დოკუმენტურ-ექსპერიმენტალური ფილმი თბილისის ჰაერის შესახებ
თბილისი, თბილისი, რ. აგლაძეს ქუჩა ( ყოფილი ელიავა )
1157 Comments: 6
Goals
Problem statement:
ქალაქში არის დაბინძურებული ჰაერი, რაც საფრთხეს უქმნის არამხოლოდ ჩვილ და მოზარდი ბავშვების ფიზიკურ ჩამოყალიბებას და სიცოცხლეს, არამედ ზრდასრული ადამიანების ჯანმრთელობასაც. მინდა გავაკეთო დოკუმენტური ფილმი. რომელიც, ეჭვგარეშე ყველას დაანახებს იმ საფრთხეს რომელსაც ვგრძნობ ყოველი ჩასუნთქვის დროს.
რას გააკეთებთ ამ ცვლილების მისაღწევად?
ვცხოვრობ თბილისის ყველაზე დაბინძურებულ უბანში (დიდუბე - რ. აგლაძეს ქუჩაზე / ყოფილი ელიავა) გარდა ავტოგამონაბოლქვისა ჩემს გარშემო ხის, რკინის და ქვიშის მტვერი დაფრინავს. ოპერაციის შედეგად 2002 წლიდან გულში მაქვს 2 ცალი ხელოვნური მექანიკური სარქველი, რის გამოც ორგანიზმით ვგრძნობ დაბინძურებულ ჰაერს. ქალაქში ყოველდღიურად მიწევს წამლის დოზის გაზრდა რადგან დაბინძურებული ჰაერი არითმიის და ტაქიკარდიის პროვოცირებას იწვევს. საკმარისია გავცდე ქალაქს და 2-3 დღეში რადიკალურ ცვლილებებს ვგრძნობ ორგანიზმში. მინდა გავიკეთო სრული სამედიცინო გამოკვლევა: ექოსკოპია, კარდიოგრამა, INR - სისხლის ანალიზი + 24 საათიანი ე.კ.გ ჰოლტერი და სამედიცინო ხელსაწყოსთან ერთად ვისეირნო ქალაქში, ვაკეთო სხვადასხვა ფიზიკური აქტივობები. ამის შემდეგ წავიდე აგარაკზე გავიარო აკლიმატიზაცია და იქაც გავიმეორო იგივე სამედიცინო გამოკლვევა. მიღებული შედეგებით მივიდე ჩემს პირად ექიმთან და შევადარებინო ორივე შედეგი. ექსპერიმენტის დროს მკაცრად იქნება დაცული და გაწერილი წამლის დოზები, ძილის ხანგრძლივობა, კვება, მიღებული სითხის რაოდენობა და ასე შემდეგ.
ვინ განკარგავს შესყიდულ ნივთებს ინიციატივის დასრულების შემდეგ?
არ არის აუცილებელი გადაღებისთვის ნივთების შეძენა. საჭირო იქნება ტექნიკის დაქირავება, მემონტაჟის და ოპერატორის ჰონორარი. ასევე სამედიცინო, გაუთვალისწინებელი და საწვავის ხარჯები.
რამდენად თანაბრად ისარგებლებენ ქალები და კაცები შედეგად?
ექსპერიმენტალურ-დოკუმენტური ფილმი მნიშვნელოვანი იქნება ნებისმიერი ასაკის მოქალაქესთვის, განურჩევლად გენდერისა და ასაკის. ფილმი დაეხმარება მოქალაქეებს ცნობიერების ამაღლებაში.
Recommendations
Reviewer 2
მე შემიძლია დაგაკავშიროთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰაერის ლაბორატორიასთან და მათთან ერთად ჩატარდეს ექსპერიმენტი/ვიდეოს გადაღებაItems Needed
Item | აღწერა | Vendor Info | Total | Purchased? |
დოკუმენტურ - ექსპერიმენტალური ფილმი ქალაქის ჰაერზე | ფილმის შინაარსი იქნება თბილისის დაბინძურებულ ჰაერზე და როგორ მოქმედებს ის ადამიანების ჯანმრთელობაზე. 1. კინო აპარატურა: კამერა-ლინზებით; ხმის ჩამწერი, განათება - 1000 ლარი 2. ტექნიკური პერსონალი: ოპერატორი, ოპერატორის ასისტენტი, მონტაჟი - 900 ლარი 3. სამედიცინო გამოკვლევები, კინო რეკვიზიტი და ტექნიკური ხარჯი - 600 ლარი საერთო ხარჯი 2 500 ლარი. |
ნიკოლოზ მდივანი
რ. ქგლაძეს ქუჩა 38 / სარაბაზო 4/ ბინა 88 598 38 88 73 |
2 500,00 ₾ |
Activity See All Activity
შესვლა first to add your own comment.Comments