იდეების კონკურსი

ცხოვრობ ქვემო ქართლის რეგიონში და გაწუხებს შენი სოფლის ან ქალაქის
პრობლემები? გინდა შეცვალო შენი თემის ცხოვრება უკეთესობისკენ?

  • თუ გაქვს დრო, ენერგია, კრეატივი და იდეა,
  • თუ ხარ ბლოგერი, IT სპეციალისტი, არქიტექტორი, სტუდენტი, მასწავლებელი,
  • ჟურნალისტი, საჯარო მოხელე, მხატვარი, დიზაინერი, მეწარმე თუ უბრალოდ
  • აქტიური მოქალაქე,
  • თუ არ გინდა გულხედაკრეფილი ელოდო, როგორ იცვლება შენი თემის, სოფლის,
  • ქალაქის ქუჩები, უბანი, სკოლა, ბაღი, პარკი და ახალგაზრდების ცხოვრება,
მაშინ შენ თვითონ შეცვალე შენი თემის ცხოვრება უკეთესობისკენ!

„ორბელიანის“ იდეების კონკურსი იწყება!

  • წარმოადგინე, შენი იდეა, რა გინდა შეცვალო შენს თემში/სოფელში/ქალაქში “ორბელიანის“ ონლაინ პლატფორმაზე და როგორ მოახერხებ ამას;
  • თქვენს იდეას საკონკურსო ჟიური განიხილავს;
  • გამარჯვების შემთხვევაში მიიღეთ ნივთები/დაფინანსება შენი იდეისთვის!
  • განავითარე შენი იდეა დარგის ექსპერტების და თანამოაზრეების დახმარებით;
  • მიიღე მონაწილეობა ტრენინგებში ადვოკატირებასა და თემის მობილიზებაში და გაიცანი სხვა აქტივისტებიც;
  • განახორციელე იდეა, გახდი პოპულარული, გაუზიარე წარმატებას სხვებს!
  • გახდი საუკეთესო პროექტის გამარჯვებული და მიიღე დამატებით პრიზი!
ეკოლოგია, გამწვანება, ტრანსპორტი და მობილობა, განათლება და
ახალგაზრდების ჩართულობა, ურბანული სივრცის განვითარება თუ კულტურა.

რას ეხება შენი იდეა?

  • იდეების წარდგენის უფლება აქვს ბოლნისის, დმანისის, გარდაბნის და
  • მარნეულის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ საინიციტივო ჯგუფებს.
  • საინიცატივო ჯგუფის წევრები უნდა იყვნენ ახალგაზრდები (18-29წ);
  • გუნდში სულ მცირე ხუთი წევრი უნდა იყოს გაწევრიანებული;
  • „ორბელიანი“ მიესალმება იდეებს ეთნიკური უმცირესობით დასახლებული
  • თემებიდან;

იდეების წარდგენა მხოლოდ „ორბელიანის“ ონლაინ პლატფორმაზეა app.orbeliani.net შესაძლებელი. იდეების წარდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 31 იანვარი.


  • იდეები მოხალისეობრივ საწყისებზე უნდა განხორციელდეს.
  • გამარჯვებული გუნდი მხოლოდ ინიციატივისთვის საჭირო რესურსებს მიიღებს;
  • კონკურსის მთლიანი ბიუჯეტია 50,000 ლარი. გამოვლინდება სულ მცირე 10 გამარჯვებული იდეა!
გაიგე მეტი კონკურსის შესახებ „ორბელიანის“ ფეისბუქ გვერდის მეშვეობით!
მოგვძებნე OrbelianiGeorgiaორბელიანისაქართველო. კითხვებისთვის მოგვწერეთ
office@orbeliani.net ან ჩვენს ფეისბუქ გვერდზე.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ორბელიანი საქართველოს“ მიერ „ახალი
აზროვნების ინსტიტუტთან“ პარტნიორობით გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP),
დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით.a