უბნის სპორტული მოედნის რეაბილიტაცია

soso parajanashvili
ქვემო ქართლი, რუსთავი, მე-14 მკ/რნ მე-10-11-12 კორპუსების მიმდებარედ
1607
Comments: 5

Goals

Problem statement:

პროექტის იდეაა უბნის სპორტული მოედნის მცირე რეაბილიტაცია. დღეისათვის სტადიონს იყენებს გარდა სხვა უბნის მცხოვრები ახალგაზრდებისად და უფროსი ასაკის მეზობლებისა, უბნის 8 მაღალსართულიანი კორპუსის ახალგაზრდა. დაახლოებით 220 - 250 ახალგაზრდა გოგონა და ბიჭი. დროთა განმავლობაში დაზიანდა კალათბურთის ფარები და საფარი, რის გამოც შეუძლებელი ხდება თამაში. სამწუხაროდ, როცა ბავშვებს არ ეძლევათ თამაშის საშუალება, მათი მიდრეკილება იხრება ასოციალური ქცევისკენ. საფარის ზოგიერთი დაზიანება ზუსტად სიგარეტის ნამწვის დაგდების გამოა. პროექტის განხორციელება საშუალებას მოგვცემს ახალგაზრდები მეტად ჩართული იყვნენ სპორტულ ღონისძიებებში და თავისი საქმიანობით პროპაგანდა გაუწიონ ცხოვრების ჯანსაღ წესს.

რას გააკეთებთ ამ ცვლილების მისაღწევად?

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია დაზიანებული კალათბურთის ფარების და ხელოვნური ბალახის საფარის დაზიანებული ნაწილის შეცვლა. შეძენილი ნივთების გადმოცემის შემდეგ უბნის ახალგაზრდების ჯგუფი უზრუნველყოფს ფარების მონტაჟს და საფარის დაგებას. შედეგად ახალგაზრდებს შეეძლებათ მოწყდნენ ქუჩას და აირჩიონ ცხოვრების ჯანსაღი წესი. ასევე ეს პროექტი, როგორც თავად სოციალური აქტიობა სამაგალითო იქნება სხვა ახალგაზრდებისთვის. შესაძენია 2 ფარი რომლის საერთო ღირებულება წინასწარი მოძიებული ინფორმაციით 1320 ლარია, ხელოვნური ბალახის კი, ჩასაკერებლად 16 კვადრატული მეტრი, საერთო ღირებულებით კი 690 ლარი. წებო 70 ლარი. მთლიანი ბიუჯეტი შესაბამისად შეადგენს 2080 ლარს

ვინ განკარგავს შესყიდულ ნივთებს ინიციატივის დასრულების შემდეგ?

დღეისათვის არსებული სტადიონი წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკუთრებას. თუმცა მის დასუფთავებას და მოვლა-პატრონობას, ასევე განათების რეგულირებას ახორციელებენ მიმდებარე კორპუსების მაცხოვრებლები. მომავალში კი ჩვენი საინიციატივო ჯგუფიც ჩაერთვება მოედნის მოვლა პატრონობაში.

რამდენად თანაბრად ისარგებლებენ ქალები და კაცები შედეგად?

სტადიონი გახსნის დღიდან თანაბრად ხელმისაწვდომია გოგონებისთვისაც და ბიჭებისთვისაც. ხშირად გოგონების ჯგუფი ცალკე თამაშობს კალათბურთს ან სხვა თამაშს, უმეტესად კი მაინც შერეულად. ამ მხრივ რამე ტექნიკური ან სხვა სახის პრობლემა არ არსებობს. მომავალში ის ისევ ხელმისაწვდომი იქნება როგორც გოგონებისთვის ასევე ვაჟებისთვის.

Items Needed

Item აღწერა Vendor Info Total Purchased?
სოსო ფარაჯანაშვილი

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია დაზიანებული კალათბურთის ფარების და ხელოვნური ბალახის საფარის შეცვლა. ჩვენ მოვიძიეთ სპორტული ინვენტარის მაღაზიებში კალათბურთის ფარები ზომების და ხარისხის მიხედვით. ფასი მერყეობს 350 ლარიდან 1500 ლარამდე ერთი ცალი. ჯგუფის მსჯელობის და სპორტსმენებთან კონსულტაციის შედეგად, სტანდარტული ზომის და ხარისხის გათვალისწინებით შეირჩა ფარები რომელთა ღირებულებაა 660 ლარი. სულ 1320 ლარი. ასევე სხვადასხვა მოძიებული ფასების გათვალისწინებით შეირჩა საფარის შესაკეთებლად ხელოვნური ბალახი, რომლის ღირებულება ჯამურად შეადგენს 690 ლარს. სულ ფარების, ხელოვნური ბალახის და წებოს თანხამ შეადგინა 2080 ლარი. ტრანსპორტირება მოხდება ჩვენი უბნის მცხოვრებლის მანქანით, რომელმაც აღგვიქვა დახმარება. ხოლო მონტაჟს უზრუნველყოფს ჩვენი საინიციატივო ჯგუფი.

WORLD CHAMPION. სპორტული ინვენტარის მაღაზია GOBE ხელოვნური საფარის მაღაზია

WORLD CHAMPION თბილისი. აღმაშენებლის ქ.197 - სპორტული ინვენტარის მაღაზია
GOBE თბილისი. წერეთლის გამზირი 118 - ხელოვნური საფარის მაღაზია

599577751; 568199995
2 080,00 ₾

Activity See All Activity

შესვლა first to add your own comment.

Comments

soso parajanashvili ორი ახალი კალათბურთის ფარი და პირველი ჩაგდებული ბურთი.
Reply
soso parajanashvili ორი ახალი კალათბურთის ფარი და პირველი ჩაგდებული ბურთი.
Reply
soso parajanashvili ჩემი საინიციატივო ჯგუფის სახელით ეს შესანიშნავი დღე მინდა მივულოცო ყველა დედას-ვუსურვო მათ ჯანმრთელობა,ბევრი სიხარული და საინტერესო ცხოვრება.ჩვენს პროექტთან დაკავშირებით კი მინდა გაცნობოთ,რომ ჩვენი მაჟორიტარი გიგა ვეფხვაძის შემოთავაზება,რომელმაც გამოთქვა სურვილი დაგვხმარებოდა და პროფესიონალებთან დაგვაკავშირა,რომლებიც მოგვცემენ რეკომენდაციებს და საჭიროებისამებრ დაგვეხმარებიან რეაბილიტაციაში.ჩვენი მიზანია,რომ პროექტის რეაბილიტაციის ხარისხი იყოს უნაკლო,ექსპლუატაციის დრო მაქსიმალურად ავითვისოთ,რათა ადვილად აღარ მოხდეს სპორტული მოედნის დაზიანება.
Reply
soso parajanashvili მოგახსენებთ,რომ უკვე შევიძინეთ სპორტული მოედნის სარეაბილიტაციო მასალა,მოვახდინეთ ტრანსპორტირება და ხვალ დილიდან შევუდგებით მოედნის მოსუფთავებას. მას შემდეგ,რაც შესაბამისად მოვაწესრიგებთ დაზიანებულ ადგილებს,მოვახდენთ გატეხილი ფარების დემონტაჟსა და დაზიანებული ხელოვნური ბალახის საფარის შემოჭრას,ჩვენი უბნის მაჟორიტარი გიგა ვეფხვაძის,ჩემი გუნდის ინიციატორებისა და მეზობლების დახმარებით ჩავატარებთ სარეაბილიტაციო სამუშაოებს.
Reply
soso parajanashvili სიხარულით მინდა გაცნობოთ,რომ ჩავატარეთ სპორტული მოედნის დაზიანებული ადგილების საბოლოო დეტალური დათვალიერება და ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს იმ კომპანიასთან,რომელიც გვეხმარება ამ უკანასკნელის რეაბილიტაციისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის შეძენაში.დღეს უკვე გვაქვს გადმოგზავნილი ინვოისები -- უახლოეს მომავალში მოვახდენთ მათ შეძენა-დამონტაჟებასა და დაზიანებული ხელოვნური ბალახის საფარის განახლებას.
Reply