სკვერი ერთიანი მომავლისთვის - All Activity

სკვერი ერთიანი მომავლისთვის Location: კახეთი, ახმეტის მუნიციპალიტეტი, სოფელი კასრისწყალი
zviadi buchaidze commented

მშვიდობიან დღეს გისურვებთ, რა შეიძლება ვთქვა რაც დრო გადის მადლიერი ადამიანი უფრო მეტია, ყველას მოსწონს და ემოციებს არ მალავენ. მუნიციპალიტეტთან აქტიურად ვმუშაობთ შემოღობვის საკითხზე, ეხლა უკვე დადგა გამწვანების დრო და მოხალისეები ძალიან ბევრი გვყვავს რომ გამწვანება შევმატოთ სკვერს და უახლოეს მომავალში დავდებ ფოტოებსაც გამწვანების,

სკვერი ერთიანი მომავლისთვის Location: კახეთი, ახმეტის მუნიციპალიტეტი, სოფელი კასრისწყალი
zviadi buchaidze commented

სკვერის მოწყობის სამუშაოები სრულად დავასრულეთ. თემის მაცხოვრებლებში იმხელა ემოციებია რომ ბავშვების გარდა ზრდასრულებიც ვერ მალავენ ემოციებს და სიხარულს. ერთადერთი რაც აკლია ეს სიმწვანეა გაზაფხულის დადგომისთანავე გოგონების პირობაა რომ ყვავილებს დარგავენ და გააფერადებენ აქაურობას, ბიჭებმა კი გადაწყვიტეს ხის ნერგები დარგან გარშემო. მინდა სოფლის სახელით დიდი მადლობა გადავუხადო ორბელიანი საქართველოს რომ მოგვცა შესაძლებლობა წლების მერე სოფელში რაღაც ახლის რაღაც ისეთის გასაკეთებლად რაც მოსახლეობას სიხარულს მოუტანდა.

სკვერი ერთიანი მომავლისთვის Location: კახეთი, ახმეტის მუნიციპალიტეტი, სოფელი კასრისწყალი
zviadi buchaidze commented

დადგა ნანატრი დღეც და სკვერის მოწყობის დასრულების ეტაპზე ვართ 2 დღეში სრულად მორჩება ყველა სამუშაო... იმდენად კარგი გამოდის რომ მოსახლეობა აღფრთოვანებას ვერ მალავს. აღნიშნული სკვერის შესახებ ინფორმაცია მივაწოდე ქალაქ ახმეტის მერს ბატონ იოსებ ქარუმაშვილს და ვთხოვე სკვერის შემოღობვაში დახმარება, მან გამოთქვა მზადყოფნა დასახმარებლად და სტუმრობას დაგვპირდა რაც სასიხარულო ინფორმაციაა. ამასთან თუშეთის განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში სადაც ჩემი იდეა სპორტული ინვენტარის შეძენის შესახებ იქნა დაფინანსებული და ვფიქრობ სპორტული ინვენტარის სკვერის ტერიტორიაზე განთავსებას. ბევრი კარგი და სასიხარულო შექმნა სკვერის მოწყობამ რისთვისაც ორბელიანის მიმართ ყოველთვის მადლობელი ვიქნებით. სიახლეებს გაცნობებთ და საბოლოოდ დასრულებულ სკვერის შესახებ ფოტო მასალას და ინფორმაციას ფეისბუქის გრუპაშიც დავდებ...

სკვერი ერთიანი მომავლისთვის Location: კახეთი, ახმეტის მუნიციპალიტეტი, სოფელი კასრისწყალი
zviadi buchaidze commented

ბავშვები ყველაზე მეტად არიან მოტივირებულნი და ცდილობენ მაქსიმალურად მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა ნივთების შექმნის მოხატვის და ა.შ პროცესში.

სკვერი ერთიანი მომავლისთვის Location: კახეთი, ახმეტის მუნიციპალიტეტი, სოფელი კასრისწყალი
zviadi buchaidze commented

მოგესალმებით, სამწუხაროდ სკვერის დასრულება ახალწლამდე ვერ მოვასწარით ცუდი ამინდების გამო. ხოლო ახალი წლის შემდეგ შევუდექით სამუშაოებს ბავშვები ვეღარ ითმენენ და ინვენტარის სანახავად ყოველდღე მსტუმრობენ, დღეს სკვერის მოსაწყობი ადგილის ქვებისგან გასუფთავება მოხდა ასევე მოვასწორეთ შესაბამისად მიწის ზედაპირი, შაბათ-კვირას (19-20 იანვარს) ვფიქრობთ სრულად დავასრულებთ მოსაწყობ სამუშაოებს...

ამინდის გამოდარებისთანავე მოხდა სკვერისთვის საჭირო ტერიტორიის მოსწორება მოსუფთავება. ამ კვირის ბოლომდე ვფიქრობთ ინვენტარის განთავსებას... და სკვერის მოწყობის სამუშაოების დასრულებას.

სკვერი ერთიანი მომავლისთვის Location: კახეთი, ახმეტის მუნიციპალიტეტი, სოფელი კასრისწყალი
zviadi buchaidze commented

ინვენტარის დამზადების ბოლო ეტაპზე ვართ, სამწუხაროდ ისევ წვიმს რაც ცოტა გვაფერხებს, ბავშვები ვეღარ ითმენენ და ადგილზე მოდიან სანახავად :) ბევრი გემრიელობა ნივთი იქმნება და მოლოდინიც დიდია. ველოდებით როდის გამოიდარებს.

სკვერი ერთიანი მომავლისთვის Location: კახეთი, ახმეტის მუნიციპალიტეტი, სოფელი კასრისწყალი
zviadi buchaidze commented

სრულად მოხდა აღნიშნული ინვენტარის შეძენა, მობილიზებული გვყავს ტრაქტორიც, სამწუხაროდ წვიმიანი ამინდებია და ვერ ვასწორებთ მიწის ზედაპირს ველოდებით გამოდარებას, სკვერისთვის საჭირო ინვენტარის აწყობა უკვე პროცესშია (ფოტოებსაც დავდებ)... აუცილებელია გეგმის შედგენის დროს ამინდის ცვალობადობის გათვალისწინება ეს ვისწავლე :) თუმცა გეგმაში ჩავეტევით...

სკვერი ერთიანი მომავლისთვის Location: კახეთი, ახმეტის მუნიციპალიტეტი, სოფელი კასრისწყალი
zviadi buchaidze commented

ამ ეტაპზე მაღაზიებში შეკვეთილია ინვენტარი და ველოდებით ინვოისების გაგზავნას და გადარიცხვების დასრულებას, ინვნეტარის მიღების შემდეგ დავიწყებთ უშუალოდ სამუშაოებს ყველაფერი მზადაა იმისთვის რომ გავაკეთოთ სკვერი. სოფლის ადგილმდებარეობიდან გამომდინარე ყველა საჭირო ინვნეტარს შევიძენთ ქალაქ დედოფლისწყაროში.

სკვერი ერთიანი მომავლისთვის Location: კახეთი, ახმეტის მუნიციპალიტეტი, სოფელი კასრისწყალი
zviadi buchaidze commented

მოგესალმებით, დიდი მადლობა ორბელიანი საქართველოს რომ მოგვცა შანსი გავაკეთოთ კიდევ ერთი დიდი საქმე თემის განვითარებისთვის, თემის მაცხოვრებლები იზიარებენ ამ პროექტის მნიშვნელობას და დიდი მადლობას გამოთქვამენ ორგანიზაციის მიმართ... მოხდა მოსახლეობის ინფორმირება პროექტის შესახებ ამან გამოიწვია მათი აღფრთოვანება, და მოხარული არიან პროექტით ასევე გამოთქვამენ სრულ მზადყოფნას პროექტის განხორციელების სამუშაოებში სრულად მონაწილეობაზე.