მოძრავი კინოთეატი

Sopho Devnozashvili
ქვემო ქართლი, დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი განთიადი
649
Comments: 0

Goals

Problem statement:

90-იან წლებში ჩემს სოფელში საკმაოდ დიდი კინოათეატრი გვქონდა, მახსოვს, ღონისძიებები ხშირად იმართებოდა და ბევრი მაყურებელიც დადიოდა სხვადასხვა სოფლებიდან. შემდეგ თანდათან შეწყდა ჩვენებები და კინოთეატრიც დაიხურა. ინვენტარის ნახევარი მოიპარეს, ნაწილიც დააზიანეს. მას შემდეგ ერთადერთი თავმოყრისა და გართობის არის სივრცე მინი-სტადიონია, რომლითაც ბიჭები უფრო სარგებლობენ, ვიდრე გოგონები.
მესამე წელია, ზაფხულობით მე და ჩემი მეგობარი სხვადასხვა სოფელში ჩავდივართ და ფილმის ღია ჩვენებებს ვაწყობთ, რომელზეც მინიმუმ 30 ადამიანი ესწრება, მათ შორის ახალგაზრდები ჭარბობენ. ზაფხულის განვალობაში 3-ჯერ თუ მოვარხერხებდით ხოლმე, რადგან თითქმის ყველანაირი საჭირო ტექნიკა ნათხოვარი გვქონდა(ნოუთბუქისა და პროექტორის გარდა) : აუდიო ტექნიკა, დენის წყაროს გამაგრძელებლები და ა.შ. ეკრანი არავინ რომ არ გვათხოვა, ხელი არ ჩაგვიქნევია და საბნის კონვერტები გამოვიყენეთ. თუმცა უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ხალხის სიმრავლისა და (ახლა უკვე გასათვალისწინებელი დისტანციის გამოც) და ე.წ „პროექტორის ეკრანის“ ზომის სიმცირის, ასევე დაბალი სიხშირის აუდიო მოწყობილობის გამოც ვაწყდებოდით პრობლემებს. დაგვიგეგმავს ჩვენებები, რომელიც იქნებოდა ინგლისური ტიტრებით, თუმცა ეკრანის ზომის გამო მოუხერხებელი აღმოჩნდა ასეთი ფილმის ჩვენება.
მოთხოვნა ყოველთვის დიდი იყო, გვთხოვდნენ ხშირად გაგვეკეთებინა ჩვენებები პატარებისთვის, ახალგაზრდები გვეხმარებოდნენ და გვიპირებდნენ შემდგომ ჩვენებებზე, მაგრამ ,სამწუხაროდ ტექნიკის არქონის გამო ხშირად გვერიდებოდა სხვისთვის თხოვნა და ხვეწნა.

რას გააკეთებთ ამ ცვლილების მისაღწევად?

საჭირო ტექნიკის არსებობის შემთხვევაში მოვაწყობთ კინოჩვენებებს, რომელიც იქნება გრძელვადიანი, შემეცნებითი სახის, დასწრება შეეძლება ნებისმიერ მსურველს. გარდა მხატვრული ფილმებისა, გვექნება დოკუმენტური ფილმების ჩვენება და შემდგომ დოსკუსიები ფილმის შესახებ, რაც ხელს შეუწყობს ახალგარზდებში ანალიზისა და მსჯელობის უნარის განვითარებას. საბედნიეროდ, ყოველთვის დიდი პოპულარობით გამოირჩევა ყველა ასეთი ღონისძიება და ახალგაზრდების ჩართულობაც საკმაოდ მაღალია. გარდა ამისა, დაგეგმვისა და შესაბამისი გარემოს მოწყობაში აქტიურად გვეხმარებიან ადგილობრივი მაცხოვრებლები,მათ შორის ბავშვები და ახალგაზრდები, რაც თავისთავად განაპირობებს მოხალისეობის კულტურის დანერგვას. ჩვენი სამიზნე აუდიტორია ძირითადად ახალგაზრდები არიან, აღნიშნული ინიციატივის განხორციელებით თანაბრად ისარგებლებენ გოგონებიც და ბიჭებიც, თუმცა როგორც განვლილმა ღონისძიებებმა აჩვენა, უფროს თაობასაც დიდი სურვილი აქვთ მსგავს აქტივობებზე დასწრების.

ვინ განკარგავს შესყიდულ ნივთებს ინიციატივის დასრულების შემდეგ?

ინიციატივა გრძელვადიანია, ამიტომ ნივთები ჩვენს მფლობელობაში დარჩება მათ სრულ ცვეთამდე. ასევე, მივესალმებით და გვერდში დავუდგებით ყველა ახალგაზრდას, რომელიც მსგავსი ღონისძიების ჩატარებას გადაწყვეტს, ოღონდ რაღათმაუნდა ჩვენი მეთვალყურეობის ქვეშ იქნება ინვენტარი.

რამდენად თანაბრად ისარგებლებენ ქალები და კაცები შედეგად?

ინიციატივის განხორციელების შედეგად ისარგებლეს ყველა, ვისაც ღონისძიებაზე დასწრების სურვილი ექნება, ამიტომ არანაირი შეზღუდვა არ არსებობს ამ მხრივ, სარგებელი თანაბარი იქნება როგორც ქალბატონებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის.

Items Needed

Item აღწერა Vendor Info Total Purchased?
პროექტორის ეკრანი

ეკრანის მახასიათებლები
• პროექციის ტიპი: წინა პროექცია
• მართვის ტიპი: მექანიკური
• ეკრანის ზომა: 244x244 სმ
• ხედვის კუთხე: 150 °
• ეკრანის ფორმატი: 1:1
• გაძლიერების კოეფიციენტი (Gain): 1.1-2.3
• ქსოვილის ტიპი: მქრქალი თეთრი (Matte White)
• ეკრანის უკანა მხარე: შავი
• მონტაჟი: შტატივი

დამატებითი მახასიათებლები
• ავატომატური ჩამკეტი
• ეკოლოგიურად სუფთა ქსოვილი
• 3D და 4K გამოსახულების მხარდაჭერა

BE.GE

ნ. ყიფშიძის 2
თბილისი, საქართველო

(+995 32) 2 550 800
412,00 ₾
დამაგრძელებელი ბარაბანი

50 მეტრი 2.5 მმ (პლასტმასის და რკინის)

MASTER GROUP/მასტერ ჯგუფი

Kerchi St. 0167 Tbilisi

032 265 43 44
110,00 ₾
აუდიო სისტემა/SPEAKERS

Sony GTK-XB72
Hi-Fi Audio System
Connection type: Bluetooth
Power Source: Network
Power (RMS): 60 W

ალტა/ALTA

0159, საქართველო, ქ.თბილისი,
აკაკი ბელიაშვილის ქ. 104

ვინაიდან დროებით ონლაინ მომსახურებაზეა გადასული ყველა ფილიალი, პროდუქტის ლინკს დავურთავ.
https://alta.ge/tv-photo-video-audio-game-consoles/audio-systems/audio-and-home-theaters/sony-gtk-xb72.html

(032) 238-00-38
999,00 ₾
დენის გამანაწილებელი/

Gembird
Model name:
SPG5-C-5
Type:
Surge Protector
Special Features:
Grounding Indicator / Self-diagnostic Indicator / Safe for Children
Surge Protection Feature
Nominal Input Voltage:
250
Input Frequency:
50 / 60
Max Ampers:
16
Cable Length:
1.5
AC Outlets Quantity:
5
Maximum Peak Voltage:
6000
Color
Color:
Black
Dimensions
Dimensions (W x H x D):
330 x 56 x 45

ალტა/ALTA

სათავო ოფისი:

0159, საქართველო, ქ.თბილისი,
აკაკი ბელიაშვილის ქ. 104
https://alta.ge/computers-and-office/power-protection-filters/surge-protection-and-adapter/gembird-spg5-c-5.html

(032) 238-00-38
29,00 ₾

Activity See All Activity

შესვლა first to add your own comment.

Comments