სიყვარულის ხიდი

elene gogoladze
იმერეთი, ჭიათურას მუნიციპალიტეტი,
1875
Comments: 32

Goals

Problem statement:

ჭიათურა ინდუსტრიული ქალაქია და ეს ინდუსტრიულობა მის იერ-სახეზეცაა ასახული. ამ ქალაქში მრავალ საინტერესო ადგილს წააწყდებით. კულტურულ მემკვიდრეობად წოდებულ საბაგიროებს, უძველეს ეკლესია-მონასტრებს, დანგრეულ (მაგრამ ტურისტებისთვის მიმზიდველ), მიტოვებულ და ზოგისთვის მისტიურ შენობა-ნაგებობებს და ა.შ. ასევე მრავლადაა მღვიმე-გამოქვაბულები. მოკლედ რომ ვთქვათ, ჭიათურა დიდი ტურისტული პოტენციალის მქონე ქალაქია, რომლისთვისაც ტურიზმი მანგანუმის მოპოვებისა და მაღაროში დასაქმების ალტერნატივა უნდა გახდეს მომავალში.

ქალაქი კი ლამაზია და ნამდვილად ბევრი ღირსშესანიშნაობა გააჩნია, მაგრამ აკლია ნათელი ფერები, აკლია სიახლეები.
ვფიქრობ,რომ ,,სიყვარულის ხიდი“ ჭიათურაში სიახლე იქნება მოსახლეობისთვის. იგი ქალაქში შექმნის ესთეტიურ გარემოს. ის შეძლებს ყოველდღიურობა უფრო გაულამაზოს და გაუფერადოს ჭიათურელებს. ეს ხიდი, რომელზე გადასვლაც აუცილებლად მოუწევს ნებისმიერ სახლიდან გასულ ადამიანს, ქალაქის ცენტრში მდებარეობს. ამ ხიდის დიზაინის იდეა განსხვავებულია სხვა დანარჩენისგან. ის ერთი ჩვეულებრივი ხიდიარ იქნება და სწორედ ამიტომ მიიქცევს ჭიათურის ტურისტების ყურადღებასაც.

რას გააკეთებთ ამ ცვლილების მისაღწევად?

იდეის აღწერა: * მოიხატება ხიდის ზედაპირი; * ხიდზე ასასვლელი კიბეები მოიხატება და მათზე დაიწერება სიმბოლური წარწერები: * მოაჯირებზე განლაგებული იქნება ქოთნის ყვავილები; ხიდის ერთ მხარეს არის ქორწინების სახლი და სავაჭრო ცენტრები და მეორე მხარეს საბაგირო(რომლის მშენებლობაც დასასრულს უახლოვდება) და ასევე ეკლესია. ქორწინების სამოქალაქო რეგიტრაციის შემდგომ, წყვილი სურვილის შემთხვევაში ხიდის მეორე მხარეს დაიწერს ჯვარს. * ხიდის გვერდზე იქნება დაფა,რომელზეც იქნება მითითებული ხიდის დასახელება და check in Chiatura. *ასევე ხიდი უნდა განათდეს ,,საზეიმო" ნათურებით. (ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს)

ვინ განკარგავს შესყიდულ ნივთებს ინიციატივის დასრულების შემდეგ?

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია და ჭიათურის მოსწავლეთა საკრებულო აიღებს პასუხისმგებლობას ამ ხიდის მოვლა-პატონობაზე.

რამდენად თანაბრად ისარგებლებენ ქალები და კაცები შედეგად?

ამ ინიციატივის განხორციელება ერთნაირად შეეხება ყველას, განურჩევლად სქესისა, ასაკისა, სოციალური თუ სხვაგვარი მდგომარეობისა. იგი შექმნის ესთერიურ გარემოს ქალაქში და ერთნაირად ასიამოვნებს ყველას. საინტერესო და მიმზიდველი სიახლე იქნება ყველასთვის. ამ ჩვენს ნაცრისფერ ქალაქში მეტ ფერსა და სიცოცხლეს შემოიტანს.

Recommendations

Reviewer 1

ინიციატივა უნდა განხორციელდეს მხოლოდ მერიის თანხმობით, მათთან თანამშრომლობით და შესაბამისი პროცედურების დაცვით. სასურველია არსებობდეს ხიდის დიზაინის რამდენი ვარიანტი და საუკეთესო დიზაინის შერჩევაში ჩაერთოს ადგილობრივი მოსახლეობა.

Items Needed

Item აღწერა Vendor Info Total Purchased?
ქოთნები

30-30ცალი ქოთნის ყვავილი(მოაჯირზე დასაკიდებლები)
1ცალის საშუალო ღირებულება არის 25ლ

geobotanic

ketevan tsamebulis gamziri 71
Tbilisi, Georgia

558 70 06 17
1 500,00 ₾
საღებავები

121ლ ფერადი საღებავი. 1ცალის ღირებულება 17ლარი. 121x17=2057
ხიდის ზედაპირისთვის, მოაჯირებისთვისა და კიბეებისთვის

შპს ,,გზაჯვარედინი"

გრიგოლ ლორთქიფანიძის n122

595 95 88 99
2 057,00 ₾
საინფორმაციო დაფა

2ცალი საინფორმაციო დაფა ხიდის ორივე მხარეს. დაფებზე ეწერება ხიდის სახელწოდება და check in chiatura

ultramarin

თბილისი,აკაკი წერეთლის გამზირი, #87ბ

+995 599 35-30-99
300,00 ₾
კიბის საფეხურების ფილები

9კიბე 3.50მეტრიანი ერთ მხარეს,
4 3.50მეტრიანი მეორე მხარეს.

polimer tile

https://www.facebook.com/PolimerTile/

595 90 93 30
490,00 ₾
ფუნჯები

პატარა, საშუალო და დიდი ზომის ფუნჯები, რომლებითაც მოხალისეები და მხატვარი ერთობლივად მოვხატავთ ხიდს

https://goodbuild.ge/samsheneblo-qimia/aqsesuarebi/

https://goodbuild.ge/samsheneblo-qimia/aqsesuarebi/

2 88 01 02
120,00 ₾

Activity See All Activity

შესვლა first to add your own comment.

Comments

elene gogoladze .
Reply
elene gogoladze მოხალისეები
Reply
elene gogoladze ...
Reply
elene gogoladze ..
Reply
elene gogoladze .
Reply
elene gogoladze .
Reply
elene gogoladze ყვავილები 1-2 კვირაში უფრო მასიური გახდება.
Reply
elene gogoladze ,,დრენაჟისა" და მიწის ჩაყრასა და ყვავილების ჩარგვაში დაგვეხმარა ის პირი, რომლისგანაც შევიძინეთ ყვავილები და მოგვცა რჩევებიც ყვავილების მოვლასთან დაკავშირებით.
Reply
elene gogoladze ჩავრგეთ ყვავილები სახელად ,,ვიოლა"
Reply
elene gogoladze დღეს, 21ოქტომბერს, ,,სიყვარულის ხიდზე" დამონტაჟებულ ქოთნებში ჩავრგეთ ყვავილები.
Reply
elene gogoladze ...
Reply
elene gogoladze ფილების დაგების პროცესი
Reply
elene gogoladze 2სექტემბერი. დაიწყო ფილების დაგება ხიდის ზედაპირზე
Reply
elene gogoladze .
Reply
elene gogoladze მერიამ დაასრულა ზედაპირის გადასწორება. 25აგვისტო
Reply
elene gogoladze მერიამ დაასრულა ზედაპირის გადასწორება. 25აგვისტო
Reply
elene gogoladze 19აგვისტო
Reply
elene gogoladze მერიამ 18აგვისტოს დაიწყო ხიდის ზედაპირზე ,,სტიაშკის" დასხმა/ზედაპირის გადასწორება
Reply
elene gogoladze .
Reply
elene gogoladze .
Reply
elene gogoladze კიბის მოაჯირებიც ,,მოპირკეთდა"
Reply
elene gogoladze მოაჯირები ბოლომდე შეიღება
Reply
elene gogoladze .
Reply
elene gogoladze წებო-ცემენტების ჩამოზიდვაში კვლავ ჭიათურის სიყვარულით სავსე მოხალისეები მოგვეხმარნენ.
Reply
elene gogoladze ჩამოვიტანეთ ფილები თბილისიდან და ორშაბათიდან დაიწყება ხიდის ზედაპირის ,,გადაჭიმვა"/ გადასწორება.
Reply
elene gogoladze დავიწყეთ ქოთნების დამაგრება მოაჯირებზე
Reply
elene gogoladze დავიწყეთ ქოთნების დამაგრება მოაჯირებზე
Reply
elene gogoladze
Reply
elene gogoladze დავიწყეთ უკვე იდეის განხორციელება. ამ ეტაპზე გამოვიტანეთ საამქროდან ქოთნები საკიდებითურთ და საკიდები შევღებეთ.
Reply
elene gogoladze უკვე დავიწყეთ შესყიდვების პროცესი. ხიდზე სამუშაოები დაახლოებით 2 კვირაში დაიწყება
Reply
elene gogoladze დღეს უკვე ველოდებით ბოლო ინვოისს, გარკვეული პრობლემები შეიქმნა მიწის შესყიდვასთან დაკავშირებით, თუმცა მოვაგვარეთ. დღის ბოლოს ველოდებით ტრანსპორტირების ინვოისს და ყველა ინვოისი ხელთ გვექნება
Reply
elene gogoladze ამ კვირაში, აქტიურად ვთანამშრომბლობსით სხვადასხვა მიკრო მეწარმესთან თუ ფიზიკურ პირთან.
Reply