ახალი სიცოცხლე გამარჯვების პარკს

მერიემ ცხოვრებაძე
იმერეთი, ჭიათურას მუნიციპალიტეტი, წერეთლის ქუჩა
1313
Comments: 12

Goals

Problem statement:

ჭიათურა პატარა ქალაქია, რომელიც გამორჩეულია გეოგრაფიული მდებარეობით, ადგილობრივი ისტორიული თუ კულტურული ძეგლებით. ის ცნობილია როგორც “შავი ოქრის ქალაქი”.
ჭიათურას აქვს იმის პერსპექტივა, რომ რაც შეიძლება მეტი ხალხი მიიზიდოს, თუმცა ამის ნაცვლად, ჭიათურის მცხოვრებლების გარკვეული ნაწილი, კონკრეტულად ახალგზარდები, რომლებზეც დამოკიდებულია ჭიათურის მომავალი, უფრო დიდი, კარგად განვითარებული ქალაქებისკენ მიიწევენ. ეს გამოწვეულია იმით, რომ ჭიათურა არ არის განვითარებული ეკონომიკურად, არ არის სუფთა გარემო და შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ახალგაზრდების თავშეყრის ადგილები ულამაზო ფორმითაა წარმოდგენილი. ქალაქს ინოვაციები და ხელოვნება აკლია. დროთა განმავლობაში ქალაქის მთავარმა პარკმა, რომელიც ცენტრალური ქუჩის პარალელურად მდებარეობს, იერსახე დაკარგა. მის მიმდებარედ არსებული შენობები აუშნოებენ პარკს. საცხოვრებელი კორპუსის კედლები, რომელიც გადაჰყურებს სკვერს, სავსეა უხამსი წარწერებით. მთავარი პრობლემა არის ის, რომ ამ პარკში გადაადგილდებიან მცირეწლოვანი ბავშვები, რომელთა ფსიქიკაზე დიდ გავლენას ახდენს მსგავსი წარწერები.

რას გააკეთებთ ამ ცვლილების მისაღწევად?

ზემოთხსენებული პრობლემის გადასაჭრელად, მიზნად დავისახე ახალგზარდების ერთ–ერთი თავშეყრის ადგილის გაუმჯობესება. ეს ადგილი ცნობილია, როგორც “გამარჯვების პარკი”, სადაც არსებული ბინების კედლები სავსეა უაზრო, ულამაზო წარწერებით. ჩემს იდეას წარმოადგენს სკვერის მხარეს, ამ ბინების პირველი სართულის ქუჩის მხატვრობის სტილში შესრულებული ნამუშევრებით დაფარვა. კედლებზე აისახება როგორც ქართული, ისე უცხოური ანიმაციური ფილმების პერსონაჟები. ნამუშევრები შესრულდება მოხალისე მხატვრების მიერ. ასევე ვფიქრობ კარგი იქნება სხვადასხვა მოტივაციური წარწერები და გამონათქვამები, რომლებიც დაკაშირებული იქნება ბუნებასთან. ასე შეიქმნება ლამაზი და ესთეტიკური გარემო, სადაც ყველა სიამოვნებით განიტვირთება და გაატარებს თავისუფალ დროს.ანიმაციური პერსონაჟების ნახატები მიიზიდავენ პარკში მყოფ ბავშვებს და დადებით გავლენას მოახდენს მათ ფსიქიკაზე. ასევე ეს არის ერთგვარი გზა საზოგადოების ცნობიერების ამაღლების და მიწოდებული ინფორმაციის განახლებისა ვიზუალური ფორმით. გამარჯვების შემთხვევაში, ინიციატივის (მხატვრობის) დასრულების შემდეგ, ჭიათურის მოსწავლეთა საკრებულო თავის თავზე აიღებს მოვლა-პატრონობას, აგრეთვე ჩაატარებს საინფორმაციო შეხვედრებს საჯარო სკოლებში ცნობიერების ასამაღლებლად და ვანდალიზმის აღსაკვეთად.

ვინ განკარგავს შესყიდულ ნივთებს ინიციატივის დასრულების შემდეგ?

შესყიდული ნივთები: საღებავები, ფუნჯები, ინიციატივაში ბოლომდე გამოიყენება.

რამდენად თანაბრად ისარგებლებენ ქალები და კაცები შედეგად?

ინიციატივის დასრულების შემდეგ, ორივე სქესის წარმომადგენელს თანაბრად შეეძლება ისარგებლოს შქემნილი სასიამოვნო გარემოთი.

Items Needed

Item აღწერა Vendor Info Total Purchased?
საღებავი

საღებავები (გარე ფასადის) - 6 ფერი (1 ლიტრი 20 ლარი)
- თეთრი- 9 ლიტრი
- შავი - 2 ლიტრი
- წითელი - 6 ლიტრი
- მწვანე - 10 ლიტრი
- ლურჯი - 6 ლიტრი
- ყვითელი - 6 ლიტრი
ფუნჯები - 25 ცალი (120 ლარი)

შ.პ.ს მოდუსი

თბილისი,აგლაძის № 51

(0322) 060101
900,00 ₾

Activity See All Activity

შესვლა first to add your own comment.

Comments

მერიემ ცხოვრებაძე სამუშაო პროცესი.
Reply
მერიემ ცხოვრებაძე .
Reply
მერიემ ცხოვრებაძე .
Reply
მერიემ ცხოვრებაძე დასრულებული ნახატები
Reply
მერიემ ცხოვრებაძე .
Reply
მერიემ ცხოვრებაძე .
Reply
მერიემ ცხოვრებაძე .
Reply
მერიემ ცხოვრებაძე რამდენიმე ნახსტი დასრულდა
Reply
მერიემ ცხოვრებაძე კვლავ მიმდინარეობს კედლის მოხატვა.
Reply
მერიემ ცხოვრებაძე გადავედით უშუალოდ კედლის მოხატვაზე. კედლის დაგრუნტვის შემდეგ, კეთდება კონტურები ფორმების გამოსაყვანად, ხოლო შემდეგ საღებავებით ხატვა.
Reply
მერიემ ცხოვრებაძე მუნიციპალიტეტის მერიამ დაიწყო კედლის დამუშავება და შემზადება მოხატვისთვის. გალესვის შემდეგ დაიწყება კედლის დაგრუნტვა რის შემდეგაც ის მოიხატება.
Reply
მერიემ ცხოვრებაძე Პირველ რიგში, მადლობას მოგახსენებთ იმ შესაძლებლობისთვის, რომელიც მიეცით ჩემს ქალაქს, ჭიათურას. Შესაძლებლობისთვის, რომელიც მიეცით ახალგაზრდებს, რათა წვლილი შეეტანათ ქალაქის გაუმჯობესებაში. Ჩემი იდეის, “ახალი სიცოცხლე გამარჯვების პარკს”, მიზანს წარმოადგენს ახალგაზრდების ერთ–ერთი თავშეყრის ადგილის, გამარჯვების პარკის გაუმჯობესება. Პარკში ბინების კედლები ცუდ მდგომარეობაშია, ამასთან, სავსეა ულამაზო წარწერებით, რაც ცუდ ფსიქოლოგიურ გავლენას ახდენს იქ მოსიარულე ხალხზე. Იდეაც სწორედ ამ ბინების მოხატვა და დადებითი გავლენის გავრცელებაა. “ორბელიანი საქართველომ” ამის შანსი მომცა, რაც საკმაოდ სასიხარულოა არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ მთელი ქალაქისთვის. Ჩემი იდეის არჩევის შემდეგ აქტიურად შევუდექი მუშაობას. Დავუკავშირდი სხვადასხვა სამშენებლო კომპანიებს, სპეციალისტებს, ამ საქმეში გამოცდილ ადამიანებს. Დავიწყე საუკეთესო პროდუქტის მოძიება შესაბამისი სამუშაოსთვის. Მოვძებნე მოხალისეები, რომელთა დახმარებით გამარჯვების პარკი გალამაზდება. Ნივთების საყიდლად ავარჩიე ადგილობრივი მაღაზია, რომელსაც აქვს ნამდვილად ხარისხიანი და საუკეთესო პროდუქცია. Შესაბამისად გავთვალე შესაძენი ნივთების რაოდენობა და ინვოისი გადავუგზავნე “ორბელიანი საქართველოს”. Უშუალოდ კედლის მოხატვა, რამდენიმე დღეში დაიწყება.
Reply