სკოლის გარე განათლება სოციალურ სივრცეში

Nikoloz Kavtaradze
ქვემო ქართლი, რუსთავი, ვახუშტის ქუჩა N5
1338
Comments: 9

Goals

Problem statement:

ძირითადი პრობლემა რის მოგვარებასაც პროექტის ფარგლებში ვაპირებთ, ეს არის ახალგაზრდული სივრცის არარსებობა ჩვენს ქალაქში. სკოლის უფროს კლასელებს აქვთ საკმაოდ დიდი თავისუფალი დრო და ინოვაციური იდეები, რომელთა განხორციელებისათვის საჭიროა უბრალოდ კეთილ მოწყობილი და ელემენტარულად აღჭურვილი სოციალური გარემო.თინეიჯერები უამრავ დროს ხარჯავენ ფუჭად მაშინ, როცა სკოლის შემდგომი განათლება და აქტივობები მნიშვნელოვანია მათი პიროვნული და კარიერული განვითრებისათვის მომავალში.

რას გააკეთებთ ამ ცვლილების მისაღწევად?

ცვლილებების მისაღწევად გვინდა შევქმნათ საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ეგრეთ წოდებული ,,Fancy'' სივრცე სადაც ახალგაზრდები,სკოლის მოსწავლეეები და სამეზობლო თემის წარმომადგენლები შეძლებენ საკუთრი ინტერესების შესაბამისი სხვადასხვა აქტივობების ჩასატარებას(კონკურსი,კონცერტი,გამოფენა, სპორტული აქტივობა,ფესტივალი,კონფერენცია და ა. შ.) ასევე უბრალოდ დასვენებას ან მეცადინეობას ღია ცის ქვეშ, სეზონის შესაბამისად. ქ.რუსთვის 24-ე საჯარო სკოლის შიდა ეზო არის საუკეთესო ადგილი მსგავსი სივრცის შესაქმნელად. სკოლის თვითმართელობის ინიციატივით ეს ეზო დავასუფთავეთ და მწვანე ნარგავები დავრგეთ, თუმცა ეზოს ესაჭიროება განახლება , მცირედი ხელის შევლება, აღჭურვა ბაღის სკამებითა და მაგიდებით, გარე განათებით და დეკორატიული ქვიშის ბილიკებით.სასურველი იქნება პროექტის ფარგლებში შევძლოთ პატარა მობილური სცენის შეძენაც.ღონისძიებების ჩასატარებლად ასევე დაგვჭირდება ხმის გამაძლიერებელი აპარატურის შეძენა, რაც სკოლის სახსრებით ვერ ხერხდება.სკოლა ყოველთვის ცდილობს მოსწავლეთა ინიციატივებს მხარი დაუჭიროს და სკოლის თვითმმართველობის მიერ ორგანიზებულ პროექტებში ვიყენებთ იმ აპარატურას, რაც სკოლას უკვე გააჩნია და მისი შეძენა პროექტის ფარგლებში აღარ დაგვჭირდება.( პროექტორი, ეკრანი, ფოტოკამერა)იმ შემთხვევაში თუ ჩვენ შევძლებთ ამ პროექტის განხორციელებას, ვაპირებთ, მინიმუმ თვეში ერთხელ, აღნიშნულ სივრცეში მოვაწყოთ სხვადასხვა სახის აქტივობები და ეს პროგრამა მოთხოვნის შემთხვევაში შეგვიძლია წარმოვადგინოთ კიდეც.ღია ცის ქვეშ მოწყობილი სოციალური სივრცე საუკეთესო შესაძლებლობა და პრეცედენტი იქნება ჩვენს ქალაქში. ამ სივრცის გამოყენებას შეძლებენ არა მხოლოდ მოსწავლეები(1200-მდე მოსწავლე),პედაგოგები და მშობლები არამედ მიმდებარე ტრიტორიაზე მაცხოვრებლები (წინასწარი შეთანხმების საფუძველზე). მოსწავლეებში დავამკვიდრებთ მოხალისეობრივ კულტურას, როგორც სივრცის მოწყობის პროცესში , ასევე შემდეგ აქტივობებში ჩართვის მხრივაც. ჩვენ მზად ვართ საკუთარი ძალებით და მეგობრების დახმარებით პროექტის განხორციელებისათვის საჭირო ყველა საქმიანობა მოხალისეობრივად შვასრულოთ.

ვინ განკარგავს შესყიდულ ნივთებს ინიციატივის დასრულების შემდეგ?

სკოლის თვითმართველობა პასუხისმგებლობას აიღებს შეძენილი ინვენტარის და მოწყობილი ინფრასტრუქტურის მოვლა პატრონობაზე და ეს შეიძლება გაფორმდეს დოკუმენტალურად. ჩვენ ასევე ჩვენი ძალებით ვაპირებთ ამ სივრცეში დავრგოთ ყვავილები და სხვადასხვა დეკორატიული მცენარეები.

რამდენად თანაბრად ისარგებლებენ ქალები და კაცები შედეგად?

რა თქმა უნდა სკოლა არის ჩვენი სოციუმის ნაწილი, საჯარო დაწესებულება,რომელიც მორგებულია ქვეყნის პრიორიტეტებზე და ამიტომ გენდერული თანასწორობა ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია.პროექტის ბენეფიციარები იქნებიან გოგონები და ბიჭები,მამაკაცები და ქალები თანაბრად.

Items Needed

Item აღწერა Vendor Info Total Purchased?
გარე განათების გირლანდები 7ცალი

გარე განათების 10მ-იანი გირლანდა მრგვალი ნათურებით

newlight.ge

ქ.თბილისი აღმაშენებლის მე-12კმ მაღაზია ახალი ნათება

+(995 32) 220 24 24
613,20 ₾
სკვერის სკამები და მაგიდები

დეკორატიული ქვიშა არის ეგრეთ წოდებული "ხრეში",რომელიც არის ეკოლოგიურად სუფთ, გამოიყენება ბილიკებისა და ბაღების მოსაპირკეთებლად.ჩვენ დაგვჭირდება მწვანე და ლურჯი ფერის დეკორატიული ქვიშა ჩვენი სივრცის გალამაზებისათვის.

geocolordecor.com

DOMINO: კახეთის გზატკეცილი,თვალჭრელიძის ქ. N2.
BRICORAMA: მარშალ გელოვანის გამზირი # 8

+995 557 98 90 54
1 050,00 ₾
ხმის გამაძლიერებელი

ხმის გამაძლიერებლები INTEX მოდელი IT-DJ420K ბლუთუზით და მიკროფონის შესაერთებლით.

Metro mart

ქ.რუსთავის მეგობრობის გამზირი 23 კლდიაშვილის ქუჩის მიმდებარედ

577002815
649,99 ₾
დეკორატიული ჩარჩო

დეკორატიული ჩარჩო ზომებიტ 1,5მ X 2მ სადაც შესაძლებელი იქნება სამახსოვრო პოტოების გადაღება.დამონტაჟდება და იდგება გაუნძრევლად

ინდ მეწარმე ლაშა ხუნჩუკაშვილი

ქ.რუსთავი.ბათუმის ქუჩის მიმდებარე ხველი ბაზრის ტეტიტორია

598318413
230,00 ₾
დეკორატიული ქვიშა

ხის ეგრეთ წოდებული ''პადონები''-საგან დამზადებული სკამები და მაგიდები, რომელიც განლაგდება ჩვენს მიერ შერჩეულ სივრცეში.შეიღებება ლაქით და დამონტაჟდება.

ინდ მეწარმე ლაშა ხუნჩუკაშვილი

ქ.რუსთავი, ბათუმის ქუჩის მიმდებარე ძველი ბაზრის ტეტიტორია.

598318413
750,00 ₾
ბანერი

ბანერი ზომით 2მ/3მ რომელზეც გამოსახული იქნება პროექტის პარტნიორების ლოგოები და პროექტის სახელი.

შ.პ.ს. ედვენსი

ქ.რუსთავის მეგობრობის 31/მ.ტ.

514498000
170,00 ₾

Activity See All Activity

შესვლა first to add your own comment.

Comments

Nikoloz Kavtaradze პროექტისთვის ყველა შესყიდვა გაკეთებულია და მიდინარეობს აქთიური მუშაობა ვამზადებთ სკამებს და მაგიდებს ასევე ამ ღეებში იგეგმება ბილიკის დაგება
Reply
Nikoloz Kavtaradze ჩვენ პროექტთან დაკავშირებით მიმდინარეობს სხვადასხვა აქტივობები დღეს მოსწავლეების მიერ მოხდა ნერგების გადარგვა და ტერიტორიის გათავისუფლება. ასევე დაწყებული გვაქ ინვოისების შეგროვება.

Nikoloz Kavtaradze პროექტთან დაკავშირებით გვქონდა შეხვედრა სკოლაში ორბელიანის და მერიის წარმომადგენლებთან კიდევ ერთხელ განვიხილეთ პროექტი და მოხდა მისი დაპროექტება თვითმმართველიბა და სკოლის მოსწავლეები ჩართული არიან პროექტის განხორციელებაში.მოხდა ასევე ეზოს გასუფთავება.

Nikoloz Kavtaradze დავასრულეთ ბაღის კეთილმოწყობა დღეს
Reply
Nikoloz Kavtaradze დავასრულეთ ბაღის კეთილმოწყობა და ვემზადებით ხვალინდელი გახსნისთვის
Reply