დასასვენებელი პარკი, როგორც დედებზე ზრუნვის საშუალება - All Activity

დასასვენებელი პარკი, როგორც დედებზე ზრუნვის საშუალება Location: ქვემო ქართლი, მარნეულის მუნიციპალიტეტი, სოფელი თამარისი
მარიამ სამხარაძე commented

ესეც 27 დეკემბრის საახალწლო ღონისძიება თამარისის სკვერში. ჩვენმა ინიციატივამ სოფელი გამოაცოცხლა.

დასასვენებელი პარკი, როგორც დედებზე ზრუნვის საშუალება Location: ქვემო ქართლი, მარნეულის მუნიციპალიტეტი, სოფელი თამარისი
მარიამ სამხარაძე commented

სოფ.თამარისის პარკში დასრულდა ადაპტირებული ონკანის მონტაჟიც, რაშიც დიდი წვლილი შეიტანეს სოფლის რწმუნებულის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა და სოფლის მაცხოვრებლებმა. ონკანის ტრანსპორტირებისთვის საჭირო მანქანა გამოყო მარნულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ. დიდი მადლობა მათ ამისათვის! აი ასე ლამაზად გამოიყურება დღესდღეობით სკვერი. დასადგმელი დარჩა მხოლოდ საინფორმაციო ბანერი, საიდანაც კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ სოფლის მაცხოვრებლებს პარკზე ზრუნვისთვის. 27 დეკემბერს დაგეგმილი გვაქვს პარკში წინასაახალწლო საზეიმო ღონისძიება, ბავშვების ჩართულობით, ბენდითა და გლინტვეინით :) ვგეგმავთ ადგილობრივი ბიზნესების გამოფენასაც, მაგ: სოფელში მუშაობს რძის საწარმო, არის ვაშლის სანერგე მეურნეობა, ასევე ტბის კომპლექსი. მოკლედ ჯერ კიდევ დიდი სამზადისი გვაქვს :)

დასასვენებელი პარკი, როგორც დედებზე ზრუნვის საშუალება Location: ქვემო ქართლი, მარნეულის მუნიციპალიტეტი, სოფელი თამარისი
მარიამ სამხარაძე commented

დღეს მოვხატეთ სოფელ თამარისის პარკში არსებული კედელი. მადლობა მარნეულის კულტურის ცენტრს და თამარისის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ჩართულობისთვის!

დასასვენებელი პარკი, როგორც დედებზე ზრუნვის საშუალება Location: ქვემო ქართლი, მარნეულის მუნიციპალიტეტი, სოფელი თამარისი
მარიამ სამხარაძე commented on comment : მარიამ სამხარაძე at: 27 ნოემბერი, 2018 11:44 p.m.

ესეც საქანელა

დასასვენებელი პარკი, როგორც დედებზე ზრუნვის საშუალება Location: ქვემო ქართლი, მარნეულის მუნიციპალიტეტი, სოფელი თამარისი
მარიამ სამხარაძე commented

საბავშვო ატრაქციონების მონტაჟი დასრულდა. ამ პროცესში სოფლის რწმუნებულის ადმინისტრაცია და სოფლის მაცხოვრებლები აქტიურად იყვნენ ჩართულნი. მადლობა მათ მხარდაჭერისთვის! პარკში დიდი ჟრიამულია, თუმცა დაბინძურება კვლავ აქტუალურ პრობლემად რჩება. ვგეგმავთ ამ მიმართულებით კამპანიის წამოწყებას, პარკის დასუფთავებას და საინფორმაციო ბანერის დადგმას. მანამდე კი, ხუთშაბათს, 29 ნოემბერს პარკის ერთ–ერთი კედლის მოხატვას დავიწყებთ. მოხატვის პროცესში "მარნეულის კულტურის ცენტრის" მხატვრები და ადგილობრივი ახალგაზრდები ჩაერთვებიან. მადლობა მათ აქტიურობისთვის!

დასასვენებელი პარკი, როგორც დედებზე ზრუნვის საშუალება Location: ქვემო ქართლი, მარნეულის მუნიციპალიტეტი, სოფელი თამარისი
მარიამ სამხარაძე commented

დამავიწყდა მეთქვა, რომ სატრიალო "კარუსელას" ძირი ჩასაბეტონებელია, ცემენტი ჩასხმულია და ველოდებით გაშრობას, რომ დავამონტაჟოთ. ასევე დამონტაჟებული "ცხენის" ფოტოს მოგვიანებით შემოგთავაზებთ :)

დასასვენებელი პარკი, როგორც დედებზე ზრუნვის საშუალება Location: ქვემო ქართლი, მარნეულის მუნიციპალიტეტი, სოფელი თამარისი
მარიამ სამხარაძე commented

სულ მალე გაჩვენებთ, როგორ შეიცვლება სასმელი წყლის ეს ძველი სოკო, და როგორ მოიხატება ეს უსახური კედელი ახალგაზრდების ჩართულობით. დავდგავთ საინფორმაციო ბანერს, საიდანაც მოვუწოდებთ ჩვენს თანასოფლელებს, რომ არ დააბინძურონ პარკი. ასევე დასასუფთავებელია პარკი და იქაც ჩავერთვებით რა თქმა უნდა :) მადლობა ორბელიანს <3

დასასვენებელი პარკი, როგორც დედებზე ზრუნვის საშუალება Location: ქვემო ქართლი, მარნეულის მუნიციპალიტეტი, სოფელი თამარისი
მარიამ სამხარაძე commented

ახლა კი გაჩვენებთ თუ რა მოგვიტანეს და როგორ მიმდინარეობდა სამუშაოები :)

დასასვენებელი პარკი, როგორც დედებზე ზრუნვის საშუალება Location: ქვემო ქართლი, მარნეულის მუნიციპალიტეტი, სოფელი თამარისი
მარიამ სამხარაძე commented

სოფელ თამარისში დიდი მხიარულებააა :) მოგვიტანეს ნაგვის ურნები, სკამები, რამოდენიმე საქანელა. თუმცა იმისთვის, თუ რა გვქონდა და ახლა რა ლამაზია ყველაფერი, მინდა გაჩვენოთ პარკის ძველი ფოტოებიც. მიუხედავად იმისა, რომ პარკში არაჩვეულებრივი გამწვანებაა, მოვლით და ინფრასტრუქტურით დიდად ვერ დავიკვეხნით. ფოტოებიდან როგორც ჩანს, ნაგვის ურნები არ გვქონდა, ორი ძველი ნაგვის ურნა კი განადგურებულია. ჩამოწყვეტილი იყო ერთი საქანელა. სასმელი წყლის ონკანი კი დაზიანებულია და წყალი იქცევა მუდმივად :(

დასასვენებელი პარკი, როგორც დედებზე ზრუნვის საშუალება Location: ქვემო ქართლი, მარნეულის მუნიციპალიტეტი, სოფელი თამარისი
Nino Giorgadze commented on comment : მარიამ სამხარაძე at: 13 ნოემბერი, 2018 07:48 a.m.

მარიამ მადლობა აქტიურობისთვის

დასასვენებელი პარკი, როგორც დედებზე ზრუნვის საშუალება Location: ქვემო ქართლი, მარნეულის მუნიციპალიტეტი, სოფელი თამარისი
მარიამ სამხარაძე commented

შესყიდვების პროცესი ნაწილობრივ დასრულდა. სკამები, ნაგვის ურნები და საბავშვო ატრაქციონების მოტანა/მონტაჟს ველოდებით მომავალი კვირის ბოლოსთვის. ასევე, გადავწყვიტეთ, რომ დარჩენილი თანხით პარკში არსებული სასმელი წყლის სოკო შადრევანი შევცვალოთ. ამჟამად სოკო შადრევანს არ გააჩნია ონკანი, რის გამოც წყალი იქცევა, რაც სასმელი წყლის რესურსის არამიზნობრივად გამოყენებაა. გადავწყვიტეთ შევიძინოთ ორ დონიანი სოკო შადრევანი, რის მეშვეობითაც სასმელი წყლის დალევა ბავშვებს და შშმ პირებს შეეძლებათ სხვების დახმარების გარეშე. ასევე, ახალი სოკო შადრევანი საშუალებას მოგვცემს არ დაიღვაროს სასმელი წყალი ტყუილად.

დასასვენებელი პარკი, როგორც დედებზე ზრუნვის საშუალება Location: ქვემო ქართლი, მარნეულის მუნიციპალიტეტი, სოფელი თამარისი
მარიამ სამხარაძე commented

ამ ეტაპზე ვმუშაობთ შესყიდვებზე. უნდა შევიძინოთ 3 პარკის სკამი, 5 ნაგვის ურნა, ერთი სატრიალო საქანელა, ერთი სათამაშო "ცხენი ზამბარაზე", ერთი საქანელა. პარკში არსებული სასმელი წყლის ონკანი დაზიანებულია. ვეძებთ მომწოდებელს რათა ონკანიც შევიძინოთ. პროექტის მეორე ეტაპი გულისხმობს საინფორმაციო ბანერის დადგმას პარკში, რათა არ დააბინძურონ პარკის ტერიტორია და პარკის ერთ-ერთი კედლის მოხატვას. პროექტის მეორე ეტაპი დაიწყება ნოემბრის ბოლოს.

დასასვენებელი პარკი, როგორც დედებზე ზრუნვის საშუალება Location: ქვემო ქართლი, მარნეულის მუნიციპალიტეტი, სოფელი თამარისი
მარიამ სამხარაძე commented

დღეს ადგილობრივი ტელევიზია "მარნეული ტვ" დაინტერესდა ჩვენი იდეით და ჩამოვიდნენ ადგილზე სიუჟეტის მოსამზადებლად. ჩავწერეთ ინტერვიუ, ჩაწერეს ასევე ერთი რესპოდენტი, სოფლის მაცხოვრებელი. სიუჟეტი დღეს გავა ეთერში. გადავუღე ფოტო იმ კედელს რომლის მოხატვაც იგეგმება, ასევე ამჟამად პარკში არსებული საქანელა ავარიულია და პროექტის ფარგლებში გვინდა მეორე საქანელის დამატება.

დასასვენებელი პარკი, როგორც დედებზე ზრუნვის საშუალება Location: ქვემო ქართლი, მარნეულის მუნიციპალიტეტი, სოფელი თამარისი
მარიამ სამხარაძე commented

დღეს, შევხვდით სოფელ თამარისის რწმუნებულს, ასევე საქმის კურსში ჩავაყენეთ მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე. მივიღეთ მათგან მზადყოფნა თანამშრომლობისთვის. ააიპ "მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრისგან" მივიღეთ თანხმობა თავიანთი მხატვრები ჩართონ კედლის მოხატვის პროცესში, ასევე საინფორმაციო ბანერის დამზადების საქმეში. ამ ეტაპზე ვმუშაობ ინვოისების მოძიებაზე, რათა შევისყიდოთ ნაგვის ურნები, სკამები, საღებავები და საბავშვო ატრაქციონები.

დასასვენებელი პარკი, როგორც დედებზე ზრუნვის საშუალება Location: ქვემო ქართლი, მარნეულის მუნიციპალიტეტი, სოფელი თამარისი
მარიამ სამხარაძე commented

პარკში მდებარე კედლის მოხატვაში ვგეგმავ ახალგაზრდების ჩართვას, რათა გაუჩნდეთ მიკუთვნების განცდა, რომ მათი მცირე წვლილიც არის შეტანილი პარკის კეთილმოწყობის საქმეში, შესაბამისად, დიდი იმედი მაქვს, რომ აღარ დააბინძურებენ და გაუფრთხილდებიან.

დასასვენებელი პარკი, როგორც დედებზე ზრუნვის საშუალება Location: ქვემო ქართლი, მარნეულის მუნიციპალიტეტი, სოფელი თამარისი
მარიამ სამხარაძე commented

დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის! თქვენს მიერ დასმულ კითხვებთან დაკავშირებით: 1. ინსტალაციას მომწოდებელი კომპანია უზრუნველყოფს, რადგან სპეციფიკური სამუშაოა შესასრულებელი. თუმცა პროცესში ჩავრთავთ სოფლის ადმინისტრაციას და მაცხოვრებლებსაც რა თქმა უნდა 2. დიახ, ვფიქრობთ თუ რა სახის მესიჯები დავიტანოთ საინფორმავციო ბანერზე და მოხატულ კედელზე. გვინდა რაიმე ორიგინალური, ასევე ეფექტური.