ახალგაზრდებს ჩვენივე თანატოლმა გაგვიზიარა გამოცდილება და ცოდნა. სულ ცოტა ხნით შევისვენებთ და სექტემბრიდან ბევრ ამბავს გპირდებით.💫
Reply
თიკა შერგელაშვილი პროდთიკადანი, [30.06.19 17:37] 📌📝💻ჩვენი გუნდის პროექტში "მედიასივრცე ახალგაზრდებისთვის" ჩართულმა ახალგაზრდებმა უკვე იციან: 📌როგორ ამოიცნონ ყალბი ინფორმაცია და დაიცვან თავი მავნე ზეგავლენისგან; 📌რას მიაქციონ ყურადღება, როცა თავად გასცემენ ინფორმაციას 🤔😍👍და საერთოდ, ვინ არის მედიაწიგნიერი? მხოლოდ ეს კი არა, ისიც ვასწავლეთ, როგორ დაეუფლონ უნარებს, რომელთა გარეშე დღევანდელი ცხოვრება წარმოუდგენელია. 📢ცხელი დღეები ხელს არ გვიშლის და მომდევნო ლექციაც საინტერესო გვაქვს: "წარმატებული პრეზენტაცია".
Reply
თიკა შერგელაშვილი ვისაუბრეთ, როგორ უნდა გავხდეთ მედიაწიგნიერები:📝📺🎭გაინტერესებთ თქვენც? შემოგვიერთდით შემდეგ ლექციაზე ხუთშაბათს, 27 ივნისს
Reply
თიკა შერგელაშვილი პირველი ლექცია "მედიაწიგნიერება" ჩავატარეთ. ნახეთ ფოტოები, როგორ გამოიყურება ჩვენი კუთხე "ჰერალდში". მედიაწიგნიერებაში გზის გაკვლევის მერე ახალგაზრდებს გადაღებასა და მონტაჟზე ჩვენს ცოდნას გავუზიარებთ.
Reply
თიკა შერგელაშვილი მესამე შეხვედრა რუსთავის მე-18 სკოლაში გვქონდა. ახალგაზრდებს გავაცანით ჩვენი პროექტის შინაარსი, ვუპასუხეთ მათთვის საინტერესო კითხვებს. შემდეგ კვირას კი უკვე პირველი ინტერაქტიული ლექცია გვექნება მედიაწიგნიერების შესახებ.
Reply
თიკა შერგელაშვილი გამარჯობა! გახსოვთ ჩემი პირველი ინფორმაცია ყვითელ ავტობუსთან დაკავშირებით? მაშინ ვწერდი,რომ ის რუსთავის კულტურის სახლის ეზოში განვათავსეთ და დიზაინი შევიმუშავეთ. მეორე დღეს სარემონტო მასალების ყიდვას ვგეგმავდით,მაგრამ ავტობუსთან მისულებს ის შუშებჩამსხვრეული დაგვხდა. პოლიციაში განვაცხადეთ და იმ დღეს ძალიან,ძალიან გულგატეხილები ვიყავით. მაგრამ თუ დავნებდებოდით და ამ ფაქტს მივიღევბდით,როგორც ჩვენს რეალობას,ჩვენი რეალობა გახდებოდა ზუსტად ასეთი. ამიტომ "ორბელიანი საქართველოს" მე და ჩემმა გუნდმა ახალი იდეა შევთავაზეთ: "მედიასივრცე ახალგაზრდებისთვის" და თანხმობა მივიღეთ. სივრცე "ჰერალდმა" გამოგვიყო. პროექტის ფარგლებში შევიძინეთ ნივთები და პირველი საინფორმაციო შეხვედრა მე-16 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან გავმართეთ. გზადაგზა მოგიყვებით,როგორ ისწავლიან პროექტში მონაწილე მოზარდები საჯარო გამოსვლის ხელოვნებას,დაეუფლებიან გადაღებასა და მონტაჟის უნარებს სამოყვარულო დონეზე და როგორ იქნება "მეგობრობის დღეები" არაფორმალურ გარემოში.
Reply
თიკა შერგელაშვილი ამჯერად მსმენელებისთვის მულტიმედია "ჰერალდის" ოპერატორმა და მემონტაჟემ რუსუდან სულხანიშვილმა ჩაატარა მასტერკლასი და თანატოლებს გაუზიარა თეორიული და პრაქტიკული გამოცდილება.
Reply
თიკა შერგელაშვილი ცოტა შეგვაგვიანდა, მაგრამ ახლა უკვე ჩვენი ყვითელი ავტობუსი რუსთავის კულტურის სახლის უკან ტერიტორიაზე გადავიყვანეთ. დიზაინერმა თითქმის დაასრულა მუშაობა, მოხალისეები ჩვენთან ერთად სარემონტო სამუშაოებისთვის ემზადებიან. სულ მალე კულტურის სახლის უკან გარემონტებული და გალამაზებული ყვითელი ავტობუსის ნახვა შეგეძლებათ, სადაც საინტერესო ამბებით დაგხვდებით ხოლმე.
Reply
თიკა შერგელაშვილი თავდაპირველად, წაიკითხავდით, რომ ახალგაზრდობის პარკში გვინდოდა ავტობუსის განთავსება, თუმცა, როგორც მერიაში გვითხრეს, ამ პარკის რეაბილიტაცია იგეგმება და უარი მივიღეთ. ჩვენ გვსურდა, ახალგაზრდულ სივრცესთან ერთად პარკის სისუფთავესა და მოქალაქეების ცნობიერების ამაღლებაზე გვეზრუნა. ახლა კი მხოლოდ ახალგაზრდულ სივრცეს მოვაწყობთ, თუმცა ისეთი საინტერესო საგანმანათლებლო ლექციები და შეხვედრები გვაქვს დაგეგმილი, არანაკლები ზრუნვა გამოგვივა ქალაქისთვის.
Reply
Keti Khachidze გთხოვთ, უპასუხოთ ჟიურის წევრის კომენტარს. წარმატებებს გისურვებთ! კარგი იქნება, თუ გაგვიზიარებთ ფოტოს, რა მდგომარეობაშია ახლა ყვითელია ავტობუსი. :)
Reply
თიკა შერგელაშვილი დღეს ბევრი ვიშრომეთ. აი, ეს ყვითელი ავტობუსი, რომელიც ახალგაზრდულ სივრცედ უნდა ვაქციოთ, დავასუფთავეთ და უკვე მის გადატანას ველოდებით. წინ ძალიან ბევრი და რთული სამუშაო გველის, მაგრამ დღევანდელმა ხალისიანმა დღემ გვაჩვენა, რომ შეუძლებელი არაფერია. არაფორმალური განათლებისა და სამოქალაქო აქტივიზმის ახალგაზრდული ცენტრი ხელოსნის მოძიებაში დაგვეხმარა. ამ კვირაში ჩვენმა მხატვარმაც დიზაინის შექმნაზე დაიწყო მუშაობა. რუსთავის მერსაც შევუთანხმდით ავტობუსის ტრანსპორტირებაზე. ძალიან გვეჩქარება, რომ ეს მალე მოხდეს, რაც შეიძლება სწრაფად დავიწყოთ პროექტის განხორციელება და ჩვენი თანატოლებისთვის შევქმნათ საგანმანათლებლო სივრცე "ყვითელი ავტობუსი".
Reply
თიკა შერგელაშვილი მოლაპარაკებები მერიასთან ავტობუსის ადგილის შესახებ თითქმის დავასრულეთ. რამდენიმე ვარიანტიდან საბოლოო არჩევანი კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაა. ჩვენი გუნდის მხატვარიც არ ყოფილა უსაქმოდ, ავტობუსი მოვინახულეთ და კონცეფციაზეც ვმუშაობთ.
Reply