სიყვარული სკვერი

ვეფხვია გულედანი
ქვემო ქართლი, რუსთავი, შარტავას გამზირი 6
1350
Comments: 6

Goals

Problem statement:

თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებამ და სოციალური მედიაზე მიჯაჭვულობამ, სამოქალაქო საზოგადოებაში წარმოშვა კომუნიკაციის დეფიციტი. ადამიანები ერთმანეთს ჩამოშორდნენ, რეალურ ცხოვრებაში ახლო ურთიერთობები პერიოდულად კლებულობს და დამოკიდებულები ხდებიან ვირტუალურ სივრცეზე, რაც იწვევს სოციალური ურთიერთობების ნგრევას, რის გარეშეც შეუძლებელია შედგეს სამოქალაქო საზოგადოება. აღნიშნული სიმპტომი, ასევე იწვევს სიყვარულის ნაკლებობას და ჩართულობის, მზრუნველობის შესუსტებას.

"სიყვარულის სკვერის" იდეაა, სამოქალაქო საზოგადოებისთვის შეიქმნას სივრცე, სადაც ადამიანებისთვის გამორჩეულ გარემოში, ისინი დაუბრუნდებიან ერთმანეთს და ერთობლლივად დაიწყებენ იმ გამოწვევებზე საუბრებს, რაც მათ ერთად გააჩნიათ.

სკვერის პირველი ეტაპი უკვე დამთავრებულია, სადაც 50 ზე მეტმა მოქალაქემ გაიღო პირადი შემოწირულობა და მოხალისეობრივადაც, ფიზიკურად ჩაერთო სამუშაოებში. სკვერის მოწყობა ხდება, მოქალაქეების, მოხალისეების ჩართულობით, როდესაც ისინი საკუთარი ხელებით ღებავენ ღობეებს, ამზადებენ საჭირო ნივთებს, რგავენ ხეებს და ა.შ.

სკვერი საკმაოდ კრეატიული, პოზიტიური და განსხვავებული ფორმატისაა და მისი სრულად დამთავრება მოქალაქეებს ჩართულობის განცდას, მზრუვნელობას და სიყვარულის სურვილს გაუმძაფრებს.

რას გააკეთებთ ამ ცვლილების მისაღწევად?

როგორც მოგახსენეთ, სკვერის პირველი ეტაპისთვის, შემოწირულობების შედეგად შეგროვდა დაახლოებით 1700 ლარი, რომლის ფარგლებშიც შევიძინეთ რკინის მასალები, ხის მასალები, ნერგები, საღებავები და სხვა დამატებითი დეკორაციული ინვენტარი და მოვაწყვეთ 30 მეტრის სიგრძის ხის ლამაზი, დეკორატიული ღობე, 3 სტანდარტული მოსასვენებელი სკამი, 2 პატარა მაგიდა და სკამი, დეკორატიული ურემი, 6 დეკორატიული ქოთანი, გვაქვს განათებისთის შეძენილი მასალა. თანხის მიღების შემთხვევაში, ჩვენ ბოლომდე დავასრულებთ სკვერის შემოღობვას, გავაჩენთ სამკითველო სივრცეს და დეკორატიულ Open Library - ღია ბიბლიოთეკას, ასევე დამატებით დეკორატიულ სკულპტურებს და საყვავილეებს, მცირე ბილიკს და ერთიანობაში, საინტერესო კომპოზიციას შევქმნით.

ვინ განკარგავს შესყიდულ ნივთებს ინიციატივის დასრულების შემდეგ?

ადგილობრივი თემი, კორპუსის ამხანაგობა, მოქალაქეები, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს სკვერის კეთების პროცესში

რამდენად თანაბრად ისარგებლებენ ქალები და კაცები შედეგად?

აბსოლუტურად თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება, როგორც ქალების, ისე კაცებისათვის.

Recommendations

Reviewer 8

წარმატებები

Items Needed

Item აღწერა Vendor Info Total Purchased?
სიყვარულის სკვერი

ბორდიული ბილიკისთის - 300 ₾
თეთრი ხრეში - 300₾
ბლოკი 100ც ორკამერიანი - 200₾
საღებავი (სხვადასხვა ფერები) - 200₾
"კიოსკი"(ფანჩატურის მცირე ვერსია) - 400₾
ღია ბიბლიოთეკა (სამკითხველო სივრცე) - 400₾
ვიდეო კამერა (დაზიანებისგან თავი რომ ავირიდოთ) - 200₾
დამატებითი განათება მზის ენერგიაზე - 200₾
დიდი ნაძვის ხე - 200₾
ხის ხერხის დანადგარი და სხვადასხვა ხელსაწყოები - 500 ₾

ინდ მეწარმე ლაშა ხუნჩუკაშვილი 35001025682

რუსთავი

598318413
2 900,00 ₾

Activity See All Activity

შესვლა first to add your own comment.

Comments

ვეფხვია გულედანი შევიძინეთ 40 მეტრი განათების სადენები, თავისი ნათურებით, საღებავები და ახლო დღეებში დავამონტაჟებთ. დაახლოებით ოქტომბრის ბოლო კვირას ან ნოემბრის 10 რიცხვამდე მოვახდნეთ გახსნას და პრეზენტაციას
Reply
ვეფხვია გულედანი სამოქალაქო საზოგადოება აქტიურადაა ჩართული პროცესებში. გვაქვს 2 სკამი, 2 ღია ბიბლიოთეკა, მცირე ფანჩატურის მოწყობის პროცესში ვართ, ასევე დავყარეთ თეთრი ქვის ფრაქცია, გავაკეთეთ ბილიკი, ჩამოვიტანეთ 3 ტუია
Reply
ვეფხვია გულედანი - ღია იბლიოთეკა, რომელიც შუქნიშნებშია მოთავსებული
Reply
ვეფხვია გულედანი დავამონტაჟეთ 4 (4მეტრიანი) ბოძი განათებისთვის
Reply
ვეფხვია გულედანი "სიყვარულის სკვერის" სამუშაო პროცესები აქტიურ ფაზაშია, ყველა მითითებული მატერიალი შევიძინეთ და ვამონტაჟებთ.
Reply
ვეფხვია გულედანი მოგესალმებით <3
Reply