Street Art პოზიტიური ცვლილებებისთვის

dmamulashvili92@gmail.com
კახეთი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი, ზაქათლის ქუჩა
1374
Comments: 7

Goals

Problem statement:

პოსტ-საბჭოთა სივრცის ქალაქებში ბევრია ისეთი შენობები, რომლებიც საბჭოთა კავშირის შემდეგ აღარ გარემონტებულა და ქალაქის იერსახეს საკმაოდ ,,მოწყენილ“ ელფერს აძლევს. ლაგოდეხიც სწორედ ასეთი ქალაქების რიცხვს მიეკუთვნება. ჩვეს ქალაქში ბოლო პერიოდში საკმაო რაოდნეობის ტურისტი ჩამოდის, თუმცა ადგილზე ხვდებათ უღიმღამო შენობები, რომლებიც მოწყენილ, ერთფეროვან ელფერს აძლევენ ქალაქს და არაფრით გამორჩეულს არ ხდიან მის იერსახეს. Street Art-ს აქვს ძალა გახადოს გამორჩეული და ერთფეროვნებისგან იხსნას, ყველაზე მოწყენილი შნეობაც კი. აქ ჩამოსული ტურისტებისთვის უფრო მიმზიდველი რომ გახდეს ჩვენი ქალაქი, ვფიქრობთ ფერები და street art ლაგოდეხის სავიზიტო ბარათად ვაქციოთ. რაც ყევლაზე მეტად სჭირდება ჩვენს ქალაქს ეს არის ფერები, რაც შეიძლება მეტი და რაც შეიძლება ფერადი. ფერებს აქვთ ძალა გააღიმონ ადამიანები და გაულამაზონ ყოველდღიური რუტინა.

რას გააკეთებთ ამ ცვლილების მისაღწევად?

საქართველოში ბოლო წლებია ძალიან პოპულარული გახდა street art-ი და ბევრ ქალაქში გაჩნდა ე.წ. კედლის მხატვრობა. Street Art არის საშუალება, იარაღი, ნახატებით რაც შეიძლება ბევრ ადამიანამდე მიიტანო შენი სათქმელი, პოპულარიზაცია გაუწიო სხვადასხვა აქტიუალურ თემებს, ასევე საუკეთესო საშუალებაა დამალო მოწყენილი შენობების უსახური იერი და მისცე ამ შენობებს შანსი დაიწყონ სიცოცხლე თავიდან, შეცვალო ადამიენების განყწობა-დამოკიდებულება მათ მიმართ და ფერების საშუალებით თავიდან შეაყვარო ეს შენობები ადამიანებს. ფერებს აქვთ ძალა ადამიანის განწყობა წამში შეცვალონ. ლაგოდეხში მე მინდა, რომ street art-ის საშუალებით 2 შენობა: სპორტდარბაზი და მუსიკალური სკოლა შეუერთდეს იმ შენობების რიცხვს, რომლებიც Sreet Art-ის ობიექტებად იქცევიან. ასევე, ამ შენობების გაფერადება თემატური ნახატებით, უფრო მეტ ინტერსესს გამოიწვევს ბავშვებში. თვალით აღქმული მხიარული ფერები და ნოტები უფრომ მეტ ბავშვს გაუჩენს ინტერესს მუსიკისადმი და ხელოვნებისადმი. ყველაზე მთავარი, როგორც მოგეხსენებათ ლაგოდეხი მნიშვნელოვანი ტურისტული ადგილია ველური ბუნების მოყვარული ტურისტებისთვის და ისისნი ვერ მოხვდებიან იქ, ქალაქში გავლის გარეშე, ეს შენობები სწორედ ლაგოდეხის ცენტრში მდებარეობს და თუ ისინი გაფერადდებიან street art_ით ძალიან კარგი იქნება ასევ ტურისტული თავლსაზრისითაც. სპორტდარბაზის შენობაზე გაკეთებული ლაგოდეხის ბუნების ამსახველი ნახატები იქნება ადგილი ტურისტებისთვის ფოტოების გადასაღებად, რაც ლაგოდეხს უფრო მიმზიდველს და საინტერესოს გახდის არა მხოლდო უცხოელი, არამედ ქართველი ტურისტებისთვისაც. ჩვენი გვინდა street art-ის საშუელბით გავაფერადოთ, გავალამაზოთ და პოპულარული გავხადოთ, როგორც ლაგოდეხი, ასევე მიმდინარეობა street art. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერისგან მაქვს სიტყვიერი თანხმობა იმის, რომ ეს შენობები მოიხატოს. p.s. (საჭიროების შემთხვევაში შემიძლია წარმოვადგინო წერიობითი თანხმობაც).

ვინ განკარგავს შესყიდულ ნივთებს ინიციატივის დასრულების შემდეგ?

ჩვენი პროექტით ძირითადად ისეთი ნივთებია გათვალისწინებული, რომლებიც მრავალჯერადი გმოყენების არ არის. თუმცა გვაქვს მხოლოდ პულივიზატორის თოფი, რომელიც პროექტის დასრულების შემდეგ დარჩება ჩემთან და ამ ნივთით სარგებლობა შეეძლებათ იმ ადამიანებს ვინც დაინტერესბულნი არიან street art-ით. რაც შეეხება მოხატულ შენობებს ისინი მუნიციპალიტეტის საკუთრებას წარმოადგენენ და სამომავლოდ მუნიციპალიტეტი იზრუნებს მოხატული კედლების მოვლა-გაფრთხილებაზე.

რამდენად თანაბრად ისარგებლებენ ქალები და კაცები შედეგად?

დათვლა იმისა თუ რამდენად იქნება დაცული გენდერული ბალანსი ამ პროექტით მოსარგებლე ბენეფიციარებისა, შეუძლებელია. თუმცა თამამდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე გენდერული პროექტი, რომლიც არ აკეთებს აქცენტს არც ერთი სქესის წარმოამადგენელზე, პირიქით, ორივე სქესს თანაბრად აძლევს შანსს მიიღონ სიამოვნება გაფერადებული და გალამაზებული შენობებისგან.

Items Needed

Item აღწერა Vendor Info Total Purchased?
კედლის შესაღები პულივიზატორი

გვესაჭიროება 70 ცალი 18 ლარიანი პულივიზატორი.

ჰიპერმარკეტი გორგია

ქ.თბილისი, წერეთლის #140

+995 322 960 960
1 260,00 ₾
პულივიზატორის თოფი

გვესაჭიროება პულივიზატორის თოფი 2 ცალი - 1 ცალის ღირებულება 200 ლარია.

ჰიპერმარკეტი გორგია

ქ.თბილისი, წეწრთლის #140

+995 32 2960960
400,00 ₾
შესაღები ფუნჯები

გვესაჭიროება 10 ცალი 3 ლარიანი ფუნჯი (30 ლარი) და 10 ცალი 5 ლარიანი ფუნჯი (50 ლარი )

ჰიპერმარკეტი გორგია

ქ.თბილისი, წერეთლის #140

+995 32 2960960
80,00 ₾
შესაღები კატოკი

გვესაჭიროება შესაღები კატოკები 10 ცალი (ერთის ღირებულება 4 ლარი).

ჰიპერმარკეტი გორგია

ქ.თბილისი, წერეთლის #140

+995 32 2960960
40,00 ₾
თეთრი ფასადის საღებავი

გვესაჭიროება თეთრი ფასადის საღებავი, 20 კილოანი, ღირებულებაა 100 ლარი.

ჰიპერმარკეტი გორგია

ქ.თბილის, წერეთლის #140

+995 32 2960960
100,00 ₾
ცელოფანი

გვჭირდება 15 მეტრა ცელოფანი, 1 მეტრის ღირებულება არის 4 ლარი. გვესაჭიროება ძირს გასაფენად, შეღებვის დროს რომ არ დავსვაროთ ასფალტი.

ჰიპერმარკეტი გორგია

ქ.თბილისი, წერეთლის #140

+995 32 2960960
60,00 ₾
კედლის სპეციალური საღებავი

გვესაჭიროება კედლის საღებავი 40 ცალი 15 ლარიანი.

ჰიპერმარკეტი გორგია

ქ.თბილისი წერეთლის #140

+995 32 2960960
600,00 ₾

Activity See All Activity

შესვლა first to add your own comment.

Comments

Keti Khachidze შეგიძლიათ, საბოლოო შედეგი გაგვიზიაროთ, როგორ გამოიყურება თქვენი ნახატი ამჟამად?
Reply
dmamulashvili92@gmail.com ყოველდღიურად იცვლება და იხვეწება ჩვენი ნახატი, ამ წუთებში ზუსტად ასე გამოიყურება. სამწუხაროდ ამინდი ისევ გაფუჭდა და დღეს ვერ ვმუშაობ.
Reply
dmamulashvili92@gmail.com მოგესალმებით მეგობრებო, ვაგრძელებ სამუშაოებს, მაგრამ ამინდების გამო ხანდახან ვერ ვმუშაობ და ცოტათი გაიწელა დასრულების პროცესი. მთლიანად ამინდებზეა დამოკიდებული რამდენ ხანში დავამთავრებ დახატვას. ამ დროისთვის კი ასე გამოიყურება (იხ.ფოტო). ეს არის სამუშაო პროცესი და არ არის ნახატის საბოლოო სახე.
Reply
dmamulashvili92@gmail.com დღეის მდგომარეობით კი ასე გამოიყურება ჩვენი კედელი. თუმცა ეს ჯერ ძალიან შავი ვერსიაა იმის, რაც საბოლოოდ უნდა შეიქმნას.
Reply
dmamulashvili92@gmail.com მოგესალმებით მეგობრებო, იქიდან გამომდინარე, რომ ამინდები არ გვაძლევდა საშუალებას ვერ მოვახერხეთ დროულად დაგვეწყო პროექტის განხორციელება. 23 ნოემბერს, როგორც კი გამოვიდა ამინდი დავიწყეთ მშაობა, ეს არის დაახლოებითი მონახაზი(იხ.ფოტო), მუშოაბის პროცესში შეიძლება შეიცვალოს, თუმვა ძირითადი კონცეფცია უცველელი იქნება.
Reply
dmamulashvili92@gmail.com ასევე, ლაგოდეხის მერს უკვე ვაჩვენეთ სავარაუდო ესკიზი, რისი მოხატვაც გვინდა და მისგან გვაქვს სიტყვიერი თანხმობა. ველოდებით მზიან ამინდებს, რომ დავიწყოთ მოხატვა. იხ.თანდართული ფოტო. ეს არის დაახლოებითი მონახაზი პირველი ნახატის, რაც გვინდა რომ დავხატოთ.
Reply
dmamulashvili92@gmail.com მოგესალმებით მეგობრებო, მოკლედ მოგიყვებით რა გზა გაიარა ჩვენმა პროექტმა ამ დროის მანძილზე. პროდუქციის ძირითად ნაწილი შევიძინეთ გორგიაში. 2 ნოემბერს შევუკვეთეთ პროდუქცია და 11 ნომებერს ჩემოვიტანეთ ლაგოდეხში. ძირითადი სამუშაო მასალები უკვე ადგილზე გვაქვს, ეხლა ველოდებით ამინდი გამოსვლას, რადგან კვირას საღამოს დაიწყო წვიმა და მას მერე გადაუღია. ვიმედოვნებთ, რომ რამდენიმე დღეში გამოვა ამინდი და დავიწყებთ მოხატვის პროცესს.
Reply