სპორტი, მეგობრებაა, ჯანსაღი ცხოვრებაა

Khanipha Bakirova
ქვემო ქართლი, მარნეულის მუნიციპალიტეტი, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულდარა
4665
Comments: 19

Goals

Problem statement:

ჩვენს რეგიონში (სოფელ სადახლოში და მის ირგვლივ მიმდინარე სოფლებში), არ არსებობს არანაირი სპორტული მიმართულება, სადაც ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ დაგეგმონ და სწორად მართონ თავისუფალი დროის ნაწლი . მოზარდებს, დიდი სურვილი აქვთ შეისწავლონ მათთვის საინტერესო სპორტის სახეობები: მაგიდის ჩოგბურთი, ჭადრაკი. ეს ყველაფერი მათ შესაძლებლობას მისცემს, რომ თავისუფალ დროს დაკავდნენ ინტელექტუალური თამაშებით.

რას გააკეთებთ ამ ცვლილების მისაღწევად?

ჩვენს რეგიონში გახსნილია 2 ცენტრი სოფელ მოლაოღლში და ხულდარაში. გვყავს ახალგაზრდა აქტიური მოტივირებული წევრები, რომელთა სურვილია სპორტული კლუბის ჩამოყალიბება, სადაც უფასოდ შეძლებენ შეისწავლონ მაგიდის ჩოგბურთი და ჭადრაკი. ეს თამაშები ხელს უწყობს აზროვნების, ლოგიკის ყურადღების კონცენტრაციის უნარის განვითარებას ახალგაზრდებში. ორივე ცენტრში ჩატარტება ჭადრაკის გაკვეთილებს. სოფლის მასწავლებელი ალადინ მადინაევი მოხალისეობრივად იმუშავებს. ფროექტის ფარგლებში გვჯრდება 30 ჭადრაკი და 2 მაგიდის ჩოგბურთი. ორივე ცენტრში ისარგებლებენ ბავშვები ამ შესაძლებლობას. სპორტულ კლუბში , ჩვენს რეგიონში პირველად ,რადგად არასდროს არცერთ ახალგაზრდას არ მიუღია შეჯიბრში მონაწილეობა, ახლა ექნებათ შესაძლებლობა მიღონ მონაწილეობა სპორტული შეჯიბრებებში. სპორტული კლუბის ჩამოყალიბება ხელს შეუწყობს ერთი მხრივ, ჯანსაღი ცხოვების დამკვიდრებას მოზარდებში, მეორე მხრივ კი, სპორტის ამ სახეობების პოპულარიზაციას, ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ შემდგომში უკვე სერიოზულ შეჯიბრებებში მიიღონ მონაწილეობა და მიაღწიონ დიდ წარმატებას.

ვინ განკარგავს შესყიდულ ნივთებს ინიციატივის დასრულების შემდეგ?

ნივთები დარჩება ორივე ცენტრში და პერიოდულად ჩატარდება გაკვეთილები.

რამდენად თანაბრად ისარგებლებენ ქალები და კაცები შედეგად?

ჩვენი ცენტრების ახალგაზრდების უმრავლესობა გოგოებია. სპორტული ქლუბის ჩამოყალიბებისას უფრო მეტი გოგონებს მიენიჯებას უმეტესობას.

Items Needed

Item აღწერა Vendor Info Total Purchased?
მაგიდის ჩოგბურთი

გვჯრდება 2 მაგიდის ჩოგბურთი ხულდარისა და მოლაოღლის ცენტრებისთვის. მაგიდის ერთეული ფასია 470 ლარია. ჯამში გამოდის 940 ლარი.

MYMARKET.GE

თბილისი, ნუცუბიძის ქ. 129 III სართული

598187301
940,00 ₾
ჭადრაკის დაფა

გვჯრდება 30 ჭადრაკის დაფა ხულდარისა და მოლაოღლის ცენტრებისთვის. მაგიდის ერთეული ფასია 300 ლარია. ჯამში გამოდის 900 ლარი.

https://pepela.ge/index.php?route=information/stores

pepela.ge

თბილისი, 0160, პეკინის 31ა.

+995 322 22 65 51
900,00 ₾

Activity See All Activity

შესვლა first to add your own comment.

Comments

trapaidzenatia@gmail.com გუშინ, პირველ თებერვალს, მე და ჩემი რამდენიმე მოსწავლე ვესტუმრეთ ხულდარის ახალგაზრდულ ცენტრს და მის ხელმძღვანელს, ქამრან აფანდიევს. პირველი, რამაც გამაოცა, იყო სახლში გახსნილი ცენტრი. აქედან ნათლად ჩანს, თუ რამხელა ყურადღებას აქცევს ქამრანი ამ ამბავს. ოთახში 20-ზე მეტი მოზარდი იყო, თამაშობდნენ ჭადრაკს, განიხილავდნენ საინტერესო საკითხებს, სწავლობდნენ ფოტოგრაფიას. გოგონები და ბიჭები ერთნაირი ხალისით იყვნენ ჩართულნი საქმეში. აქვე იყო ჭადრაკის და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი. ერთმანეთს გავუზიარეთ საკუთარი გამოცდილება, ვისაუბრეთ მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე, მოსწავლეებმა განიხილეს ნაადრევი ქორწინების და ბავშვთა შრომის მიზეზები და შედეგები, დავგეგმეთ შემდეგი შეხვედრა და თანამშრომლობა. ძალიან კარგი დღე იყო. ნამდვილად დასაფასებელია ამ ახალგაზრდა ადამიანის ასეთი მონდომება მოზარდთა განათლების საქმეში. სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის სოფლებში, მეტად კი ეთნიკური უმცირესობით დასახლებულში, ახალგაზრდები მოწყვეტილნი არიან სიახლეებს, თანატოლებთან ურთიერთობას, საინტერესო და მრავალფეროვან აქტივობებს. ხულდარის ახალგაზრდული ცენტრი კი ვფიქრობ, ოაზისია უდაბნოში, რომელიც ახალ შესაძლებლობებს აძლევს მოზარდებს.
Reply
Khanipha Bakirova გუშინ ჩვენს ცენტრს ესტუმრა, სადახლოს პივრელი საჯარო სკოლის მოსწავლეები და მათი გმირი მასწავლებელი ნათია ტრაპაიძე. ქალბატონი ნათია ყოველთვის ზრუნავს თავის მოსწავლეებზე. მას ჰყავს ჯგუფი, რომლებიც ყოველთვის ნადრევი ქორწინების წინააღდეგ იბძვის. ჩვენ მათთან ორბელიანი საქართვლეოს ფარგლებში ვთანამშრომლობთ. გუშინდელ შეხვედრაზე კი სტუმრებთან ერთად ვმსჯელეთ, ვისაუბრეთ ახალი გამოცხადებული კონკურსის შესახებ. ამის შემდეგ ჩვენმა ჭადრაკის მოხალისე მასწავლებელმა ჩაატარა ჭატრაკის გაკვეთილი,სადაც ჩვენი მოწვეული სტუმრებიც დიდი ინტერესით და ხალისით ჩაერთვნენ.
Reply
მარიამ სამხარაძე 12 იანვარს, ვიმყოფებოდით სოფ.ხულდარაში ჩვენს დამეგობრებულ პროექტთან "სპორტი, მეგობრები და ჯანსაღი ცხოვრება". ვიზიტის ფარგლებში ორგანიზაცია "ქვემო ქართლის მედიის" წარმომადგენელმა ახალგაზრდებს მიაწოდა ინფორმაცია ანტიდასავლური პროპაგანდის შესახებ.
Reply
მარიამ სამხარაძე სათემო რესურს ცენტრში ოცამდე ახალგაზრდა შეიკრიბა. მათ მიიღის ინფორმაცია ზოგადად პროპაგანდის შესახებ, ანტიდასავლურ პროპაგანდაზე და გაეცნენ მის უახლეს მაგალითებს. განიხილეს ანტიდასავლური პროპაგანდის, ამ ეტაპზე, ბოლო მაგალითიც, რაც ლუგარის ლაბორატორიის შესახებ გავრცელებულ მიზანმიმართულ დეზინფორმაციას ეხება. ხულდარაში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა აღნიშნეს, რომ მათი ინფორმაციის წყარო ძირითადად არაქართულენოვანი მედიაა. განმარტავდნენ, რომ ხშირად აზერბაიჯანის ტელევიზიებს ადევნებენ თვალს, სადაც საქართველოს შესახებ, მხოლოდ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები ვრცელდება და ისიც რამდენიმე დღის დაგვიანებით. აქვე დაისვა კითხვაც, თუ რამდენად სანდო და ზუსტია მეზობელი ქვეყნის მედიის გავრცელებული ინფორმაცია?!..
Reply
მარიამ სამხარაძე ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ გამოცხადებულ ესსების კონკურსში და დასაჩუქრდნენ, ასევე მათი დაწერილი ბლოგები გამოქვეყნდება. მომავალშიც ვგეგმავთ სოფ.ხულდარისა და მოლაოღლის ახალგაზრდებთან თანამშრომლობას. მადლობა მათ მასპინძლობისთვის!
Reply
Khanipha Bakirova დღეს, ნინო გიორგაძე ესტუმრა სოფელ ხულდარასა და მოლაოღლის სოფლებში არსებულ ჩვენს ცენტრებს.მან ისაუბრა ფონდი ,,ორბელიანი საქართველოს" შესახებ და ორბელიანის ფარგლებში, ჩვენი გამარჯვებულ პროექტს ადგილზე გაეცნო თუ როგორ მიმდიანრეობს პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივიბები.
Reply
Khanipha Bakirova ესეც დღევანდელი 2018 წლის ბოლო გაკვეთილის სურათები. ამის შემდეგ, ორი კვირის განმავლობაში დაისვენებენ ბავშვებიც. 2019 წლის 14 იანვრიდან კი ახალი ძალით, დასვენებულები და ენერგიით სავსენი აქტიურად გავაგრძელებთ ჩვენს აქტივობებს.
Reply
Khanipha Bakirova წარმოგიდგენთ ვიდეორგოლს,სადაც ჩვენი ცენტრების, მოლაოღლის და ხულდარას მოსწავლეები საუბრობენ პროექტზე ,,სპორტი, მეგობრები და ჯანსაღი ცხოვრება" გვინდა შეგახსენოთ,რომ ზაფხულში ვაპირებთ სპორტული შეჯიბრების მოწყობას
Reply
Khanipha Bakirova https://web.facebook.com/MIM.molaoglu.development.center/videos/274086960128307/
Reply
Khanipha Bakirova მერე რა, რომ ზამთარია და ცივა. ჩვენ, რაც მთავარია ერთად ვართ . მართალია გარეთ ცივა, მაგრამ ეს ხელს არ გვიშლის. დღეს, ჩვენმა ბავშვებმა ითამაშეს მაგიდის ჩოგბურთი, ხულდარას სათემო სარესურსო ცენტრში.
Reply
Khanipha Bakirova მოსწავლეები ახლა უკვე თითქმის ყოველ დღე მოდიან ჭადრაკის სათამაშოდ. როგორ გვიხარია, როცა ბავშვები სწავლობენ და ახალ ინფორმაციას იღებენ. ახლა უკვე მასწავლებელის გარეშეც შეუძილიათ ჭადრაკის თამაში. მადლობა ამ ყველაფრისთვის ჩვენს ერთგულ "ორბელიან საქართველოს"
Reply
Khanipha Bakirova "ორბელიან საქართველოს" დახმარებით პროექტის ფარგლებში შევიძინეთ 25 ცალი ჭადრაკის დაფა. ერთი მათგანი კი სკოლის სპორტის მასწავლებელის თხოვნით საჩუქრად გადავეცით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მოლაოღლის საჯარო სკოლის დრექტორ ბატონ მაჰმუდ ნასიბოვს, რადგან სკოლას არ ჰქონდა. ძალიან გვიხარია, რომ ახლა ყველა სკოლის მოსწავლე ისარგებლებს ახალი ჭადრაკის დაფით.
Reply
Khanipha Bakirova ცივა, მაგრამ ჩვენ მაინც თითქმის ყოველ დღე ვატარებთ სპორტულ აქტივობებეს და ვემზადებით საზაფხულო შეჯიბრებებსთვის. სანამ თოვლი მოვა, ასე ინტენსიურად გავაგრძელებთ ვარჯიშს.
Reply
Khanipha Bakirova მოლაოღლის განვითარების ცენტრში ჩავატარეთ მაგიდის ჩოგბურთის გაკვეთილს. ბავშვები ემზადებიან შეჯიბრებისთვის. გაზაფხულში ჩავადარებთ სოფლების შორის დიდი სპორტული შეჯიბრებებს...
Reply
Khanipha Bakirova დღეს მოლაოღლის განვითარების ცენტრში ჩავატარეთ ჭატრაკის გაკვეთილს. მონაძილეობას იყებდა 10 გოგო და 8 ბიჯი. მოგახსენებთ რომ კვირაში ორჯერ ტარტება ჭატრაკის გაკვეთილს. იანვრიდან დავიწყებთ შეჯიბრებებს.
Reply
Khanipha Bakirova მადლობა სპორტის მასწავლებელს
Reply
Khanipha Bakirova ,, სპორტი, მეგობრები და ჯანსაღი ცხოვრება“ პროექტის ფარგლებში გრძელდება აქტივობები. გუშინ სოფელ ხულდარაში ცენტრის ახალგაზრდებთან ერთად ვითამაშეთ ფრენბურთი. თამაში ძალიან მოეწონათ ბავშვებს.
Reply
Khanipha Bakirova ,, სპორტი, მეგობრები და ჯანსაღი ცხოვრება“ პროექტის ფარგლებში დღეს დავიწყეთ ჭადრაკის შესწავლის გაკვეთილები. სადაც მონაწილეობა მიიღო 12 მა გოგომ და 10 მა ბიჭმა. ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ სოფელის ახალგაზრდები დაინტერესებულნი და მონდომებულნი არიან რომ შეისწავლონ სპორტის ეს სახეობა.
Reply
Khanipha Bakirova ,, სპორტი, მეგობრები და ჯანსაღი ცხოვრება“ პროექტის ფარგლებში შევიძინეთ ნივთები. მოგახსენებთ, რომ ორ სოფელში (მოლაოღლსა და ხულდარაში) ტარდება აქტივობები. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით ფონდ “ორბელიანი საქართველო“-ოს ამხელა შესაძლებლობისთვის
Reply