უბნის სპორტული მოედნის რეაბილიტაცია - All Activity

უბნის სპორტული მოედნის რეაბილიტაცია Location: ქვემო ქართლი, რუსთავი, მე-14 მკ/რნ მე-10-11-12 კორპუსების მიმდებარედ
soso parajanashvili commented

ჩემი საინიციატივო ჯგუფის სახელით ეს შესანიშნავი დღე მინდა მივულოცო ყველა დედას-ვუსურვო მათ ჯანმრთელობა,ბევრი სიხარული და საინტერესო ცხოვრება.ჩვენს პროექტთან დაკავშირებით კი მინდა გაცნობოთ,რომ ჩვენი მაჟორიტარი გიგა ვეფხვაძის შემოთავაზება,რომელმაც გამოთქვა სურვილი დაგვხმარებოდა და პროფესიონალებთან დაგვაკავშირა,რომლებიც მოგვცემენ რეკომენდაციებს და საჭიროებისამებრ დაგვეხმარებიან რეაბილიტაციაში.ჩვენი მიზანია,რომ პროექტის რეაბილიტაციის ხარისხი იყოს უნაკლო,ექსპლუატაციის დრო მაქსიმალურად ავითვისოთ,რათა ადვილად აღარ მოხდეს სპორტული მოედნის დაზიანება.

უბნის სპორტული მოედნის რეაბილიტაცია Location: ქვემო ქართლი, რუსთავი, მე-14 მკ/რნ მე-10-11-12 კორპუსების მიმდებარედ
soso parajanashvili commented

მოგახსენებთ,რომ უკვე შევიძინეთ სპორტული მოედნის სარეაბილიტაციო მასალა,მოვახდინეთ ტრანსპორტირება და ხვალ დილიდან შევუდგებით მოედნის მოსუფთავებას. მას შემდეგ,რაც შესაბამისად მოვაწესრიგებთ დაზიანებულ ადგილებს,მოვახდენთ გატეხილი ფარების დემონტაჟსა და დაზიანებული ხელოვნური ბალახის საფარის შემოჭრას,ჩვენი უბნის მაჟორიტარი გიგა ვეფხვაძის,ჩემი გუნდის ინიციატორებისა და მეზობლების დახმარებით ჩავატარებთ სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

უბნის სპორტული მოედნის რეაბილიტაცია Location: ქვემო ქართლი, რუსთავი, მე-14 მკ/რნ მე-10-11-12 კორპუსების მიმდებარედ
soso parajanashvili commented

სიხარულით მინდა გაცნობოთ,რომ ჩავატარეთ სპორტული მოედნის დაზიანებული ადგილების საბოლოო დეტალური დათვალიერება და ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს იმ კომპანიასთან,რომელიც გვეხმარება ამ უკანასკნელის რეაბილიტაციისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის შეძენაში.დღეს უკვე გვაქვს გადმოგზავნილი ინვოისები -- უახლოეს მომავალში მოვახდენთ მათ შეძენა-დამონტაჟებასა და დაზიანებული ხელოვნური ბალახის საფარის განახლებას.