სკვერი ერთიანი მომავლისთვის

zviadi buchaidze
კახეთი, ახმეტის მუნიციპალიტეტი, სოფელი კასრისწყალი
2137
Comments: 13

Goals

Problem statement:

ახმეტის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში არსებული სოფელი კასრისწყალი, რომელიც აზერბაიჯანის საზღვისპირა სოფელია და ამასთან საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთის უკიდურეს წერტილში მდებარეობს, მუნიციპალური ცენტრიდან ქალაქ ახმეტიდან 170 კმ-ით (ფიზიკურად დედოფლისწყაროს მუნიციპილიტეტში მდებარეობს) არის დაშორებული. სოფელში სულ 70-მდე ოჯახი ცხოვრობს., მოსახლეობა ეთნიკურად მრავალფეროვანია: ქართველები, აზერბაიჯანელები, სომხები, რუსები; სოფელში არსებული ინფრასტრუქტურა ძველია და თითქმის არ არსებობს, შესაბამისად სოფლის ახალგაზრდების ერთადერთი თავშეყრის ადგილი არის მინი სტადიონი, რომელიც რამოდენიმე წლის წინ გაკეთდა., აღნიშნული სტადიონის გარდა არ არსებობს გასართობი ადგილი სოფლის მოსახლეობისთვის პრობელემას წარმოადგენს სწორედ ეს გარემოება, რომ ახალგაზრდებს არ აქვთ გართობის, თავშეყრის ადგილი რაც ეთნიკურ ურთიერთობებს უფრო შეუწყობდა ხელს, სოფელში არსებულმა ახალგაზრდების საინიაცივატო ჯგუფმა გადავწყვიტეთ მოვაწყოთ სკვერი რომელიც მოიცავს სკამებს, საქანელებს და სხვადასხვა გასართობ საშუალებებს. სკვერი გახდება ბავშვების და მათი მშობლების, ასევე უფროსი ასაკი ადამიანების თავშეყრის ადგილი, ის გააერთიაენებს ეთნიკურად განასხვავებულ ადამიანებს და დაეხმარებათ მათ ერთმანეთთან ურთიერთობაში.

რას გააკეთებთ ამ ცვლილების მისაღწევად?

სკვერის მოწყობას ვფიქრობთ ზემოთ აღნიშნული სოფლის მინი სტადიონის გვერიდით არსებულ ტერიტორიაზე, სადაც ხეებია დარგული და ა სევე არის განათების მოწყობის საშუალებაც., აღნიშნული პროექტის ფარგლებში ვგეგმავთ არსებული ტერიტორიის გასუფთავება - გამზადებას, რაც მოიცავს მიწის გადასწორებას სკვერისთვის ვარგისი გარემოს მოსწაყობად., შემდეგ ბილიკების, და სკამების მოწყობას. ვფიქრობთ შემდეგ გასართობ საშუალებებს როგორიცაა საქანელების, აიწონადაიწონა, სასრიალო და სხვა. ასევე მოვაწყობთ გარე განათებას. ორგანიზაცია თუშეთის განვითარების ფონდიც აცხადებს საგრანტო კონკურსს რომელიც მოიცავს სპორტულ აქტივობებს, აღნიშნულ ორგანიზაციაშიც წარვადგენთ პროექტს მაგიდის თამაშებსა თუ სხვა სპორტულ ინვენტარზე რომელიც შემდეგ გაამდიდრებს „ორბელიანის“ მიერ დაფინანსებულ სკვერს. აღნიშულ სამუშაოებში ჩართულები იქნებიან სოფლის მოსახლეობა როგორც მამარობითი, ისე მდედრობის სქესის ადამიანები. ამასთან განსხვავებული ეთნოსნის წარმომადგენლები. მოსახლეობის ძალისხმევით და „ორბელიანის“ მხარდაჭერით შევძლებთ შევქმნათ სკვერი, რომელიც გახდება სოფლის „ცენტრი“... აღნიშნული სამუშაოების შემდეგ სკვრით ისარგებლებენ როგორც ბავშვები და მათი მშობლები, ასევე ახალგაზრდები, მოხუცები სოფლის სტუმრები და ა.შ. , სკვერი დაეხმარება სოფლის მოსახლეობას მეტ ურთიერთობის ჩამოყალიბებაში.

ვინ განკარგავს შესყიდულ ნივთებს ინიციატივის დასრულების შემდეგ?

შესყიდული ნივთები სრულად დამონტაჟდება სკვერში და მოხმრდება მის მოწყობას. ხოლო ინვენტარი რაც საუშაოების ჩასატარებლად იქნება საჭირო შეინახება სოფლის განვითტარების საინიციატივო ჯგუფთან და, საჭიროებისამებრ, მოხმარდება სოფლისთვის სასიკეთო საქმეს. სკვერის მოვლა პატრონობაზე იზუნებს სოფელში შექმნილი ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფი...

რამდენად თანაბრად ისარგებლებენ ქალები და კაცები შედეგად?

სკვერი როგორც ავღნიშნეთ წამოადგენს სოფელში მთავარ თავშეყრის ადგილს იმ ადამიანებისთვის ვისაც განტვირთვა დასვენება სჭირდება და არამხოლოდ აქ შეიძლება გაიამრთოს სხვადასხვა აქტივობები (გამოფენა, ღონისძიება და სხვა). როგორც მდედრობითი ისე მამრობითი სქესის ადამიანები შეძლებენ გამოიყენონ სკვერი და იქ შექმნილი დადებითი გარემო.

Items Needed

Item აღწერა Vendor Info Total Purchased?
კუთხსახეხის ქვები

კუთხსახეხის (ბარგალკის) ქვები რკინის დასაჭრელად

სეირამი

ქ.დედოფლისწყარო

595152084
20,00 ₾
შედუღების ელექტროდი

რკინის შესადუღებელი ელექტროდი

სეირამი

ქ.დედოფლისწყარო

595152084
50,00 ₾
საინფორმაციო აბრა სკვერში

ორგანიზაცია ორბელიანის შესახებ ინფორცმაცია.

ირინა

ქ.დედოფლისწყარო

593503577
200,00 ₾
ჯაჭვი გრძელრგოლებიანი

ჯაჭვი საქანელების ჩამოსაკიდებლად. 6.5 მეტრი.

ირინა

ქ.დედოფლისწყარო

593503577
60,00 ₾
რკინის ოთხკუთხედი მილები "ტრუბაკვადრატი"

რკინის მილები სკამების, საქანელების, აიწონა-დაიწონას და ჩამოსასრიალებელი ატრაქციონის მოსაწყობად, ეს არის რკინის ოთხკუთხედი მილები 10x10მმ; 7მმ და 4მმ; ზომები. სრულად არის საკმარი ეს თანხა აღნიშნული ინვენტარისთვის საჭირო მასალების შესაძენად.

სეირამი

ქალაქი დედოფლისწყარო

595152084
900,00 ₾
თუნუქის ფურცელი

თუნუქის ფურცელი 1 ცალი 2x1 ზომა, ჩამოსასრიალებელი ატრაქციონისთვის...

სეირამი

ქალაქი დედოფლისწყარო

595152084
80,00 ₾
შედუღების აპარატი

შედუღების აპარატი რკინის კონსტრუქციის შესადუღებლად,

ირინა

ქ.დედოფლისწყარო

593503577
400,00 ₾
ფერადფერადი საღებავები

ინვენტარის შესაღებად.

სეირამი

ქ.დედოფლისწყარო

595152084
60,00 ₾
ტრანსპორტირება

აღნიშნული ინვენტარის ტრანსპორტირება ქ.დედოფლისწყაროდან სოფელ კასრისწყალში

ბექა

სოფ. კასრისწყალი

591454830
150,00 ₾
ცემენტი+ლამი

სკვერის ინვენტარის დასაბეტონებლად.

სეირამი

ქ.დედოფლისწყარო

595152084
90,00 ₾
სამუშაო ხელთათმანები

სამუშაოების უსაფრთხოდ შესასრულებლად

სეირამი

ქ.დედოფლისწყარო

595152084
50,00 ₾
დიზელი

საწვავი დიზელი სკვერის ფართის გასასწორებლად და მოსამზადებლად.

გალფის ბენზინ გასამართი სადგური

ქ.დედოფლისწყარო

1
130,00 ₾

Activity See All Activity

შესვლა first to add your own comment.

Comments

zviadi buchaidze მშვიდობიან დღეს გისურვებთ, რა შეიძლება ვთქვა რაც დრო გადის მადლიერი ადამიანი უფრო მეტია, ყველას მოსწონს და ემოციებს არ მალავენ. მუნიციპალიტეტთან აქტიურად ვმუშაობთ შემოღობვის საკითხზე, ეხლა უკვე დადგა გამწვანების დრო და მოხალისეები ძალიან ბევრი გვყვავს რომ გამწვანება შევმატოთ სკვერს და უახლოეს მომავალში დავდებ ფოტოებსაც გამწვანების,
Reply
Keti Khachidze წარმატებები!
Reply
zviadi buchaidze სურათები
Reply
zviadi buchaidze სკვერის მოწყობის სამუშაოები სრულად დავასრულეთ. თემის მაცხოვრებლებში იმხელა ემოციებია რომ ბავშვების გარდა ზრდასრულებიც ვერ მალავენ ემოციებს და სიხარულს. ერთადერთი რაც აკლია ეს სიმწვანეა გაზაფხულის დადგომისთანავე გოგონების პირობაა რომ ყვავილებს დარგავენ და გააფერადებენ აქაურობას, ბიჭებმა კი გადაწყვიტეს ხის ნერგები დარგან გარშემო. მინდა სოფლის სახელით დიდი მადლობა გადავუხადო ორბელიანი საქართველოს რომ მოგვცა შესაძლებლობა წლების მერე სოფელში რაღაც ახლის რაღაც ისეთის გასაკეთებლად რაც მოსახლეობას სიხარულს მოუტანდა.
Reply
zviadi buchaidze დადგა ნანატრი დღეც და სკვერის მოწყობის დასრულების ეტაპზე ვართ 2 დღეში სრულად მორჩება ყველა სამუშაო... იმდენად კარგი გამოდის რომ მოსახლეობა აღფრთოვანებას ვერ მალავს. აღნიშნული სკვერის შესახებ ინფორმაცია მივაწოდე ქალაქ ახმეტის მერს ბატონ იოსებ ქარუმაშვილს და ვთხოვე სკვერის შემოღობვაში დახმარება, მან გამოთქვა მზადყოფნა დასახმარებლად და სტუმრობას დაგვპირდა რაც სასიხარულო ინფორმაციაა. ამასთან თუშეთის განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში სადაც ჩემი იდეა სპორტული ინვენტარის შეძენის შესახებ იქნა დაფინანსებული და ვფიქრობ სპორტული ინვენტარის სკვერის ტერიტორიაზე განთავსებას. ბევრი კარგი და სასიხარულო შექმნა სკვერის მოწყობამ რისთვისაც ორბელიანის მიმართ ყოველთვის მადლობელი ვიქნებით. სიახლეებს გაცნობებთ და საბოლოოდ დასრულებულ სკვერის შესახებ ფოტო მასალას და ინფორმაციას ფეისბუქის გრუპაშიც დავდებ...
Reply
zviadi buchaidze ბავშვები ყველაზე მეტად არიან მოტივირებულნი და ცდილობენ მაქსიმალურად მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა ნივთების შექმნის მოხატვის და ა.შ პროცესში.
Reply
zviadi buchaidze მოგესალმებით, სამწუხაროდ სკვერის დასრულება ახალწლამდე ვერ მოვასწარით ცუდი ამინდების გამო. ხოლო ახალი წლის შემდეგ შევუდექით სამუშაოებს ბავშვები ვეღარ ითმენენ და ინვენტარის სანახავად ყოველდღე მსტუმრობენ, დღეს სკვერის მოსაწყობი ადგილის ქვებისგან გასუფთავება მოხდა ასევე მოვასწორეთ შესაბამისად მიწის ზედაპირი, შაბათ-კვირას (19-20 იანვარს) ვფიქრობთ სრულად დავასრულებთ მოსაწყობ სამუშაოებს...
Reply
zviadi buchaidze მოგესალმებით, სამწუხაროდ სკვერის დასრულება ახალწლამდე ვერ მოვასწარით ცუდი ამინდების გამო. ხოლო ახალი წლის შემდეგ შევუდექით სამუშაოებს ბავშვები ვეღარ ითმენენ და ინვენტარის სანახავად ყოველდღე მსტუმრობენ, დღეს სკვერის მოსაწყობი ადგილის ქვებისგან გასუფთავება მოხდა ასევე მოვასწორეთ შესაბამისად მიწის ზედაპირი, შაბათ-კვირას (19-20 იანვარს) ვფიქრობთ სრულად დავასრულებთ მოსაწყობ სამუშაოებს...
Reply
zviadi buchaidze ამინდის გამოდარებისთანავე მოხდა სკვერისთვის საჭირო ტერიტორიის მოსწორება მოსუფთავება. ამ კვირის ბოლომდე ვფიქრობთ ინვენტარის განთავსებას... და სკვერის მოწყობის სამუშაოების დასრულებას.
Reply
zviadi buchaidze ინვენტარის დამზადების ბოლო ეტაპზე ვართ, სამწუხაროდ ისევ წვიმს რაც ცოტა გვაფერხებს, ბავშვები ვეღარ ითმენენ და ადგილზე მოდიან სანახავად :) ბევრი გემრიელობა ნივთი იქმნება და მოლოდინიც დიდია. ველოდებით როდის გამოიდარებს.
Reply
zviadi buchaidze სრულად მოხდა აღნიშნული ინვენტარის შეძენა, მობილიზებული გვყავს ტრაქტორიც, სამწუხაროდ წვიმიანი ამინდებია და ვერ ვასწორებთ მიწის ზედაპირს ველოდებით გამოდარებას, სკვერისთვის საჭირო ინვენტარის აწყობა უკვე პროცესშია (ფოტოებსაც დავდებ)... აუცილებელია გეგმის შედგენის დროს ამინდის ცვალობადობის გათვალისწინება ეს ვისწავლე :) თუმცა გეგმაში ჩავეტევით...
Reply
zviadi buchaidze ამ ეტაპზე მაღაზიებში შეკვეთილია ინვენტარი და ველოდებით ინვოისების გაგზავნას და გადარიცხვების დასრულებას, ინვნეტარის მიღების შემდეგ დავიწყებთ უშუალოდ სამუშაოებს ყველაფერი მზადაა იმისთვის რომ გავაკეთოთ სკვერი. სოფლის ადგილმდებარეობიდან გამომდინარე ყველა საჭირო ინვნეტარს შევიძენთ ქალაქ დედოფლისწყაროში.
Reply
zviadi buchaidze მოგესალმებით, დიდი მადლობა ორბელიანი საქართველოს რომ მოგვცა შანსი გავაკეთოთ კიდევ ერთი დიდი საქმე თემის განვითარებისთვის, თემის მაცხოვრებლები იზიარებენ ამ პროექტის მნიშვნელობას და დიდი მადლობას გამოთქვამენ ორგანიზაციის მიმართ... მოხდა მოსახლეობის ინფორმირება პროექტის შესახებ ამან გამოიწვია მათი აღფრთოვანება, და მოხარული არიან პროექტით ასევე გამოთქვამენ სრულ მზადყოფნას პროექტის განხორციელების სამუშაოებში სრულად მონაწილეობაზე.
Reply