ველოსადგომი-ეფექტური გზა გადაადგილების ალტერნატიული საშუალებების პოპულარიზებისთვის

nia ivanidze
ქვემო ქართლი, რუსთავი, მაჩაბელის N3
1221
Comments: 6

Goals

Problem statement:

ტრანსპორტით გადატვირთული ქუჩები და მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობა თითქმის ყველა ქალაქისთვის სერიოზული გამოწვევაა. მათ შორის არც ჩემი ქალაქი რუსთავია გამონაკლისი. განსაკუთრებით შემაწუხებელია ეს პრობლემა დილის საათებში, როცა უამრავი ადამიანი მიიჩქარის სამსახურისკენ, სკოლისკენ, ბაღისკენ. ამ პროცესით განსაკუთრებით ვიწრო ქუჩებით გარემოცული ობიექტები ზარალდება. რუსთავის N7 საჯარო სკოლა სწორედ ამგვარი დაწესებულებების რიცხვს მიეკუთვნება: რამდენიმე რიგად ჩამწკრივებული ავტომანქანები, შეშინებული ბავშვები -აი, ჩემი სკოლის მიმდებარე ტრიტორიის ამსახველი რეალობა, რეალობა, რომლის შეცვლასაც ვაპირებ.
მსოფლიო პრაქტიკამ აჩვენა საავტომობილო საცობების შემცირების ყველაზე ეფექტური გადაადგილების ალტერნატიული საშუალებების პოპულარიზებაა. ამიტომ ,ვფიქრობ,ველოსიპედით გადაადგილების ხელშეწყობა ამ პრობლემის მოსაგვარებლად ძალიან მნიშვნელოვანია. სკოლის მოსწავლეებთან ჩემი იდეის გაჟღერებამ დიდი გამოხმაურება ჰპოვა:ერთნაირად დაინტერესდნენ სხვადასხვა ასაკის ბავშვები,როგორც გოგონები,ისე ბიჭები,მაგრამ არის მთავარი პრობლემა :სკოლის ტერიტორიაზე არ არსებობს ველოსადგომი,რაც აუცილებელია ველოსიპედის გასაჩერებლად და დასამაგრებლად.დარწმუნებული ვარ,ველოსადგომის მოწყობის შემთხვევაში უამრავი პრობლემა გადაიჭრება:განიტვირთება სკოლის მიმდებარე ქუჩები,მასწავლებელთა და მოსწავლეთა უდიდესი ნაწილი დაიწყებს ველოსიპედით მოძრაობას,რაც დადებითად აისახება ,როგორც მათ ჯანმრთელობაზე,ისე მატერიალურ მდგომარეობაზე.საერთოდკი აღნიშნული მიმართულებით გადადგმული ეს კონკრეტული ნაბიჯი უფრო გლობალური პრობლემის მოგვარების საწინდარია

რას გააკეთებთ ამ ცვლილების მისაღწევად?

ველოსადგომის მოწყობა ადვილ საქმედ არ მიმაჩნია.მიუხედავად იმისა ,რომ მსურველი საკმაოდ ბევრია,მაინც აუცილებელია ფართო საზოგადოების ინფორმირება,უსაფრთხოების წესების დაცვაზე ზრუნვა. იმისათვის,რომ სკოლასთან მისვლა უსაფრთხო იყოს ყველასთვის,სკოლის თვითმმართველობის მოსწავლეებთან ერთად მივმართავ ადგილობრივ თვითმმართველობას,რათა მათ იზრუნონ ველობილიკების მოწყობაზე. ვფიქრობ, ველოსადგომი უნდა მოეწყოს სკოლის შესასვლელთან ახლოს,სარინელთან,რათა წვიმიან ამინდშიც მოსახერხებელი იყოს სკოლაში შესვლა. ველოსიპატების პარკინგისათვის განკუთვნილი კონსტრუქცია წერტილოვან საძირკველზე დამაგრებულ საყრდენებზე აეწყობა და შედუღდება მილ-კვადრატების მარტივი კონსტრუქცია.მასზე განთავსებული ველოსიპეტები დამაგრდება საკეტი ტროსითა და კლიტით. ველოსიპეტების გასაჩერებელი ადგილი მოსწორდება ბეტონის საფარით.

ვინ განკარგავს შესყიდულ ნივთებს ინიციატივის დასრულების შემდეგ?

აღნიშნული ინიციატივა არ გულისხმობს მოკლევადიან პერიოდს და არც საზოგადოების მცირე სეგმენტზეა გათვლილი.ველოსადგომით სარგებლობას შეძლებენ როგორც სკოლის მოსწავლეები,მშობლები და მასწავლებლები,ისე მეზობელი თემის წარმომადგენლები,ისეთები,ეზოში რომ უფრთხიან ველოსიპედების უმეთვალყუროდ დატოვებს.ამიტომ აღნიშნული პროექტით ისარგებლებენ მუდმივად და მოწყობილი ინფრასტრუქტურის უმთავრესი განმკარგველი მთელი სკოლა იქნება.

რამდენად თანაბრად ისარგებლებენ ქალები და კაცები შედეგად?

ჩვენს სკოლაში სწავლობს 1000-მდე მოსწავლე,რომლებიც, განურჩევლად სქესისა, თანაბრად არიან ჩართული სკოლის ცხოვრებაში,აქტიურად იღებენ მონაწილეობას როგორც შემოქმედებით,ისე სპორტულ აქტივობებში.შესაბამისად,ველოსადგომის მოწყობა თანაბრად მნიშვნელოვანია თითოეული მათგანისათვის.

Recommendations

Reviewer 8

თქვენს სკოლას დიდი ფართი აქვს და მხოლოდ ველოსადგომზე რატო შეჩერდით?

Items Needed

Item აღწერა Vendor Info Total Purchased?
ველოსადგომის რკინის კონსტრუქცია

2 ერთეული ექვს სექციანი ველოსადგომის დამზადება და მონტაჟი.

სააქციო საზოგადოება "სარინი"

ქალაქი რუსთვი, ჯავახიშვილის ქ. 9

599504948
1 900,00 ₾

Activity See All Activity

შესვლა first to add your own comment.

Comments

nia ivanidze უსაფრთხოების წესების დაცვა,ველოსიპედით მოსარგებლეთა აღჭურვილობა და ველორბოლების მოწყობა-ამ თემების შესახებ საინტერესო შეხვედრა გამართეს N7 საჯარო სკოლაში რუსთავის ველომოყვარულთა კლუბის წარმომადგემლებმა. გიგა ძულიაშვილმა და ლერი მაღლაფერიძემ მე-8-მე-11 კლასის მოსწავლეებს გააცნეს ველოსიპედით გადაადგილებისას დასაცავი უსაფრთხოების წესები,ესაუბრნენ ჯანსაღი ცხოვრების წესის აუცილებლობის შესახებ,უპასუხეს მოსწავლეთა მიერ დასმულ კითხვებს.
Reply
nia ivanidze საბოლოოდ კი ასე დაგვიმშვენა და გაგვიხალისა ეზო ველოსადგომმა.მიხარია,რომ მრავალი ადამიანის სურვილი ასრულდა...
Reply
nia ivanidze ველოსადგომის კონსტრუქცია სასურველი ფორმისა და დიზაინის გამოვიდა,ზუსტად ისეთი,მოსწავლეებს რომ ჰქონდათ შერჩეული. შეირჩა შესაფერისი ადგილი და დაიწყო ნიადაგის მომზადება, კონსრუქციის მყარად დასამაგრებლად.რკინის ბჯენები ღრმად განთავსდა მიწაში და შემდეგ ბეტონის საფარით დამაგრდა.
Reply
nia ivanidze აი,ასე გამოიყურება ამ ეტაპზე ჩვენი ველოსადგომი...
Reply
nia ivanidze ველოსადგომის იდეის განხორციელებაში აქტიურად ვითანამშრომლეთ კომპანია ,,სარინთან". რომლის დახმარებითაც მომზადდა ინვოისი. დაიწყო კონსრუქციის მზადების პროცესი.შეირჩა შესაბამისი ადგილი სკოლის ეზოში ,სადაც განთავსდება დასრულებული კონსტრუქცია.
Reply
nia ivanidze ველოსადგომის შესახებ მოსწავლეთა მიერ მოწოდებული იდეების შეჯერების პროცესი წარმატებით დასრულდა.შეირჩა ველოსადგომის პრაქტიკული და დახვეწილი დიზაინი,რომელიც გულისხმობს ორ ექვსსექციან კონსტრუქციას.
Reply