სკოლავიზია

Temuri Sukashvili
ქვემო ქართლი, მარნეულის მუნიციპალიტეტი, კოსტავას ქუჩა, N6
1542
Comments: 14

Goals

Problem statement:

მარნეულში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი მოსწავლე-ახალგაზრდები გამოირჩევიან სამოქალაო პასიურობით, რაც განპირობებულია სხვადასხვა ფაქტორით. ამ ფაქტორებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ქართულ ენაზე კომუნიკაციური უნარ-ჩვევების დაბალი დონე და ამ მხრივ გამოცდილების სიმწირე.

იდეის „სკოლავიზია“ განხორციელებას ვაპირებთ ქ. მარნეულის N2 საჯარო სკოლაში, სადაც სწავლობენ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ქართულ და არაქართულენოვან სექტორზე. "სკოლავიზია" დაფუძნდება სკოლის არაფრომალური განათლების მიმართულებით მოქმდეი კლუბის ბაზაზე.

იდეის განხორციელება ხელს შეუწყობს მოსწავლეების სოციალურად გააქტიურებას და ქართულ ენაზე დაბალი კომუნიკაციური უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას;

რას გააკეთებთ ამ ცვლილების მისაღწევად?

"სკოლავიზიის“ პროექტის ფარგლებში მოეწყობა სასკოლო ტელევიზია, რომელიც გააშუქებს სასკოლო თემში, ქალაქსა და რეგიონში მიმდინარე პროცესებსა და სიახლეებს. შეიქმნება რეპორტიორთა კლუბი, სადაც გაერთიანდებიან ქართული და რუსული სექტორის IX-XI კლასის მოსწავლეები. ისინი ისწავლან ვიდეორეპორტაჟებისა და youtube არხის შექმნას. კლუბის წევრებს ჩაუტარდებათ ინსტრუქტაჟი ვიდეომონტაჟის შესახებ. ამ პროცესში დაგვეხმარებიან მარნეული TV-ს ტექნიკური თანამშრომლები. „სკოლავიზიის“ ჟურნალისტები მოამზადებენ ტექსტებს ქართულ ენაზე და კითხვებს რესპოდენტებისთვის. "ჟურნალისტები" ატვირთავენ მათ მიერ მომზადებულ სიუჟეტებს youtube არხზე, ბლოგზე და სკოლის გვერდზე ფეისბუქში. სკოლის დერეფანში ჩამოიკიდება პლაზმური მონიტორი სადაც პერიოდულად ნაჩვენები იქნება მოსწავლეების მიერ მომზადებული სიუჟეტები. „სკოლავიზიის“ ფარგლებში მომზადდება სიუჟეტები სასკოლო ცხოვრებაზე, მოსწავლეთა მშობლების ოჯახების შესახებ, საინტერესო პიროვნებებზე, ქალაქში დაგეგმილ ღონისძებებზე, ტურისტულ ობიექტებზე, პრობლემურ საკითხებზე და ა.შ.

ვინ განკარგავს შესყიდულ ნივთებს ინიციატივის დასრულების შემდეგ?

იდეის ფარგლებში მიღებული ნივთები მიღება-ჩაბარების აქტით გადაეცემა სსიპ ქ. მარნეულის N2 საჯარო სკოლას. ნივთებს საჭიროებისამებრ გამოიყენებენ „სკოლავიზიის“ ჟურნალისტები და კლუბის ხელმძღვანელები.

რამდენად თანაბრად ისარგებლებენ ქალები და კაცები შედეგად?

სიუჟეტები წარმოაჩენს ქალაქში/რეგიონში არსებულ პრობლემებს გენდერულ საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენი რეპორტაჟები დაეხმარება მოსწავლეებსა და საზოგადოებას გენდერული სტერეოტიპების დაძლევაში. შესაბამისად ქალები და კაცები ისარგებლებენ თანაბრად იდეის განხორციელების შედეგად.

Recommendations

Reviewer 2

დაელაპარაკეთ სკოლას, ადგილობრივ მთავრობას, აიძულეთ უფრო მეტად ჩაერთონ.

Items Needed

Item აღწერა Vendor Info Total Purchased?
Canon LEGRIA HF R806

General Information
Brand: Canon
Model name: HF R806
Series: LEGRIA
Type: Compact Camcorder
Media Type
Media Type: Digital HD

altaok.ge

0159, საქართველო, ქ.თბილისი,
ნოდარ ბოხუას ქ. 4
ტელ: (+ 995 32) 238 00 38

(032) 238-00-38
849,99 ₾
ტელევიზოროი - TCL 32D2900

მონიტორი სკოლის დერეფნისთვის სადაც გავა სიუჟეტები
General Information
Brand: TCL
Model name: 32D2900

altaok.ge

0159, საქართველო, ქ.თბილისი,
ნოდარ ბოხუას ქ. 4
ტელ: (+ 995 32) 238 00 38

(032) 238-00-38
419,99 ₾
შტატივი PRIMAPHOTO PHKP002

შტატივი აუცილებელი ნივთია სიუჟეტების მომზადების პროცესში.
ძირითადი მახასიათებლები
• ტიპი: შტატივი, ტრიპოდი
• თავაკის ტიპი: 3-Way Head
• მაქსიმალური დასაშვები დატვირთვის წონა: 3 კგ
• მინიმალური სიგრძე: 630 მმ (24,8")
• მაქსიმალური სიგრძე: 1560 მმ (61")
• ჯოხის მყარი კონსტრუქცია
• რეზინის ფეხები

ფიზიკური პარამეტრები
• მასალა: ალიუმინი
• წონა: 1,3 კგ
• ფერი: შავი https://www.be.ge/product-147359.html

https://www.be.ge

მისამართი:
თბილისი, ა. წერეთლის 116, დიდუბე პლაზა, ოფისი 202, 0119 https://www.be.ge/contacts.html

(+995 32) 2 550 800
125,00 ₾
მიკროფონი SONY F-V120 UNIDIRECTIONAL DYNAMIC VOCAL MICROPHON

ხმის ჩამწერი მიკროფონი
Brand: Sony
Model name: F-V120
Microphone Feature
Frequency: 60 - 12 000 Hz
Sensitivity: -53 dB
Impedance: 600
Connectivity
Connectivity Technology: Wired
Cable Length: 3
Jack Type: 3.5 / 6.3
Color
Color: Black
Dimensions
Dimensions (W x H x D): 54 x 211

მაღაზია ALLMARKET.GE

თბილისი, ნუცუბიძის ქ. 129 III სართული

(032) 2508181
80,00 ₾

Activity See All Activity

შესვლა first to add your own comment.

Comments

Temuri Sukashvili სკოლის სტადიონის პრობლემა - https://www.youtube.com/watch?v=qcRs0ZwtArI
Reply
Temuri Sukashvili ხუთშაბათს გაიმართა მორიგი შეხვედრა. შეხვედრაზე განვიხილეთ ბოლოს გადაღებული სიუჟეტი "ზებრა გადასასვლელების" პრობლემაზე. ვისაუბრეთ სიუჟეტის გავრცელების შესაძლო გზებზე და სამომავლო გეგმებზე. სკოლავიზია ახალ სიუჟეტს ამ კვირაში შემოგთავაზებთ. * https://www.youtube.com/watch?v=vuga6rAUqIg&t=26s
Reply
Temuri Sukashvili სკოლავიზიის ჯგუფი ამჯერად განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებით დაინტერესდა. მოსწავლეებმა გამოკითხეს თანატოლები სასკოლო შეფასებასთან დაკავშირებით. მათ ასევე ჩაწერეს ინტერვიუ ექსპერტთან. პროექტი უფრო და უფრო საინტერესო ხდება. მიმდინარე კვირაში ვიწყებთ ახალ რუბრიკას სახელწოდებით "ვურჩიოთ ერთმანეთს წიგნები". ოთხშაბათს გადავიღებთ კიდევ ერთ სიუჟეტს ისეთ აქტუალურ თემაზე როგორიცაა მუწესრიგებელი ზებრა-გადასასვლელები სკილის მიმდებარე ტერიტორიაზე. მანამდე გთავაზობთ ლინკს სადაც შეგიძლიათ იხილოთ უკვე ატვირთული სიუჟეტი. https://www.youtube.com/watch?v=b5dy4WPU4Xk&t=1s
Reply
Temuri Sukashvili გადაღებული სიუჟეტების განტავსება ხდება სკოლის სოციალურ გვერდებზე.
Reply
Temuri Sukashvili მარნეულის რაიონში და მიმდებარე სოფლებში გადის სარწყავი არხები, რომლებიც ძლიერ არის დაბინძურებული. სკოლავიზიის ჟურნალისტებმა ამჯერად გარემოსდაცვით საკითხებზე მოამაზადეს სიუჟეტი. https://www.youtube.com/watch?v=3v5A1U49NhM&t=60s
Reply
Temuri Sukashvili 24 იანვარს განახლდა სიუჟეტების გადაღების პროცესი. ამჯერად სკოლავიზიის გუნდი იმყოფებოდა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელში სადაც ჩამოედინება სარწყავი არხი. წყალი და გარემო ძლიერ არის დაბინძურებული.
Reply
Temuri Sukashvili https://www.youtube.com/watch?v=TlmZGp81GQs
Reply
Temuri Sukashvili https://www.youtube.com/watch?v=IgCt5-bRrlI
Reply
Temuri Sukashvili მოსწავლეების მიერ გადაღებული სიუჟეტები განთავსდა სოციალურ ქსელებში.
Reply
Keti Khachidze თუ შეიძლება გაგვიზიარეთ სიუჟეტიც!
Reply
Temuri Sukashvili 25 დეკემბერს პროექტის "სკოლავიზია" ფარგლებში სკოლის დერეფანში დამონტაჟებულ ეკრანზე გადაღებული სიუჟეტების ჩვენება დაიწყო.
Reply
Temuri Sukashvili სკოლავიზიის ფარგლებში 6 დეკემბერს გაიმართა ორი შეხვედრა მომავალ რეპორტიორებთან და ტექნიკურ ჯგუფთან. დაიგეგმა როგორც შინაარსობრივი მიმართულებები, ასევე შეხვედრათა ფორმატი. ტექნიკურმა ჯგუფმა განიხილა სავარაუდო კომპიუტერული პროგრამები, რომლებშიც მოხდება გადაღებული ვიდეოების დამუშავება და მონტაჟი. 11 დეკემბერს ჩაინიშნა სამუშაო შეხვედრა სიუჟეტის მომზადების შესახებ. შეხვედრებს უძღვებიან თემურ სუყაშვილი, გიორგი ჭაუჭიძე და ზაზა სუყაშვილი.
Reply
Temuri Sukashvili გაიმართა შეხვედრა საინიციატივო ჯგუფის წევრებს შორის. შეხვედრაზე განვიხილეთ სამომავლო გეგმები, ვიმსჯელეთ ლოგის შესახებ. გადაწყდა, რომ სკოლავიზიის აქტიური წევრების შეხვედრები გაიმართება ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს.
Reply
Temuri Sukashvili დირექციასთან შეთანხმებით სამუშაო სივრცედ გამოვიყენებთ სკოლის ინფორმატიკის კაბინეტს, ხოლო ბიბლიოთეკას გამოვიყენებთ სიუჟეტების ჩასაწერად.
Reply